Gem fest – პრობლემები

მართალია ჯემ ფესტი 1 კვირის წინ დასრულდა, მაგრამ კომპიუტერთან ეხლახანს მოვაღწიე და გადავწყვიტე მოკლედ ჩამოვაყალიბო ის პრობლემები, რაც იქ ყოფნის განმავლობაში შევამჩნიე.

აქედანვე ვიტყვი რომ მუსიკაზე, ლაინაფზე, არტისტებზე, ჰედლაინერებზე, საუნდზე და ა.შ არ ვწერ.

  1. კარვების ქალაქი

საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ერთმანეთის მიჯრით ძალიან ბევრი კარავი იყო ჩამწკრივებული. ტერიტორიაზე არ იყო ტუალეტი, არ იყო წყალი. სადღაც ბოლოში ერთადერთი ონკანი იყო, რომელსაც მილები დაზიანებული ჰქონდა და მის გარშემო ისეთი ტალახი იყო, რომ წყლამდე მიღწევა საკმაოდ რთული საქმე გახლდათ.

კარვებთან გაშლილი იყო ქოლგები, თუმცა მათ არსებობას არანაირი აზრი არ ჰქონდა. კარავში 1 საათზე მეტხანს ვერც-ერთხელ ვერ გავჩერდი ისე ცხელოდა.

წესით და რიგით ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული კარავი, თუმცა, კარვის შესასვლელში მითხრეს რომ ამ ეტაპზე (შაბათს, დილის 7 საათზე) ვერაფერს მომიხერხებდნენ, და თუკი სადმე რამე თავისუფალ კარავს ვნახავდი, ნებისმიერ მათგანში შემეძლო შევსულიყავი და დამეძინა. თუმცა, დაზღვეული არ ვიქნებოდი, რომ ვინმე არ დამადგებოდა თავზე, იმიტომ რომ კარვის ჩემს სახელზე რეგისტრაცია არ მოხდა.

ორგანიზატორებს სრულიად არ გაუთვალისწინებიათ ის ფაქტი, რომ 5 დღის განმავლობაში შეიძლებოდა წვიმა წამოსულიყო. შესაბამისად, არ იყო არაფერი გაკეთებული საიმისოდ რომ კარავი არ დატბორილიყო. კვირას ჩემს კარავში 13 ივნისი იყო მოწყობილი, ზურგჩანთა ერთ დიდ გუბეში ცურავდა და ზურგჩანთაში ჩალაგებული ტანსაცმელი ცალ-ცალკე გავწურე. საბოლოო ჯამში მთელი კვირა დღე და ღამეც, სველი ტანსაცმლით დავდიოდი/მეძინა. დღემდე მიკვირს როგორ გადავრჩი და როგორ არ გავცივდი.

ფესტივალის განმავლობაში მუდმივად ხდებოდა ნივთების/ფულის მოპარვა კარვებიდან. იდეაში ტერიტორიაზე დადიოდა დაცვა, თუმცა ვერც-ერთი ქურდის დაჭერა ვერ მოახერხეს. ყურადღებას მარტო იმას აქცევდნენ, რომ მათი კარავი არ წაეღო ვინმეს. მაგრამ ეგეც ვერ ქნეს ბოლომდე კარგად და რამდენიმე კარავი დაკარგეს/მოპარეს. იმის გამო რომ დაცვა საკმაოდ უყურადღებო იყო, ჩემი ზურგჩანთა ორშაბათს დილით საერთოდ სხვის კარავში აღმოვაჩინე. მე გამიმართლა, ვიპოვე მაინც და ვიღაცებს ძალიან არ გაუმართლათ.

რაღაც მომენტში დაცვასიც მესმის. ტერიტორიაზე მხოლოდ სპეციალური სამაჯურების მქონე ადამიანებს უშვებდნენ და მერე უკვე რთულია გააკონტროლი ვინ ვის კარავში შედის. თუმცა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ეს სამაჯურები რამდენიმე ჰქონდათ და კარგად მოხერხებული ქურდბაცაცები ღობეებიდანაც ხტებოდნენ. გარეთ დაცვა იყო,  რომელსაც წესით უნდა ეკონტროლებინა რომ ღობიდან არავინ შესულიყო, მაგრამ როგორც ჩანს სათანადოდ ვერ აკონტროლებდნენ იქაურობას.

ასეთ შემთხვევაში ან კამერები უნდა იყოს იქ, ან რამენაირად უნდა შეიძლებოდეს კარვის დაკეტვა. სხვა გზას უბრალოდ ვერ ვხედავ.

საშინელი სანაგვე იყო მთელი ტერიტორია. 5 დღის განმავლობაში ერთხელაც არ დალაგებულა. ყველგან ეყარა ნახმარი პრეზერვატივები, საჭმლის ნარჩენები, ბოთლები და სხვადასხვა სახის ნაგავი. მესმის რომ თვითონ ხალხმა უნდა ინებოს კეთილი და არ დაყაროს ნაგავი ძირს, როდესაც ნაგვის ურნები ყოველ სამ მეტრში იდგა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტერიტორია უნდა ლაგდებოდეს.

2. აბაზანა-ტუალეტი

როდესაც ორგანიზატორებმა იცოდნენ რამდენი ბილეთი იყო გაყიდული, იცოდნენ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა ფესტივალს, რატომ გადაწყვიტეს რომ ტერიტორიაზე 10 ტუალეტი და 10 აბაზანა უნდა ყოფილიყო? რატომ არ მოაგვარეს საკითხი წინასწარ, რატომ არ გაითვალისწინეს რომ იქაურობას დალაგება უნდოდა? იმდენად ყარდა იქაურობა, რომ მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების დროს ვსარგებლობდი. არადა ფესტივალზე ხარ, სვამ, ბევრს სვამ, და ამ დროს ტუალეტში შესვლას ყველაფერი გირჩევნია -_-

აბაზანაში მუდმივად ცივი წყალი იყო. მართალია ცხელოდა, მაგრამ მოდი თავად გადავწყვეტ სიცხეში ცივი წყლით მირჩევნია დაბანა თუ თბილით. მითუმეტეს როდესაც ბინძური აბაზანით მომსახურეობაში ფულს ვიხდი.

საბედნიეროდ აკვა-პარკის საშხაპე აღმოვაჩინე, ბევრად სუფთა, მოწესრიგებული, ჩემდაგასაკვირად ძალიან ცოტა ხალხით და თბილი წყლით!

1

3. საკვები დაწესებულებები

რომ მოვმკვდარიყავი ტერიტორიაზე ჯანსაღ საკვებს ვერ ვიპოვიდი. სენდვიჩები და ჰოთდოგები იყო მხოლოდ. სულ რამდენიმე ჯიხური იყო და შესაბამისად ყველგან ძალიან დიდი რიგი იდგა. არჩევანიც ძალიან მწირი. ფასები ძვირი. ამ ჯიხურებთან კი რატომღაც მუდმივად ტალახი იყო. ტერმინალი ერთადერთ ჯიხურს ჰქონდა და ძალიან გამიმართლა.

იმისათვის რომ თავი ადამიანად გეგრძნო, გეჭამა ნორმალური საკვები ნორმალურ ფასად მაშინ ტერიტორიის გარეთ უნდა გასულიყავი, საგულდაგულოდ მოგეძებნა რამე ნორმალური, სუფთა (!) კაფე და ისე დაკმაყოფილებულიყავი. არადა ტერიტორიიდან გასვლა, უზარმაზარი ხიდის გადავლა და მერე ანაკლიაში ბოდიალიც საშინელ სიცხეში ძალიან დამღლელია.

მესმის რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, მაგრამ მგონია რომ სხვადასხვა აქტივობები, გასართობები უნდა იყოს. მხოლოდ მუსიკა და წყალი 5 დღის განმავლობაში ადამიანს სასტიკად მოსაბეზრებელია. მინიმუმ აკვა-პარკის ჩართვა მაინც არ მგონია პრობლემა.

მგონია რომ ეს ყველაფერი ის წვრილ-წვრილი პრობლემებია, რომელთა გათვალისწინება და მოგვარება საკმაოდ მარტივი ამბავია ორგანიზატორების მხრიდან.

მიუხედავად ყველაფრისა ძალიან კმაყოფილი ვარ ფესტივალით და მიხარია რომ წასვლა არ დამეზარა.

 

P.S ბევრი რამე კიდევ არ მახსოვს :/

 

3 thoughts on “Gem fest – პრობლემები

  1. BigCrow

    ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე თუ მიდიხარ, მუსიკას უნდა უსმინო, რა გასართობები და ჯოკრის თამაში მომინდომე

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      5 დღე მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში ვერ მოუსმენ მუსიკას :/ როგორ გაგიჟებითაც არ უნდა გიყვარდეს 😀

      Reply
  2. nika

    ყველა ფესტივალზე, სადაც კარვებია გამოყენებული, ყველგან არის აბსოლიტური სიმჭიდროვე, მაგრამ ჩრდილის გაკეთებას რაღა უნდოდა 5000 ლარამდე თანხის დახარჯვა და არა ნატახტარის უფასოდ დათრეული სარეკლამო ქოლგები. 3 კაცი ერთი პალმის ჩრდილს დავსდევდით მთელი დღე. თუმცა ძალიან ბევრი და კარგი სიტუაცია იყო, ჯანსაღი პროდუქცია კი ნაწილობრივ მაინც იყო..

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s