თოვლის ბაბუის ინსტიტუტი

თოვლის ბაბუა არ არსებობს, და ეს იცის ყველამ. ყველამ, გარდა იმ ბავშვებისა, რომლის მშობლებმაც გადაწყვიტეს, რომ შვილის მოტყუება ძალიან, ძალიან კარგი იდეაა!

მას შემდეგ, რაც ბავშვი ცოტათი აზროვნებას იწყებს, ერთ-ერთი პირველი, რასაც ასწავლიან ის არის, რომ ტყუილი არ შეიძლება, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, რომ პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა და ა.შ. სამაგიეროდ, დიდები მთელი გულით ცდილობენ, რომ ბავშვი არარსებულში დააჯერონ. რამდენიმე წელი ასაზრდოონ მათ გულებში არარსებული ადამიანი, შეუქმნან ილუზია ვიღაც კეთილი ბაბუის შესახებ, რომელსაც საჩუქრები მოაქვს და როცა უკვე დიდი იქნება (მშობელი წყვეტს როდის არის ბავშვი დიდი) გაუმხილონ სიმართლე. ან უარესი, სრულიად შემთხვევით მოკრას ყური რომ მისი საყვარელი ადამიანი უბრალოდ არ არსებობს და გამოგონილია, ისევე როგორც ნებისმიერი ზღაპრის გმირი. დიდებს შეუძლიათ აი ასე, უბრალოდ, ადგნენ და რამდენიმე სიტყვაში თავზე ჩამოუნგრიონ ბავშვობის სურვილები, ოცნებები, საჩუქრები და ყველაფერი რისიც სჯეროდათ.

wallpaper2229_768

დღემდე ძალიან მწარედ მახსოვს ის იმედგაცრუება და გულის ტკივილი რაც ვიგრძენი, როდესაც მამაჩემმა მითხრა რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა.

ვერაფრით ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ უფროსებს (პატარებს არ სჭირდებათ! მათ საჩუქრები ყველასგან უხარიათ), რომ საკუთარი შვილების ბედნიერებაში შეტანილი წვლილი არარსებულ ადამიანს დააბრალონ.

თოვლის ბაბუის, პაპის, სანტა კლაუსის და სხვა მისთანების ინსტიტუტი გასაუქმებელია. ბავშვებისთვის გულის ტკენის მეტი არაფერი მოაქვს.

One thought on “თოვლის ბაბუის ინსტიტუტი

  1. Salomé Kanário Ust

    მეც მახსოვს, როგორ ვიპოვე ჩემი საჩუქრები კარადაში, ორი დღით ადრე :/
    5 წლის ვიყავი.
    10 საათზე დამაძინეს 31-ში და ორი საათი ვიტყუებოდი, ვითომ მეძინა. 12 რომ გახდა, ავდექი და გამოვაცხადე: „ჰე, დააწყეთ ახლა ჩემი საჩუქრები-მეთქი“. :/ 😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s