Category Archives: ბლოგერები

მეხუთიათასე

უხსოვარ დროში, უფრო სწორად რამდენიმე თვის წინ, ჩემს ბლოგზე მეხუთიათასე კომენტარი დაიწერა.

არ მახსოვს როდის დაიწერა მეასე კომენტარი, არც მეხუთასე და არც მეათასე, სამაგიეროდ კარგად დავიმახსოვრე მე-5000-ე კომენტარი. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბლოგზე სულ რაღაც 4980 კომენტარი იყო დავაანონსე ბლოგზე მეხუთიათასე კომენტარის ავტორს რაიმე საჩუქარს მივცემ-მეთქი. გამარჯვებული ტუხა აღმოჩნდა.

გამარჯვებული მეხუთიათასე კომენტარის ავტორი

 

ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრ საჩუქaრზე. ჯერ ერთი იმიტომ რომ ტუხას კარგად არ ვიცნობდი, მეორეც აზრზე არ ვიყავი რა შეიძლება მეყიდა, გამეკეთებინა, მეჩუქა და მიმეცა.

საბოლოოდ ძალიან ბანალურ აზრზე შევჩერდი – ჭიქა წარწერით! მაგრამ, ჩემს წინაშე მეორე პრობლემა წამოიჭრა, რა შეიძლება დავაწერო, ან დავახატო ჭიქას? როგორც წესი ფანტაზიის ამბებში ძალიან მოვიკოჭლებ, სწორედ ამიტომ ძალიან ლოგიკური მსჯელობით მივედი დასკვნამდე რომ რამე ისეთი უნდა დამეწერინებინა რაც ჩემს ბლოგთან იქნებოდა კავშირში. და საბოლოოდ გამოვიდა ასეთი:

საჩუქარი :უსერ

რატომ ეს წარწერა?
– რადგან ტუხა იყო ჩემს ბლოგზე მე-5000-ე კომენტარის ავტორი, ე.ი ჩემს ბლოგს კითხულობს, ან ფეიჯს მაინც ადევნებს თვალს. რახან ბლოგს კითხულობს ე.ი თუ არ უყვარს მოსწონს მაინც, და თუ არ მოსწონს შემოსული მაინცაა რამდენჯერმე. და თუ აქედან არც-ერთი ჩემი ვარიანტი არ გამართლდა, მაშინ ეს ჭიქა და წარწერა აუცილებლად გაახსენებს ჩემს ბლოგს ^^

მიუხედავად იმისა რომ მეხუთიათასე კომენტარი და ეს საჩუქარიც ძალიან დიდი ხნის წინ გაკეთდა, პატრონს ხელში მხოლოდ და მხოლოდ დღეს ჩაუვარდა.

 

 

Advertisements

სოციალური მედიის დღე

სოციალური მედიის დღე საქართველოში პირველად შარშან აღინიშნა, მთაწმინდის პარკში. ღია და საინფორმაციო “ივენთი” იყო. წელს მისი აღნიშვნა რამდენიმე ბლოგერთან ერთად საქართველოს ბანკმა ითავა. რატომღაც პატარ-პატარა პრობლემები ისევ გაჩნდა. ძალიან ბევრს ვერ გაეგო რატომ იყო დახურული ივენთი და რატომ არ შეიძლებოდა ნებისმიერი მსურველისთვის დასწრება. წელს, გამოვიდა ისე, რომ ბოგმა “თავის პონტში” აღნიშნა 50-მდე ბლოგერთან ერთად. კომენტარებში სალომემ სწორად აღნიშნა: “ნეტა ახალი წლის აღნიშვნა რომ მოუნდეს საქართველოს ბანკს რამდენიმე ბლოგერთან ერთად რას იზამს ეს ხალხიო”. ხო და ამ დღის აღნიშვნა შეეძლო ყველას ისე როგორც გაუხარდებოდა.

დაახლოებით 18-საათისთვის რედისონთან შევიკრიბეთ და ავტობუსით ლისისკენ გავუყევით. სხვათაშორის გუშინ აღმოვაჩინე, რომ ლისზე არასდროს არ ვარ ნამყოფი. საგრძნობლად იგრძნობოდა ტემპერატურის ცვლილება. გრილოდა, შეიძლება ითქვას ციოდა კიდეც. ქარი იყო, ტბაზე ტალღები ჩნდებოდა, შორიდან ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანდა. იქ პატარა ფანჩატურის სტილი ნაგებობა დაგვხვდა.

lisi lounge

lisi lounge

შევიკიბეთ, მაისურები დაგვირიგეს, რომელთან დაკავშირებითაც ისევ ისმოდა წუწუნი, იმის შესახებ რომ ზომებს არ ითვალისწინებენ და ბევრ გოგოს კაბად გამოადგებოდა. ვივახშმეთ, დავლიეთ, მოვშინაურდით და პირველი თამაშიც დაიწყო.

ყველაზე პატარა ზომა (M) მაისური

ყველაზე პატარა ზომა (M) მაისური

ალბათ უკვე ყველამ შეამჩნიეთ საქართველოს ბანკის ახალი თამაში “ჯეირანი”. წყვილებად დავიყავით და ვეჯიბრებოდით ერთმანეთს 3-მდე. გაამრჯვებულები კიდევ ეჯიბრებოდნენ და ასე სანამ უკანასკნელი წყვილი არ დარჩა, თიკო და ქილიფა.

ჯე-ი-რა-ნი

ჯე-ი-რა-ნი

და პრიზი აიპოდი შეხვდაა…. ქილიფას!!!

გამარჯვებული

გამარჯვებული

პირველი თამაშის შემდეგ იყო ცეკვა, გართობა, დალევა, გარეთ გაგრილება და მერე ისევ ცეკვა და გართობა. თუმცა ცეკვით ყველა თავს არ იწუხებდა. რატომღაც 10მდე ადამიანი ვიყავით და ვცეკვავდით დაუღალავად. შემდეგი თამაშიც ცეკვას ეხებოდა და პრიზი ისევ აიპოდი იყო. მუსიკა რომ ჩაირთვებოდა უნდა გვეცეკვა, როცა გამოირთვებოდა უნდა გავშეშებულიყავით და არ უნდა გავნძრეულიყავით. ამ თამაშში გაიმარჯვა დევიმ, რომელსაც გაამრჯვების შემდეგ “სცენა” დაეთმო და ვალდებული შეიქმნა მარტოს ეცეკვა.

გაშეშებულები

გაშეშებულები

დაახლოებით 12-სკენ დავიშალეთ. ბოლო გაჩერება რედისონი იყო. საიდანაც დაიწყო ისევ იქ დამთავრდა.

პ.ს ყოველი მსგავსი ივენთის შემდეგ ნათქვამი ფრაზა: “ვისაც დალევა არ შეუძლია ნუ სვამს!!!” “ვინც დალევის მერე ჭედავს ნუ სვამს!!!”

პ.პ.ს წინა სმდ-სთან შედარებით ეს უკანასკნელი გაცილებით სჯობდა.

 

და ბოლოს მათთვის ვინც ბოლომდე გაძლო პატარა სუვენირები.

სოც.მედია

დღეს ორ შეხვედრაზე ვიყავი და ორივეგან სოციალურ ქსელებზე, ფეისბუქი, ბლოგი და ტვიტერზე საუბრობდნენ. ყველგან ასე თუ ისე შეძლებისდაგვარად დავაფიქსირე საკუთარი აზრი, მაგრამ თუ დღეს ბლოგის დღეა დაე იყოს ბლოგის დღე საფუძვლიანად და დავწერ აქაც.

ბლოგი

ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსი – წერის დროს შეგიძლია იყო როგორც სუბიექტური ისე ობიექტური. შეგიძლია წერო აკადემიურად, სლენგებით, ადამიანურ ენაზე და მოკლედ, როგორც გაგიხარდება. წერო იმაზე, რაზეც “გისწორდება”, რაზეც გული შეგტკივა, რაც გაწუხებს თუ გაბედნიერებს, გამოთქვა საკუთარი აზრი თავისუფლად ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, თავი იგრძნო ისე როგორც შენს სამფლობელოში და თან ამ სამფლობელოში არავის, მაგრამ თან ყველას ჰქონდეს შემოჭრის უფლება.

ბლოგი რამდენიმე ტიპისაა – პირადი და თემატური. ბლოგების უმეტესობა (დაახლოებით 90%) პირადია. წერენ საკუთარ თავზე და საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. თემატური ბლოგები ძალიან ცოტაა და რეიტინგიც არც თუ ისე კარგი აქვთ. პრინციპში ლოგიკურიცაა, ძალიან ცოტაა ხალხი ვისაც სიამოვნებს სულ ერთი და იგივე თემატიკის გარშემო სხვადასხვა პოსტების კითხვა. შედიან და ინტერესდებიან მაშინ როდესაც პირად ინტერესს და საქმეს სჭირდება.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბლოგის ვიზუალს. პოსტი არ უნდა იყოს დაწერილი მუქ ფონზე ღია, ძალიან ჭყეტელა ფერებით. პოსტი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული, ჰქონდეს აბზაცები და გაფორმებული იყოს 1-2 ფოტოთი. უნდა იკითხებოდეს ადვილად და კომენტარებზე გამორთული ჰქონდეს მოდერაცია.რატომღაც ძალიან მაღიზიანებს მოდერაცია და ბლოგზე სადაც მხვდება ყოველთვის ვურჩევ ავტორს რომ გამორთოს. პოსტის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იყოს საკითხის ირგვლივ დაწერილი ყველაფერი, ანუ არ გადაუხვიოს თემას და დამაინტერესოს. მერე სულ “რიხინ-რიხინით” იკითხება.

ტვიტერი

ტვიტერი არის მიკრობლოგინგის სისტემა. რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ინფრომაციის მიღება-გავრცელებსთვის. სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენთან ტვიტერს ძალიან მცირე მომხმარებელი ჰყავს. ბევრს უბრალოდ, მარტივი მიზეზი აქვს თუ რატომ არ ინტერესდება ტვიტერით. ის ფეისბუქს ვერ შეუცვლის და პრინციპში ვეთანხმები კიდეც. ორი აბსულუტურად სხვადასხვა ქსელია, მაგრამ მომხმარებლების უმეტესობას ფეისბუქი და ტვიტერი დაკავშირებული აქვს ერთმანეთთან, შესაბამისად ტვიტერზე გავრცელებული ნიუსი ავტომატურად ქვეყნდება ფეისბუქზე და უბრალოდ საჭიროება აღარ მოითხოვს შევიდე ტვიტერზე. ტვიტერს ვიყენებ ინფორმაციის გასავრცელებლად, იგივე ბლოგის ლინკის დასაშეარებლად, ან ჩემი ბლოგის ან ვინმე სხვისი, მაგრამ იქ არ შევდივარ, იმიტომ რომ რა ინფორმაციაც უნდა მივიღო მივიღებ ფეისბუქით, სადაც ტვიტერს ავტომატურად გადმოაქვს პოსტები თუ სტატუსები.

ფეისბუქი

მოდი შევთანხმდეთ რომ ჩემი აზრის გარეშეც მშვენივრად იცით რა არის და რისთის არის. ერთი ისაა, რომ გული მწყდება ამას ადნაკლასნიკების გაუმჯობესებულ ვერსიად რომ იყენებ.

ბლოგის საშუალებით ფულის შოვნა

კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ჯერ ეხლა დაინტერესდნენ სოციალური მედიით. ჯერ ეხლა იგებენ რა ხილია და შესაბამისად შემიძლია ვივარაუდო, რომ მომავალში ბლოგის საშუალებით დასაქმების და ფულის კეთებების პერსპექტივა ისახება. თუმცა რამდენად უახლოეს მომავალში ეგ აღარ ვიცი. ბევრმა ორგანიზაციამ თუ კომპანიამ იცის რომ უნდა ჰქონდეს, სჭირდება ფან ფეიჯი თუმცა მისი გამოყენება არ იცის და ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვაკანციები :ფეისბუქ გევრდის ოპერატორი. რაც პრინციპში კარგია იმისთვის ვინც უსაქმურია და ვისაც შეუძლია კომპანიის წარმომადგენლის დაჯერება რომ ფეისბუქზე ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია და ა.შ.

მემგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც შემეძლო. თუ რამე გამომრჩა და მერე გამახსენდა ან დავააფდეითებ ან კომენტარებში დავტოვებ 🙂

დისკუსია თემაზე: “ბლოგერი” ჰობიდან პროფესიამდე

დღეს საღამოს ვლოგერის ოფისში პატარა დისკუსია მოეწყო და საუბარი ბლოგებზე, მათ მომავალზე, განვითარებაზე და მთლიანად ბლოგოსფეროზე იყო. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ახალი გავიგე ან აღმოვაჩინე ან რაიმე მსგავსი, თუმცა საინტერესო იყო იქ მყოფი ბლოგერების მოსაზრებები ბლოგერებთან და მკითხველებთან დაკავშირებით.

ზოგიერთ მათგანს ამბიცია გააჩნია, რომ ბლოგზე დაახლოებით 1000–1500 ვიზიტორი შემოვა და ეს გახდება მისი ერთ–ერთი შასემოსავლო წყარო. თუმცა როგორ მაინც არ მესმის :ფიქრ: , ა, თუმცა როგორ არ მესმის ვიზიტორების ამბავი, სექსი ხომ ყოველთვის აქტუალური თემაა საქართველოში, აი საშემოსავლო წყარო სექსზე წერა როგორ გახდება მაგაზე ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიფიქრო. კიდევ უფრო საინტერესო ერთ–ერთი იქ მყოფი არაბლოგერის “კომენტარი” იყო, რომლის მიხედვითაც დაახლოებით გამოვიდა, რომ ბლოგი კომპლექსიან ხალხს აქვს და საკუთარი თავის რეალიზებას მხოლოდ ასე ახერხებენ რადგან უჭირთ რეალურ ცხოვრებაში კომპლექსების აღიარება, ან ამ კომპლექსებით გამოწვეული პრობლემების და ბარიერების გადალხვა. არ გამკვირვებია, რადგან უარესები მომისმენია.  არა–ერთი ჩემი ნაცნობებისგან გამიგია მსგავსი ფრაზები. ყოვლად წარუმატებელი, ხელმოცარული, ბომჟების “ბანდა” რომ ჰგონიათ ბლოგერები, რომლებიც სახალხოდ ჰყვებიან ყველაფერს და ერთი ჩემი კლასელი ვითომ დასამცირებლად “წადი შე ბლოგეროვო” ყოველ ნახვაზე მეძახის. ხო, კიდევ თურმე დასაბანებიც ვყოფილვართ ბლოგერები (გაგვიგეს!). ნუ რას ვიზამთ, ვისთვის სოციალური მედია ჯერ კიდევ უცხო ხილია (და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია) ალბათ არც უნდა გეწყინოს (ქართული ანდაზის: “ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს” მაგალითზე). სწორედ ამიტომ ძალინ, ძალიან მადლიერი ვარ პროექტისა, რომელიც სკოლებში ასწავლის სოციალური მედიის ანა–ბანას და უკვე პირველი სახელმძღვანელოც გამოსცეს. (პროექტის: “სოციალური მედია სკოლბში” ფან ფეიჯი)

კამათის ფორმა მიიღო საკითხმა: “რა არის ბლოგი?”. არ ვიცოდი და როგორც აღმოჩნდა, ბლოგი ინტერნეტში განთავსებულ ნებისმიერ მასალს ნიშნავს (?!). მე ბლოგი უფრო სხვა რამ მგონია 🙂 საშუალება დაწერო, განათავსო ნებისმიერი ტიპის (წერილობითი, აუდიო, ვიდეო) მასალა, იყო ობიექტური, თუ გინდა სუბიექტური და ამაზე არავინ შემოგედავება, არ დამესგავსო სტატისკურ ჟურნალისტს, რომელიც მშრალად ყოველგვარი ემოციის, მსჯელობის თუ საკუთარი აზრის გარეშე “აფაბლიშებს” მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. თუმცა ალბათ ბლოგის რაობასთან დაკავშირებით იმდენი მოსაზრება არსებობს რამდენი ადამიანიცაა. პირადად ჩემთვის, ჩემი ბლოგი დღიურს წარმოადგენს და სამომავლოდაც სწორედ ამ “პროფილში” ვხედავ.

მორიგი ასე თუ ისე შეთანხმებას მიუღწევადი თემა იყო “რეკლამა”. ნუ, რეკლამაც არის და რეკლამაც. მაგრამ, როდესაც ესა თუ ის კომპანია, კინოთეატრი, დაწესებულება გთავაზობს ერთგვარ “პაკეტს” სადაც აღნიშნულია, რომ პოსტი გაქვს დასაწერი მიღებული სარგებელის სანაცვლოდ არ არის აუცილებელი აქო და ადიდო და მკითხველი შეცდომაში შეიყვანო., ან პირიქით მოძებნო ყველა ნაკლი რაც გააჩნია და “ფარდა ახადო”. უბრალოდ დაწერე ის რაც საჭიროა, ყოველგვარი გაზვიადების თუ ნაკლების აღმოჩენის გარეშე.ანუ უნდა ვისწავლოთ მსგავს სიტუაციაში პოსტების წერა ისე, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური (თუ როგორც არის).

მეტი საკამათო თემა აღარ მახსენდება. სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდი კი ალბათ შემდეგ პარასკევს ისევ შემოგვთავაზებს დისკუსიას : )) ეცადეთ წამოხვიდეთ.

მე და ის

ეს ის ღამე იყო როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჯავახიშვილში კი არა თავართქილაძეში მოვხვდი და გამწარებული ვცდილობდი რაიმე ინფორმაცია გამეგო ამ უნივერსიტეტის შესახებ. როგორც გავარკვიე მათი საიტი გინდ ყოფილა გინდ არა, იქ ვერანაირ საჭირ–ბოროტო საკითხს ვერ მივაკვლიე. ბოლოს უკვე ფეისბუქზე დავიწყე ხალხის ძებნა, იქნებ ვინმე იქ სწავლობდა და მეც დამხმარებოდა და მწირი ცოდნა მაინც მიმეღო. სწორედ ამ დროს მომწერა, მე ვსწავლობ თეუსუ–შიო, გამიხარდა რომ ვიღაც მაინც აღმოჩნდა მთელი 500–კაციდან. არ ვიცი როდის ან რატომ დავიმატე მეგობრებში მაგრამ ფაქტი იყო, რომ ძალიან დამეხმარა. ყველა ნიუანსი გამაცნო, წესები თუ ადგილმდებარეობა. ბოლოს ნომრები გავცვალეთ და სწავლა რომ დაიწყებოდა ერთმანეთი უნდა გვენახა. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა, რა ქენი დარეგისტრირდიო? მიაგენიო? მიქო და მიდიდა მთელი თეუსუ, მაგრამ მარის თქმისა არ იყოს მიმიქარავს უიზლების სახლი შენობა ისეთ მდგომარეობაში იყო.

პირველად მაშინ დავინტერესდი ამ ადამიანის ვინაობით, როდესაც სწავლა უნდა დაწყებულიყო. ბოლო–ბოლო ნახვას ვგეგმავდი. სურათებში შევედი და მალევე გამოვედი. ვიღაც უბრალო, უგემოვნო, საშინელი ფოტოების მქონე მეგონა. სწავლა, რომ დაიწყო ნახვა ვერ მოვახერხე. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამეტუზა მეოთხე სართულზე (სადაც იურისტები არიან. თვითონაც იურიდულზე სწავლობდა, მეორე კურსზე). გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და დავასკვენი, რომ ადამიანზე ფოტოებით არ უნდა იმსჯელო. მეორე დღეს მახსოვს კიდე, ჩემს აუდიტორიაში იჭყიტებოდა მე მეძებდა და ამ დროს გვერდით ვედექი (სიბრმავე თურმე თავიდანვე გქონდა და “იმას” ტყუილად ვაბრალებდი). ნელ–ნელა შესვენებზე ვნახულობდი, ვჭორაობდით ბლოგერბზე და თითქმის ყოველდღე ვეუბნებოდი ბლოგი გააკეთეთქო. პირველად მაშინ მივხვდი, რომ “ვერ იყო” როცა მითხრა შეყვარებულს რბილი “ლ”–ს გამო დავშორდიო და თან გამაფრთხილა არ დამცინოვო.

ამის მერე მოხდა ის, რომ ბლოგიც გააკეთა, აქტიურიც გახდა და პირველად ვერის ბაღშიც მოვიდა. პირველად რომ შუბლზე კოცნა დავუპირე მისი შეშფოტებული სახე არ დამავიწყდება, რატომღაც ჩემგან სხვას ელოდა… სამაგიეროდ ეხლა როცა ვეუბნები გაკოცოთქო შუბლს მიშვერს და ელოდება როდის ვაკოცებ. ჩვენმა ყოველდღიურმა ურთიერთობამ განაპირობა ეს და დღეს ბედნიერად ვცხოვრობთ ❤

სათაურის წერისას ყოველთვის ვიჭედები

გუშინდელი დღით უკმაყოფილესი ვარ. დილით ვიფიქრე სიტყვები არ მეყოფა პოსტი რომ დავწეროთქო და მაინც ვიწყებ.

100–ბლოგერი ერთად არასდროს მინახავს. მეგონა ყველას ვიცნობდი, მეგონა ყველა ვიცოდი ვინ იყო, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც.

თბს ბანკმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბლოგერების წიგნი გამოუშვეს. გუშინ კლუბ–რესტორან two-side-ში პრეზენტაცია იყო. ყველანი ისეთი კარგები იყვნენ, ისეთი ლამაზები.. სიტყვები არ მენანებოდა ვინმე შემექო. მეორე დღეა ვამბობ რომ ლიტერატორი, ეკატერინე, პაწუ, ეკუსი ულამაზესები იყვნენ… დოდკა სექსუალური, როგორც ყოველთვის ❤ ლაშარელა გაცილებით სიმპატიური აღმოჩნდა ვიდრე ფოტოებზე (მზე).

ამდენი მთვრალი ბლოგერი ერთად… ალუკარდი უსაყვარლესი, დადიოდა და ამბობდა: “გამარჯობა, მე მთვრალი ვარ”, მერე იწყებდა სიყვარულის ახსნას. ლანდიშას არ მეგონა ესეთი კარგი სიმთვრალე თუ ჰქონდა :დ მერე რა, რომ აურია და ცოტა ვერ იყო, სამაგიეროდ გიჟივით იღიმოდა/იცინოდა. ლადოს ქილიფაც არ ჩამოუვარდა სიმთვრალეში 😀

ზოგი წყნარად იჯდა კუთხეში თავისთვის და წიგნს უკირკიტებდა.. ჰმ, როგორ შეიძლებოდა მსგავს ივენთზე ჯდომა და წიგნის კითხვა, ან დაგრუზვა?! მესმის უცნობები ვიყავით/იყვნენ მაგრამ დავიჯერო რთულია ხალხთან გაიხსნა, იცეკვო, დალიო თუნდაც პირველად ხედავდე იმ ადამიანს?!

მსგავსიი ივენთები თუნდაც იმიტომ მიყვარს, რომ მონატრებულ ხალხს ვნახულობ. ცოტახნით, მაგრამ მაინც ხომ ვესაუბრები ხოლმე, თუნდაც: გიორგაშვილს, ზურ.გე, სვანი,მამიდები   ვასასი და ჰექსე… :))

მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. უმშვენიერესი საღამო/ღამე იყო. მადლობა ყველას 🙂

პ.ს მაინც ვერ გავიგე, მე უფრო დიდი მკერდი მაქვს თუ ანინას? 😀

1 წელი

ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა ბლოგმა არსებობა დაიწყო. მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ რა დავწერო და როგორ “აღვნიშნო” ეს ამბავი, მაგრამ წესიერი ვერაფერი მოვიფიქრე.

ამ 1 წლის განმავლობაში დღითი–დღე მემატებოდა ვიზიტორები, ფეისბუქზე ხალხი პირადი მესიჯებით: “იცი, მე შენს ბლოგს ვკითხულობ”. თითქოს არაფერი, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს თითოეული მკითხველი და ვიზიტორი რომელიც ყოველდღიურად შემოდის. ვერ ვხდებოდი და ძალიან მიკვირდა რა აინტერესებდა ხალხს ჩემს ბლოგზე, რატომ შემოდიოდნენ და რით ინტერესდებოდნენ, მე ხომ უბრალოდ პირადი ბლოგი მაქვს, იმდენად პირადი რომ ხშირად ინტერნეტ დღიურადაც მოვიხსენიებ.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში დავწერე 314 პოსტი, დაიწერა 2,720 კომენტარი და ძალიან დიდ წარმატებად ვთვლი. არასდროს მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა ვიზოტებისთვის, მაგრამ მათი  რაოდენობა 200–ს გადასცა.  მე მიყვარს ჩემი ბლოგი, მიყვარს თითოეული პოსტი, თითოეული კომენტარი და თითოეული მკითხველი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგინგი არასდროს მომბეზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო კარგად “აღვნიშნავთ” ამ “იუბილეს”.