გადავწყვიტე რომ Timha-ს პოსტებს დავუბრუნდე. Things I’m Happy About. მარტივად რომ ავხსნა, Timha-ს აზრი მდგომარეობას იმაში, რომ ყოველდღე უნდა იპოვო რაღაც ისეთი რაც გაბედნიერებს, რასაც კარგ ხასიათზე მოჰყავხარ და ა.შ. უწინ, დიდი მონდომებით ვწერდი ხოლმე, მაგრამ მოხდა ისე რომ დავანებე თავი.
მოკლედ, დღევანდელი timha #1

კაჭკაჭჯაფარა რამდენიმე დღეა გამოვიდა. მაგრამ, მე მაინც ბიბლუსის მაღაზია მიყვარს და ველოდები როდის შეიტანენ ხოლმე იქ. მიყვარს იმიტომ, რომ უნივერსიტეტის პირდაპირაა და ძალიან მოსახერხებელია და კიდევ იმიტომ, რომ მათი დაგროვებითი ბარათი მაქვს.
დღეს წიგნის ყიდვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სიყვარულში. ფურცლები ხარისხიანი, დიზაინი კარგი, თარგმანი გადასარევი, ფასი ხელმისაწვდომი. მოკლედ, მიყვარს ეს გამომცემლობა. უბრალოდ, კაჭკაჭჯაფას რუსთაველის ბიბლუსში მივაკვლიე ძლივს. სხვაგან უბრალოდ აღარ ჰქონდათ.
Timha #2
თუკი ისეთ ადგილას ვარ, სადაც ლამაზი ბლოკნოტებია და მე ცოტაოდენი ფული მაქვს. იმ ბლოკნოტებიდან რომელიღაცა ჩემი საკუთრება ხდება.
არ ვიცი როდიდან დავიწყე, მაგრამ ფაქტია ბლოკნოტებზე ვგიჟდები. მიყვარს როდესაც მიდევს უჯრაში, ვათვალიერებ და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ ხოლმე : ) შიგნით რაიმეს ჩასაწერად მენანება :დ ჰოდა, დღეს ბიბლუსში ის, ის იყო უნდა გამოვსულიყავი რომ თვალი მოვკარი ამ პაწუკა და ძალიან ლამაზ ბლოკნოტს. მათ დაგროვებით ბარათზე საკმარისი თანხა აღმომაჩნდა და წიგნს ესეც გამოვაყოლე.
თამამად შემიძლია ვთქვა რომ წარმატებული დღე მქონდა.
წიგნი ვიყიდე.
ბლოკნოტი ვიყიდე.
დასაპლომბი კბილი დავიპლომბე.
მეგობარი ვნახე, რომელსაც წელიწადში ორჯერ ვნახულობ ხოლმე.
სასიამოვნო დღე იყო.
Like this:
Like Loading...