Category Archives: timha

Timha 28.03

გუშინ სულაკაურის გვერდს ვათვალიერებდი და მოვთქვამდი ბევრი ფული მინდა, რომ ბევრი წიგნი ვიყიდო-მეთქი. ყველაზე ძალიან რაც მომინდა ამოვარჩიე და ჩემთვის შევინახე ლინკებითურთ. სულ 16 წიგნი გამოვიდა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ ყიდვას შევძლებ.

Capture

 

სხვათაშორის, დღეს მივხვდი რომ სწავლის პერიოდში უფრო მეტ წიგნს ვკითხულობ, ვიდრე მაშინ როცა სახლში ვარ. აი, კვირა დღეს მაგალითად, მთელი დღე სახლში ვარ და ვცდილობ ჩემი თავი ვაიძულო, რომ ვიმეცადინო ან წიგნი წავიკითხო, მაგრამ სანაცვლოდ ფეისბუქის სქროლვის მეტს არაფერს ვაკეთებ და ასე მეორდება ყოველ დასვენების დღეს.
სწავლის დღეებში კი უფრო მეტი დრო და სურვილი მაქვს იმის რომ რაღაც წავიკითხო, ამ დღეებში “დაჟე” ფეისბუქზე ყოფნაც მეზარება ხოლმე და თავს წიგნით ვიქცევ. ძილის წინ შუქის ჩაქრობმდე 2-3 გვერდს ჩავიკითხავ და ტკბილად მიმეძინება ხოლმე. რისი ბრალია რომ ასე ვიქცევი არ ვიცი -_-

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ დღეს “ტიპი მეზობელი საფლავიდან” ვიყიდე და გავბედნიერდი ^_^  ამ დღეებში “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეს” მოვრჩები და ახალ წიგნზეც გადავალ. იმედია რამდენადაც მოკლე აღწერით მოვიხიბლე, იმდენად მომხიბლავს წიგნიც ^_^

tipi mezobeli saflavidanP.S დასაწიყისის წაკითხვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

 

 

Timha 27.03

392908_484942234888932_698581877_n1. სახის გამწმენდი ლოსიონი. ჯერ არ ვიცი როგორია, არ გამისინჯავს და შევინახე გაუხსნელი. ამაზე დიდი ბოთლებითაც იყიდებოდა, მაგრამ სასინჯად პატარათი წამოვიღე. ვნახავ ჯერ როგორია, თუ მომეწონა მერე უკვე დიდ ბოთლზე გადავალ :3

2. თვალის ფანქარი. როგორც კი შევხედე მაშინვე შემიყვარდა. ძალიან კარგი ფერის (კარგი შავი) და კარგი ხარისხისაა.

3. წენი. შავი წენი მიყვარს. მართალია წასმა ვერ დავამუღამე და ძირითადად გამურულს ვგევარ ხოლმე, მაგრამ მაინც ვითხიპნები. არ მიყვარს ბზინავი და ბრჭვიალა წენები. ამიტომაც, როგორც კი გადავაწყდი ისეთს რომ ოდნავადაც არ ბზინავს მაშინვე დავავლე ხელი და წამოვიღე.

Timha 26.03

არა ერთხელ მითქვამს, რომ მაკიაჟს იშვიათად ვხმარობ, მაგრამ ქუსლიან ფეხსაცმელს კიდევ უფრო იშვიათად. მაკიაჟით უფრო ხშირად მიხილავთ, ვიდრე ქუსლიან ფეხსაცმელზე შემხტარს. მიუხედავად ამისა ჩემს კარადაში მაინც მოიძებნება ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ე.წ “ტანგეტკები” , რომლებზეც სიარული არ მიჭირს, მაგრამ მაინც იშვიათად ვიცვამ.

ვყვარობ კედებს და ხანდახან ბოტასებსაც. ბოტასებს უპირატესობას ძირითადად ზამთარში ვანიჭებ, კედებში ფეხი მეყინება ხოლმე. ხოდა, ჩემი კედებისადმი სიყვარული დედაჩემსაც მოეხსენება და დღეს დილით საჩუქრით დამადგა თავზე და გაღვიძებისგან გამოწვეული სიბრაზე ახალმა კედებმა ჩამიხშო :320130326_093911ახალი კედები ყოველთვის მიხარია, მაშინაც კი როდესაც კარადაში უამრავი მსგავსი ფეხსაცმელი მიწყვია.
ძალიან ლამაზი და კომფორტულია.

 

Timha 20.03

1. როდესაც აღმოვაჩენდი, რომ სამგზავრო ბარათზე თანხა აღარ მაქვს მიწევდა უაზლოესი მეტროს, ან საქართველოს ბანკის ფილიალის მოძებნა და ჩარიცხვა, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან მეზარებოდა და იქამდე დავდიოდი უბარათოდ, სანამ შემთხევით არ მოვხვდებოდი ან მეტროსთან ან ბანკის ფილიალთან.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დღეს დილით გაჩერებაზე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ვნახე.
წარმოიდგინეთ რომ როცა გინდა ჩარიცხავ და არ დაგჭირდება ზედმეტი ბოდიალი :3 ნელ-ნელა ყველა გაჩერებაზე იქნება მსგავსი აპარატი და ყველა იქნება ბედნიერი.

20130320_163254

2. გუშინ დავამთავრე უმანკოების მუზეუმის კითხვა. სამწუხაროდ ლექციიდან ლექციამდე ჩემი დრო არ შემცირებულა და აუცილებლად მესაჭიროებოდა რამე ახალი წიგნი, სასურველია საინტერესო და ისეთი დიდი ხანი რომ მინდოდა. ხოდა, დღეს გივიმ  ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე მაჩუქა ❤

20130320_171803

როგორც წიგნის უკანა ყდა მატყობინებს, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას. ავტორი ნორვეგიელი ჟურნალისტი ოსნე საიერშტადია და როგორც ამბობენ, ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე ”ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეში”  მისი ”მუზა” ავღანეთია – მრავაწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი ისლამიტური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერეროზმისა და ფანატიკოსი მუსულმანების სიმრავლის გამო.

ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადმიანის ”შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შიეძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც  რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით…

მოკლედ, იმედი მაქვს სააინტერესო იქნება.

3. საღამოს ძალიან მიყვარს რომელიმე ცხელ სასმელთან ერთად ჯდომა და ფბ-ს სქროლვა. დღეს ხელში კისელი ვიგდე. ალბათ 2 წელი მაინცაა რაც არ დამილევია. არადა რა ადვილად კეთდება, რა გემრიელი და რა კარგი რამეა ❤ ერთ შეფუთვა კისელს სჭირდება დაახლოებით 1,3 ლიტრი წყალი. ამ 1,3 ლიტრი წყლიდან დაახლოებთ 400 გრამი (თბილი) უნდა დავასხათ ფხვიერ კისელს და კარგად გავხსნათ. დარჩენილი წყლი უნდა ავადუღოთ და ადუღების შემდეგ ეს გახსნილი მასა ჩავასხათ. დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ და ვურიოდით პერმანენტულად. სანამ ადუღდება იქამდე გამოვრთოთ. გადავანაწილოთ ჭიქებში (დაახლოებით 6 ჭიქა გამოდის. ზომასაც გააჩნია პრინციპში) და დაველოდოთ ცოტა ხანი. ცხელიც კარგია, მაგრამ მე პირადად გემოს ვერ ვატან, თან მიყვარს გაციების შემდეგ ოდნავ რომ შესქელდება ხოლმე. ასე, რომ 15 წუთი ველოდები და მერე ვიწყებ ნელ-ნელა და ნება-ნება კისელის სმას.

collage

P.S პოსტის წერა კისელთან ერთად სულ სხვა მუღამი აქვს ^_^

Timha 19.03

თვალის ფანქარს უფრო ხშირად ვხმარობ ვიდრე სუნამოს. ერთი ბოთლი სუნამო 1-წელზე მეტხანს მყოფნის ხოლმე. თუმცა, არის პერიოდები როდესაც ეს სუნამო იცლება და მეც იძულებული ვარ რამე სხვა ავარჩიო. ყველაზე ნაკლებად სუნამოების არჩევა მეხერხება. ვიცი რომ მიყვარს გრილი სუნი, არც ტკბილი და არც ძალიან მძაფრი. დღეს დილით, ჯერ კიდევ ახალი ამდგარი რომ ვიყავი ლოგინიდან, ჩემმა დამ MEXX-ის სუნამო მომიტანა. როგორც წესი და რიგია მაჯაზე მივისხი, გავუხახუნე მეორე მაჯას და დიდხანს ვყნოსნე. საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მომეწონა, ყუთი გადავაგდე, სუნამო დავისხი და იქვე, სარკეზე დავდგი ^_^

5631_482205891829233_1469477476_n

ორშაბათი, Timha 18.03

დღევნდელი Timha ის გახლავთ, რომ “უმანკოების მუზეუმი” დავამთავრე.

20130318_214652ამ წიგნზე იმდენი მსენია და ისე აქებდნენ, რომ ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი კითხვას. ახალი წელი ახალი ჩავლილი იყო კითხვა რომ დავიწყე. სოფელში, ფეჩის გვერდზე ვიჯექი და ვკითხულობდი.  თავიდან კარგად დაიწყო, საინტერესო იყო და მაინტერესებდა რა მოხდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ისე გაიწელა და იმდენად ბევრი იყო სიყვარული და ამ სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილის აღწერა, რომ თავი დავანებე. მორიგი სიყვარულის ისტორიაა, მე კიდევ მსგავსი რამეებისგან საკმაოდ შორს ვარ. სადღაც ერთი კვირის წინ ჩანთაში ჩავიგდე. ჩემი არეული ცხრილის გამო ლექციიდან ლექციამდე საკმოდ ბევრი დრო მაქვს და სწორედ ამ დროის წყალობით როგორც იქნა კითხვას მოვრჩი.

ამ წიგნიდან რაც დამრჩა ისაა, რომ სტამბული აუცილებლად უნდა ვნახო და აუცილებლად უნდა ვეწვიო უმანკოების მუზეუმს.

არ მჯერა წიგნში აღწერილი სიყვარულის.

P.S რამე ახალი წიგნი მინდა რომელსაც ჩანთაში ჩავაგდებ.

პარასკევი, Timha 15.03

პარასკევი საშინელი დღეა.
დილის 9-ის ნახევარი იყო პირველად რომ გამეღვიძა. არ მახსოვს რამ გამაღვიძა, ტელეფონის ზარმა, კარზე ზარის დარეკვმ თუ დედაჩემის ხმაურმა, მაგრამ ფაქტი ისაა რომ საშინელ ხასიათზე გამეღვიძა. ამ ყველაფერს პარალელურად სამზარეულოდან გამოსული ტელევიზორის ხმა გასდევდა ფონად. გაბრაზებული წამოვვარდი ლოგინიდან, სამზარეულოს კარი მივხურე, ოთახის კარიც დავკეტე, ფარდები საგულდაგულოდ ჩამოვაფარე და დარჩენილი 2 საათი ძილისთვის მოვემზადე. თუმცა უშედეგოდ. 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე მილიონჯერ გაიჯახუნეს სხვადასხვა კარებები, მილიონჯერ დარეკა ტელეფონმა და ამდენჯერვე ჩამესმოდა ყურში ბებიაჩემის საოცრად ხმაურიანი ლაპარაკი. ტანჯვა წამებით და ვებით ასე თუ ისე გამოვიძინე.

11-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა, ავდექი, ვისაუზმე და უნივერსიტეტში წავედი. 12-საათიდან 7 საათამდე გადაბმულად მქონდა ლექციები. ჯერ 3 საათიანი სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, მერე შრომის სამართალი და ბოლოს სამოქალაქო სამართლის პროცესი. ამ 7 საათის განმავლობაში ვცდილობდი მეპოვნა Timha და თავს ვიმედოვნებდი, რომ ითს ოქეი, რამე აუცილებლად გამოჩნდება და ამ პარასკევს იქნება პაწუკა, მაგრამ დღის ნათელი წერტილი-მეთქი. თუმცა, მუდმივად ის მახსენდებოდა, რომ  სახლში მკვდარი მივიდოდი, რიარია დამხვდებოდა იმიტომ, რომ ბებიაჩემის დაბადების დღეა და ამ ყველაფერს დამატებული ის, რომ ხვალისთვის სამეცადინო მაქვს. ხვალ, შაბათ დღეს უნივერსიტეტში 9-საათზე უნდა გამოვცხადდე და 4 საათამდე მაინც დავყო იქ.

ამ 7 საათის განმავლობაში ნათელი წერტილი ის ერთი საათი იყო, რომელიც შრომის სამართლის ლექციიდან გამოვედი. თვალებში ვეღარ ვიხედებოდი დაღლილობისგან და შიმშილისგან. მეგობრებთან ერთად იქვე ლობიანს გეახელით და დარწმუნებული იმაში, რომ ეს იყო ამ დღის ერთადერთი ბედნიერი მომენტი დავუბრუნდი ლექციებს.

მეორე, რამაც გამაბედნიერა უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ისევ დღის სინათლე იყო. ალბათ დიდი ხანია 7-საათზე აღარ ბნელა, მაგრამ მე ეხლა აღმოვაჩინე და რაღაცნაირად გამიხარდა, ვიგრძენი რომ გაზაფხულია.

ჩემს უბანს როგორც კი მივუახლოვდი იქვე, კორპუსთან მდგარი ხე შევნიშნე, რომელიც აყვავებული იყო და ლამაზი, პატარა, ვარდისფერი ყვავილები ჰქონდა. გადაღება მინდოდა, მაგრამ დღის სინათლე კარგი არ იყო, თანაც მომერიდა, იქვე ხალხი იყო და ყვავილის პოზიორობა არ მინდოდა :))

ჩემი მთავარი Timha სახლში მისვლისას აღმოვაჩინე:

20130315_191958ანანასი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა და ეკლერი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჯერ არც-ერთი დამიგემოვნებია და შორიდან ვუმზერ ^_^ შესაფერის მომენტს ველოდები, რაიმე სერიალის ახალი სერიის დადებას, ან საინტერესო ფილმის მოძებნას და ყურების დროს ჭამას.

დავიმსახურე დღის ასეთი დასასრული და უკვე სამეცადინოც კი ვეღარ მიწამლავს ნერვებს. ხვალაც ანალოგიურად შევეცდები ვიპოვო რაიმე პაწუკა რომელიც გამაბედნიერებს.