Tag Archives: აბიტურიენტი

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

უნდა დამეწერა დიდი ტუტორიალი იმის შესახებ რომ დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა …. და ეჭვი არ მეპარება რომ არაჩვეულებრივად იცით როგორც გავაგრძელებდი, მაგრამ….

აბიტურიენტობა არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა როგორც წარმომდგინა. ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო უნივერსიტეტების არჩევა იყო, თანაც შეზღუდული ვიყავი, დედამ გამაფრთხილა მხოლოდ ის უნივერსიტეტები ჩაწერე სადაც გადასახადი 3000 ლარამდეაო. პირველი ჯავახიშვილი ჩავწერე, მეორე თავართქილაძე და მერე გავიჭედე. ყველა კარგი უნივერსიტეტი ძვირი იყო, თუმცა რახან საკუთარი თავის იმედი და რწმენა, რომ პირველში ან მეორეში მოვხვდებოდი, დანარჩენ ხუთზე ბევრი არ მიფიქრია.

მეორე კურსზე ვარ უკვე და ვსწავლობ იქ სადაც მინდოდა, და დაფინანსებაც მაქვს 50% თუმცა, ეხლა, როცა ჩემი და აბარებს და მის ფაკულტეტზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსებაა და იმედი ნაკლებად რომ მოიპოვებს, ცოტა რთულდება ყველაფერი. ფაქტიურად დედაჩემს მოუწევს წელიწადში 1125+2250=3375 ლარი გადაიხადოს. ამას + გზის, ქსეროქსების, წიგნების, კვების და ა.შ გადასახადი, რომელიც წლის ბოლოს ბევრ ათასს აღწევს. საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის, რომელსაც ასევე საშუალო სტატისტიკური ხელფასი აქვს, რთულია იხადოს წლიურად ბევრი ათასო. ჰო, დამავიწყდა, ძმაც მყავს რომელიც ემზადება ინგლისურში, რუსულში და დადის სკოლაში რა თქმა უნდა.

ხშირად მსმენია, რომ  კონკურსი სადაც ხმის მიცემა ან ლაიქია საჭირო მარაზმია, მაგრამ თუკი ეს ეხება სწავლის დაფინანსებას why not? ცდა ბედის მონახევრიაო ხომ გაგიგიათ? საქართველოს ბანკის ინიციატივით, სტუდენტებს გეძლევათ საშუალება გადაიღოთ 1 წუთიანი ვიდეო  avi ან mov ფორმატში, სადაც უნდა აღწეროთ რატომ არის სწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანი, ატვირთეთ ვიდეო  istudy.ge-ზე,დააგროვე ყველაზე მეტი ხმა და მიიღე დაფინანსება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ირიცხებიან საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, [nea.ge]ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაზე. კონკურსის პირობებს შეგიძლია გაეცნოთ ამ ლინკზე.

მაშინ როდესაც ოჯახში ბევრი ბავშვია, ან თუნდაც ერთი, და როდესაც სწავლას ვიღაც ან რაღაც გიფინანსებს ძალიან დიდი შეღავათია, მითუმეტეს რომ ამ დაფინანსებისთის ფაქტიურად მხოლოდ 1 წუთი დახარჯეთ, და ჰო, ის წუთები როდესაც ვიდეო საიტზე იტვირთებოდა. კონკურსი პირველ სექტემბერს დაიწყო და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს, დასრულებამდე შეგიძლიათ, კონკურსი კი 30 სექტემბერს, ღამის 12 საათზე დასრულდება. სანამ ვიდეოებს ჩაწერთ თვალი გადაავლეთ საჩვენებელ ვიდეოებს:

და

წარმატებებს გისურვებთ ყველას, მათ შორის ჩემს დასაც და ვინ იცის იქნებ მეც ჩავწერო ვიდეო, მერე რა რომ არავიდეოგენური ვარ ^^ დაფინანსება ყველას უნდა 🙂

აწ უკვე სტუდენტებს!

აწ უკვე სტუდენტების და ჯერ კიდევ 3 დღის წინანდელი აბიტურიენტების აჟიოტაჟზე ჩემი თავი მახსენდება შარშანდელი.

საბედნიეროდ მშვიდად შევხვდი ჩემს გასტუდენტებას, მშვიდად მოვიძიე ინფორმაცია უნივერსიტეტზე, რომელიც არ აღმოჩნდა ინტერნეტში, მივედი რეგისტრაციაზე მარტო (!) და დავიწყე სწავლა ყოველგვარი დახმარებების გარეშე და თქვენც მაგას გირჩევთ! თანაც მე ეს ყველაფერი 2-ჯერ გავიარე. პირველად თავართქილაძეში სადაც ყველაფერი მზამზარეული დამხვდა და მეორედ ჯავახიშვილში, სადაც ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტ-მოსაგვარებელი იყო.

მოკლედ, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი აბიტურიენტია რომლებიც დღეში ალბათ 10-15 კითხვას სვამენ მხოლოდ იმის შესახებ თუ სად/როდის/როგორ/რანაირად/რატომ უნდა მივიდნენ რეგისტრაციისთვის, აინტერესებთ როდის იწყება სწავლა, ვერ გაუგიათ რა არის კრედიტი და რისთვისაა საჭირო და თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სხვების დახმარებით ცდილობენ. ბულშით! არ გამოადგებათ.

როდემდე უნდა იყოთ სხვებზე ჩამოკიდებულები? როდემდე უნდა მიგყვებოდეთ თქვენი უფროსი და, მეგობარი, ახლობელი და უკიდურეს შემთხვევაში დედა, მამა, ბებია და სანათესაო რეგისტაციაზე გასავლელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად?

ყველაფერი ძალიან ძალიან მარტივია. თქვენ უკვე სტუდენტი ხართ და მოხვდით რომელიღაცა უნივერსიტეტში. პირველ რიგში რასაც აკეთებთ ეს არის ამ უნივერსიტეტზე ყველანაირი ინფოს მოძებნა (აუცილებელი არაა დაარსების ისტორია გაიზუთხოთ). შემდეგ ცდილობთ გაარკვიოთ როდის იწყება რეგისტრაცია და რა გჭირდებათ რეგისტრაციისთვის, როდის ფორმდება ხელშეკრულება და სხვადასხვა ადმინისტრაციულ წვრილმანებს, რომელშიც წესით დაგეხმარებათ უნივერსიტეტის საიტი, თუკი საიტზე ვერაფერს იპოვით ფორუმები, გუგლი, მოკლედ, სადღაც რაღაც აუცილებლად იქნება. ბოლო-ბოლო ფბ-ზე სტატუსი დაწერეთ ამა და ამა უნიში ვინ ხართ-თქო და ვინმე გამოგეხმაურებათ და დაგაკვალიანებთ.

რეგისტაციის და ხელშეკრულების დადების შემდეგ გაიგეთ როდის იწყება სწავლა. საგნების არჩევა რთული არ არის. მთავარია იცოდეთ რა გჭირდებათ. გქონდეთ კარგი უნარი ცხრილის დაგეგმვისა და everything will be ok. ინტერნეტში ყველაფერია, აბსულუტურად ყველაფერი. რომელია სავალდებულო, კრედიტების რაოდენობა, მისამართები, აუდიტორიების განლაგება.

საკუთარი თავის რწმენა როდემდე არ უნდა გქონდეთ? როდემდე უნდა გეშინოდეთ თქვენით მიიღოთ გადაწყვეტილება და პასუხიც თქვენვე აგოთ? როდემდე იქნებით სხვაზე ჩამოკიდებულები? დიდები ხართ უკვე, სტუდენტები და სრულწლოვანი ადამიანები.

ამ ყველაფრის გასაკეთებლად არ გჭირდებათ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მეგობარი, და-ძმა. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იყავით დამოუკიდებლები.

უკვე სრულწლოვნები ხართ და დროა ისწავლოთ დამოუკიდებლად აზოვნება და გადაწყვეტილებების მიღება. ნუ შეგეშინდებათ შედეგის.

სააბიტურიენტო გამოცდების გაპროტესტება

განათლების სამინისტროს ეს კვირაა სერიოზულად აუმხედრდა ჯერ თეუსუს სტუდენტობა და ეხლა უკვე აბიტურიენტებიც.

როგორც უკვე იცით აბიტურიენტებს სავარაუდოდ მოუწევთ 8+4 გამოცდის ჩაბარება. 8 საატესტატო და 4 ეროვნული მისაღების. მე თუ მკითხავთ სრულიად მისაღებია საატესტატო გამოცდები. როდესაც ბავშვი დადის მთელი 12 წელი სკოლაში და მხოლოდ ბოლო 1–2 წელი გაფართხალდება და მიღებული ცოდნით (რომელიც მალევე აღარ ექნება) მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში, იმას განათლებული ნამდვილად არ ჰქვია და სწორედ მაგის ბრალია უნივერსიტეტებში არსებული “დომხალი”.

ზოგი დამიწყებს იმის მტკიცებას,რომ ადამიანმა უნდა იცოდეს მხოლიდ ის, რისკენაც მიისწრაფის. ანუ სპეციალობის იქით სასაუბრო თემა რომ არ ექნება.

მე ვეთანხმები მოსაზრებას,რომლის თანახმადაც, ადამიანს უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლება. სკოლა ამ განათლების მიღების საუკეთესო ადგილია.თუმცა გარკვეული რეფორმები სკოლებშიც გასატარებელია. 1. უნდა იყვნენ კვალიფიციური პედაგოგები (მსწავლებლის და პედაგოგის მცნებები განსხვავდება); 2. კლასში უნდა იჯდეს 20–25 მოსწავლე; 3. უნდა ხდებოდეს მიცემული დავალების მოთხოვნა და საფუძვლიანი სწავლება; 4. უნდა ტარდებოდეს წლის ბოლოს შემაჯამებელი გამოცდები. სკოლის ასეთი მოდელის მიღების შემთხვევაში, დაწესებულ სავალდებული საატესტატიო 8 გამოცდას არავინ გააპროტესტებდა.

თუმცა, აქ მდგომი 99.9% სრულიად უსაქმური აბიტურიენტია. ადამიანს რომელსაც სწავლა უნდა და არამხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება, ჩემი დის მსგავსად სახლში იქნებოდა, ოთახში ჩაკეტილი და იმეცადინებდა!

თუმცა მათიც მესმის. მთელი 11 წელი არაფერი უსწავლიათ, ან სწავლობდნენ მხოლოდ ქართულს,ისტორიას,ინგლისურს,შიგდაშიგ მათემატემატიკას,იმ საგნებს რომლებიც სავარაუდოდ გამოადგებოდათ და უცბად აღმოჩნდა რომ აბარებენ ყველაფერს.

მივესალმები მსგავს პროგრამას, ოღონდ უნდა განხორციელებულიყო ამჟამად მყოფ IX–კლასში მყოფ მოსწავლეებისთვის, რადგან მათ ექნებოდათ დრო აეღოთ ხელში წიგნები და თუ არ წაიკითხავდნენ თავში მაინც ერტყათ.

მე მივესალმები განათლებულ სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს. მე მჯერა რომ უნივერსიტეტებში ყოველი ნაკადი გაცილებით განათლებული იქნება ვიდრე წინა წლებში.

 

P.S იმედისგაცრუება საშინელი გრძნობაა და ნუ გამიცრუებთ იმედებს!

სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

ხშირად მეკიტხებიან აღმოჩნდა თუ არა სტუდენტური ცხოვრება ისეთი როგორიც მეგონა.

ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

როგორი მეგონა?

პირველ რიგში მინდოდა რომ ჯგუფი მყოლოდა ბევრად აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელური. მერე იმედი მქონდა რომ რაღაც სამსახურს ვნახავდი, მიმიღებდნენ და ვიმუშავებდი. მექნებოდა ხელფასი და დილით გზის ფულის გამორთმევა მაინც აღარ დამჭირდებოდა. არ მინდოდა ლექციების დასრულების შემდეგ გადავსულიყავი ქუჩაზე,დავლოდებოდი 169 ნომერ “მარშუტკას” და წამოვსულიყავი სახლში. არ მინდოდა სახლში ერთი–ორი საათი მეწუწუნა იმაზე,რომ ხვალ სემინარი მაქვს და რომ აუარება მაქვს სასწავლი, არ მინდოდა რომ საღამოს ჩვეულებრივად გამომერთო კომპიუტერი და დამეძინა საშინელი განწყობით, რომელსაც დილის 8–საათზე დარეკილი მაღვიძარა გააგრძელებდა.არ მინდოდა ყოველ დილით მეფიქრა წავიდე არ წავიდეზე და ისევ ისეთი უინტერესო,მოსაბეზრებელი და პასიური დღე ყოფილიყო,როგორიც წინა იყო.

ჯერ სულ რაღაც 3 კვირაა რაც სწავლა დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს? პირველ კვირაშიც მაგას მეუბნებოდნენ, მეორე კვირაშიც და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ჯგუფს რას ვერჩი?

არაფერს :)) ყველანი კარგები არიან, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვქმნით ისეთ სიტუაციას რომელშიც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

ასე რომ, ძირფასო აბიტურიენტებო წინასწარ ნუ შეიქმნით რაღაც ფანტაზიებს სტუდენტობასთან დაკავშირებით. მე თავი ისევ სკოლის მოსწავლე მგონია, რომელიც გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარის სამეცადინოდ