Tag Archives: ადამიანი

ცოცხალი ბიბლიოთეკა

“გადალახე ბარიერები,

დაძლიე შენი ცრურწმენები”

როგორც ვიცი, წელს მეორე ჩატარდა ცოცხალი ბიბლიოთეკა. წიგნების სახით წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომელთა წაკითხვაც შეგიძლია. ამ “აქციის” მიზანია დაამსხვრიოს ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს მრავლად აქვს. “წიგნებად” წარმოდგენილნი იყვნენ: ქურთი, იეზიტი, მუსლიმი, კათოლიკე, სოხემი, ინდოელი, შავკანიანი, უსინათლო, უნარშეზღუდული, ყოფილი პატიმარი, მზრუნველობამოკლებულ სახლში აღზრდილი, ვეგეტარიანელი, ფემინისტი და მეტი არ მახსოვს.

“ბიბლიოთეკაში” ყოფნის განმავლობაში შეგეძლო გესარგებლა ბიბლიოთეკარის მომსახურებით, რომელიც გეხმარებოდა აგერჩია “წიგნი” და მიგიყვანდა დანიშნულების ადგილზე. ლექსიკონით – რომელიც გეხმარებოდა უცხოენოვანი “წიგნის წაკითხვისას”.

ერთადერთი ნაკლი რაც შევამჩნიე, იყო ის რომ ძალიან ბევრი “წიგნი” იგივე იყო რაც შარშან. ზუუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც უკვე “წაკითხული” მქონდა და შესაბამისად სტერეოტიპები, თუ გამაჩნდა, დამსხვრეული იყო. ამიტომ ამჯერად იეზიტის,ქურთის, ფემინისტის და ყოფილი პატიმრის წაკითხვით შემოვიფარგლე. იეზიტთან დაკავშირებით რაღაც სტერეოტიპები არ მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა მათი რელიგია. აღმოჩნდა რომ ანგელოზად ჰყავთ ფრინველი, და იეზიტი ვერასოდეს გახდები. იმისათვის რომ იყო ამ რელიგიის მიმდევარი საჭიროა დედაც და მამაც იყვნენ იეზიტები.ეკრძალებათ ღორის ხორცის, თევზის და ხახვის ჭამა, თუმცა ჩვენთან მოლაპარაკე “წიგნა” ცოდვა გამხელილი სჯობსო და მე ყველაფერს ვჭამო.  ეს რელიგია ძირითად გავრცელებულია ქურთებში.

ქურთთან საუბრის დროს ახალი ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა რომ ქორწილის დროს მეფე პატარძალს ესვრის ვაშლს, რაც იმის ნიშანია რომ უბრუნებს ევას ცოდვას. გარდა ამისა ქორწილის დროს ხმამაღლა აცხადებენ მზითებს + ქორწილში მიღებულ საჩუქრებს.

რაც შეეხება ყოფილ პატიმარს, მასთან საუბრის შემდეგ მხოლოდ იმას მივხვდი რომ მისი გამოსწორება არ იქნებოდა. არ მინდა და არ მჯერა რომ ყველა პატიმარი ანალოგიურად ფიქრობს. 22-წლის ასაკში მოახერხა და 3-ჯერ იჯდა უკვე, სულ 7,5 წელი და ამ ყველაფრის მერე მაინც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ისევ იქურდებს და ისევ ჩაჯდება. როდესაც ვკითხე ციხეში რა სიტუაციაა-მეთქი მიპასუხა კარგიო, მგონი ისე ძალიან მოსწონს რომ უნდა კიდეც დაბრუნება. არ გამკვირვებია როდესაც მითხრა სამსახურში არავის ავყავარო, თანაც პირობითი ჰქონდა. აღმოჩნდა რომ 19-წლის ასაკში მოუყვანია ცოლი და 3 წლის შვილიც ჰყავს. როგორც თვითონ თქვა ოჯახს მისი მეუღლე არჩენს.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემდა საბედნიეროდ არ მაქვს რაიმე ისეთი სტერეოტიპი რომელიც დამსხვრევას საჭიროებს. მაგრამ, თუ მომავალ წელს კიდევ ჩატარდება აუცილებლად წავალ, ოღონდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ამჯერად სხვა “წიგნები” დაგვახვედრონ, სხვა უმცირესობების წარმომადგენლები და ა.შ.

დღევანდელი living library კონცერტით და “წიგნების” დიპლომებით თუ სიგელებით დაჯილდოებით დასრულდა.

ურთიერთობები და შეაყარე კედელს ცერცვი

– არ გინდა ეგ ბიჭი, შენი შესაფერისი არ არის
– დაურეკე და უთხარი რომ გიყვარს
– დაშორდი მაგას, ცხოვრებაში არ გამოგადგება
– ოჯახი არ უვარგა, დაანებე თავი

და ა.შ…

ყოველდღიურად ადამიანები ერთმანეთისგან 1000 ბრძნულ ფრაზას ისმენენ. ხშირად ითვალისწინებენ, უფრო ხშირად კი ორი ყურის პრინციპს იყენებენ და ასეთ შემთხვევაში “კეთილისმსურველი” ვერ ხვდება, რომ “შეაყარე კედელს ცერცვი” ბაზარია, ანდაც “მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო” და მაინც აგრძელებს თავისი გამოცდილებით თუ მოსმენის შედეგად ცხოვრებისეული სიბრძნის ფლანგვას და ნ–რაოდენობით ბრძნული აზრის გამოხატვას.

ადვილია შეაფასო სხვისი ურთიერთობა, ადვილია ურჩიო სხვას როგორ მოიქცეს და ამ სიადვილის გამო ძალიან ხშირად უტიფრად ვიჭრებით სხვის პირად ცხოვრებაში. ვცდილობთ ჩვენი გამოცდილებით თუ ჩვენი დაკვირვებით განვსაჯოთ ესა თუ ის ურთიერთობა და თავს უფლება მივცეთ შევაფასოთ და ანაზილიც გავუკეთოთ ყოველივეს. ჩემთან რჩევის საკითხავად იშვიათად მოდიან. ყოველთის ვცდილობ არ მოვახვიო თავს ჩემი აზრი თუ ჩემი შეხედულება. ყოველთვის ვეუბნები მის ადგილზე როგორ მოვიქცეოდი მაგრამ არასდროს ვურჩევ თვითონაც ანალოგიურად მოიქცეს. ჩემი გამოცდილება და დაკვირვება მას არ გამოადგება, რადგან რჩევა სულ სხვა სიტუაციისთვის და სულ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში სჭირდებათ ხოლმე.

არ მესმის ხალხის რომლებიც ადვილად და მოურიდებლად სჯიან სხვის საქციელს და ამ ყველაფრის ნიადაგზე დასკვნებიც შესაბამისი გამოაქვთ. აიძულებენ ახლობელ ადამიანებს რომ იფიქრონ მათსავით და მოიქცენ ისე როგორც მათ სურთ.

მესმის რომ მათვის კარგი უნდათ, მესმის რომ ფიქრობენ ასაკის გამო გაცილებით გამოცდილები არიან და გაცილებით უკეთ იცნობენ ხალხს.. მაგრამ, მემგონი თითოეულ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თვითონ აილეწოს კისერი და თვითონ ისწავლოს ცხოვრება, თვითონაც დააგროვოს ის გამოცდილება რასაც ასე ატენის ცხვირში. ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც იგივეს თქმა მიწევს. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე! გვერდზე ყოველთვის არ ეყოლება დედა, ბებია, მეგობარი რომელიც ურჩევს და რომელიც დაიძვრენს სხვადასხვა სიტუაციებიდან და ბოლოს სულ მარტო მყოფი უბრალოდ ჭაობში ჩაიძირება და დაიღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეცოდინება რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.

რომელიც არ შეიძლება

–ნათია რა გჭირს?

–არ ვიცი.

 

და საერთოდაც, რა მინდა ადამიანისგან რომელსაც არ ვიცნობ? რას ველი ადამიანისგან რომელიც ჩემთვის არავინ არ არის? რატომ უნდა შევხვდე ადამიანს რომლისგანაც არაფერს ველოდები, რომელიც არ მომწონს? რომელსაც ჰყავს შეყვარებული და რომელსაც აწყობილი აქვს გეგმები და მომავალი?

 

–იმას გასაგებია რაც უნდა, მაგრამ შენ რა გინდა?

–არ ვიცი. ალბათ გართობა და ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა. ან უბრალოდ ვინმე. მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა, რომ ვნახავ ალბათ მერე მივხვდები.

 

არა, არა. არაფერიც არ მინდა. უფრო სწორედ მინდა ის რაც არ მაქვს, და როცა მექნება ის, რაც არ მაქვს აღარ მომინდება ის, რაც მექნება. არ მაქვს ზედმეტი ილუზია. არ ვარ ქალი,რომელიც აჰყვება გრძნობებს და რომელიც იოცნებეს იმაზე რაზეც “ნამიოკიც არ ჩაურტყამთ”. არა,მე არც გრძნობები მაქვს.

 

მე მხოლოდ გართობა მინდა.

 

P.S გრინმარ, ორ აგურს რომ იშოვი აქეთ გამოუშვი!

P.P.S და ბოლოს,მაინც არ ვიცი რა მინდა და რა დავარქვა ჩემს საქციელს.

მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

ყველაზე (ერთ–ერთი) ძვირფასი რამ რაც ადამიანებს (და ცხოველებსაც) გააჩნიათ მეხსიერებაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეხსიერება რომ არ არსებობდეს? იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით. ყოველ ახალ დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება და ხშირ შემთხვევაში ვერ დასრულება.

რამდენჯერ ყოფილა,რომ გინატრიათ არასდროს დაგვიწყნოდათ ესა თუ ის მომენტი, ან მთლიანად დღე, ან უბრალოდ წამი. მათ დასამახსოვრებლად ხშირად ვერც ფურლები (ბლოგი) გამოდგება, ვერც ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა. მხოლოდ გულს და გონებას შეუძლია შეინახოს თითოეული წამი, მაგრამ ისიც არა სამუდამოდ. ყველაფერი წარმავალიაო და ეგრეც ყოფილა. რამდენიმე დღის/კვირის/თვის/წლის მერე აღარ მემახსოვრება ის შეგრძნება და ემოცია რაც (სიტყვაზე) გუშინ და გუშინ წინ მქონდა, რომლის დამახსოვრებაც ვინატრე. არ იყო რამეთი განსაკუთრებული,რომ თავისით დამმახსოვრებოდა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული. წლების მერე უბრალოდ გავიხსენებ ამ პერიოდს და სინანულით ვიტყვი: “ეჰ,აი იყო. მომენატრა”, ისე როგორც ხანში შესული ადამიანები იხსენებენ ახალგაზრდობას სინანულით.

არ მინდა რომ დამავიწყდეს რამე. მაგრამ იმ შერძნებას რასაც ამა თუ იმ მომენტში განვიცდიდი ვერ გადმოვცემ და მიწევს ჯაჭვით დავაბა ჩემს გონებაში და ტვინის იმ ოთახში, რომელსაც მეხსიერება ჰქვია.

კარგი დღე იყო

ყოველთვის ბევრ ხალხს ვითხოვ, მაგრამ ბოლო დროს იმას მივხვდი,რომ ცოტა ადამიანებთან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუნდაც ერთი იყოს, ან ორი… მთავარია, რომ ვინმე იყოს ჩემს გვერდით. ისეთი ვისთან საუბარიც ყველაფერზე და დაუღალავად შეიძლება.

დღეს უბრალოდ ვიჯექი ორ ადამიანთან ერთად და ვსაუბრობდით “ამა ქვეყნისა ჭირსა და ვარამზე” და მსიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია. სიტუაცია რომელიც არც თუ ისე ხშირად არის.

კარგი დღე იყო დღეს. ვნახე ხალხი რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და ძალიან მენატრებოდნენ (გაბო, ფსიქე და ზურიუსი), გავიცანი ადამიანი, რომლის გამოც დღეს საერთოდ სახლიდან გავედი და მეორეჯერ დავესწარი ტრენინგს თემაზე ” როგორ დავწეროთ პროექტი” (რომელიც გუშინდელს ბევრად სჯობდა).

კარგ ხასიათზე ვარ 🙂 დადებითი ემოციებით ვარ აღსავსე. მიყვარს ესეთი დღეები

მე რომ მეგობრები არ მყავდეს

ხახიტომ დამთაგა…

ორი დღეა რაღაც მოდეპრესიო ხასიათზე ვარ და ეს თემაც ზუსტად ჩემთვის არის.

მე რომ მეგობრები არ მყავდეს? ალბათ გავგიჟდებოდი. იმიტომ კი არა რომ არავინ მეყოლებოდა ვისაც მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვისაც წავეჭოვებოდი ”ამა ქვეყნისა სიახლეებზე”, ვისი ნახვაც ყოველდღე მომინდებოდა… უბრალოდ, მე ადამიანის გარეშე ვერ გავძლებდი. მე ადამიანები მიყვარს და შესაბამისად თითოული ადამიანი, მეგობარი თუ უბრალოდ ჩემს გარშემო მოტრიალე პიროვნებაც კი მნიშვნელოვანია.

უმეგობრობა შეიძლება გადამეტანა … ჩემს დარდს და განცდებს გავუზიარებდი იმას,ვისაც უკვე წლებია ვუზიარებ – ჩემს დღიურს.

მაგრამ ვერ გავძლებდი ადამიანების გარეშე.

მე მიყვარს ჩემი მეგობრები,მიყვარს მათთან უაზროდ ჯდომა და არაფერზე საუბარიც კი…

არასოდეს გამოვირჩეოდი მეგობრების სიმრავლით. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ძნელად აღვიქვამ ადამიანს ჩემად და შესაბამისად ჩემს მეგობრად… ჩემი “მეგობრების სიაში” ვერასდროს ნახავთ ერთი “კატეგორიის” ადამიანებს. სია არც ისე დიდია, თუმცა მრავალფეროვანი და თითოეული მათგანის დაკარგვაც კი დიდ ზიანს მომაყენებს.

ვინ ვიქნებოდი მეგობრები რომ არ მყავდეს?

– ალბათ ისევ ის ვინც ვარ დღეს.

როგორი ვიქნებოდი შინაგანად?

– მექნებოდა მუდმივად დაუკმაყოფილობლობის შეგრძნება. ჩემს სულს დააკლდებოდა რაღაც, ვიქნებოდი მუდმივად რაღაცის ძიებაში… (თუმცა ამ ეტაპზეც ეგრე ვარ)

არ მინდა წარმოვიდგინო რა ვიქნებოდი მე რომ მეგობრები არ მყავდეს. ბედნიერი და მადლობელი ვარ რომ ცოტა, მაგრამ მაინც მყავს ადამიანები ვისაც მეგობარს ვუწოდებ.

თქვენ იცით რას ნიშნავს მეგობარი? მე ვიცი, მაგრამ არ შემიძლია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, ისევე როგორც სიყვარულის ახსნა. უბრალოდ უნდა გწამდეს მეგობრობის სიწმინდისა და ყველაფერი კარგად იქნება.

არ მინდოდა არავის დათაგვა რადგან უინტერესო და არასასიამოვნო მეჩვენება იმის წარმოდგენა როორი იქნებოდი მეგობრები რომ არ გყავდეს…

მაგრამ მაინც

გრინ მარ დაწერე რა, კნუტ შენც, ჭინკა შენც

შეჩვევა ორგვარია

რამდენიმე დღის წინ გრინ მარიმ მომწერა რომ ბლოგერების შეკრებაზე აღარ მოვალო. ბუნებრივია ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: “რატომ”? პასუხი  იყო ის რისიც  ყველაზე მეტად მეშინია: “ნელ–ნელა ვეჩვევი ამ ხალხს და მერე ძალიან გამიჭირდებაო”.

შეჩვევა – ყველაზე საზიზღარი და დედააფეთქებული გრძნობაა. არაფერი მეგულება ამაზე უფრო გამაღიზიანებელი და სასტიკი.

ამ ბოლო დროს ბევრისგან გავიგე უაზროდ ვიცი შეჩვევაო, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმეს ჩემს და მარის მსგავსად ჰქონდეს “აკვიატებული” ეს გრძნობა. მაგრამ, ჩემსა და მარის შორის ის სხვაობაა რომ როდესაც მარი გრძნობს “საფრთხეს” გაურბის, მე შუბლით ვეჯახები და მის თავიდან არიდებასაც არ ვცდილობ. ვიცი როგორი ექნება ბოლო თუ გაგრძელება მაგრამ ადამიანების გარეშე მაინც არ შემიძლია.

მიყვარს ხალხი, ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა საზოგადოებაში ტრიალი. მერე ამ ყველაფერს დაემატება უკვე კაი დროს გაცნობიერებული გრძნობა “მე შევეჩვიე”. თანაც უბრალოდ და მარტივად “შევეჩვიე” კი არა არამედ შევეჩვიე და ვსო.

აი როდესაც ამას ვაანალიზებ აი მანდ “მერხევა”.  სულ მინდა რომ იმ ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე ვისაუბრო, მათთან ვიყო, სულ ვუყურო და არ მომბეზრდეს არასდროს. კი მარტივად ჩანს ეს ყველაფერი და თითოეულ თვენთაგანს განუცდია მაგრამ, მერწმუნეთ ამას ჩემსავთ ვერავინ გაიგებს და ვერავინ იგრძნობს.

საშინელებაა!

წარმოიდგინეთ, იღვიძებ მასთზე/მასზე ფიქრით. დღე ისე გადის მასზე/მათზე ათას რამეს იტყვი და თანაც კარგს (მიუხედავად იმისა რომ იცი ცუდიც ბევრია), დღე ისე გადის რომ 4086–ჯერ ამოგიტივდება თავში ფრაზა “როდის ვნახავ?”.ნახავ და მათგან უაზროდ კმაყოფილი და დადებითი ემოციებით აღასავსე მოდიხარ იმის მიუხედავად, რომ არაფერი მომხდარა ისეთი რაც აგაღფრთოვანებდა. თუმცა მხოლოდ ნახვა და მასთან/მათთან ერთად გატარებული რამდენიმე წუთიც კი უაზროდ სასიამოვნოა.

აქ, “ბლოგის ფურცლებზე” იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ და განვიცდი შეუძლებელია და ამიტომ არც გამიკვირდება წაკითხვის შემდეგ რომელიმემ რომ გაიფიქროთ მეც ზუსტად მასე ვარო.

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი და სასიამოვნო გრძნობა. შეჩვევაა ეს ის არის 3 წელი ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გექნება, თანაც ისეთთან ვინც ტყუილებით დაიწყო და დაასრულა ურთიერთობა და 3 წლის მერეც მასზე ფიქრობ. ფიქრობ და გენატრება. იხსენებ იმ გავლილ წუთებს რომლებიც ერთად გაატარეთ. ყველაფრის დასრულებს შემდეგ და იმის გაანალიზების შემდეგ რომ ეს არ იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური ურთიერთობა და ადამიანი და ამთავრებ ყველაფერს, მაინც მასზე ფიქრობ. ფიქრობ იმიტომ რომ შეჩვეული იყავი ყველაფერს. მას, მის სულს, საუბარს,საუბრის მანერას, ყველაფერი ასოცირდებოდა მასთან და ამის მონატრება 3 წლის მერეც რომ გამოგყვება უკვე ძალიან ცუდია. (არა, შეყვარებულზე არ ვსაუბ)

შეჩვევა ორგვარია: ისეთი, როგორიც იცით თქვენ და ისეთი, როგორიც ვიცი მე.