Tag Archives: აფთიაქი

keep your memories offline

GPC-იმ ცოტა ხნის წინ მობილური ტელეფონებისთვის (Android, IOS) მშვენიერი აპლიკაცია გამოუშვა და ორიგინალური სახელი APPთიაქიც დაარქვა. მისი გადმოწერა Google play-დან შეგიძლიათ ამ ლინკზე.  აღნიშნულ აპლიკაციაში ნახავთ ყველაფერს, რომელი აფთიაქია თქვენთან ახლოს, რომელი წამალი რა ღირს, ნებისმიერ ინფორმაციას მათ პროდუქციაზე და დაგროვებით ბარათზე. მოკლედ, იმ კითხვებზე გაგცემთ პასუხს რომლისთვისაც ან აფთიაქში უნდა წასულიყავით, ან დაგეგუგლათ 🙂

gpc-mobile-app-6-0-s-307x512

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია ფოტოების ბეჭდვაა. აპლიკაციის საშუალებით ატვირთავთ ფოტოს, მიუთითებთ რომელ აფთიაქში გსურთ რომ დაბეჭდილი ფოტოები მიიღოთ და ერთ სამუშაო დღეში თქვენი ფოტოები დაბეჭდილი დაგხვდებათ თქვენივე მითითებულ აფთიაქში. ორი ზომის, 9X13-ზე და 10X15-ზე ფოტოები იბეჭდება. თქვენივე სურვილით ირჩევთ ზომას და ხარისხს, გლუვი გინდათ თუ პრიალა. მოკლედ, კარგი და სასიამოვნო აპლიკაციაა ვისაც ფოტოების ბეჭდვა დღემდე გიყვართ.

აი, მე მაგალითად, ხშირად არა, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე ვბეჭდავ ხოლმე. ვაგროვებ ჩემთვის საინტერესო ფოტოებს ფაილში “დასაბეჭდები” და მერე, როცა თავს მოვაბამ, ვბეჭდავ. ალბათ, უფრო ხშირად დავბეჭდავდი მისვლა, დატოვება, ლოდინი, და წამოღება რომ არ მეზარებოდეს. ხოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული აპლიკაცია ჩემთვისაა ^_^ GPC-ის აფთიაქი უნივერსიტეტთანაც ახლოს მაქვს და სახლთანაც.

ისე, საინტერესოა რამდენი თქვენგანი ბეჭდავს დღემდე და რამდენი ინახავს ალბომში ბლოკნოტში, ან ბუხრის თავზე ამობეჭდილ ფოტოებს ^_^ საერთოდ, გახსოვთ ბოლოს როდის ამობეჭდეთ ფოტოები?

P.S პოსტის სათაურისთვის მადლობა თამარას.

P.P.S ჯიპისის ფოტო და შატო მუხრანის ღვინო ❤

1377544_559678517415303_1362656331_n