Tag Archives: ბასანოჩკი

ბანკეტისთვის მზადება.ეტაპი#2

როგორც იქნა ფეხსაცმელიც ვიყიდე = )) ძალიან ბევრი ვიბოდიალე და ყველგან უაზრობები იყო. 3საათის განმავლობაში წესიერი ფეხსაცმელი ვერ ვნახე. ჭრელები და ბრჭყვიალებიანები და ”ბასანოჩკები” და ”ქოშები” იყო. რომელიც მომეწონა ყველა ”შპილკაზე” და მინუმ 12 სმ-ზე იყო. ბოლოს ძლივს ვნახე ერთი.ძალიან სადა უბრალო შავი მოჟამსოა.არც ქუსლი აქვს უშველებელი. მაგრამ 10-წთ-ზე მეტხანს მაინ ვერ გავძელი რომ ვმდგარიყავი.ნელ-ნელა უნდა შევეჩვიო და სახლში მაინც ვიარო ისე რომ კისერი არ მოვიმტვრიო.

ესეთია. სურათის ხარისხს არ ვიმჩნევთ.ცემს მობ.ს მეტი არ შეუძლია. კომპმა აურია და ციფრულიდან არ გადმოაქვს სურათები = (

პ.ს ეს პოსტი გუშინ დავწერე მაგრამ ეხლა მოვიცალე გამოსაქვეყნებლად = ))