Tag Archives: ბენდუქიძე

ერთხელ ჩემგანაც უნდა აიტანოთ

ვიცი უკვე ტვინი მ***** ამ სახელით და არც გვარმა დააკლო, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა ეს კაცი.

საზოგადოების აზრი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით 3 ნაწილად იყოფა.

მავანნი ფიქრობენ, რომ რუსეთის კაცია,

ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილის კაცუნაა,

ზოგსაც უბრალოდ სჯერა კეთილი და პატრიოტი ადამიანების.

რატომ უნდა იყოს ივანიშვილი რუსეთის კაცი? იმიტომ რომ იქ აქვს ბიზნესის 30%? იმიტომ რომ მაშინ როდესაც რუსეთიდან ხდებოდა ქართველების მასობრივი დეპორტაცია ბიძინას ხელი არავინ/ვერავინ დააკარა? როგორც თვითონ ამბობს აპირებს, რომ ის რაც რუსეთში აქვს გაყიდოს და საერთოდ გაწყვიტოს კავშირი. მაგრამ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი (თუ სწორად მახსოვს) რუსეთის მოქალაქე იყო და მხოლოდ ბიძინაა რუსეთის კაცი? ანდაც, ბენდუქიძე, მასაც ხომ რუსეთში აქვს აწყობილი ბიზნესი? მაგრამ ხელი არ შეუშლია მთავრობაში ყოფილიყო. თანაც ბიზნესის აწყობა და პოლიტიკა დავიჯერო ასე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან? ვერ იშოვი ფულს სხვა ქვეყანაში თუ მაინც და მაინც მისი კაცი არ გახდი? მოკლედ არ ვიცი.

რატომ უნდა იყოს ბიძინა სააკაშვილის კაცი? იმიტომ რომ მიშამ კარგად იცის როგორ გამოიყენოს ფულიანი ბიძა სათავისოდ და 2013 ახლოვდება? იმიტომ რომ აქამდე კარგად წველავდა და ეხლაც იგივეს განაგრძობს ოღონდ სხვა პოზიციიდან? კარგი, დავუშვათ მიშას კაცია და ზუუსტად იგივე პოლიტიკის გატარებას აპირებს და ქვეყანის ნგრევა ისევ თავზე გაგრძელდა, ვითომ სხვანაირად არ მოვიდოდა სათავეში? თუ მაშინ პუტინ-მედვედევის ასოციაცია შეიქმნებოდა? ჰმმ, რევოლუციით მოსულიყო ბიძინა? ა, მასე ხომ მიშა მოვიდა და აღარ გაიმეორეს? არც ეს არ ვიცი.

დავიჯერო, ბიძინა მართლა პატრიოტია და მართლა არსებობს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი? – რატომღაც ნაკლებად მჯერა. მთელი ეს პერიოდი ბიძინას კისერზეა პატრულის დაფინანსება და ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა, სპეცრაზმის აღჭურვილობა, სამების საკათედრო ტაძარი, თსუ-ს პირველი კორპუსი, რომელშიც, როგორც ამბობენ, 70 მილიონი “გადაყარა” და ათასი “წვრილმანი”, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ ჩანდა და secret santa იყო, მის გაკეთებულ საქმეებს კი მიშა იბრალებდა მაგალითად პატრულს, სპეცრაზმს… მოიცა და თუ ესენი ბიძინამ დააფინანსა ბიუჯეტი სადღა წავიდა? კარგი ეს სხვა თემაა. ამ რამოდენიმე დღის წინ არ იყო, რომ რასმუსენი ბიძინას გარემონტებულ თსუ-ს პირველ კორპუსში მიიღო? ირონია სუძბი. სამაგიეროდ მოქალაქეობა ჩამოართვა ივანიშვილს : ) შეიძლება ესეც ერთგვარი ტაქტიკაა, მიშაზე გამწარებული ხალხი მხარს დაუჭერს ბიძინას და შედეგად მივიღებთ გაორმაგებული ძალებით დაბრუნებულ სააკაშვილის. მოკლედ, არც ეს ვიცი.

საბოლოოდ არ ვიცი რომელ აზრს მივემხრო და საით გადავიხარო. ერთი შეხედვით არ უნდა იყოს ცუდი ბიძინა (აი აქცენტი რომ არ ჰქონდეს, კარგი ორატორი იყოს, ქარიზმაც არ აწყენდა, მეტი გამბედაობა), მაგრამ მეორეს მხრივ იქნება და მართლა რაღაცას აჩალიჩებს? ბოლომდე კეთილი ადამიანების არ მჯერა, თან რომ პოლიტიკაში მიდიან ისეთების.

მოკლედ, მე განვაგრძობ დაკვირვებას ^^