Tag Archives: ბლოგი

აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი 🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის 🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

Things I’m Happy About – Timha 14.03

დოდკამ ბლოგი გააცოცხლა და მშვენიერი პროექტი, Things I’m Happy About – Timha, წამოიწყო. მარტივად რომ ავხსნა, Timha-ს აზრი მდგომარეობას იმაში, რომ ყოველდღე უნდა იპოვო რაღაც ისეთი რაც გაბედნიერებს, რასაც კარგ ხასიათზე მოჰყავხარ და ა.შ. ხოდა, გუშინ დოდის პოსტებს რომ ვკითხულობდი ძალიან მომეწონა იდეა და ვიფიქრე აპრილიდან დავიწყებ-მეთქი. მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ეს “შემდეგი თვიდან” ჩვეულებრივი “შემდეგი თვიდან” იქნებოდა, ან მორიგი “ორშაბათიდან” გახდებოდა. სწორედ ამიტომ დღესვე გადავწყვიტე დავიწყო და ყოველდღე შევეცადო რაიმე ბედნიერების მარცვალი ვიპოვო ჩემს რუტინულ ყოფა-ცხოვრებაში : )

Timha 14.03

ჯერ კიდევ გუშინ შევუთანხმდი ლილაქს, რომ დღეს უნდა მენახა სადღაც შუადღისკენ. ლილაქს უამრავი ბლოგი ჰქონდა, ნუ მთლად უამრავიც არა მაგრამ ბევრი : )) მგონი მისი ყველა ბლოგი მყავდა რიდერში და შესაბამისად ყველა პოსტს ვკითხულობდი ხოლმე. ბოლო ბლოგი ცოტა ხნის წინ გააკეთა და თავს დებს სულ სულ ბოლოაო და მორჩაო, ხოდა სწორედ ამ ბოლო ბლოგზე ვიყავი 50-ე დამკომენტარებელი და შედეგად საჩუქარიც მერგო. იმისათვის რომ ჩემთვის საჩუქარი აერჩია ძალიან დიდხანს მოუწია ჩემი ვოლის სქროლვა 😀 თუმცა, საბოლოოდ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო.

1-2 კვირის წინ ბიბლუსის ფეისბუქ გვერდზე წავაწყდი ბლოკნოტებს, რომლებიც ძალიან მომეწონა და ვიფიქრე აუცილებლად ვიყიდი-მეთქი. საერთოდ ბლოკნოტები ძალიან მიყვარს, უჯრაში მიწყვია, კვირაში ერთხელ ამოვიღებ, დავხედავ, მოვეფერები, აღვფრთოვანდები ხოლმე და ისევ ვინახავ :)) სამწუხაროდ თავი ვერ მოვაბი რომ მეყიდა ეს ბლოკნოტი, ხან ფული არ მქონდა, ხან ბიბლუსის მაღაზიასთან ახლოს არ ვიყავი და შესაბამისად ის ფულიც მეხარჯებოდა.

მოკლედ, ლილაქმა ძალიან კარგად მიაგნო იმას, თუ რა გამიხარდებოდა და დღეს შუადღისკენ გადმომცა ❤

296516_480615768654912_1702602843_n

ძალიან ლამაზი და კომფორტულია :3 მთელი დღე ბედნიერი დავდიოდი, რომ ჩანთაში ახალი ბლოკნოტი მედო, რომელიც იმით დავიმსახურე რომ ერთგული მკითხველი ვარ ^_^

23/01/2013

23/01/2013 წელი,
7:00 სთ
მაღვიძარამ დარეკა და სწრაფად გამოვრთე, რომ ჩემს დას არ გაღვიძებოდა. ჩემდა გასაკვირად უკვე გამოფხიზლებული ვიყავი და ლოგინიდან ადგომა და გვერდზე ოთახში გასვლა არ დამეზარა. თემუჩინი უნდა გამეღვიძებინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ღამე გაათენა და ჩემი გაღვიძება სულაც არ სჭირდება. ჩემს ოთახში დავბრუნდი, 20 წუთით ლოგინში შევგორდი და ბოლოს ძლივს წამოვიზლაზნე. სიბნელეში, მობილურის სინათლეზე ტანსაცმელი მოვძებნე ხელის ფათურით, ჩავიცვი, შედარებით გამოვფიხზლდი და სამზარეულოში გავედი. მამაჩემიც უკვე ამდგარი დამხვდა. ყავა აღარ იყო. ყავას უცნაური თვისება აქვს, სწორედ მაშინ თავდება როცა ყველაზე მეტად გინდა.

8:00 სთ
ზუსტად 8-საათზე უკვე რედისონთან ვიყავი. რამდენიმე ბავშვი დამხვდა, არც-ერთი არ მეცნობოდა. ავტობუსიც ჩამოდგა, თემუჩინიც გამოჩნდა, გიორგიც და დემეტრეც შემოგვიერთდა. 30-ბავშვიდან მხოლოდ 3-ს ვიცნობდი. ნუ ითს ოქეი, მაინც კარგია რომ მარტო არ ვარ. თანაც, ძირითადად ბავშვები არიან, სკოლის მოსწავლები. 8-საათზე უნდა გავსულიყავით თბილისიდან, მაგრამ ავტობუსი რომ დაიძრა 10-ის 10 წუთი იყო ზუსტად.

12:40 სთ
ბაკურიანში ვარ. თოვლი და მზეა. მიჭირს თვალი შევაჩვიო სითეთრეს და მზეს. არადა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ვწუწუნებდი დიდი თოვლი მინდა-მეთქი. 15 წუთში თემუჩინთან ერთად ოთახში ვიყავი. ლოგინზე გავიშხლართე და მივხვდი რომ მგზავრობამ ძალიან დამღალა. ინტერნეტი ნომერში არ იჭერს. მხოლოდ პირველ სართულზე, საკონფერენციო ოთახში. მე კიდევ მეოთხე სართულზე ვარ, ლიფტიც არ მუშაობს. კიბეებზე ადი ჩადი კიდევ ძალიან მეზარება.

15:00 სთ
ტრენინგი იწყება, რომელიც იდეაში ბლოგერებისთვისაა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ 30 კაციდან საკმაოდ ცოტა ბლოგერია, რაც ყველაზე ცუდია ამათგან მხოლოდ 4-ს ვიცნობდი. ბავშვების უმეტესობა ახალგაზრდული პარლამენტიდან არიან. უნდათ ბლოგი გააკეთონ და ამ ბავშვებმა წერონ აქტუალურ თემებზე ბლოგზე. სწორედ ამიტომ ორ დღიანი ტრენინგი ტარდება ბაკურიანში და ემსახურება ამ ბავშვების გაცნობიერებას სხვადასხვა საკითხებში.
ტრენინგი თეოლოგმა და “ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა გახსნა, ბექამ წაიკითხა  ლექცია საქართველოში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ლექცია რელიგიის თემაზე კამათში გადაიზარდა. საერთოდ, კამათი ძალიან მიყვარს, მაგრამ არა რელიგიაზე და პოლიტიკაზე. მიმაჩნია, რომ ეს ის ორი თემაა, რომელზეც კამათს აზრი არ აქვს უბრალოდ. ტყუილად იშლი ნერვებს და მეორე მხარეს ვერ გადმოიყვან შენს აზრზე, ვერც ვერაფერს გააგებინებ და უბრალოდ ენერგიას ხარჯავ.
შემდეგი ლექცია ჟურნალისტმა ეკა წამალაშვილმა წაიკითხა, რომელიც იდეაში დემოკრატიის პრინციპეპს უნდა შეხებოდა. პრინციპში, შეეხო კიდეც, ოღონდ 10%-ით, დანარჩენი 45 პროცენტი მედიას და 45%-იც სტალინის ძეგლს ეხებოდა. ჩემი გამოუძინარობის გამო გამომეპარა ის რგოლი რითითაც მედიიდან სტალინის ძეგლზე გადავიდნენ. ბავშვები განიხილავდნენ და მსჯელობდნენ უნდა დაებრუნებინათ თუ არა ძეგლი, მისი ვარდისფრად შეღებვა იყო თუ არა ვანდალიზმი და ა.შ. ჩემდა გასაკვირად უმეტესობა თვლიდა რომ ძეგლი უნდა იყოს იქ სადაც არის, თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა იმის გამო რომ ძეგლი ენახათ. თანაც ასე თუ ისე ის ისტორიის ნაწილია. ყველაზე მოსაწყენი 1 საათი იყო მთელი ამ დროის განმავლობაში.

21:30 სთ
ზუსტად ეს დროა ეხლა როცა ამ პოსტს ვწერ და ველოდები ბავშვებს როდის ჩამოვლენ საკონფერენციო ოთახში, რომ თემუჩინმა მორიგი ტრენინგი ჩაატაროს. ტრენინგი ბლოგს შეეხება, როგორ უნდა წერონ, რატომ უნდა წერონ და რომ თეთრით შავზე არ წერონ. შიგა და შიგ მეც უნდა დავეხმარო ^_^  პრინციპში, ჩვენ ეს 4 ბლოგერი იმისთვის ვართ რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ : )))

იმედი მაქვს მალე მორჩება თემუჩინი ყბედობას და ოთახში მალე შევალ და დავიძინებ. ხო, მართლა, სასტუმროში აუზია, და ძალიან დამწყდა გული რომ საცურაო კოსტუმი თან არ მაქვს. რას ვიფიქრებდი, რომ შუა ინვარში, ბაკურიანში “კუპანლიკი” დამჭირდებოდა o.O
სამაგიეროდ, სასტუმროში კლუბია და 1-2 საათში იმედია გავერთობი.

ხვალ გარეთ გასვლას და მინიმუმ თოვლში ბოდიალს ვგეგმავ, მაქსიმუმ თხილამურებზე დადგომას და კისრის მოტეხვას ^_^

გოგონა დრაკონის ტატუთი, ანუ ქალთმოძულე კაცები

წიგნის წაკითხვის შემდეგ მასზე რამის დაწერას თუ აპირებ სჯობს პირველივე ფურცლიდან დაიწყო.

4/X, სამშაბათი

ათიოდე ფურცელი წავიკითხე და ჯერჯერობით იმედგაცრუებული ვარ. საინტერესოდ იწყება, 82 წლის მოხუცმა  საჩუქრად გამხმარი უიშვიათესი ყვავილი მიიღო ჩარჩოში ჩასმული. ვისგან, რატომ, რისთვის, რა მიზნით – გაურკვეველია. მთავარია,რომ მსგავსი საქციელი უკვე ათული წლებია გრძელდება… ამ დროს წიგნის სათაურზე ვიწყებ ფიქრს, რა შუაში შეიძლება იყოს გოგონა, რომელსაც ტატუ აქვს და გამხმარი ყვავილები რომელსაც მოხუცს უგზავნიან?! თუმცა, აქვე ისიც მახსენდება, რომ წიგნის შვედური ორიგინალი სახელწოდებაა “ქალთმოძულე კაცები”…ჰმ, საინტერესოა ვივლებ აზრად და ამ დროს იწყება ვინმე ბლუმკვისტის, პროფესიით ჟურნალისტის, რაღაც ძალიან მოსაწყენი ისტორია… პირველი კომენტარი, რომელსაც ფბ-ზე ამ წიგნთან დაკავშირებით ვაკეთებ მდგომარეობს შემდეგში: “ვინმემ დამაიმედეთ და მითხარით, რომ უფრო საინტერესო ვითარდება მოვლენები რაა”…

5/X, ოთხშაბათი

არ ვიცი ვინ, მაგრამ არც თუ ისე სულელემა ადამიანმა მითხრა წიგნებზე პირველივე გვერდებიდან მსჯელობა არ შეიძლებაო. ჯერ კიდევ გუშინ ვერაფრით ვიფიქრებდი თუ მთელ დღეს კითხვას დავუთმობდი და ფბ-ზეც კი არ შემოვიხედავდი ბოლთის დასაცემად.  ნელ-ნელა ჩნდებიან პერსონაჟები, თითოეული მათგანის ცხოვრებაში არის რაღაც რაც გაინტრიგებს, გითრევს და გიძლიერებს სურვილს რაც შეიძლება მალე დაასრულო კითხვა.

ვიცი რომ ჟურნალისტი, კარგი ჟურნალისტი, ფაქტიურად არც თუ ისე ცუდი დეტექტივის ტოლფასია. რატომღაც ჟურნალისტების დეტექტივობანას ამრეზით ვუყურებ. ამ პროფესიის ხალხი ყველაფერს მაინც ისე ჭრის და ისე კერავს როგორც აწყობს. თუმცა ჩემი წარმოდგენები ხომ ხშირ შემთხვევაში არ მართლდება.

წიგნი მკვლელობაზეა, ჯერჯერობით, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა. გვამი არ არის, არც რაიმე დამატასტურებელი დოკუმენტი იმისა რომ გოგონა ცოცხალია, ან გარდაცვლილი, როგორც იყოდნენ “მიწამ ჩაყლაპა”. ჩემი ვარაუდები გამიჩნდა, რატომღაც მგონია რომ ცოცხალია და რაღაც კავშირი აქვს სალანდერთან.

კითხვის ამ ეტაპზე ჩემთვის ისევ გაურკვეველია რატომ ჰქვია წიგნს “ქალთმოძულე კაცები”.

7/X, პარასკევი

ჰმ, ვანგერების ოჯახი ჭიანჭველების ბუდეს მაგონებს. ყველას თავის საქმე აქვს და ეს საქმე რაღაცით დაკავშირებულია მთავარ მიზანთან. ოჯახის თითოეული წევრი თავისთვის ფუსფუსებს და რატომღაც შემიძლია ყველაზე ვთქვა, რომ ცოტა ვერაა. რაღაც მოხდა წლების წინ რომელშიც ყველა გარეულია, თითოეული მათგანი. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია კითხვის ამ ეტაპზე.

ლიზბეთზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ყველა ჭკვიანი ადამიანი ცოტათი უბერავს.

ჰო,რაც შეეხება ალაგ-ალაგ სექსის აღწერის ფაქტებს… კარგად აქვს აღწერილი, თუმცა თუ აღწერაა უფრო დაწვრილებით და ლამაზად აღწერაც შეიძლებოდა.

8/X, შაბათი

კითხულობ, იძაბები, გინდა გაიგო რა მოხდა სინამდვილეში. ხვდები რატომ ჰქვია წიგნს ქალთმოძულე კაცები, მაგრამ გიჭირს გაანალიზო რატომ ითარგმნა ის როგორც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ბრაზდები, თავში ივლებ: “ხომ ვამბობდი”-ს (ჩემი საფირმო ფრაზა) და უკანასკნელი ფურცლის წაკითხვისას მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ უკეთესი დასასრულის იმედი გქონდა. ნუ მე ეგრე ვფიქრობდი წიგნის დახურვისას.

იმედგაცრუება ვიგრძენი. კითხვის პროცესი საოცრად დაძაბული და საინტერესოა, ეშხში შედიხარ, თვალს ვერ წყვეტ და ბრახ და ბანალური დასასრული, ისეთი როგორიც პირველივე გვერდებიდან იწინასწარმეტყველე.

თუმცა, გარდა იმისა, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” მშვენიერი დეტექტივია, მოიცავს უამრავ სხვა და სხვა ინფორმაციას, მაგალითად: წიგნის კითხვისას მომინდა გადამეხედა ჩემს ინტერნეტ ნამოღვაწარს და აღმეგავა პირისაგან ინტერნეტისა. მაგრამ დავინდე ფბ-ს ექაუნთიც და ბლოგიც.  აღმოვაჩინე, რომ შვედეთში საკმაოდ პრობლემატურია ქალთა ძალადობის შესახებ საკითხები. აქვე ერთი ფრაზა მახსენდება: “რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის” – ეგრეა, ეგრე.

 

p.s მაინც ვფიქრობ რომ სათაური “ქალთმოძულე კაცები” უფრო შეესაბამება ნაწარმოებს ვიდრე “გოგონა დრაკონის ტატუთი”.

p.p.s ჯერჯერობით ერთადერთი წიგნია, რომელიც საქმის გახსნისთავანე არ სრულდება.

პოსტი რეიტინგისთვის

ცოტა ხნის წინ თინ ნიუსის ბლოგზე პოსტი დავწერე სათაურით “იდეალური ქალი ლოგინში და სხვა სიკეთეები” და ვიღაცამ შეიცხადა “პოსტი რეიტინგისთვისო”?

ვერ ვხვდები რატომ აღიქმება ცუდ ტონად რეიტინგისთვის დაწერილი პოსტი, მაშინ როდესაც ყოველ 2 წუთში ერთხელ შერბიხართ top.ge-ზე და ამოწმებთ მერამდენე ადგილზე ხართ ფერსონალ ფეიჯებზე, მაშინ როდესაც ყოველთვის გიხარიათ თითოეული ლაიქი, კომენტარი და შეარი, მაშინ როდესაც ძილის წინ დახედავთ ბლოგის ჰიტებს და ამბობთ დღეს კარგი/ცუდი დღე იყოო.

რატომ მიგაჩნიათ რომ ბლოგერი, თუ კი წერს ისეთ საკითხებზე რამაც შეიძლება გაზარდოს ბლოგის რეიტინგი ცუდი ბლოგერია? მთავარი პოსტის თემატიკა კი არა ხარისხია, იმჰო. თუმცა თქვენ ამას ვერ ხვდებით. მხოლოდ სათაურით მსჯელობთ და თუ იქ სიტყვა სექსი ურევია ე.ი რეიტინგზე გათვლილი პოსტია. არა და ამ დროს ხომ შეიძლება ჩემს პირად ბლოგზე მომინდეს დავწერო ჩემი უკანასკნელი სექსი მამაკაცთან რომელიც სექსამდე 1 საათით ადრე გავიცანი?!

რატომ უნდა მომინდეს რამდენიმე ასეულ ადამიანს მოვუყვე ჩემი ყველაზე ინტიმური დეტალები თუ ეს რეტინგისთვის არ არის გათვლილი? იქნებ იმიტომ, რომ პირადი ბლოგია, ინტერნეტ დღიურს ვეძახი და მინდა ჩემი ცხოვრების თითოეული წვრილმანი იყოს? იყოს რეიტინგისთვის დაწერილი, გამოგონილი, so what? ყველას უხარია მაღალი რეიტინგი და თუკი ავტორი ხელს შეუწყობს დაშავდება რამე? ერთხელაც გავიმეორებ, მთავარი ხარისხია, და არა ის რომ ბლოგერი ბლოგის რეიტინგზე ზრუნავს.

ბლოგი ჩვენი არსობისა

თავდაპირველად იყო ბლოგი.  ყველას არ ქონდა ეს ბლოგი და ბლოგი იგი იყო პირადი. რატომ გაჩნდა სოც.მედიის არსებობა საჭირო? გიო ამბობს, რომ მასმედიამ მოკლა ადამიანი და დატოვა ფაქტი. სწორედ აქედან.  ჩვენ ვიხედებით ერთმანეთის ე.წ. ცხოვრებაში ცენტრიდან, ვიღიმებით, ხელს ვაქნევთ, ნერწყვს ვყლაპავთ. ქართული ბლოგოსფერო რა თქმა უნდა პირადია, (მისი ონლაინ დღიურობაც მოგვეხსენება) ისიცაა რომ ამ სფეროს ექზისტენციალიზმს ვერ დასწამებ.  პოსტის თემის მიუხედავად ალბათ ამ პირობებშიც შეიძლება სათქმელის ისე კონტექსტუალიზება, რომ მე, რიგითი ვიგინდარა შენს თავს გადახდენილი ამბით დამაინტერესო. კონტექსტუალიზება ისე, რომ ვთქვათ საჭმლის ჭამა, ჭამაზე მეტი იყოს და მოფსმა იყოს ისე ტკბილი, როგორც ორგაზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს “პოსტი” საკამათოა,   მიუხედავად იმისა, რომ ეს “პოსტი” არ შეიცავს სურვილს ვინმესთან პოლემიკაში შესვლის, შენ დაკომენტარების გარდა ერთად ერთი რამ დაგრჩენია, გადმოხვიდე ჩემთან და ბლოგის შესახებ  წაიკითხო.

სოც.მედია

დღეს ორ შეხვედრაზე ვიყავი და ორივეგან სოციალურ ქსელებზე, ფეისბუქი, ბლოგი და ტვიტერზე საუბრობდნენ. ყველგან ასე თუ ისე შეძლებისდაგვარად დავაფიქსირე საკუთარი აზრი, მაგრამ თუ დღეს ბლოგის დღეა დაე იყოს ბლოგის დღე საფუძვლიანად და დავწერ აქაც.

ბლოგი

ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსი – წერის დროს შეგიძლია იყო როგორც სუბიექტური ისე ობიექტური. შეგიძლია წერო აკადემიურად, სლენგებით, ადამიანურ ენაზე და მოკლედ, როგორც გაგიხარდება. წერო იმაზე, რაზეც “გისწორდება”, რაზეც გული შეგტკივა, რაც გაწუხებს თუ გაბედნიერებს, გამოთქვა საკუთარი აზრი თავისუფლად ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, თავი იგრძნო ისე როგორც შენს სამფლობელოში და თან ამ სამფლობელოში არავის, მაგრამ თან ყველას ჰქონდეს შემოჭრის უფლება.

ბლოგი რამდენიმე ტიპისაა – პირადი და თემატური. ბლოგების უმეტესობა (დაახლოებით 90%) პირადია. წერენ საკუთარ თავზე და საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. თემატური ბლოგები ძალიან ცოტაა და რეიტინგიც არც თუ ისე კარგი აქვთ. პრინციპში ლოგიკურიცაა, ძალიან ცოტაა ხალხი ვისაც სიამოვნებს სულ ერთი და იგივე თემატიკის გარშემო სხვადასხვა პოსტების კითხვა. შედიან და ინტერესდებიან მაშინ როდესაც პირად ინტერესს და საქმეს სჭირდება.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბლოგის ვიზუალს. პოსტი არ უნდა იყოს დაწერილი მუქ ფონზე ღია, ძალიან ჭყეტელა ფერებით. პოსტი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული, ჰქონდეს აბზაცები და გაფორმებული იყოს 1-2 ფოტოთი. უნდა იკითხებოდეს ადვილად და კომენტარებზე გამორთული ჰქონდეს მოდერაცია.რატომღაც ძალიან მაღიზიანებს მოდერაცია და ბლოგზე სადაც მხვდება ყოველთვის ვურჩევ ავტორს რომ გამორთოს. პოსტის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იყოს საკითხის ირგვლივ დაწერილი ყველაფერი, ანუ არ გადაუხვიოს თემას და დამაინტერესოს. მერე სულ “რიხინ-რიხინით” იკითხება.

ტვიტერი

ტვიტერი არის მიკრობლოგინგის სისტემა. რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ინფრომაციის მიღება-გავრცელებსთვის. სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენთან ტვიტერს ძალიან მცირე მომხმარებელი ჰყავს. ბევრს უბრალოდ, მარტივი მიზეზი აქვს თუ რატომ არ ინტერესდება ტვიტერით. ის ფეისბუქს ვერ შეუცვლის და პრინციპში ვეთანხმები კიდეც. ორი აბსულუტურად სხვადასხვა ქსელია, მაგრამ მომხმარებლების უმეტესობას ფეისბუქი და ტვიტერი დაკავშირებული აქვს ერთმანეთთან, შესაბამისად ტვიტერზე გავრცელებული ნიუსი ავტომატურად ქვეყნდება ფეისბუქზე და უბრალოდ საჭიროება აღარ მოითხოვს შევიდე ტვიტერზე. ტვიტერს ვიყენებ ინფორმაციის გასავრცელებლად, იგივე ბლოგის ლინკის დასაშეარებლად, ან ჩემი ბლოგის ან ვინმე სხვისი, მაგრამ იქ არ შევდივარ, იმიტომ რომ რა ინფორმაციაც უნდა მივიღო მივიღებ ფეისბუქით, სადაც ტვიტერს ავტომატურად გადმოაქვს პოსტები თუ სტატუსები.

ფეისბუქი

მოდი შევთანხმდეთ რომ ჩემი აზრის გარეშეც მშვენივრად იცით რა არის და რისთის არის. ერთი ისაა, რომ გული მწყდება ამას ადნაკლასნიკების გაუმჯობესებულ ვერსიად რომ იყენებ.

ბლოგის საშუალებით ფულის შოვნა

კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ჯერ ეხლა დაინტერესდნენ სოციალური მედიით. ჯერ ეხლა იგებენ რა ხილია და შესაბამისად შემიძლია ვივარაუდო, რომ მომავალში ბლოგის საშუალებით დასაქმების და ფულის კეთებების პერსპექტივა ისახება. თუმცა რამდენად უახლოეს მომავალში ეგ აღარ ვიცი. ბევრმა ორგანიზაციამ თუ კომპანიამ იცის რომ უნდა ჰქონდეს, სჭირდება ფან ფეიჯი თუმცა მისი გამოყენება არ იცის და ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვაკანციები :ფეისბუქ გევრდის ოპერატორი. რაც პრინციპში კარგია იმისთვის ვინც უსაქმურია და ვისაც შეუძლია კომპანიის წარმომადგენლის დაჯერება რომ ფეისბუქზე ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია და ა.შ.

მემგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც შემეძლო. თუ რამე გამომრჩა და მერე გამახსენდა ან დავააფდეითებ ან კომენტარებში დავტოვებ 🙂