Tag Archives: გეგმა

რომელიც არ შეიძლება

–ნათია რა გჭირს?

–არ ვიცი.

 

და საერთოდაც, რა მინდა ადამიანისგან რომელსაც არ ვიცნობ? რას ველი ადამიანისგან რომელიც ჩემთვის არავინ არ არის? რატომ უნდა შევხვდე ადამიანს რომლისგანაც არაფერს ველოდები, რომელიც არ მომწონს? რომელსაც ჰყავს შეყვარებული და რომელსაც აწყობილი აქვს გეგმები და მომავალი?

 

–იმას გასაგებია რაც უნდა, მაგრამ შენ რა გინდა?

–არ ვიცი. ალბათ გართობა და ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა. ან უბრალოდ ვინმე. მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა, რომ ვნახავ ალბათ მერე მივხვდები.

 

არა, არა. არაფერიც არ მინდა. უფრო სწორედ მინდა ის რაც არ მაქვს, და როცა მექნება ის, რაც არ მაქვს აღარ მომინდება ის, რაც მექნება. არ მაქვს ზედმეტი ილუზია. არ ვარ ქალი,რომელიც აჰყვება გრძნობებს და რომელიც იოცნებეს იმაზე რაზეც “ნამიოკიც არ ჩაურტყამთ”. არა,მე არც გრძნობები მაქვს.

 

მე მხოლოდ გართობა მინდა.

 

P.S გრინმარ, ორ აგურს რომ იშოვი აქეთ გამოუშვი!

P.P.S და ბოლოს,მაინც არ ვიცი რა მინდა და რა დავარქვა ჩემს საქციელს.

წამიერი გაფიქრება

”ბავშვები 402-ე ოთახიდან ” – ალბათ ბევრმა იცით ეს მულტ-სერიალი. ცოტა ხნის წინ ტელევიზორში თვალი მოვკარი და ერთი წუთით წარმოვიდგინე მე რომ დამრიგებელი ვიყო. ერთი, ჩვეულებრივი სკოლის, უბრალოდ დამრიგებელი. იმდენი პროექტი, გეგმა და გასართობ-შემეცნებითი გეგმები ამომიტივტივდა, რომ გულიც დამწყდა რატომ არ ვარ კლასის დამრიგებელითქო.

რა კარგი იქნებოდა რომელიმე მასწავლებელს მაინც ჰქონოდა ეს ”იდეები” თავში. იქნებ ბავშვებს არც დაზარებოდათ წიგნის გადაშლა, არც ერთმანეთთან იქნებოდნენ მუდმივ ჩხუბში და კამათში როგორც ხდება ხოლმე 5-8 კლასელებში. სისულელე იქნება იმ ”გენიალური გეგმების” აქ დაწერა. ზოგს შეიძლება გაეცინოს კიდეც – აქ საქართველოში ეგ არასოდეს მოხდებაო. არა და რატომ არ უნდა მოხდეს? რატომ არ უნდა უნდოდეს მასწავლებელს რომ ბავშვს სხვა გზით შეასწავლოს თავისი საგანი და არა მოძველებული მეთოდებით. გაკვეთილი საინტერესო არ არის. ან რა უნდა იყოს საინტერესო? ირეკება ზარი, შემოდის მასწავლებელი,ბავშვები გატრუნულები ელოდებიან ვის გაიძახებს, ზოგი თავისთვის უფალს ევედრება ოღონდ მე არაო. რომელიმე ”მსხვერპლი” შერჩეული იქნება. მერე ჩვეული კითხვებბი – თავი რატომ არ დაგჩა? ამდენი დრო გქონდა და მაინც ვერ მოასწარი, სხვა საგნები ხო მოასწარი? და უაზრობები. ბოლო 10-წუთი გაკვეთილის ახსნა. ზარი ირეკება და მასწავლებლის დაზეპირებული სიტყვები – ზარი ჩემთვისაა, მე ჯერ არ დამიმტავრებია. და მხოლოდ 2 წუთი მორიგი მასწავლებლის გამოჩენამდე. მე მჯერა რომ 40-45 წუთის გატარება ისეც შეიძლება, რომ ბავშვს თავად სურდეს გაკვეთილზე აქტიურობა. ამისათვის მასწავლებელი პირველ რიგში პედაგოგი უნდა იყოს. უნდა იცოდეს როგორ მიუდგეს პატარას. არა როგორც ერთ-ერთ ბავშვს, რომელმაც არაფერი არ იცის, არამედ როგორც თანატოლს. არ უნდა იყოს ის შეგრძნება რომ მე მასწავლებელი ვარ და მე ყველაფრის უფლება მაქვს. ხშირად მასწავლებლებიც უნდა სწავლობდნენ ბავშვებისგან.

ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება იმისათვის რომ გაკვეთილი და მთლიანად სასწავლო წელი საინტერესო,სახალისო,გასართობი გახდეს და ეს ყველაფერი სწავლის თანმიმდევრულად. დიდი სურვილი მაქვს ამ წუთებში რომ ერთი წლით ჩამაბაროს კლასი ვინმემ. რა კარგად მივხედავდიი…

ჩემი მოვალეობა პირნათლად მოვიხადე!

ნოემბერში 18-წელი შემისრულდა. საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე გავხდი და შესაბამისად ვსარგებლოგ გარკვეული მოვალეობა/უფლებებით. მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გავხდი მაისის თვეს ველოდები. არჩევნებში მონაწილეობის უდიდესი სურვილი მქონდა.

და აი დადგა ნანატრი დღეც. რამდენიმე დღით ადრე ”მოსაწვევი” მომივიდა. სიაში 324-ე ნომერი ვიყავი და მეთვრამეტე  საარჩევნო უბანში უნდა მივსულიყავი. აქვეა, გამოფენაზე = ))  მანამდე ჩემს მამიდაშვილს დავურეკე. გიორგი აპრილში გახდა 18-ის და იმის მერე ერთად ვგეგმავთ ჩვენი ხმების დარიგებას = )) სადღაც 12-საათისთვის გამოვცხადდი დანიშნულების ადგილზე და პირადობა მომარჯვებული მივადექი ჩემთვის განკუთვნილ საარჩევნო უბანსაც. გარეთ მალოდინეს (?!) მერე ხელზე რაღაც დამანათეს და პირველ მაგიდასთან გამიშვეს. იქაც ლოდინი მომიწია, ბიულეტინები გაგვითავდაო.როგორც იქნა მოიტანეს ბიულეტინები და ეხლა თურმე პირველ მაგიდასთან კი არა მეორესთან უნდა ვყოფილაყი და იქით გადავინაცვლე. მომძებნეს სიაში,ხელიც მოვაწერე, ბიულეტინებიც მომცეს და გამიშვეს ჩემი ერთადერთი ხმის მისაცემად. მახსოვს პატარა რომ ვიყავი დედას წავყევი არჩევნებზე და ნომერი მე შემომახაზინა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. თუმცა დღეს  ”კაბინაში” რომ შევედი მაშინ გამახსენდა, რომ სასურველი კანდიდატი ისევ არ მყავდა. ბევრი ფიქრის დროც არ იყო. ერთი-ორი წუთი გავიაზრე თავში რაღაც-რაღაცეები და ბოლოს სამი სხვა და სხვა ციფრი შემოვხაზე. კონვერტში ძლივს ჩავტიე ბიულეტინები = (( მგონი არ ეტეოდა 😀 მერე ყუთშიც ჩავაგდე და მე და გიორგი კმაყოფილები წამოვედი. თან ერთმანეთს ვეკითხებოდით თუ ვის მივეცით ხმა.

უხერხული კითხვაა- ”ვის მიეცი ხმა?”. ხო და გადავწყვიტე არავის ვკითხო. რა ჩემი საქმეა = )) იმედი მაქვს, რომ მაშტაბური გაყალბებები არ იქნება = ))

ჩემი მოვალეობა პირნათლად მოვიხადე!