Tag Archives: გრინ მარი

კიდევ ერთი ცვლილება (?!)

არა–ერთი პოსტი მაქვს დაწერილი იმაზე რომ დროთა განმავლობაში ვიცვლები, მაგრამ ამას სხვები ვერასდროს ამჩნევდნენ. ბოლო 2 დღეა ხან ვინ მიბურღავს ტვინს შეიცვალეო, ხან ვინ.

გუშინ ლევანმა მითხრა, მინდა ისევ ისეთი საყვარელი, ცნობისმოყვარე და კეთილი გახდეო. აქამდე შენში ბოროტებას ვერ ვხედავდი და ეხლა მოზღვავებული გაქვსო. არ მინდა მსუქანი ადამიანის “კლიშეს” (ყველა მსუქანი კეთილია) არღვევდეო. არა და ჯერ კიდევ როდის, ზურიუსმა თავის პოსტში აღნიშნა, რომ სწორედ ამ “კლიშეს” ვარღვევდი და ამიტომაც ვიყავი განსხვავებული ყველა სხვა დანარჩენი მსუქანი თუ მომსუქნო ადამიანებისგან.

ლევანს, ნოჩურას და კიდევ რამდენიმეს ჰგონია, რომ შევიცვალე და ისიც უარესობისკენ. აქამდე არასდროს (რატომღაც ?!) გაუგონიათ ჩემგან “ბილწი” სიტყვა, არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ვინმეს “ვეიაზვები”, ვაკრიტიკებ და მარტივად რომ ვთქვა “ვაჯვამ”.   საქმე იმაშია, რომ რახან ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს მათ საწინააღმეგოდ არ ვაკეთებ არ ნიშნავს, იმას რომ  ეს ყველაფერი ჩემში არ ზის.

ბოლოს ისიც კი მითხრეს, რომ სხვებს ბაძავო, ადამიანებს ან რომელიმე ჯგუფსო. რატომღაც უჭირთ იმის გაგება, რომ მეც შეიძლება არ მომწონდეს ვინმე და ეს არ–მოწონება გამოვხატო ისე როგორც გამიხარდება. არასდროს დამიმალავს, რომ ვგიჟდები ჩხუბზე, კამათზე და კრიტიკაზე ^_^ არ მესმის რატომ ჰგონიათ, რომ შევიცვალე.

გრინ მარიმ კარგად თქვა “ვინც უყვარს თან გადაყვება, თუ არა და მიწასთან გაასწორებს ადამიანს”. ხო და ნუ გიკვირთ ჩემგან რაღაც–რაღაცეები.

ყველას ვექცევი ისე როგორც იმსახურებენ!!!

ანდერძი

სიკვდილი მაგარი დამპალი ვინმეა. როცა არ გინდა და როცა ყველაზე მეტად გიხარია ცხოვრება ხშირ შემთხვევაში სწორედ მაშინ გესტუმრება შავ ანაფორაში გამოწყობილი “სიკვდილი ცელით”… ხო და ჩვენს წინაპრეპს გამოუგონიათ მშვენიერი რამ, სახელად ანდერძი. ეს გახლავთ იურიდიული დოკუმენტი, რომლის საშუალებითად ხდება საკუთარი ქონების განკარგვა სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ ეს ხდებოდა ზეპირი გზითაც, თუმცა დღესდღეობით ამ დოკუმენტს უკვე წერილობითი ფორმა აქვს, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს.

ანდერძის არა, მაგრამ ანდერძის პროვოკაციის დატოვება კი გადავწყვიტე. სიკვდილი ოხერია, არ იცი როდის გესტუმრება ხოდა.. ნოტარიუსები და ამბები არ გვინდა, ბლოგიც საკმარისია. ჩემს პირად საკუთრებაში ამჟამად ძალიან ცოტა რამ შედის და მათი განაწილებაც მხოლოდ იმ ადამიანებზე მოხდება, რომლებიც იმსახურებენ ^^

თუმცა არსებობს ორად ორი ნივთი, რომლებიც სამუდამოდ ჩემთან უნდა დარჩეს. როგორც ალუკარდი იტყოდა ჰარი პოტერი ჩემი საკუბოვე წიგნებიაო და უნდა გავიყოლოვო ეგრე ვიტყვი მეც. არ გაბედოთ და თქვენთვის არ დაიტოვოთ! სიკვდილის საჩუქრები ჩამომკიდეთ ყელზე და ისე გამისტუმრეთ.

 

დღიურები – ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთები ^_ ^ პატარაობიდანვე მიყვარდა წერა სა სათუთად ვაგროვებდი ყველა ფურცელს. არასდროს გამჩენია სურვილი დამეწვა, დამეგლიჯა, დამეფლითა ან საერთოდაც გამენადგურებინა. ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე და საკმაოდ საინტერესოა ბავშვობაში დაბრუნება 🙂 ხო და ამ ჩემს წარსულს ანას დავუტოვებ 🙂 როგორც ვიცი ანაც წერდა დღიურს და ყოველი წლის ბოლოს “ანთებდა” მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას არ ენახა. ჰმ… 😐

 

საკმაოდ დიდი ხანია ვაგროვებ და თითოეული მათგანი ისე ძალიან მიყვარს ^^ დღეს ჩემს “კოლექციას” კიდევ ერთი შეემატა, გრინ მარისგან წამოვიღე და მარიმ ისიც დაამატა არასდროს შემიგროვებია სალფეტკებიო. ხო და მე ვაგროვებდი და დიდი სიამოვნებით დავუტოვებდი წლების განმავლობაში მოგროვილ და შეკრულ რამდენიმე ათეულ სალფეტკს 🙂  დარწმუნებული ვარ მარი განაგრძობს შეგროვებას, თუნდაც ჩემი ხათრით, ხო მარ?

 

 

 

გინდათ არ გინდათ ჩემ საყვარელ წიგნებში შედის ესეც.თანაც პირველი წიგნი იყო, რომელიც საკუთარი ფულით ვიყიდე და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით პირველი ნაწილი. ბევრი ვიფიქრე, ვის შეიძლება დაუტოვო ისეთს ვსაც გაუხარდება და თან გამოადგებათქო და არავინ მომაფიქრდა. რატომღაც ყველა ზევიდან უყურებს ამ წიგნს და რაღაც “მდორე ხარისხის” ნაწარმოები ჰგონიათ… მოკლედ, ბევრი ვიფქრე თუ ცოტა ამ წიგნებს ადოს დავუტოვებდი დიდი სიამოვნებით :))  მჯერა, რომ გაუფრთხილდება და წაიკითხავს კიდეც 🙂

 

 

 

ზარდახშა თავის საყურეებით – პირდაპირი რეისით წავა კნუტისკენ :))

 

 

 

 

 

 

კარგად არ ჩანს, მაგრამ ორი პატარა “კულონი” დევს. დაბადების დღეზე მაჩუქეს ორივე და საგულდაულოდ ვუფრთხილდები 🙂 ჯვარი შემთხვევით მოხვდა კადრში, ეგ ჩემთან რჩება…

 

ხო და ეს ორი პატარა და ჩემთვის ძვირფასი კულონი გრინ მარისთვის მინდა 🙂

 

 

მინის ჭადრაკი. მეხუთე კლასში ვიყავი ნათლიაჩემმა, რომ მაჩუქა.უნდოდა მესწავლა თამაში. სვლები და ე.წ “ძეტკი მატი” მასწავლა, მაგრამ ეხლა მგონი სვლებიც არ მახსოვს. წლების წინ, რომ შევდე გარდერობის თავზე მხოლოდ ამ საღამოს ჩამოვიღე. უძვირფასესი ნივთია ჩემთვის… ჭადრაკი, ისეთი რაღაცაა ყველა ვერ იხიბლება მისით და ყველა ვერ სწვდება მის არსს, ამიტომ ვუტოვებ და თანაც უდიდესი სიამოვნებით იმას, ვისაც უყვარს და ესმის ჭადრაკის ხელოვნება. ზურ, ხომ გაუფრთხილდები?

 

 

 

ეს უცნაური და ორიგინალური ზარდახშა მარიამ ბლანკმა            მაჩუქა… მე კიდევ ჭინკას ვაჩუქებდი :*

 

 

 

 

 

 

 

გოჭუნა ^_^  მინდა, რომ ალუკარდს ჰქონდეს ჩემგან სამახსოვრო რაცხა… ხო და ეს დამრჩა… იმედი მაქვს სანამ სიკვდილი მესტუმრება რამეს საშენოსაც “გამოვკრავ ხელს”, მანამდე კი ამას გიტოვებ  ბუ :))

 

 

 

სავარაუდოდ ეს პოსტი თუ ანდერძი განახლებადი იქნება და შეემატება ახალი ნივთები ხოლმე 🙂  ჯერ რა დროს ჩემი სიკვდილია ^_^ დიდხანს უნდა გიშალოთ ნერვები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო… :))

მიყვარს იმიტომ, რომ…

მიყვარს იმიტომ, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია…

მიყვარს იმიტომ, რომ ცოტა ვერაა… ნუ ცოტათი ყველა ვერ ვართ

მიყვარს იმიტომ, რომ ერთადერთია ვისაც ბოლომდე ვენდობი…

მიყვარს იმიტომ, რომ არ მგავს…

მიყვარს იმიტომ, რომ არ არის ჩემნაირი…

მიყვარს იმიტომ, რომ თავისებურად ჭედავს…

მიყვარს იმიტომ, რომ ერთადერთია ვისგანაც მსიამოვნებს და ვიტან იმას რასაც სხვისგან ვერ ავიტანდი…

მიყვარს იმიტომ, რომ ესმის ჩემი, მე მისი…

მიყვარს იმიტომ, რომ ჯერ ისევ ბავშვია და ხანდახან რაღაცეების სწავლა სჭირდება…

მიყვარს იმიტომ, რომ ძალიან თავისებურია…

მიყვარს იმიტომ რომ გრინ მარია ^_^

 

გრინ მარ, მიყვარხარ!

ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ

რამდენიმე დღეა იძახიან ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართო. ცდილობენ ისინი რაღაც სექტისმაგვარ ჯგუფში გააწევრიანონ და შეშლილებად მონათლონ. ნუ ჯანდაბას შეშლილები ვიქნებით, მაგრამ ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ. თქვენ თუ არ გიყვართ სხვები ეგ არ ვიცი = ))

ყველაფერი ანას მარტივი პოსტით დაიწყო ფეისბუქზე, ბლოგერების ჯგუფში:

 

შევთავაზე, მოვალ და დაგეხმარებითქო. ადოც ამყვა და მეორე დღეს უნდა მივსულიყავით ანასთან მხოლოდ და მხოლოდ ბლოგის დიზაინის შესაცვლელად. მაგრამ.. მე და ანოს კნუტი და გრინ მარიც აგვყვა, მერე ვაშლი და ბექა და ანასთან მისულებს სულ არ გავხსენებია ბლოგი და მითუმეტეს მისი დიზაინი. ვწუწუნებდი რამე გავაეთოთ უაზროდ ვზივართქო მაგრამ იმ უაზრო ჯდომაში დიდ სიამოვნებას, სითბოს და სიყვარულს ვიღებდი.

 

ისინი ჩემი მეგობრები არიან, ადამიანები რომლებიც მიყვარან და რომლებსაც ვუყვარვარ (მგონი). უბრალოდ ჩვენ საერთო სახელი – ბლოგერები გვქვია. ეს სახელი არაფერს ცვლის. არ ცვლის ჩვენს გრძნობებს ერთმანეთის მიმართ და არც დამოკიდებულებას.
საღამოს ალუკარდიც გამოვიდა. ბავშვები ღამეც დარჩნენ ანასთან. მე გრინ მარი და კნუტი წამოვედით (დაჩაგრულები მშობლებისგან).მაგრამ, მარისგან განსხვავებით მე და კნუტი ისევ ანასთან ვიყავით. მერე რა რომ ისანში ლამის დავიკარგე 🙂 მაინც ხომ მივაგენი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ახლადგაღვიძებულები, ჯერ რომ ვერ აზროვნებენ და მაინც რომ უხარიათ შენი დანახავა ❤ თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვგრძნობ სიყვარულს. ე.ი ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ.

დიდად არ გვიგიჟია, თავზე არ დაგვილეწია მთელი სახლი. წყნარად და ჭკვიანად ვიჯექით 🙂 ვიდეოს ვაკეთებდით. ხანდახან რაღაცაეებს ვსულელეობდი, ან მთლიანად ვსულელობდით.საღამოსთვის კაი “ფილმიც” გამოგვივიდა 🙂

 

ძალიან ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბლოგერები ხართ, სექტანტები თუ სატანის ცოლები და კახპების დედოფლები 😀

ის იყო ამოჩემება,მაგრამ…

ყველა ურთიერთობა კარკვეული ხნის შემდეგ რაღაც “სტატუს” იცვლის და ერთფეროვანი ხდება. იმისათვის,რომ ეს ესე არ მოხდეს საჭიროა ურთიერთობის გამრავალფეროვნება და არა დაკიდება და დაკარგვა იმ ადამიანისა.

მე პირიქით ვიქცევი. უფრო სწორედ, რომ ვთქვათ მეთვითონ ვხდი ხოლმე ურთიერთობას მოსაბეზრებელს და აუტანელს.

გრინ მარიმ ექსკურსიაზე მითხრასავით ადამიანების ამოჩემება იციო. ყურადღება არ მივაქციე მაგრამ გულში კი ჩამრჩა. ეგრე გამოდის. ძალიან ვიცი ადამიანების ამოჩემება და გარკვეული ხნის შემდეგ ისევ ჩვეულ გრძნობას და სიტუაციას ვუბრუნდები. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც “ამოჩემების დაავადება” გამივლის,  ვამჩნევ ხოლმე ამა თუ იმ ცუდ თვისებას. ან ადრეც მქონდა შემჩნეული და მხოლოდ ეხლა ვრეაგირებ.

იყო ეს ამოჩემება და გადამიარა იმ “ფანატიზმა”, სამაგიეროდ არ გამნელებია ის გრძნობა და არ მინდა რომ დავკარგო უაზრო გამოხტომების და ჩემი სუსტი ნერვების გამო.

ის იყო ამოჩემება, მაგრამ ეხლა მეგობარია. ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მეორე კიდევ უფრო კარგია.

შეჩვევა ორგვარია

რამდენიმე დღის წინ გრინ მარიმ მომწერა რომ ბლოგერების შეკრებაზე აღარ მოვალო. ბუნებრივია ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: “რატომ”? პასუხი  იყო ის რისიც  ყველაზე მეტად მეშინია: “ნელ–ნელა ვეჩვევი ამ ხალხს და მერე ძალიან გამიჭირდებაო”.

შეჩვევა – ყველაზე საზიზღარი და დედააფეთქებული გრძნობაა. არაფერი მეგულება ამაზე უფრო გამაღიზიანებელი და სასტიკი.

ამ ბოლო დროს ბევრისგან გავიგე უაზროდ ვიცი შეჩვევაო, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმეს ჩემს და მარის მსგავსად ჰქონდეს “აკვიატებული” ეს გრძნობა. მაგრამ, ჩემსა და მარის შორის ის სხვაობაა რომ როდესაც მარი გრძნობს “საფრთხეს” გაურბის, მე შუბლით ვეჯახები და მის თავიდან არიდებასაც არ ვცდილობ. ვიცი როგორი ექნება ბოლო თუ გაგრძელება მაგრამ ადამიანების გარეშე მაინც არ შემიძლია.

მიყვარს ხალხი, ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა საზოგადოებაში ტრიალი. მერე ამ ყველაფერს დაემატება უკვე კაი დროს გაცნობიერებული გრძნობა “მე შევეჩვიე”. თანაც უბრალოდ და მარტივად “შევეჩვიე” კი არა არამედ შევეჩვიე და ვსო.

აი როდესაც ამას ვაანალიზებ აი მანდ “მერხევა”.  სულ მინდა რომ იმ ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე ვისაუბრო, მათთან ვიყო, სულ ვუყურო და არ მომბეზრდეს არასდროს. კი მარტივად ჩანს ეს ყველაფერი და თითოეულ თვენთაგანს განუცდია მაგრამ, მერწმუნეთ ამას ჩემსავთ ვერავინ გაიგებს და ვერავინ იგრძნობს.

საშინელებაა!

წარმოიდგინეთ, იღვიძებ მასთზე/მასზე ფიქრით. დღე ისე გადის მასზე/მათზე ათას რამეს იტყვი და თანაც კარგს (მიუხედავად იმისა რომ იცი ცუდიც ბევრია), დღე ისე გადის რომ 4086–ჯერ ამოგიტივდება თავში ფრაზა “როდის ვნახავ?”.ნახავ და მათგან უაზროდ კმაყოფილი და დადებითი ემოციებით აღასავსე მოდიხარ იმის მიუხედავად, რომ არაფერი მომხდარა ისეთი რაც აგაღფრთოვანებდა. თუმცა მხოლოდ ნახვა და მასთან/მათთან ერთად გატარებული რამდენიმე წუთიც კი უაზროდ სასიამოვნოა.

აქ, “ბლოგის ფურცლებზე” იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ და განვიცდი შეუძლებელია და ამიტომ არც გამიკვირდება წაკითხვის შემდეგ რომელიმემ რომ გაიფიქროთ მეც ზუსტად მასე ვარო.

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი და სასიამოვნო გრძნობა. შეჩვევაა ეს ის არის 3 წელი ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გექნება, თანაც ისეთთან ვინც ტყუილებით დაიწყო და დაასრულა ურთიერთობა და 3 წლის მერეც მასზე ფიქრობ. ფიქრობ და გენატრება. იხსენებ იმ გავლილ წუთებს რომლებიც ერთად გაატარეთ. ყველაფრის დასრულებს შემდეგ და იმის გაანალიზების შემდეგ რომ ეს არ იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური ურთიერთობა და ადამიანი და ამთავრებ ყველაფერს, მაინც მასზე ფიქრობ. ფიქრობ იმიტომ რომ შეჩვეული იყავი ყველაფერს. მას, მის სულს, საუბარს,საუბრის მანერას, ყველაფერი ასოცირდებოდა მასთან და ამის მონატრება 3 წლის მერეც რომ გამოგყვება უკვე ძალიან ცუდია. (არა, შეყვარებულზე არ ვსაუბ)

შეჩვევა ორგვარია: ისეთი, როგორიც იცით თქვენ და ისეთი, როგორიც ვიცი მე.

თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #2

რეგისტრაცია თეუსუ–ში 1–სექტემბერს დაიწყო.

სადღაც 7–ში მეც მივედი. ჩავაბარე ყველა საბუთი, შევავსე ანკეთასავით რაღაც და 13–ში დამიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

13–ში 11 საათზე უკვე იქ ვიყავი. თურმე რა ხელშეკრულებაზეა საუბარი… დარბაზი სავსეა ტელევიზიებით, დედიკოებზე ხელჩაკიდებული სტუდენტებით. თურმე ნუ იტყვი და იმისთვის დაგვიბარეს, რომ მინისტრის მოადგილეს ეცნობებინა ჩვენთვის პირველ კურსელებს 4 წიგნს გათხოვებთ უფასოდო. (ტელევიზორში თქვეს ვჩუქნითო და არ დაიჯეროთ). რამდენიმეს იქვე გადასცეს (ამსახველი ფაქტები ხომ უნდა ყოფილიყო?). 15–წუთში ბოდიში მოიხადეს, მინისტრის მოადგილეს ეჩქარება და უნდა წავიდესო. პირველ კურსელები დარჩით და წიგნები აიღეთო. მაგრამ არც ისე ადვილია ეს “დარჩი და აიღე წიგნები”. იმისათვის რომ “კუთვნილი” 4 წიგნი მიიღო, საჭიროა ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია.

გრინ მარის ველოდებოდი, თავისუფალი 10–წუთი მქონდა და ბარემ გადავიღე ის საძაგელი 3X4–ზე სურათი, გავაკეთე პირადობის მოწმობის ასლი, ვიპოვე გრინ მარი და მივედი ბიბლიოთეკაში. თურმე, წიგნების გაცემა არ შეიძლება დღეს 🙂 ესე უთხრეს და ბიბლიოთეკარს რა ექნა? მაგრამ ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს. ჩაიბარეს საბუთები, ხელი მომაწერინეს და ოთხივე წიგნი გამომატანეს, თანაც წარმატება მისურვეს და წლის ბოლოს წიგნები დააბრუნეო დააყოლეს.

მაგრამ, ყველაზე უარესი რაც დღეს გავიგე ის არის, რომ მაკროეკონომიკის სწავლა მომიწევს. ვერ ვიტან ვერაფერს რაც ეკონომიკასთან და მათემატიკასთან კავშირშია. თუნდაც სულ ოდნავ! პროტესტი გამოვთქვი რად მინდა მაკროეკონომიკა, ან პროგრამებითქო მაგრამ ვინ გისმენს.

საბოლოოდ ისიც გაირკვა რომ ხელშეკრულებები დღეს არ გაფორმდებოდა, რადგან ბევრი ხალხი იყო და არ ეცალათ. რაც თავისთავად კიდევ ერთი, პატარა მაგრამ მაინც, მინუსია. როდესაც იბარებ პირველ კურსელს რაღაცისთვის (ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად) კეთილი უნდა ინებო და “დაპირებული” გააკეთო.

2 დღე დამრჩა სანამ შევუდგები სწავლას. უკვე 2–ჯერ ვიყავი უნივერსიტეტში და ჯერ ისეთი არაფერი/არავინ მინახავს რაც უფრო შემმატებდა სტიმულს და განმაწყობდა დადებითად თეუსუს მიმართ 🙂

იმედია მომავალში გამოსწორდება.

პ.ს რაღაც ამ პოსტის მერე მგონია რომ ჰექსეს ვემსგავსები, რომელიც ყოველ ხუთშაბათს თიკო სადუნიშვილს უთვლის “მოკითხვებს”.