Tag Archives: გრძნობა

ბლოგები და ბლოგერები

მარიმ მთხოვა და როგორ არ დამეწერა უკვე მეორედ “ორნაირი ბლოგერები”.

როდესაც პირველად დავწერე პოსტი იგივე სათაურით (ნახეთ აქ), მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ყველას.

იძახიან ბლოგი და ბლოგის პატრონები განსხვავებულები არიანო. ძნელია ბლოგის მიხედვით გამოიცნო როგორია მისი პატრონი და “შემოქმედი”. პირადი ბლოგების მიხედვით ეს ადვილი გასაკეთებელია. მაგრამ, როდესაც წერენ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, როდესაც ბლოგებზე უფრო ჟურნალისტები არიან, ან კრიტიკოსები ვიდრე “უბრალო მოკვდავები” ძნელია მიხვდე სინამდვილეში რას წარმოადგენენ. მაგალითად ვასასი, მწვანე ვაშლი, ჰექსე, ლანდიშა, გაბო, ლეონსიო, ლიტერატორი, ყვავა. მათი ბლოგების კითხვით ვერ გაიგებთ როგორი ხასიათი აქვთ, რა უნდათ, რა სიამოვნებთ, რა აღიზიანებთ. შეძლებ მხოლოდ ერთი ან ორი დამახასიათებელი ნიშნის გამორჩევას, მაგრამ მთლიანად ამ ადამიანების დახასიათება მხოლოდ ბლოგით გამორიცხულია. აუცილებელია პირადად იცნობდეთ.

რამდენიმე წლიანი ურთიერთბის მერეც კი არ არის ხოლმე ადამიანი ბოლომდე “ამოცნობილი” და ბლოგით ეს მითუმეტეს შეუძლებელია. პირადი ჩანაწერების ბლოგებიდან გამოვარჩევდი მწვანე მარის, ეგოისტს, დიანიკოს, ადოს, ფსიქეს (რატომღაც მეტს ვერ ვიხსენებ) რომელთა ამოცნობაც ბლოგით შედარებით იოლია. მათი ხასიათი გაცილებით უკეთ ჩანს ბლოგებზე ვიდრე ნებისმიერი სხვისი. თუმცა “ლაივში” ისინიც სვანაირები არიან.

კიდევ არის რამდენიმე პირადი ჩანაწერის ბლოგი რომელთა კითხვის მერე ნამდვილად ვერ გამოიცნობ როგორები არიან მათი პატრონები. ამ შემთხვევაში მხოლოდ პოსტების კითხვა არ არის საკმარისი და აუცილებელია პირადად იცნობდე რომ მიხვდე სინამდვილეში როგორები არიან. ასეთებად კი ალუკარდი, კნუტი, ვეკო, ეკუსი, ქილიფა, დუდი, ქევანა, წყარო, სივრცე, ზურიუსი მიმაჩნია. ზურიუსი კიდევ ცალკე ფენომენია. სულ სხვანაირი ბლოგი აქვს. სამაგიეროდ ვიდეო პოსტები აქვს ისეთი კი მიხვდებით ადვილად სინამდვილეში როგორიცაა.

კი ვიძახი “სინამდვილეში როგორიცაა–მეთქი” მაგრამ ეს იმას არ  ნიშნავს რომ ბლოგზე ან “რეალში” ისინი “ყალბები” არიან. უბრალოდ, კომპიუტერს მიღმა მარტოდ მყოფი მხოლოდ კლავიატურით და გარეთ ბევრი ხალხის თვალწინ ერთი და იგივე ვერ იქნები (ლოგიკური დასკვა).

გამორიცხულია ბლოგზე და ნაწერებში გამოვიცნოთ ავტორის რეალური სახე. როდესაც კითხულობ რომელიღაცა პოსტს, შენ არ იცი რა ემოციით, რა გრძნობით, რა ინტონაციით წერდა ავტორი და ამიტომ ხშირად სწორი დასკვნები ვერ გამოგვდის.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ბლოგები სულ სხვა სამყაროს ეკუთვნის. ის ინტერნეტის და მკითხველის კუთვნილებაა. ბლოგერები კიდევ სულ სხვას. შეიძლება მოგწონდეს ბლოგი მაგრამ გაღიზიანებდეს ავტორი, ან პირიქით. ამიტომ ადამიანზე მხოლოდ ბლოგით მსჯელობა ძნელია, ხშირად ვერც პირადი ურთიერთობებით ვახერხებთ მათ გაცნობას. აი როდესაც იცნობ ბლოგსაც და მის ავტორსაც უფრო ადვილია მიხვდე რას წარმოადგენს.

რამდენიმე ბლოგია კიდევ რომელთა ავტორების გაცნობაც ძალიან მინდა. ვკითხულობ მათ ბლოგებს, ველაპარაკები ვირტუალურად და ვინტერესდები ისეთივები არიან თუ არა პირად ურთიერთობებშიც. რადგან არაერთი შემთხევა მქონია რომ ინტერნეტში დაუგრძელებიათ ენები და “ლაივში” ხმას ვერ ამოაღებინებ. ინტერნეტში ურთიერთობა გაცილებით ადვილია თუმცა ეს არაა შანსი ადამიანის ბოლომდე გაცნობის.

მოკლედ, სიამოვნებით გავიცნობდი ერეკლეს, ჯუნას, პაწუკა თაკოს, თინის, თემუჩინსzur.ge–ს…

პ.ს შეიძლება ბევრი გამომრჩა ვისი დაწერაც მინდოდა, მაგრამ მომიტევეთ. მკითხეთ და ისე გეტყვით რას ვფიქრობ თქვენზე.