Tag Archives: დიეტა

დიეტა – მეორე თვე

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, დიეტის პირველი თვე ყველაზე რთული და ყველაზე შედეგიანია. პირველ თვეს 9 კილო დავიკელი. რაც საკმაოდ ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, იმას რომ უარი არ მითქვამს არც ტკბილეულზე და არც საყვარელ საკვებზე. მთავარი ზომიერება და კალორიების თვლაა.

პირველი თვე და უცბად დაკლებული კილოგრამები საკმაოდ დიდი მოტივატორია საიმისოდ რომ მეორე თვე კარგად და წესებით დაცვით განაგრძო. დიეტის მეორე თვეს უკვე “დამუღამებული” მქონდა ბევრი რამ – აღარ მიჭირდა კალორიების თვლა, აღარ მეზარებოდა საკვების აწონვა და ჩვევად გავიხადე სამსახურში კონტეინერით საჭმლის წაღება, რაც სხვათაშორის თვის ბოლოს ძალიან იაფი ჯდება.

მეორე და მომდევნო თვეები იმითაც კარგია, რომ უკვე ცდილობ მოამზადო ის სადილები ან დესერტები, რომლის კალორიებიც არ იცი. ბორმენტალში მათი გამოთვლა გვასწავლეს. სინამდვილეში ძალიან მარტივია. ყველა პროდუქტი (რომლისგანაც კერძი/დესერტი) შედგება უნდა აწონო და გამოიანგარიშო მათი კალორია. შემდეგ კალორიების ჯამი გაყო პროდუქტების საერთო წონაზე და გაამრავლო 100-ზე და მიიღებ საბოლოო სადილის/დესერტის კალორიულობას 100 გრამზე.

კი, რთულია თან აწონო, თან კალორიები იანგარიშო და თან მოამზადო, მაგრამ რთული მხოლოდ პირველი რამდენიმე მცდელობაა. შემდეგ უკვე ესეც ისეთივე მარტივი და ყოველდღიური ხდება, როგორც სადილის გამზადება და სამსახურში წაღებაა.

მაგალითად, ვისწავლე ბლინების გაკეთება, თანაც ვცდილობდი რომ ნაკლებკალორიული გამოსულიყო. არაჟნის მაგივრად (რომელსაც დაახლოებით 200-250 კკალორია აქვს 100 გრამს), ვაკეთებდი 0%-იანი რძით და საბოლოოდ 100 გრ ბლინს 120 კალორია ჰქონდა. შეგიძლიათ შაქრის ნაცვლად (რომელსაც 100 გრამს 405 კალორია აქვს), გამოიყენოთ დამატკბობელი, ან ცოტა შაქარი და ცოტა დამატკბობელი, როგორც გაგიხარდებათ. შეიძლება ისეთი გემრიელი და მადისაღმძვრელი არ იყოს როგორც ტრადიციული რეცეპტით გაკეთებული, მაგრამ აუცილებლად მოგეწონებათ, თანაც გეცოდინებათ მისი კალორიულობა და თავად განსაზღვრავთ რამდენის ჭამის “უფლება” გაქვთ.

ბლინი მურაბით :) თუ ბლინც მურაბას დაუმატებთ, ცხადია მისი კალორიულობა მოიმატებს :)

ბლინი მურაბით 🙂 თუ ბლინს მურაბას დაუმატებთ, ცხადია მისი კალორიულობა მოიმატებს 🙂

მოკლედ, მეორე თვეს აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე წარმომედგინა. ვიკვებები ადამიანურად, ვჭამ თითქმის ყველაფერს რაც მიყვარს და თან ვიკლებ. გარდა ამისა, მეორე თვეს უკვე სხვებიც ხვდებოდნენ, რომ საგრძნობლად დავიკელი, კონპლიმენტებს მეუბნებოდნენ და ვიცვამდი იმ ტანსაცმელს, რომელიც ადრე პატარა მქონდა.

დიეტის დაწყებიდან მეორე თვეს 3.3 კგ დავიკელი, ჯამში 12.3 კგ

ასე გამოვიყურებოდი დიეტის მეორე თვეს, -12.3 კგ

ასე გამოვიყურებოდი დიეტის მეორე თვეს, -12.3 კგ

დიეტა – პირველი თვე

დიეტის პირველი თვე ყველაზე რთული და ყველაზე შედეგიანია.

როდესაც ბორმენტალის ტრენინგები დაიწყო პირველი რასაც მივხვდი ის არის, რომ ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ საკუთარი თავის გარდა. გვთხოვეს ჩამოგვეწერა 5 რამ/ვინმე ვისზეც/რაზეც ვფიქრობთ, რაც/ვინც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ჯგუფის აბსოლუტურმა უმრავლესობამ პირველ ადგილზე ოჯახი, სამსახური, შვილი, მშობლები დააყენა და სადღაც მესამე, მეოთხე ადგილზე იყო საკუთარი თავი. ზოგმა ამ ხუთეულში საკუთარი თავი საერთოდ არ შეიყვანა. ხოდა, აი მანდ მივხვდი რომ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას და საკუთარ თავს მეორე ადგილზე, კარგ შემთხვევაში, ვაყენებთ. რეალურად კი, პირველ ადგილზე უნდა იყოს.

თუ საკუთარ თავს არ დააყენებ პირველ ადგილზე, თუ არ მიხვდები რომ ჯერ შენზე უნდა იფიქრო და მერე სხვა დანარჩენზე მაშინ არაფერი არ გამოგივა. სხვისთვის გაკეთებული საქმეები (თუნდაც კეთილი საქმეები) ისეთივე შედეგიანი და მომგებიანი ვერ იქნება, როგორც საკუთარი თავისთვის გაკეთებული.

ესეც ასე, მივხვდი რომ რასაც ვაკეთებდი საკუთარი თავისთვის უნდა გამეკეთებინა და დაიწყო პირველი თვეც.

პირველი დღეები, კვირები საკმაოდ რთული იყო. მომიწია უარი მეთქვა იმ პატარ-პატარა ჩვევებზე რაც 23 წლის მანძილზე მქონდა გამომუშავებული. მომიწია უარი მეთქვა ტელევიზორთან/კომპიუტერთან ჭამაზე, სასუსნაოებზე, ჭამასა და ჭამას შორის ყველაფერზე უარის თქმა და ა.შ. ერთი შეხედვით მარტივია, უნდა იკვებო სწორად. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ჩვევაში არ გაქვს, მაშინ უკვე რთულდება. გიწევს ახალი უნარები შეიძინო, ახლიდან ისწავლო კვება, გიწევს იზრუნო საკუთარ მენიუზე. წინასწარ გქონდეს გამზადებული ყველა კერძი, დესერტი, ხილი. გიწევს ისწავლო საკუთარ საჭმელთან ურთიერთობა. აწონო, გამოთვალო მისი კალორიები, გაანაწილო მენიუ მთლიან დღეზე ისე, რომ დღის ბოლოს მშიერი არ დარჩე.

ყოველდღიურად 800-1100 კალორია უნდა მიმეღო. ერთი შეხედვით ცოტაა. მაგრამ პირველ თვეს ხვდები როგორ უნდა გადაანაწილო ეს კალორიები. პირველ თვეს სწავლობ იმას, რომ გირჩევნია მიირთვა 200 გრამი ცხოველური ცილა და არა მაგალითად 50გრ ლობიანი (რომელსაც მაინც უფრო მეტი კალორია აქვს ვიდრე დავუშვათ ქათმის ხორცსს).

პირველ თვეს უნდა გამოიმუშაო ის უნარები და თვისებები რითითაც ძალიან დიდხანს უნდა იცხოვრო მერე. ეგ რთულია. მაგრამ მარტივია სხვადასხვა საკვებზე, ტკბილზე, შოკოლადზე უარის თქმა. იმიტომ რომ პირველი თვეა, იმიტომ რომ პირველ თვეს ყველაზე მეტად მობილიზებული და მიზანდასახული ხარ.

აკრძალული არასოდეს არაფერი მქონია. უბრალოდ ვსწავლობდი ამ საკვების სწორად და ჯანსაღად გადანაწილებას და მიღებას.

რაზეც უარი ვთქვი ჩემი ნებით იყო გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი და ფასთ ფუდები – სამი რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს.

ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ბორმენტალში რამე სითხეს სვამო, რამის ყიდვა გთხოვესო? – არა მეგობრებო, არასოდეს არაფერი არ მოუთხოვიათ, უთხოვიათ. არც რამე ზედმეტი სითხე ან წამალი მიმიღია. ერთადერთი რაც მითხრეს, იყო რომ მულტივიტამინი მეყიდა. რაც დამეთანხმებით, დიეტის დროს (თუნდაც არაფერს არ იკლებდე და უბრალოდ სწორად იკვებებოდე) აუცილებელია.

პირველ თვეს ყველაზე დიდი შედეგი მქონდა, მინუს 9 კილო.

პირველი თვე და -9 კგ

პირველი თვე და -9 კგ

 

როდესაც დასაკლები ბევრი გაქვს და 9 კილოს იკლებ შენს გარდა ვერავინ ამჩნევს. შიგადაშიგ 1-2 ადამიანი ყოველთვის იქნება, რომლის მახვილი თვალიც ყველა კილოგრამს აღიქვამს. მაგრამ ეს პრობლემა არაა. მთავარია რომ მე აღვიქვამდი წონის კლებას, ჩემი სასწორი და ჩემი ტანსაცმელი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო რომ გამეგრძელებინა ის, რაც 1 თვის წინ დავიწყე. -9 კილო წესით ბევრია, მაგრამ როდესაც 55 კილოს დაკლება გაქვს გადაწყვეტილი, 9 კილო ზღვაში წვეთია, სამაგიეროდ უდიდესი მოტივაციაა.

15 თვე და -37 კგ

გამარჯობა. მე ნათია ვარ და ბოლო 1 წელიწადში 37 კგ დავიკელი.

2015 წლის აპრილის ერთ მშვენიერ დღეს ანამ საუბარში ახსენა, რომ ბორმენტალში აპირებდა წასვლას. თავიდან ვურჩევდი არ გინდა-მეთქი, ახალს არაფერს გასწავლიან და დრო და ფული ტყუილად უნდა დახარჯო-მეთქი. ანა თავის გადაწყვეტილებას კბილებით იცავდა, რამდენიმე დღეში კი მეც შევუერთდი და კონსულტაციაზე გავყევი.

პირველი კითხვა რაც დამისვეს და სადაც ეგრევე გავიჭედე იყო რომ რისთვის გინდა დაკლებაო, რას ელოდებიო. ძალიან ბანალური პასუხი დავუბრუნე – ჯანმრთელობისთვის-მეთქი!

2015 წლის 24 აპრილი

2015 წლის 24 აპრილი

რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს იყო გამხდარი, ან ოდნავ ფერხორციანი. რაც თავი მახსოვს მის მერე ყოველთვის მქონდა ზედმეტი კილოგრამები. ოღონდ ზედმეტიც არის და ზედმეტიც. იმ 2015 წლის აპრილში უკვე 115.8 კგ-ს ვიწონიდი.

ყოველთვის ფეხებზე მეკიდა ჩემი წონა. დისკომფორტს არ მიქმნიდა, კომპლექსები არ მქონდა თუნდაც საცურაო კოსტიუმის ჩაცმაზე, ბიჭებთან ურთიერთობისას, სამოსის შერჩევისას (ეს იმიტომ რომ გარდერობში ბევრი ტანსაცმელი ეხლაც არ მიყვარს და 1-2 შარვალი და მაისური ჩემი ზომა კი მოიძებნებოდა). ხალხის რჩევასაც “ცოტა რომ დაიკლო, ვარჯიში რომ დაიწყო…” ფეხებზე ვიკიდებდი. ჩემი წონა, ჩემი სხეული ჩემი საქმეა და მე როცა გადავწყვეტდი რომ რამე უნდა მექნა, მხოლოდ მაშინ ვიზამდი.

რეალურად, არც იმ კონსულტაციაზე ვიცოდი რა მინდოდა, რისთვის მინდოდა. უბრალოდ ანას ავყევი და ვცადე. ბოლომდე არ მეგონა, რომ რამე შედეგს გამოიღებდა. სუფთა ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა პირველი რამდენიმე დღე. მერე უკვე კლება დავიწყე და მოტივაცია მომეცა.

ჰო, მოტივაციაც არ მქონდა. რეალურად არაფერი ხელშესახები არ მქონდა საიმისოდ რომ დიეტა (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი სწორ კვებას) დამეწყო. უბრალოდ მაინტერესებდა როგორი ვიქნებოდი გამხდარი.

ფოტოებს შორის სხვაობა 37 კილოა

ფოტოებს შორის სხვაობა 37 კილოა

1 წელი, 3 თვე და რამდენიმე დღე გავიდა და დღეს 37 კილოგრამით ნაკლებს ვიწონი. კიდევ 20 კილოს დაკლებას ვაპირებ და ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავიკლებ!

კარგი იქნებოდა წერა მაშინვე რომ დამეწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მეცნობებინა ჩემი შედეგები, დღის წესრიგი და ყველაფერი ის, რაც გავაკეთე 37 კილოს დასაკლებად. მაგრამ გვიან არც ეხლაა, 20 კილოს დაკლებაც არაა სახუმარო თემა, ხოდა ვაპირებ რომ ვწერო, დრო და დრო გაგიზიაროთ  ყველაფერი რას და როგორ ვაკეთებ 🙂

პერიოდულად კი, განვლილ 15 თვეზეც გიამბობთ 🙂

შერლოკი, hug day, ძლიერი გოგონა, დიეტა და ერთი დიდი ალიაქოთი

რაღაც სევდიანი მუსიკა აქვს ჩართული ჩემს დას და მეც შესაბამის განწყობაზე დავდექი. სიგარეტიც არ მაქვს რომ გავიდე აივანზე, გავიყინო და შემოვიდე.

ყოველთვის ვამბობდი არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ, ნერვები არ მაქვს-მეთქი. ერთადერთი რასაც მოთმენით და აუღელვებლად ველოდებოდი და მერე წყანარად ვუყურებდი ჰაუსი იყო. ორი დღეა შერლოკს ვუყურებ, ორივე სეზონი მოვრჩი და ეხლა აღარ ვიცი რა ვაკეთო. მოუსვენრობამ შემიპყრო და გამახსენდა ჩემი დაპირება-არასდროს არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ! და გავიმეორე იგივე. შერლოკი უკანასკნელია. მოჰაუსო ტიპია, ცინიკოსი, ჭკვიანი, ვითომ ამჩემფეხება და სინამდვილეში მგრძნობიარე, გენიალური პერსონაჟია. მომიწევს დაველოდო შემდეგ სეზონს.

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მამენტ, საწერიც არაფერი მაქვს. ცოტა ხანში გამოცდები იწყება. მე კიდევ წინა სემესტრის “წარმატებას” ვიმეორებ მგონი. არადა როგორი იმედი მქონდა ამ სემესტრში არაფერი შემეტენება-მეთქი. გუშინ hug day იყო. ჩახუტების საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოც ოფიციალურად შეუერთდა. ფილარმონიიდან ბარათაშვილამდე მსვლელობა მოვაწყვეთ, გზაში ვეხუტებოდით ყველას ვინც გვთანხმდებოდა. ბარათაშვილიდან მოხალისეები გლდანის ბავშვთა სახლში წავიდნენ, სადაც შეზღუდული უნარების მქონენიც სწავლობენ. ტკბილეული და სათამაშოები მიუტანეს.

hug day. მე და ფორთოხლის გოგონა ❤

სანამ მავანნი ბავშვთა სახლში იყვნენ, მე ერთი გოგოს ისტორიას ვისმენდი. 18 წლის ასაკში შეძლო და დაუპირისპირდა ოჯახს, თელავის ნაცრისფერ ხალხში ყველაზე ფერადი იყო, წამოვიდა თბილისში, ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩენილი. სრულიად შემთხვევით იპოვა ნახევარდა და მუშაობასაც კი იწყებს. აღფრთოვანებული ვარ. ერთი შეხედვით მოცუცქნული, პატარა, ფაიფურის თოჯინაა და სინამდვილეში საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა ჩამოყალიბებული. ვამაყობ მისით.

დიეტას + ვარჯიშს ვაგრძელებ, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა წონა გაიყინა, არც ზევით მიდის არც ქვევით და სულ ცოტა მაკლია რომ სასწორი მეხუთე სართულიდან არ მოვისროლო. იმისათვის, რომ ჩემს ნერვებს გავუფრთხილდე გადავწყვიტე ყოველდღე აღარ ავიწონო და სასწორიც მშვიდად იქნება და მეც.

და რაც მთავარია, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ რწმენის გამო ბედნიერი ვარ ❤

 

მე, დიეტა და აერობიკა

10 იანვარს აერობიკაზე დავიწყე სიარული.
აქამდე რამდენჯერმე მქონდა მცდელობა მევლო ხან წერეთელზე, ხან მარჯანიშვილზე და საბოლოოდ მაინც 1-2 თვეში თავს ვანებებდი, უბრალოდ მბეზრდებოდა. მერე ვიდექი და სახლში ვვარჯიშობდი.
უკანასკნელი 1 წელია ოდნავ ზედმეტად არ გავტოკებულვარ და არ გამიქნევია ხელი თუ ფეხი და შედეგიც ამ 1 წელში ჩემს სხეულზე აისახა, ზედმეტი 10 კილოგრამი. და თუ კი 2 წლის წინ ზაფხულში ვიწონიდი 89 კილოგრამს 2 თვის წინ ვიყავი 101.9 კილოგრამი და გულგახეთქილი ჩამოვვარდი სასწორიდან.

პირველი ერთი თვე მსუბუქი შეზღუდვებით გამოვძვერი, არ მინდოდა პირდაპირ რთული და საშინელი დიეტით დამეწყო და 3-4 თვეში ისევ თავი დამენებებინა. ავკრძალე მხოლოდ ცომეული და ტკბილეული. თუმცა იმ ერთი თვის განმავლობაში შიგადაშიგ მაინც ვჭამდი შოკოლადს, ან პურის 1 ნაჭერს ხოლმე. -5 კილოგრამი და ბედნიერი ვიყავი : )

მეორე თვე გადავწყვიტე რომ მაზოხისტური დიეტა მქონოდა რომლის შედეგადაც მშიერი უნდა ვყოფილიყავი და 3 დღეზე მეტხანს ვერ გავძელი. ამიტომ დავუბრუნდი მშობლიურ “არა ტკბილს და არა ცომს”, მაგრამ სწორედ ამ მეორე თვეს დაემთხვა ახალი წელი და ჩემი 10- დღიანი თავაშვებულობა. მთელი თვენახევარი რაც შოკოლადი დავიკალი  3 დღეში ავინაზღაურე და ყველგან შოკოლადს ვჭამდი, ვსინჯავდი ყველანაირს და კმაყოფილი სახით ვილუკმებოდი, შედეგად 94.6 კილოგრამიდან იმ 10 დღეში ავედი 97.4  კილოგრამამდე.

5 იანვარს დიეტა დავიწყე და იმ 10 დღიანი თავაშვებულობის მერე საკმაოდ გამიჭირდა პირველი დღე, სამაგიეროდ მეორე და უკვე მომდევნო დღეებმა მშვიდად ჩაიარა. ამასობაში ბლანკის  წყალობით აღმოვაჩინე ფიტნეს ცენტრი თიდანი, სადაც 25 იანვრამდე აქვთ ფასდაკლებები და ყოველდღე სიარული 1 თვის განმავლობაში ღირს 70 ლარი, რაც ვთვლი რომ საკმაოდ იაფია და გამოცდების მოლევის შემდეგ გავვარდი პირობების გასაგებად. ტრენერი ყველას უნიშნავს ინდივიდუალურ ვარჯიშებს, რაც კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის იქაურობას.  შეგათვალიერებენ, გამოგკითხავენ ინფორმაციას ჯანმრთელობის და ფიზიკური მონაცემების შესახებ, გაგზომავენ კისრიდან კოჭებამდე, აგწონიან და ისე შეგირჩევენ პროგრამას. მე ჯერჯერობით პირველი პროგრამით ვვარჯიშობ. ვარჯიშის ხანგრძლივობა 40 წუთიდან 1 საათამდეა.

აქ უნდა ყოფილიყო ფოტოები რომლებიც თიდანში არ გადამაღებინეს 😐

პ.ს დღეს გავუძელი უუუგმრიელესი ტორტის ფორთოხლებით და ალუბლებით და რაღაცებით გაკეთებულს და სენდვიჩების ცდუნებას და უკვე მჯერა რომ ყველაფერი გამომივა!

მე, 3 იანვარი

 

რა უნდა…

რამდენიმე დღის წინ მარიმ მკითხა სად არის შენი სამოქმედო გეგმაო, ვერ ვხედავო. არ მიყვარს გეგმები, მერე მგონია ამ გეგმით ვარ ჩარჩოში მოქცეული და აუცილებლად (!) უნდა შევასრულო. არა, ისეც კი მაქვს შესასრულებელი მაგრამ არ შესრულების შემთხვევაში წინ “გეგმა” არ დამხვდება რომელიც გამახსენებს, რომ რაღაც ნიტოდაა. თუმცა თავისუფლად პარპაში არ გამომადგება. მერე რა რომ არ მიყვარს ჩარჩოები, არ მიყვარს to do list-ები რომელიც მახსენებს რომ ჩემი აუცილებელი საქმე მაქვს, რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებს.

სიყვარულოვნა

სიყვარულოვნა

პირველ რიგში ამდენი ხნის მანძილზე, რომ ენას კბილს ვაჭერდი ისევ უნდა დავაჭირო. არ მიყვარს ხალხის გაოგნებული სახეები, (არც მათი წარმოდგენა), გაოგნებული, გაკვირვებული და ხშირად აღშფოთებული ტონით ნათქვამი სხვა და სხვა ფრაზები, ძირითადად მხოლოდ ერთი ფრაზა.

ვუბრუნდები დიეტას. “ვისვენებ, დავიღალე, აღარ შემიძლია” ძალიან გამიგრძელდა და აშკარად მოვიმატე წონაში. ხო და კმარა!

წინის წინა თუ იმის წინა პოსტში ვთქვი და აქაც უნდა გავიხსენო, სწავლას ვუბრუნდები. უნდა ვისწავლო. თანაც უკვე იმდენად უსაქმურად ვარ, რომ მომენატრა კონსპექტების გაკეტება, ნერვების მოშლა და ხანდახან დროის უქონლობა.

უკანასკნელი relationship-იდან გამომდინარე, ვისწავლე რომ ყოფილებთან დაბრუნება არ გამოვა. და კარგად უნდა გავითავისო ეს, რომ გული არ დამწყდეს რაღაც–რაღაცებზე.

რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად? და ა.შ

სამაგიეროდ რაც უფრო ნაკლებს ვლაპარაკობ საკუთარ თავზე და ჩემი კარგი თუ ცუდი ვიცი მხოლოდ მე, არ მაწყობს. არ მაწყობს რა… უბრალოდ ცუდად მოქმედებს ჩემს ხასიათზე. ხო და ხანდახან მეგობრებისთვის მოყოლა უბრალოდ გრძნობებისგან გათავისუფლებაა და ცუდი სულაც არაა.

რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გავატარო კომპიუტერთან, უფრო სწორედ ფეისბუქზე. შევეცადო მობილურით ყოველ 2 წუთში ერთხელ ფბ–ზე არ ვიყო და notifications-არ ვამოწმებდე.უკვე იმდენად აქტიური ვარ ფბ–ზე, რომ მროველმა წამშალა კიდეც ^_^ ყველგან ეგ იყოვო :დ

ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი–ვიშოვო სამსახური (!!!). არ მაქვს პრეტენზია, რომ პირველივე კურსზე ჩემი პროფესიით დამასაქმებს ვინმე, ან თუნდაც სტაჟიორად ამიყვანს. უკვე ისე ვარ, რომ ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ. ნებისმიერში ვგულისხმობ ნებისმიერს. მთავარია, რომ ლექციების დროს არ დაემთხვეს.

შევეჩვიო ადრე დაძინებას (12–ზე ან 1–ზე მაინც). და სხვათაშორის ამ “პუნქტზე” უკვე ვმუშაობ. ვწვები ადრე, მერე რა რომ მთელი 2 საათი უაზროდ ვგიდვარ ლოგინში და ხელი ისევ მობილურსიკენ (ფბ–ზე შესასვლელად) გამირბის. მთავარია რომ ვცდილობ!

მივხედო საკუთარ თავს. 1.შევიჭრა თმა. უკვე ისე გამეზარდა რომ ძალიან უფორმოდ მაქვს, ნორმალურად ვერც ვიკრავ და დავდივარ გაწეწილი, თან ამ ქარში. 2.მივიდე “მანიკურშასთან” და მივხედო ჩემს ფრჩხილებს, ძალიან დავიკიდე და არ მომწონს. 3.ვისწავლო პარფიუმერიის გამოყენება. უკვე იმდენი ნივთი დამიგროვდა, რომ სინდისი მქეჯნის უაზროდ, რომ მიყრია ჩანთაში, უფრო სწორედ უჯრაში. პრინციპში რომც ვისწავლო მაკიაჟის კეტება გამკეთებელი მე არ ვარ და :/

გავუფრთხილდე ნერვებს. არ გავღიზიანდე უაზრო იუმორზე, უაზრო საქციელზე, უაზრო კომენტარებზე, უაზრო ადამიანებზე და ვიყო ჩემთვის.

საკმაოდ დიდი გამოვიდა. ხო და ვიწყებ ამ გეგმის განხორციელებას ❤

UPDATE

ძალიან მინდა ტატუ უკვე დიდი ხანია. თითქმის ბავშვობიდან ვოცნებობდი და ყოველთვის ვამბობდი, რომ გავიზრდები უნდა გავიკეთოთქო თუმცა არ ვიცოდი რა დამეხატა :/ ეხლა ვიცი, სამაგიეროდ ისიც ვიცი რომ ტატუ რომ გავიკეთო მამაჩემი რბილად რომ ვთქვათ მომკლავს ^^ ხო და უნდა მივაღწიო იმდენს, რომ ჩემს ტატუზე რეაქცია არ ჰქონდეს, ან მაქსიმუმ შემომხედოს “ვაი შენს პატრონს” თვალებით.

ასევე ძალიან მინდა პირსინგი, წარბზე. ფსიქემ გაიხვრიტა, თან თავისით და მშურს :(( არ ვიცი ამას რამდენად მოვახერხებ უახლოეს მომავალში მაგრამ მე მაინც მექნება ნახვრეტი წარბზე! ^^ ნუ თუ არა და გადამივლის სურვილი რა :დ