Tag Archives: დღიური

never let me go, the notebook და გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

1. არასოდეს გამიშვა

როცა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, არც საქმე მქონდა და ფეისბუქზეც არაფერი ხდებოდა გადავწყვიტე რამე ფილმი მენახა. როგორც წესი ფილმებს იშვიათად ვუყურებ, მართლა რომ არ ვიცი რა გავაკეთო მაგ შემთხვევაში ხოლმე. მიყვარს მსუბუქი, ზედმეტი ფილოსოფიის და ფიქრების გარეშე სანახავი ფილმები. რამე რომატიკას ან მის მსგავს ვეძებდი. სათაური შესაბამისი ჰქონდა never let me go. არც კი მიფიქრია რომ ეს ფილმი არ იქნებოდა სიყვარულზე, რომანტიკაზე, უწი-პუწობაზე და ა.შ მოვკალათდი, ყავა მოვიდგი გვერდზე და ყურება დავიწყე.

არ იყო სიყვარულზე, არ იყო წვიმაში ჩახუტებაზე და კოცნაზე, არ იყო “შენ ჩემთვის მთელი სამყარო ხარ” და ასე შემდეგ. ფილმი იმ ადამიანებზეა რომლებსაც სპეციალურად ქმნიან იმისთვის, რომ წლების შემდეგ ვიღაცებს დონორობა გაუწიონ. გადაუნერგონ ხან ფილტვი, ხან თირკმელი და ხანაც გული. იმისთვის შექიმნენ რომ ვიღაცის სიცოცხლეს შეეწირნონ.

ფილმით აღფრთოვანებული დავრჩი. თან საშინელი უსამართლობის გრძნობა გამიჩნდა. წარმოიდგინეთ, იგებთ რომ იმისთვის იცოცხლეთ რათა სხვის ჯანმრთელობას შეეწიროთ და ვერაფერს იზამთ. ვრ გაიქცევით, ვერსად. და პარალელურად არცკი იცით რა ხდება ქვეყანაზე. თქვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი რასაც “სკოლაში” გასწავლიდნენ და იმის იქით არ არსებობს არაფერი.

ფილმის ნახვიდან კაი ხნის შემდეგ გავიგე, რომ თურმე წიგნი არსებობს. იგივე სახელწოდებით და თურმე ეს წიგნი ქართულადაც იყო ნათარგმნი. დაბადების დღეზე ალუკარდმა მაჩუქა. თხელი წიგნია, გარეკანზე მსახიობები არიან გამოსახულნი. წიგნი და ფილმი იდენტურია. უბრალოდ, წიგნში პატარა წვრილმანებია, რომლებიც ფილმში არ არის. წიგნი კიდევ უფრო ნაკლებად ეხება სიყვარულს, წიგნში უფრო კარგად ჩანს რატომ ქვია never let me go, რა საერთო აქვს “არასოდეს გამიშვას”  ნაწარმოების შინაარსთან. უფრო მტკივნეულად და დეტალურად არის გადმოცემული აღსაზრდელების ცხოვრება. თავიდან, ვიფიქრე ფილმი სჯობდა-მეთქი, თუნდაც იმიტომ რომ კარგი სანახავია. წიგნის მერე ფილმს ახლიდან ვუყურე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მარტივ ჭეშმარიტებაში – ფილმის და წიგნის შედარება არ შეიძლება. ყოველთვის წიგნი სჯობს, მაშინაც თუ ეს ფილმი ზედმიწევნით მიჰყვება წიგნს. თუმცა, ვინანე რომ ჯერ ფილმი ვნახე და მერე წიგნი. მაგრამ რა ჩემი ბრალია, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი წიგნის არსებობის შესახებ.

never let me go

2. the notebook

ეს სასიყვარულო დრამა ძალიან ბევრს აქვს ნანახი. პირველად რამდენიმე წლის წინ ვნახე. დროის გასაყვანი კარგი საპოპკორნე ფილმია. ოღონდ, ერთხელ რომ ნახავ და მეორედ აღარ მოგინდება მისი ნახვა ისეთია. უბრალოდ დაგეზარება 2 საათზე მეტი ხანი ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობას უყურო. საინტერესოა როგორ ვითარდება მათი სიყვარული და რამდენი რამის გადალახვა უწევს წყვილს იმისათვის რომ საბოლოოდ მაინც ერთად იყნენ. შეიძლება ითქვამს წყვილის ისტორიას დრაგიკული დასასრული აქვს, პრინციპში არც ისეთი. უარესებიც მომხდარა.

წიგნის არსებობის შესახებ 2-3 თვის წინ გავიგე. გრინმარიმ ფეისბუქზე წიგნის ფოტო დადო და ასე თქვა ძალიან კარგიაო. მომინდა მეყიდა და წამეკითხა. თან სადღაც 7-ლარამდე ღირდა და ჩემი ბიუჯეტიც გასწვდა. მომინდა უბრალოდ წიგნი და ფილმი შემედარებინა ერთმანეთისთვის. ადვილი წასაკითხია. ერთი ჩაჯდომა უნდა, რამდენიმე საათის დათმობა და ყველაფერი მორჩენილია. მარტივი ენით წერია, არაფერი ზედმეტი, სავსეა მოჭარბებული გრძნობებით და უხვი სიყვარულით. წიგნი რომ დავხურე ერთი ის გავიფიქრე, 15 წლის რომ ვყოფილიყავი მოვკვდებოდი ტირილით-მეთქი, ოღონდ თან შეყვარებული 15 წლის თინეიჯერი უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ, ისეთი სიყვარულის როგორიც ამ ნაწარმოებშია არ მჯერა. არ მჯერა იმის, რომ რაღაც სამუდამოდ გრძელდება, რომ სიყვარულს უუუდიდესი ძალა აქვს, რომ სიყვარული ატრიალებს დედამიწას და ასე შემდეგ. ჰო, ვინმე რომ/თუ შემიყვარდება იქნებ შემეცვალოს კიდეც ამ საკითხზე წარმოდგენა, მაგრამ ჯერჯერობით ისეთ რაღაცას როგორიც სიყვარულია სკეპტიკურად ვუყურებ.

როგორი წიგნია იცით? აი, ძილის წინ საკითხავი, ან, სადმე თუ მიდიხართ გრძელგზაზე მაშინ საკითხავი. არ მოითხოვს ბევრ ფიქრს და განსჯას. წიგნი უბრალოდ სიყვარულზეა.

the notebook

3. გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

სტიგ ლარსონის ტრილოგიის ბოლო ნაწილი. თითქმის 1 წელი ველოდებოდი როდის გამოვიდა. ჯერ სექტემბერშიო, მერე ოქტომბერშიო, მერე ნოემბრის შუარიცხვებშიო. აი სტამბაშია და იბეჭდებაო, აი უკვე გამოიგზავნაო და რამდენიმე დღეში გაყიდვაში იქნებაო. მოკლედ, დეკემბრის ბოლოს ხელში ჩამივარდა როგორც იქნა.

თავიდან ცოტა ისე იწყება, მოსაწყენია. არანაირი ექშენი, დაძაბული სიტუაციები, უბრალოდ პოლიციის და სეპოს შიდა სამზარეულოში გარკვევაა. იმისა ვინ ვინ არის, რა უნდა და რას და რატომ ერჩიან ლიზბეთს. ცოტა რთულად იკითხება, მაგრამ ასე 300 გვერდის შემდეგ ყველაფერი ლაგდება, ამდენ სახელს ეჩვევი, უკვე იცი ვინ რატომ არის ნაბიჭვარი და ვინ უფრთო ანგელოზი, ვინ ვის მხარეს იბრძვის და ვინ კვდება. მოკლედ, სიუჟეტი საინტერესოდ და პრინციპში ლოგიკურად ვითარდება. რამდენჯერ იყო ისეთი მონაკეთი როცა სუნთქვაშეკრული ფაციფუცით ვკითხულობდი აბაცებს, ზოგჯერ იყო რომ გული საოცრად მიჩქარდებოდა და ერთი სული მქონდა ის თავი თუ ქვეთავი დროზე ჩამეკითხა და გამეგო როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. იყო მომენტი როცა გულიანად გადავიხარხე. კითხვის დროს ფანტაზიაც მუდმივად მუშაობდა. იმდენად დაწვრილებით და კარგად იყო ყველაფერი აღწერილი რომ ყველას ვცნობ სახეზე და ყველას კარმიდამო ვიცი როგორია : )  კარგად არის დაწერილი, თარგმანიც შესანიშნავია. ლიზბეთი გენიალურია, მიყვარს ეგ გოგო, და ბლუმკვისტი, როგორც ლიზბეთი იტყოდა, ნაბიჭვარია. ყველას თავისი ადგილი მიეჩინა, ზოგს ციხეში, ზოგსაც მიწაში. სამართალმა პური ჭამაო რომ იტყვიან ეგრე იყო.

გოგონა რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

—————————————————–

გამოცდების პერიოდი მაქვს და მეკიდევ წიგნებს ვკითხულობ. ლიზბეთის ისტორიის კითხვას გამთენიისას მოვრჩი და ეხლა ხელები თუ თვალები მექავება რომ რამე წავიკითხო, რამე მოვიგდო ხელთ, ოღონდ არა სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები.

პოსტი რეიტინგისთვის

ცოტა ხნის წინ თინ ნიუსის ბლოგზე პოსტი დავწერე სათაურით “იდეალური ქალი ლოგინში და სხვა სიკეთეები” და ვიღაცამ შეიცხადა “პოსტი რეიტინგისთვისო”?

ვერ ვხვდები რატომ აღიქმება ცუდ ტონად რეიტინგისთვის დაწერილი პოსტი, მაშინ როდესაც ყოველ 2 წუთში ერთხელ შერბიხართ top.ge-ზე და ამოწმებთ მერამდენე ადგილზე ხართ ფერსონალ ფეიჯებზე, მაშინ როდესაც ყოველთვის გიხარიათ თითოეული ლაიქი, კომენტარი და შეარი, მაშინ როდესაც ძილის წინ დახედავთ ბლოგის ჰიტებს და ამბობთ დღეს კარგი/ცუდი დღე იყოო.

რატომ მიგაჩნიათ რომ ბლოგერი, თუ კი წერს ისეთ საკითხებზე რამაც შეიძლება გაზარდოს ბლოგის რეიტინგი ცუდი ბლოგერია? მთავარი პოსტის თემატიკა კი არა ხარისხია, იმჰო. თუმცა თქვენ ამას ვერ ხვდებით. მხოლოდ სათაურით მსჯელობთ და თუ იქ სიტყვა სექსი ურევია ე.ი რეიტინგზე გათვლილი პოსტია. არა და ამ დროს ხომ შეიძლება ჩემს პირად ბლოგზე მომინდეს დავწერო ჩემი უკანასკნელი სექსი მამაკაცთან რომელიც სექსამდე 1 საათით ადრე გავიცანი?!

რატომ უნდა მომინდეს რამდენიმე ასეულ ადამიანს მოვუყვე ჩემი ყველაზე ინტიმური დეტალები თუ ეს რეტინგისთვის არ არის გათვლილი? იქნებ იმიტომ, რომ პირადი ბლოგია, ინტერნეტ დღიურს ვეძახი და მინდა ჩემი ცხოვრების თითოეული წვრილმანი იყოს? იყოს რეიტინგისთვის დაწერილი, გამოგონილი, so what? ყველას უხარია მაღალი რეიტინგი და თუკი ავტორი ხელს შეუწყობს დაშავდება რამე? ერთხელაც გავიმეორებ, მთავარი ხარისხია, და არა ის რომ ბლოგერი ბლოგის რეიტინგზე ზრუნავს.

პირველი დღიური და ახალი აღმოჩენა

ხანდახან ძველ ნივთებში ძრომიალი საოცრად სასამოვნოა. იხსენებ წარსულს და ბედნიერი ხარ. ამ ნივთებში ძრომიალისას პირველი დღიურის გასაღებს გადავაწყდი, შემდეგ დღიურიც ვიპოვე და წარსულის გახსენებას შევუდექი. სხვათაშორის ჩემს დღიურებში ბევრ რაღაცას ვერ ვწერდი. ვიცოდი ჩემი და კითხულობდა და არ მინდოდა სცოდნოდა რაღაც–რაღაცები. რაც აქ წერია ჩემი წარსულის 90%–ია.

დღიური ვინმე დათოზე ლაპარაკით იწყება. ცურვაზე დადიოდა ჩემთან ერთად. ოთხნი ვიყავით სულ, 2 გოგო და 2 ბიჭი, მე მარი, გუკა და დათო. თურმე ეს უკანასკნელი ძალიან მომწონებია და რამდენიმე თვე მასზეა ჩანაწერები. თურმე შაბათ–კვირას შეხვედრას ვგეგმავდით რომელიც არასოდეს გამოდიოდა. ამ დროს 12–13 წლის ვარ. მერე უცბად ვინმე ვაჟას ვახსენებ რომელიც ტელეფონით გამიცვნია და შეხვედრას მთხოვდა, მე კიდევ აღშფოთებული ვწერ დღიურში როგორ უნდა ვნახო ბიჭი რომელიც რეალში არასდროს მყავს ნანახი–მეთქი. მერე იწყება ჩემს პირველ შეყვარებულზე ჩანაწერები. თურმე არც იმას ვხვდებოდი, თავი ძალიან მახინჯი მეგონა და მინდოდა ცოტა მერე მენახა. ამავე პერიოდში იწყება ფიქრი იურიდიულზე. თურმე მე–9 კლასიდან ცურვიდან გამოსვლას და სამართლის წრეზე სიარულს ვგეგმავდი. ჩემს მომავალში პირველ შეყვარებულთან მიჩხუბია. მას თურმე სულ ბავშვი უძახებია და როგორც ჩანს ძალიან მომხვდა გულზე. თუმცა 1 თვეში 8 მარტი მოულოცავს და ამ ჩხუბის შემდეგ შევრიგებულვართ. თან ვწერ თან ვკითხულობ და რთულია ყველა იმ ემოციის გადმოცემა რასაც ეხლა ვგრძნობ. მთელი ჩემი კლასის ინტრიგები მაქვს გადმოტანილი ფურცელზე.  ისევ ჩემ პირველს ვუთმობ ასპარეზზს. არ მეგონა ამდენს თუ ვჩხუბობდით :/

” კინაღამ დამავიწყდა, დავშორდი. ოთხშაბათს 3 მაისს შეხვედრას მთხოვდა და მე არ მეცალა. იმას ეწყინა და ვიჩხუბეთ თუმცა ხუთშაბათს ისევ შევრიგდით თუ ამას შერიგება ჰქვია. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ პარასკევს მივწერო და ვუთხრა რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. იმას ჩემი არ ესმის მე მისი და ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია”

ჩემი ნათქვამი შემისრულებია, რადგან 3 ივნისის შანაწერებში ვწუწუნებ რომ მენატრება, რომ მიყვარს და რომ უიმისოდ ვერ ვძლებ. მინდა დავუმესიჯო მაგრამ მეშინია ვინმე არ ჰყავდეს, “დაჟე” ვიფიქრე იქნებ ცოლი მოიყვანა მეთქი (ჩემზე დიდი იყო 7 წლით). სამაგიეროდ ეს დაშორების პერიოდი არაჩვეულებრივად გადამიტანია. ჩემი მშობლები თურქეთში წასულან 1 კვირით და სახლში ჩემი ორი მეგობარი ყოველთვის იყო სოფო და გოგა. მახსოვს დილით ჯერ კიდევ ვიწექი გოგა რომ ამოდიოდა ხოლმე, ვაჭმევდი და მერე ერთად ვიძინებდით. ტკბილად მახსოვს ეს პერიოდი.

ჰმ, როგორც ჩანს დაშორება დიდხანს არ გაგრძებულა. არ ვიცი მაგრამ ფაქტია მალევე შევრიგდით რადგან 17 სექტემბის ჩანაწერში ისევ დაშორებაზე ვლაპარაკობ. ოღონდ ამჯერად სერიოზულად. ისევ შეხვედრის პრობლემა იყო. არ ესმოდა რომ პატარა ვიყავი და ღამის 9–საათზე გარეთ ვერ გავიდოდი. ბოლოს უყურდღებობაში დავუდანაშაულებივარ და საბოლოოდ იქამდე მისულა ყველაფერი რომ ამას უთქვამს მხოლოდ სექსისთვის მინდოდიო და მე ამ ყველაფრის მერე სასოწარკვეთილი ვარ.

ოქტომბერში ისევ მოუწერია ჩემთვის ტექსტებით: “მე ვერასდროს დაგივიწყებ, მაპატიე შენთან მინდა და ბლა ბლა ბლა”, როგორც იციან ხოლმე. მე მიპატიებია და იმავე საღამოს შევხვდი. ამდენი თვის მერე 22–ის გამხდარა და მეც 1 თვეში 14–ის უნდა გავხდე. ძალიან შებოჭილი და ჩუმი ვყოფილვარ. ამ საღამოს პირველად მთხოვა კოცნა და მე უარით გამისტუმრებია. თურმე უარი მხოლოდ იმიტომ მითქვამს, რომ კოცნა არ ვიცოდი და მეშინოდა არ მოეწონებოდა. ვინმე ირაკლის და დათოს ჩემთვის უჩხუბიათ რატომ ხვდებიო მაგ ბიჭსო გიყნებსო და დაშორდიო და მე არაფრის მოსმენა არ მინდოდა. ამ ჩხუბის მერე წავედი  ვნახე და ვაკოცე ^^

“არ ვიცი რას ვგრძნობდი, მსიამოვნებდა, ვგრძნობდი სითბოს და სიყვარულს, მერე სახეზე როცა მეფერებოდა ტუჩებში ვაკოცეთ ერთმანეთს. ვერ აგიხნი რა ვიგრძენი ამ დროს, მესიამოვნა, გამიხარდა, ცოტა მომერიდა კიდეც, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი”.

ამ ამბის შემდეგ 20 დღეში თურმე ერთ–ერთი ჩემი დარეკვისას უთქვამს არ დამირეკო ჩვენი ურთიერთობა არ გამოვაო.

“მითხრა მომწონხარ მაგრამ არაფერი გამოვაო. საშინელი ღამე იყო, საშინლად მენატრებოდა. სულ ის კოცნა მახსენდებოდა და ვერ ვხვდებოდი რატომ მოხდა ეს ყველაფერი. გამახსენდა როგორ მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო…”

ამ დაშორების მერე ყურადღება ვინმე ირაკლიზე გადამიტანია. ძმაკაცის მამიდაშვილი ყოფილა და ერთხელ მინახავს.თუმცა იმდენად უთავმოყვარეო გადმოვდექი რომ იმას მაინც მივწერე ერთ თვეში.უთქმავს ვერ ვიმეგობრებთო, ჩემთვის ქალი ხარ რომლის ტუჩების გემო არასდროს დამავიწყდებაო, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებითო და აქ მთავრდება პირველი დღიური. აქამდე ვამბობდი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ მეთქი მაგრამ ამ ყველაფრის კითხვის დროსაც კი ამიჩქარდა გული. მომინდა მომეძებნა და უბრალოდ დავლაპარაკებულიყავი მაგრამ დღიურის ბოლომდე ჩაკითვისას მივხვდი, რომ ძალიან ძალიან გავუწვალებივარ და თურმე ამიტომ დამივიწყებია ყველაფერი.

ანდერძი

სიკვდილი მაგარი დამპალი ვინმეა. როცა არ გინდა და როცა ყველაზე მეტად გიხარია ცხოვრება ხშირ შემთხვევაში სწორედ მაშინ გესტუმრება შავ ანაფორაში გამოწყობილი “სიკვდილი ცელით”… ხო და ჩვენს წინაპრეპს გამოუგონიათ მშვენიერი რამ, სახელად ანდერძი. ეს გახლავთ იურიდიული დოკუმენტი, რომლის საშუალებითად ხდება საკუთარი ქონების განკარგვა სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ ეს ხდებოდა ზეპირი გზითაც, თუმცა დღესდღეობით ამ დოკუმენტს უკვე წერილობითი ფორმა აქვს, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს.

ანდერძის არა, მაგრამ ანდერძის პროვოკაციის დატოვება კი გადავწყვიტე. სიკვდილი ოხერია, არ იცი როდის გესტუმრება ხოდა.. ნოტარიუსები და ამბები არ გვინდა, ბლოგიც საკმარისია. ჩემს პირად საკუთრებაში ამჟამად ძალიან ცოტა რამ შედის და მათი განაწილებაც მხოლოდ იმ ადამიანებზე მოხდება, რომლებიც იმსახურებენ ^^

თუმცა არსებობს ორად ორი ნივთი, რომლებიც სამუდამოდ ჩემთან უნდა დარჩეს. როგორც ალუკარდი იტყოდა ჰარი პოტერი ჩემი საკუბოვე წიგნებიაო და უნდა გავიყოლოვო ეგრე ვიტყვი მეც. არ გაბედოთ და თქვენთვის არ დაიტოვოთ! სიკვდილის საჩუქრები ჩამომკიდეთ ყელზე და ისე გამისტუმრეთ.

 

დღიურები – ჩემი ყველაზე საყვარელი ნივთები ^_ ^ პატარაობიდანვე მიყვარდა წერა სა სათუთად ვაგროვებდი ყველა ფურცელს. არასდროს გამჩენია სურვილი დამეწვა, დამეგლიჯა, დამეფლითა ან საერთოდაც გამენადგურებინა. ყოველი წაკითხვისას რაღაც ახალს აღმოვაჩენ ხოლმე და საკმაოდ საინტერესოა ბავშვობაში დაბრუნება 🙂 ხო და ამ ჩემს წარსულს ანას დავუტოვებ 🙂 როგორც ვიცი ანაც წერდა დღიურს და ყოველი წლის ბოლოს “ანთებდა” მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას არ ენახა. ჰმ… 😐

 

საკმაოდ დიდი ხანია ვაგროვებ და თითოეული მათგანი ისე ძალიან მიყვარს ^^ დღეს ჩემს “კოლექციას” კიდევ ერთი შეემატა, გრინ მარისგან წამოვიღე და მარიმ ისიც დაამატა არასდროს შემიგროვებია სალფეტკებიო. ხო და მე ვაგროვებდი და დიდი სიამოვნებით დავუტოვებდი წლების განმავლობაში მოგროვილ და შეკრულ რამდენიმე ათეულ სალფეტკს 🙂  დარწმუნებული ვარ მარი განაგრძობს შეგროვებას, თუნდაც ჩემი ხათრით, ხო მარ?

 

 

 

გინდათ არ გინდათ ჩემ საყვარელ წიგნებში შედის ესეც.თანაც პირველი წიგნი იყო, რომელიც საკუთარი ფულით ვიყიდე და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით პირველი ნაწილი. ბევრი ვიფიქრე, ვის შეიძლება დაუტოვო ისეთს ვსაც გაუხარდება და თან გამოადგებათქო და არავინ მომაფიქრდა. რატომღაც ყველა ზევიდან უყურებს ამ წიგნს და რაღაც “მდორე ხარისხის” ნაწარმოები ჰგონიათ… მოკლედ, ბევრი ვიფქრე თუ ცოტა ამ წიგნებს ადოს დავუტოვებდი დიდი სიამოვნებით :))  მჯერა, რომ გაუფრთხილდება და წაიკითხავს კიდეც 🙂

 

 

 

ზარდახშა თავის საყურეებით – პირდაპირი რეისით წავა კნუტისკენ :))

 

 

 

 

 

 

კარგად არ ჩანს, მაგრამ ორი პატარა “კულონი” დევს. დაბადების დღეზე მაჩუქეს ორივე და საგულდაულოდ ვუფრთხილდები 🙂 ჯვარი შემთხვევით მოხვდა კადრში, ეგ ჩემთან რჩება…

 

ხო და ეს ორი პატარა და ჩემთვის ძვირფასი კულონი გრინ მარისთვის მინდა 🙂

 

 

მინის ჭადრაკი. მეხუთე კლასში ვიყავი ნათლიაჩემმა, რომ მაჩუქა.უნდოდა მესწავლა თამაში. სვლები და ე.წ “ძეტკი მატი” მასწავლა, მაგრამ ეხლა მგონი სვლებიც არ მახსოვს. წლების წინ, რომ შევდე გარდერობის თავზე მხოლოდ ამ საღამოს ჩამოვიღე. უძვირფასესი ნივთია ჩემთვის… ჭადრაკი, ისეთი რაღაცაა ყველა ვერ იხიბლება მისით და ყველა ვერ სწვდება მის არსს, ამიტომ ვუტოვებ და თანაც უდიდესი სიამოვნებით იმას, ვისაც უყვარს და ესმის ჭადრაკის ხელოვნება. ზურ, ხომ გაუფრთხილდები?

 

 

 

ეს უცნაური და ორიგინალური ზარდახშა მარიამ ბლანკმა            მაჩუქა… მე კიდევ ჭინკას ვაჩუქებდი :*

 

 

 

 

 

 

 

გოჭუნა ^_^  მინდა, რომ ალუკარდს ჰქონდეს ჩემგან სამახსოვრო რაცხა… ხო და ეს დამრჩა… იმედი მაქვს სანამ სიკვდილი მესტუმრება რამეს საშენოსაც “გამოვკრავ ხელს”, მანამდე კი ამას გიტოვებ  ბუ :))

 

 

 

სავარაუდოდ ეს პოსტი თუ ანდერძი განახლებადი იქნება და შეემატება ახალი ნივთები ხოლმე 🙂  ჯერ რა დროს ჩემი სიკვდილია ^_^ დიდხანს უნდა გიშალოთ ნერვები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო… :))

მესაჭიროება სიახლე

სიახლე – ეს ისეთი რამეა რასაც ორგანიზმი სისტემატიურად მთხოვს. არა მარტო ორგანიზმი, არამედ სული,ფსიქიკა, გონება და ყველაფერი.

ძველ დღიურებს ვათვალიერებდი და ყველგან სიახლის არარსებობაზე ვწუწუნებ და მოვთქვამ.

4–5 წლის წინანდელ ჩანაწერებს ვკითხულობ და იგივეს განვიცდი.იგივენაირად მსურს და მესაჭიროება სიახლე ცხოვრებაში როგორც მაშინ.

რამდენიმე თვე “კარგად” ვიყავი, რადგან იყო სიახლე ჩემს ცხოვრებაში ბლოგინის სახით. მეგონა უნივერსიტეტი კიდევ უფრო არევდა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას და კიდევ უფრო მეტი სიახლე შემხვდებოდა ცხოვრებაში, თუნდაც ცუდი. მაგრამ მწარედ გაღიმებული დავრჩი…

ორგანიზმი, სული, ფსიქიკა, გონება, ყველაფერი მთხოვს რაღაც ახალს. რაღაცას რაც აბსოლუტურად შეცვლის ჩემს ცხოვრებას და ცხოვრების სტილს. მჭირდება რაღაც ან ვიღაც.

დღეს პირველად დავბრუნდი შინ მოდეპრესიო 😐 როგორც წესი მსგავსი “გაფრენები” არ მჭირს ხოლმე, მაგრამ საოცრად მინდა ტირილი. ტირილი მთელი გულით, სლუკუნით და ცრემლებით… მინდა ყველაფერი გამოვიდეს ჩემიდან, ყველა ემოცია, გრძნობა…

რაღაც მჭირდება. სიახლე მინდა… და როგორ მივაღწიო ამას არ ვიცი. დავიჯერო ისევ 4–5 წელი უნდა ველოდო?

17:17

“23.09.2010

17:17

ციფრების რა საოცარი დამთხვევაა…

ამ დროს ძირითადად სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე, ჩუმად, თავისთვის და არავის უმხელენ… მეც ჩავიფიქრე…

ვერის ბაღში ვარ. მარტო. ადრე მომივიდა მოსვლა, მაგრამ სახლში მისვლა არ მინდოდა. ერთი საათი არავინ მოვა. ცოტა მოღრუბლულია, ალბათ იწვიმებს.

ვათვალიერებ აქაურობას და ხალხს.

ეს ბაღი ბლოგერების გარეშე ბევრად საინტერესო ყოფილა. ბლოგერებთან ერთად როცა ვარ, მხოლოდ მათ ვამჩნევ.

ეხლაც მათ ველოდები. ლეონსიომ დამირეკა, გამოდიო. უცბად მოვიფიქრე ტყუილი რისი საშუალებითაც 9–მდე არ შემაწუხებდნენ კითხვებით: “სად ხარ?” “როდის მოხვალ?” და ა.შ.

ბაღში სეირნობისას იმ ადგილებს ჩავუარე სადაც ერთი–ორი (ბევრი) ტკბილი მოგონება მაკავშირებს და თითოეული მათგანი ბლოგერებთან ასოცირდება.

წერა, რომ დავიწყე ვფიქრობდი მათზე არ დავწერთქო, რადგან არა ერთი პოსტი მაქვს მიძღვნილი მათთვის (დახასიათება გინდა თუ სიყვარულის ახსნები). მაგრამ ვერ ავცდი. ვერის ბაღი მხოლოდ მათთან ასოცირდება.

სწავლა დამეწყო. თავი სკოლაში მგონია. ნიშნის გამო ტირილი და დაფასთან მოყოლები… ყოველდღე სამეცადინო და კონსპექტები გასაკეთებელი. დრო – ფაქტიურად აღარ.

17:17

მეც ჩავიფიქრე სურვილი…

მთელი გულით მინდა, რომ ცოტა დრო მაინც გამოვნახო ბლოგერების სანახავად ხოლმე. უბრალოდ თვალის შევლებაც საკმარისი იქნება იმ დანაკლისის შესავსებათ, რომელიც მათთან არა–ურთიერთობის დროს გამიჩნდება.

თითქმის ერთი საათია ვწერ, ყავაც გაცივდა…

დუდი მოვიდა…”

სოციალური მედია VS ბლოგი

სოციალური მედია ძალიან ფართო ცნებაა და ბლოგი მისი მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია.ისევე როგორც ოდნოკლასნიკები, ფეისბუქი და სხვა საიტები. ასევე სოციალური მედიის ”წარმომადგენლად” უნდა მივიჩნიოთ ფორუმების გარკვეული ნაწილიც. თუმცა თქვენთვითონაც ხვდებით რომ ეს რამდენიმე საიტი და ინტერნეტ გვერდი სხვა და სხვა შინაარსის და დანიშნულებისაა. ოდნოკლასნიკი სურათების დასამატებელი და მეგობრების ”მოძებნის შესაძლებლობაა”, ამ მხრივ უფრო მეტი ფუნქციის მქონდეა ფეისბუქი. თუმცა დარეგისტრირებულთა 80% სურათების დასადებად და დასაკომენტარებლად იყენებეს. არა და გააჩნია უამრავი სხვა ფუნქციაც რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  sweet-ის არაჩვეულებრივ პოსტში. ფორუმი ძირითადად ხალხის მასაა სადაც ყველა თავის აზრზს გამოხატავს. ეს რომ ”ლაივში” ხდებოდეს წარმოიდგინეთ რა დომხალი და ბაზარი შეიქმნებოდა. აფსოლიტურად განსხვავებულია ბლოგი, ბლოგინგი. 90% ბლოგების არის პირადი დღიური, სადაც წერს იმას რაც უნდა, გამოთქვამს თავის აზრებს დაუფარავად და თავს გრძნობს ისე როგორც თევზი წყალში. თუმცა ამავე პირადი ბლოგების ავტორების 50% თავს სოციალური მედიის წარმომადგენლად მიიჩნევენ. ბლოგი არის სოციალური მედიის ნაწილი. მაგრამ არა პირადი ბლოგი. ბლოგებიც იყოფა კატეგორიებად. ხელოვნების,ფოტოგრაფიის, სამსაზრეულოს, კინომატოგრაფიის და ა.შ უამრავი ბლოგი არსებობს და ბუნებრივია ყველა მათგანის ავტორი სოციალური მედიის წევრი და წარმომადგენელი ვერ იქნება. როგორც ჩანს ჩვენ ჯერ კარგად ვერ ავუღეთ ალღო სოციალური მედიის ბლოგს. მე პირადად ვწერ ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე, მარტივად რომ ვთქვათ დღიური მაქვს ინტერნეტში და როგორ ფიქრობთ ვარ სოციალური მედიის წარმომადგენელი? არა. მაშინ რატომ უნდა იმ პირადი ბლოგების ავტორებს რომ მედია ერქვათ?  მაშინ აკეთონ მედიის საქმე. წერონ ”თავისუფალი სიტყვა”, გამოთქვან აზრი მიმდინარე პროცესებზე, გაგავაცნონ ყველა სიახლე. ფაქტიურად სოციალური მედიის წარმომადგენელი ემსგავსება ჟჲრნალისტს, რომლის იარაღიც არა კალამი და მიკროფონია, არამედ კლავიატურა და თავისუფალი აზრი. ამგვარი ტიპის და შინაარსის ბლოგები თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს (თუ გვაქვს). ხო და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს სოფიცალურ მედიის წევრობაზე კეთილი ინებოს და შექმნას შესაბამისი ბლოგი, და თავი არ იმართლოს იმით, რომ ბლოგი სოციალური მედიის ნაწილია. გამოდის რომ მეც სოციალური მედიის ნაწილი ვარ?