Tag Archives: ეფესი

რამდენიმე საათი ლუდის ფესტივალამდე

ლუდის ფესტივალის გახსნა 13 ივლისს 16:00 საათზეა. თუმცა მანამდე ნახევარი საათით ადრე შეკრება მოხდება თავისუფლების მოედანზე და ვარდების მოედნამდე აღლუმით მივლენ. რამდენადაც მე ვიცი იქნებიან სხვადასხვა ადამიანები, იქნება ლუდი და ღია ავტობუსი, და ასე კუნტრუშ-კუნტრუშით ამოივლიან რუსთაველს და 16:00-საათზე ოფიციალურად მოხდება ლუდის ფესტივალის გახსნა.

როგორც წინა პოსტში  ვახსენე, ფესტივალზე ლუდის ანგარიშსწორება მოხდება კუპონებით რაც რიგებს საგრძნობლად შეამცირებს. 1 კუპონი = 1.50 ლარს. ლუდზე მაქსიმალური ფასია 2 კუპონი. კუპონებს გოგონები ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე გაყიდიან. ასევე, გაზრდილია ბარის სიგრძე და წელს 40 მეტრია.

ორი დღის წინ ბეთერფლაიში ვიყავი. იქ სადაც იგეგმება და ხორციელდება თბილისის ლუდის ფესტივალი. უამრავი ადამიანი ფიქრობს, მსჯელობს, ზომავს, ჭრის და ა.შ თუ რა და როგორ უნდა იყოს ლუდის ფესტივალზე, რა იქნება კარგი და რა ცუდი. ამოწმებენ ამინდს და უხარიათ რომ წვიმა არაა და ფესტივალს გადადება არ ემუქრება. ბეთერფლაის ოფისში ძალიან ლამაზ კათხებს წავაწყდი, რომელთა ყიდვაც ფესტივალზე შეგეძლებათ.

collageცნობილია უკვე ლუდის ფესტივალის ლაინ აფიც და 13 ივლისს გამოვლენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი, სალიო.
14 ივლისი – ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე, შინი.

გარდა ამისა, ლუდის ფესტივალზე იგეგმება უამრავი გასართობი. ერთ-ერთია beer pong. beer pong-ში მონაწილეობა არის ფასიანი, თუმცა შემდეგ უკვე ლუდის საფასურს აღარ იხდით. შეგიძლიათ ბირპონგის ვაუჩერი იყიდოთ სვუპზე სულ რაღაც 10 ლარად. იმ ვაუჩერით მონაწილეობს ორი ადამიანი. რაც ყველაზე საინტერესოა, გამარჯვებული დაჯილდოვდება swoop-ისგან სხვადასხვა პრიზებით.

პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა : 
  • კანჭის მენიუ warsteiner-ში + 30% იანი ფასდაკლება სხვა შეკვეთილ პროდუქტზე
  • ხინკლის მენიუ beer garden-ისგან
  • 1 საათიანი თამაშის ვაუჩერი ბოულინგზე bowling central-ში ნებისმიერ დროს
  • 2 ბილეთი კინოთეატრ საქრთველოში ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფილმზე
მეორე ადგილზე გადასულს გადაეცემა : 
  • 2 სოსისის ასორტის მენიუ Irlander-ში
  • 2 ბილეთი კინოთეატრ საქრთველოში ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფილმზე
  • 1 საათიანი თამაშის ვაუჩერი ბ ილიარდზე bowling central-ში ნებისმიერ დროს

მესამე ადგილზე გასულებს გადაეცემათ:

  • 2 ბილეთი კინოთეატრ საქრთველოში ნებისმიერ დროს ნებისმიერ ფილმზე
  • 1 საათიანი თამაშის ვაუჩერი ბილიარდზე bowling central-ში ნებისმიერ დროს

ბირპონგის გარდა იქნებიან მიმებიც, იქნება სხეულზე მოხატვა, და კიდევ ათასი საშუალება რითითაც შეგეძლებათ გაერთოთ მაშინაც კი, თუ ლუდი არ გიყვართ. სვუპზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ აქსესუარების ნაკრები, რომლებსაც უშუალოდ ფესტივალზე აიღებთ. მე ყველაზე ძალიან მაინც ქუდი მომეწონა და რა ვქნა : )

tbilisi beer fest

მოკლედ, გული მიგრძნობს წელს ლუდის ფესტივალი იმაზე კარგი იქნება ვიდრე შარშან და იმაზე 100-ჯერ კარგი იქნება ვიდრე შარშან წინ. რაც დრო გადის ყველაფერი იხვეწება და უფრო და უფრო კარგი იდეები ჩნდება თუ რითი შეიძლება გაეროს ადამიანი ლუდის ფესტივალზე.

P.S ვინც წამოსვლისგან თავს იმიტომ იკავებს რომ ბავშვი ჰყავს ნუ შეუშინდება ბავშვებს. ლუდის ფესტივალზე იქნება ბავშვების კუთხე, სადაც იქნებიან ანიმატორები, რომლებიც იზრუნებენ მათ გართობაზე და ლუდის ნაცვლად მიიღებენ ლიმონათს.

P.P.S შევხვდებით ხვალ, და ზეგაც : )

tbilisibeerfest

1 კვირა ლუდის ფესტივალამდე

მას შემდეგ რაც გავიგე რომ თსუ-ში გადაბარებები 17 ივნისიდან იწყება ვერ მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა მინიმუმ 10 დღე თბილისში, სრულიად უსაქმურს. ხოდა, ერთადერთი რაც გამახსენდა თბილისის ლუდის ფესტივალია,

13-14 ივლისს ვარდების მოედანზე ლუდის ფესტივალი იქნება. არ მახსოვს რამდენი წელია ტარდება, მაგრამ მე შარშან და შარშან წინ ვესწრებოდი. შარშან წინ ლუდი თბილი იყო, უფრო სწორად, ქაფი და ლუდის რამდენიმე წვეთი და შესაბამისად კარგი მოგონებები არ მაკავშირებს.

შარშან – ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. გართობა – მშვენიერი, ლუდი – კარგი, ცივი და ნაკლები ქაფით, ფასი – 1 ლარი, ამინდი – მშვენიერი. მოკლედ, ყველაფერი იყო იმისთვის რომ მოკვდავი ადამიანები კარგად გართობილიყვნენ მეგობრებთან ერთად ლუდის ფესტივალზე.

რატომღაც, ხალხი ლუდის ფესტივალის გაგონებისთანავე პირველს რასაც კითხულობს ფასებია. უფრო სწორად, იქნება თუ არა ლუდი უფასო. საერთოდ, ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ლუდი უფასო, თუნდაც ლუდის ფესტივალზე. არსად, არც-ერთ ქვეყანაში, ისეთი კარგი რამ, როგორიც ლუდია, უფასო არ არის. ლუდის ფესტივალი ემსახურება ლუდის პოპულარიზაციას, ხალხის გართობას და ჯასთ იმის აღნიშვნას კიდევ ერთხელ, რომ კარგი სასმელია ლუდი. ბიერფესტის ბლოგზე (ლინკი) შეგიძლიათ იხილოთ 10 საუკეთო ლუდის ფესტივალი ფასებითურთ და დარწმუნდებით რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე ლუდი საკმაოდ იაფია.

შემდეგი კითხვები უკვე ლუდთან დაკავშირებით მოდის ხოლმე: “აუ ისევ მხოლოდ ნატახტარია?”, “აუ ქართული ბანძი ლუდები უნდა იყოს?”, “აუ მე მაგათ არ ვსვამ” და ა.შ.
ჯერ ერთი, ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი ნატახტარია და რატომ ითხოვს მასა რომ ყველა ლუდი იყოს ფესტივალზე ვერ ვხვდები. ყველა კომპანია ერთად რომ ატარებდეს კიდევ ჰო, მეორეც, თუ ცუდი ლუდია ნატახტარი და კაპიკის ფასი არ არის და ა.შ რატომ ყიდულობს ხალხი? სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ ნატახტარის ქარხანაში ვიყავი და ბლაინდ ტესტი ჩაგვიტარეს, რაც მდგომარეობდა შემდეგში: დავლიეთ ორი ლუდი და წარმოდგენა არ გვქონდა რას ვსვამდით. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ (7-კაციდან 6-მა) ვთქვით რომ #1 ლუდი იყო უკეთესი, ხოლო ერთმა კაცმა თქმა რომ #2 იყო კარგი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ის ლუდი, რომელიც უმრავლესობას მოგვეწონა ნატახტარი იყო, მეორე კი კონკურენტი ორგანიაციის, რომლის სახელწოდებაც არ გაგვიმხილეს. შესაბამისად, ვგონებ არც ისეთი ცუდი ლუდია როგორი დამოკიდებლებაც ხალხს აქვს. თანაც, ეს ის მომენტია როდესაც ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული, და ჰო, ცოტა პეროზეც : )

შარშან და იმის წინ, ლუდის გაყიდვა ხდებოდა პირდაპირ ბარიდან. ანუ, მიხვიდოდი, გადაიხდიდი ფულს, გაძლევდნენ ერთ კათხა ლუდს. წელს კუპუნებზეა დამოკიდებული თქვენი ლუდი. გაიყიდება კუპონები, რომლის საშუალებითაც გექნებათ მერე საშუალება იყიდოთ ლუდი, მარტივად რომ ვთქვათ, კუპონს გადაცცვლით ერთ კათხა ლუდზე. ერთი კუპონი 1,5 ლარი ღირს და ყველა ლუდს სხვადასხვა რაოდენობის კუპონი სჭირდება.  კუპონების გავრცელება მოხდება პრომო გოგონების მიერ, რომლებიც ივლიან ფესტივალზე და გაყიდიან კუპონებს, ანუ ერთ ადგილას სალარო და რიგი არ იქნება. პრინციპში, ძალიანაც კარგი ფასებია კარგი ლუდისთვის. ხალხი კარგ ლუდს ითხოვს, კარგი ლუდი კი იმაზე ძვირია ვიდრე 1 ლარი. ასე რომ, მასას მოუწევს იმის გააზრება რომ თუ უნდა კარგი ლუდი, კარგი ფესტივალი და ა.შ უნდა გადაიხადოს იმ ლუდის ექვივალენტი რასაც სვამს ^_^

1

წელს, გარდა იმისა რომ შეიცვალა გადახდის წესი, მრავალფეროვანი გახდა ლუდების ჩამონათვალიც. 13-14 ივლისს, ლუდის ფესტივალზე იქნება:  ნატახტარი, კოზელი, მთიელი, ეფესი და კაიზერი. ასე რომ, ცოტათი ნაკლები საწუწუნო აქვს ხალხის უმრავლესობას წელს 🙂

უკვე დაიდო ლაინ აფიც, რაც მთავარია ლუდის ფესტივალს ფექგრაუნდად აღარ გაჰყვება მგზავრების ჰიტები 🙂 ე.ი 13 ივლისს გამოვლენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი, სალიო
14 ივლისი – ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე, შინი.

გული მიგრძნობს მშვენიერი ვიქენდი მელოდება წინ. მთავარია მალე მოიდეს 13 ივლისი და მე ამასობაში მოვიფიქრო რა შეიძლება გავაკეთო ამ ერთ კვირაში.

1

სტამბული, დღე I

საბიჰა გოქჩენში დილის 6 საათზე ვიყავით. აეროპორტშივე ვიგრძენი რომ თბილისიდან შორს ვარ, თუნდაც იმიტომ რომ ტუალეტი სუფთა იყო და ტარაკნები არ დარბოდნენ აქეთ-იქით. აეროპორტიდან გამოსვლისას ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი სინესტე მეცა და სიცხე. პრინციპში, ივნისის ბოლოს სიცხე რა გასაკვირია, თუმცა დანარჩენ დღეებში ნამდვილად არ შევუწუხებივარ მზეს. აეროპორტის გასავლელთან, დაახლოებით 10-მეტრში ავტობუსების გაჩერებაა, საიდანაც თითქმის ყველა მიმართულებით გადის ავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ. ტაკსიმისკენ მიმავალი ავტობუსი ვიპოვეთ, გადავიხადეთ ბილეთში 13 ლირა და დავიძარით. გოქჩენიდან ტაქსიმამდე დაახლოებით 1 საათი, არც კი, მოუნდა. გზაში თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, ვათვალიერებდი შენობებს, ლამაზ და მოვლილ გაზონებს და ძალიან მიხაროდა რომ შევძელი და სტამბულში ჩამოვედი.

istanbul

ავტობუსი ტაკსიმზე გაჩერდა. ცოტა ხანში ოფლაინ მეფის საშუალებით გავარკვიეთ საით იყო ისტიკლალი და გავუდექით გზას. ისტიკლალი არც ისეთი დიდი ქუჩა აღმოჩნდა როგორც ველოდები. თუმცა, დილის 7-საათისთვის საკმაოდ ბევრი ადამიანი მოძრაობდა. მაღაზიები ნელ-ნელა იღებოდა, ხალხს სამსახურში აგვიანდებოდა და ა.შ. ჩვენი ჰოსტელის პოვნა ცოტა გაგვიჭირდა, ერთ ქალბატონს ვთხოვეთ დახმარება და ჰოსტელამდე მიგვაცილა. ჩექ ინი შუადღეს 2 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მხოლოდ ბარგი დავტოვეთ, საჭირო ნივთები (ციფრული, ფული და მობილური ტელეფონი) ავიღეთ და საკვები ობიექტის ძებნას შევუდექით. პრინციპში ეგ ყველაზე იოლი საქმეა სტამბულში. ყოველ ორ ნაბიჯზე რაღაცაა სადაც შეჭამ. თან, უბრალოდ კი არ შეჭამ, არამედ გემრიელად შეჭამ. უბრალოდ, მზარეულები დილის 11-საათამდე არ იქნებოდნენ და შესაბამისად რაიმე ისეთს, შაურმის, ან სენდვიჩის მსგავს ვერ შევჭამდით და ჰამბურგერებს დავჯერდით.

სადღაც 10-საათისთვის უმანკოების მუზეუმისკენ მიმავალ გზას დავადექით. ჩვენი ჰოსტელის პირდაპირ რომ ქუჩაა მაგას უნდა გაუყვე, იარო იარო დაღმართზე და წითელ სახლს, ვიწრო ქუჩაზე აუცილებლად იცნობთ. უმანკოების მუზეუმამდე მისასვლელი დაღმართი ძალიან ვიწრო და ლამაზი იყო. სხვათაშორის მთელ ქუჩაზე ძალიან ბევრგან იყო ჯამები, რომლებიც სავსეა ძაღლების და კატების საჭმელებით. ბევრი მსუქანი კატა და ძაღლი ვნახეთ.

უმანკოების მუზეუმი სწორედ ისეთი იყო როგორსაც ველოდებოდი. ამაყად გავუწოდე წიგნი და ბეჭედი ჩამირტყეს. თან, წიგნი რომ ვანახე, უიოოო, გაუხარდა სალაროს გოგოს ^_^

ერთჯერადი ბილეთი ^^ ბეჭედდარტყმული <3

ერთჯერადი ბილეთი ^^ ბეჭედდარტყმული ❤

შესასლელში გაგვაფრთხილეს რომ არანაირი ფოტოო, კი ვიცოდი რომ ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გული დამწყდა :/ მაგრამ მათი თხოვნას ყური არ ვათხოვე და მობილურით 1-2 ფოტოს გადაღება მოვახერხე. მუზეუმი ზუსტად ისეთია როგორიც წიგნში. ათვალიერებ ნივთებს და იხსენებ ქემალ ბეის და ფუსუნის ყველა ისტორიას, ყველა წვრილმანს, ხედავ სახეხს და გახსენდება რომ იმ დღეს როცა ქემალ ბეი ის ფუსუნის სახლიდან წამოიღო პოლიციამ გააჩერა, ტელევიზორზე დასადებ ძაღლებს შეხედავ და გახსენდება რამდენჯერ მოიპარა ქემალ ბეიმ ისინი და რამდენჯერ შეცვალა ახლით. მოკლედ, მთელი მათი ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნით დიდად აღფრთოვანებული ვერ/არ დავრჩი, იმიტომ რომ საშინლად გაწელილი იყო, მაინც ძალიან სასიამოვნოა როდესაც შენს წინაშე მთელი წიგნი ცოცხლდება.

museum of innocence

ისე, წიგნის კითხვის დროს მუდმივად ვფიქრობდი რომ კარგი ფილმი გამოვიდოდა, აი ისეთი, 15-16 წლის შეყვარებული გოგოები რომ ცრემლებს აღვარღვარებენ.

მუზეუმიდან ჰოსტელში დავბრუნდით. სანამ 2 საათი გახდებოდა ჰოლში ვისხედით და ფბ-ს ვსქროლავდით. სხვათაშორის საფერფლე არ ჰქონდათ და ბიჩოკებს იქვე, ჰოსტელის შესასლელთან ყრიდნენ, ჩვენ რომ მოვიკითხეთ კი იუხერხულეს მაგრამ ძირს დაყარეთო გვითხრეს. სამაგიეროდ მეორე დღეს დიდი საფერფლე დაგვახვედრეს. ჰო, თურქეთში, არსად შენობაში მოწევა არ შეიძლება. რაღაც მომენტში კარგია, მაგრამ ხანდახან ძალიან ცუდია, გასაკუთრებით იმისთვის ვინც ბევრს ეწევა.

14:00-საათზე გასაღები ჩაგვაბარეს, გვითხრეს რომ ჩაი-ყავა შეგვეძლო დაგველია რამდენიც გვინდა, ვაიფის პაროლი მოგვახსენეს და ოთახისკენ გზაც დაგვილოცეს 🙂
1-2 საათიანი დასვენების მერე გალათა თაუერისკენ წავედით. ძალიან ოქროობა რუკა. არსად არ დავკარგულვართ და ყველაფერს მარტივად ვაგნებდით. გალათა თაუერი შორიდან უფრო კარგი ჩანს. ახლოდან ერთი ჩვეულებრივი კოშკია რა, რომლის თავიდანად სტამბულის ლამაზი ხედი იშლება.

galata tower

ბოდიალ-ბოდიალში გალათას ხიდს მივადექით. იმ დღეს ხიდს იქით გადასვლას ნამდვილად არ ვგეგმავდით, მაგრამ, ვინაიდან საკმაოდ ადრე იყო ჯერ და ხიდის საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა ეგრევე მეჰმედის სახელობის მეჩეთს მივადექით. უფლისწული მეჰმედი სულთან სულეიმან I-სა და ჰიურემ სულთნის პირველი შვილი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სულთან სულეიმანის ბრძანებით მისი სახელობის მეჩეთი ააშენეს. მეჩეთი 1543-1548 წლებში შენდებოდა. მეორენაირად შეჰზადეს (უფლისწული) მეჩეთს ეძახიან. ჩვენი მისვლის დროს ლოცვა იწყებოდა. ცოტა უცნაური იყო იმის ყურება როგორ იბანდა ფეხებს ბევრი კაცი და როგორ ემზადებოდა სალოცავად. სულთანაჰმედი უზარმაზარია, ოღონდ მართლა.

sultan ahmed

სულთანაჰმედიდან სუნელების ბაზარში გავიარეთ. უამრავი ძალიან კარგი სუნელი, უამრავი ტკბილეული და ყველაფერი გადასარევი. დავდიოდი და ნერწყვები მომდიოდა 😀

ჰოსტელში ფაქტობრივად გადამწვარი დავბრუნდი. დასვენება და ძილი იყო ის, რაც იმ წუთას მჭირდებოდა.

საღამოს კლუბში წავედით. გეტო ერქვა, ისტიკლალის ზედა ქუჩაზეა. ჩვენამდე ჭორებმა მოაღწია რომ რაღაც ფართი უნდა იყოს 11-ზეო. ზუსტად 11-ზე იქ ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ 5 კაცი დაბორიალობდა აქეთ-იქეთ. ზევით ავედით, ვერანდაზე და ლუდი დავლიეთ. ერთ, პაწუკა ბოთს ეფესში 16 ლირა გადავიხადე 😐 ძალიან ძვირია. სამაგიეროდ, მაშინ როდესაც გადავწყვიტეთ რომ კლუბი შეგვეშალა და არაფერი ფართი არაა და დაბლა ჩავედით უამრავი ხალხი დაგვხვდა, ყველა ცეკვავდა, ერთობოდნენ, ლუდს სვამდნენ და ბედნიერები იყვნენ.

არ იყვნენ ჰომოფობები, არ იყვნენ კაი ბიჭები და არც მათი დები, არ იყვნენ ისინი ვინც ავი თვალით შემოგხედავდნენ პირსინგის, ან მოკლე შორტის გამო, არ იყვნენ ისინი ვინც რამეს გააფუჭებდა იმ საღამოს. ცოტა ხანს დავრჩი, ცოტა ვიცეკვე და ჰოსტელში დავბრუნდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. თან, მეორე დღეს ბევრ რამეს ვგეგმავდი.

ის ის იყო დაძინებას ვაპირებდით მე და კნუტი და ძილბურანში ვიყავით რომ ფანჯრიდან ვიღაცამ რაღაც შემოგვძახა. შეშინებული კნუტი ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში როგორ აღმოჩნდა ვერ დავინახე : )) გვერდზე ოთახიდან იყო, სიმპატიური ავსტრალიელი, უბრალოდ ხალისობდა ჩვენი შეშინებით. წარმომავლობით დაინტერესდა და იმით თუ რისთვის ვიყავით სტამბულში ან რამდენი ხანი ვრჩებოდით. ისე, ყველას კითხვა ეგ იყო ხოლმე, რამდენი ხნით ხარ და რისთვის ხარ 😀 შეშინებიდან რამდენიმე წუთში კარზე მოგვიკაკუნეს, გავაღე და ისევ ის ავტრალიელი ბიჭი იდგა, თეთრ ტრუსებში, ფეხშველა და კარი ჩამეკეტა და თქვენი ფანჯრიდან გადავძვრები თუ შეიძლებაო. უარს როგორ ვეტყოდით : ))) ფანჯრიდან გადასვლა ვერ გაბედა, შეეშინდა და ოუქეი, რისიფშენში ჩავალო და დროებითო : )

ფანჯრიდან გააგრძელა კონტაქტი, ცოტა ხანს.

სტამბული Part 1
სტამბული Part 2