Tag Archives: ვიდეო

ერთხელ ბორჯომში

 

არა არ ხუმრობს და გოგა ხაჩიძე მართლა ეგრე ფიქრობს ბლოგერებზე. სწორედ ზემოთ თქმული ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგებლებში, გუშინ დაახლოებით დილის 9-საათისთვის მაღვძარასავით შემოიჭრა  “მედოლე მინისტრი” ჩემს სახლში და მითხრა ბორჯომში უნდა წაგიყვანოო. იმისათვის რომ კომფორტი შეექმნა ჩემთვის მითხრა რომ შემეძლო ლეპტოპთან ერთად ვყოფილიყავი მიკრო ავტობუსში და თავს ასე გაცილებით მშვიდად ვიგრძნობდი. კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გარემოს დაცვის მინისტრმა, აი იმან დოლზე რომ უკრავს და თურმე მეტი არაფერი რომ არ შეუძლია, გზაში კონიაკები გვიყიდა, დაგვათრო და დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს…

 

 

შეიძლება თქვა რომ არ იყო კარგი ხუმრობა, ვერ ღადაობს კარგად და ა.შ, მაგრამ იმის დაჯერება რომ გოგა ხაჩიძე (აქ მინისტრზე არ არის საუბარი) ბლოგერებზე მართლა ისე ფიქრობს როგორც ზემოთ დადებულ ვიდეოში უღწერს მათ ვინმეს, მაშინ სათქმელი აღარაფერი მაქვს.  წარმოიდგინეთ, მართლა მასე რომ ფიქრობდეს, გადაწყვეტდა რომ ბლოგერებს უნდა შეხვედროდა და მოესმინა მათგან კითხვები რომლებზეც იძულებული იქნებოდა ეპასუხა? აეხსნა მათთვის რომ დოლზე დაკვრის, ხეების დარგვის, და სამინისტროდან ბრძანებების გაცემის გარდა კიდევ ბევრ რამეს აკეთებს? რომ უამრავი პროექტია რომლებიც ხორციელდება უბრალოდ საზოგადოებას არ აინტერესებს და სწორედ ამიტომ არ ჩანს არაფერი?  – მემგონი არა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის ახსნის შემდეგ აღმოჩნდა რომ ვარ ყველაფრის გამკეთებელი იმიტომ რომ ბორჯომში წამიყვანეს, ჩირქის მომწმენდავი ხაჩისგან იმიტომ რომ ჩვენთან ერთად სვამდა, სამინისტროებთან შემეტენე ბლოგერი და ა.შ მაინც მომიწევს იმის თქმა რომ ეს პოსტიც შეკვეთილია, ისევე როგორც ეს პოსტი.

მიუხედავად ყველაფრის გუშინდელი დღით საოცრად კმაყოფილი ვარ. მომეწონა დასმული და პასუხ გაცემული კითხვები, მინისტრის და ბლოგერების დამოკიდებულება ერთმანეთთან, თოვლიანი მთები, გუნდაობა და თოვლის გემოც კი.

ყველაზე შემეტენე ბლოგერებეეეეეე

სმენა? სინდისი? ნამუსი? – რა საქონელია ^^

სმენა? – არ მაქვს.

სინდისი? – ნწ, არც ეგ.

ნამუსი? – არც ეგ უბოძებიათ ჩემთვის.

სწორედ იმიტომ რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი უნარი არ გამაჩნია ამაყად და გაბედულად ჩავერთე ბლოგერების წამოწყებულ საახალწლო “პროექტში” ^_^

ვიდეოს გადასაღებად ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვეჩხუბეთ თემოს. ყოველთვის როდესაც მოდიოდა ფრაზა  “Wo-oh” უტყდებოდა საშინელი სიცილი და მორიგი 5 წუთი დაწყნარებას ვუნდებოდით : )

თემუჩინს არ დაეზარა და შეკრიბა ყველა კადრს მიღმა ვიდეობი და ააწყო ^^

საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ მთელი სიცილი, დადებითი განწყობა, მომღიმარი და ენერგიული სახეები და ხმის ტემბრი ჩავაქსოვეთ იმ ვიდოებში, რომლებიც თემოს სიცილმა გააფუჭა :> და სვითს გადავუგზავნეთ უკვე გაწამებულ-გადატანჯულ-გათანგულ სახეებიანი ვიდეო ^^ მერე რა, მაინც არ მიტყდება და თამამად ვაშეარებ ფეისბუქის ვოლზე და აქ :>

ვიდეოს გადაღებისას მონაწილეობა რომ არ მიეღოთ ნანაკოს (როცა მოვუსმინე გაოცებული ვიყავი და მილიონჯერ გადავახვიე 2:28 წუთზე რომ ახლიდან მომესმინა და შემეხედა მართლა ნანაკო იყო თუ არა, საოცრად მღერის <3), ჯეისონს, ნატოშასსვითს და თინის მართლა გამოვიდოდა ის რასაც ჩემი და ვარაუდობდა – რამდენიმე ადამიანის ყროყინი და ყმუილი :>  თუმცა მაგ ყმუილს მაინც სასიამოვნო დასასრული ექნებოდა პერწკლის  და სანის სახით ❤

ახალი წელი გავიდა, შობაც, ჰოდა მაშინ დამდეგს გილოცავთ ამ სიმღერით, დამდეგ ახალ წელს, ძველს ❤

მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

ყველაზე (ერთ–ერთი) ძვირფასი რამ რაც ადამიანებს (და ცხოველებსაც) გააჩნიათ მეხსიერებაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეხსიერება რომ არ არსებობდეს? იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით. ყოველ ახალ დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება და ხშირ შემთხვევაში ვერ დასრულება.

რამდენჯერ ყოფილა,რომ გინატრიათ არასდროს დაგვიწყნოდათ ესა თუ ის მომენტი, ან მთლიანად დღე, ან უბრალოდ წამი. მათ დასამახსოვრებლად ხშირად ვერც ფურლები (ბლოგი) გამოდგება, ვერც ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა. მხოლოდ გულს და გონებას შეუძლია შეინახოს თითოეული წამი, მაგრამ ისიც არა სამუდამოდ. ყველაფერი წარმავალიაო და ეგრეც ყოფილა. რამდენიმე დღის/კვირის/თვის/წლის მერე აღარ მემახსოვრება ის შეგრძნება და ემოცია რაც (სიტყვაზე) გუშინ და გუშინ წინ მქონდა, რომლის დამახსოვრებაც ვინატრე. არ იყო რამეთი განსაკუთრებული,რომ თავისით დამმახსოვრებოდა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული. წლების მერე უბრალოდ გავიხსენებ ამ პერიოდს და სინანულით ვიტყვი: “ეჰ,აი იყო. მომენატრა”, ისე როგორც ხანში შესული ადამიანები იხსენებენ ახალგაზრდობას სინანულით.

არ მინდა რომ დამავიწყდეს რამე. მაგრამ იმ შერძნებას რასაც ამა თუ იმ მომენტში განვიცდიდი ვერ გადმოვცემ და მიწევს ჯაჭვით დავაბა ჩემს გონებაში და ტვინის იმ ოთახში, რომელსაც მეხსიერება ჰქვია.

უი გოგოა გადამღები?

დღეს ჩემი დეიდაშვილების ბანკეტი იყო. ერთი წელია სხვაობა და შესაბამისად ერთ კლასსში მოხვდნენ = )) ცოტა დაგვიანებული იყო, მაგრამ სულ რომ მოაბეს თავი ეგეც კაია = )) დედაჩემს სამსახურში გავუარე, მანქანაში ჩავუხტი (რაც იყიდა პირველად ვიჯექი) და გავწიეთ დედიდაშვილებთან. სანამ ყველა მოგროვდებოდა და სუფრას მიუსხდებოდნენ იქ ვიყავი მეც და ჩემთვის ვპაპარაცობდი. ბავშვებიც მიჯერებდნენ  და რასაც ვეუბნებოდი იმას აკეთებნდნე = )) ერთ-ერთ მშობელს დაქირავებული ფოტოგრაფი ვეგონე (არა და მარტო ვიდეო იქირავეს) და შეიცხადა – ”უიმე გოგოაო?”. აუ ჩემი ბანკეტის ვიდეო მინდაააა = (( ერთი თვე გავიდა და იმ კაცს მგონი სინდისი არ აწუხებს. მაინც და მაინც გალანძღვას ელოდება? სამაგიეროდ დღეს კარგად გავერთე = )) ესეც ორი ყველაზე კარგი სურათი დღევანდელი დღიდან = ))

პ.ს დღეს ვინც მნახა ყველას თვალები შუბლზე აუვიდა ვაიმე როგორ გამხდარხარო. ხო და მიხარია 😀

რამდენიმე ვიდეო

ბოლო ზარის დღეს პარალელურმა კლასმა რაღაც დადგასავით და ამ სიმღერით დაიწყეს. მხოლოდ ნაწყვეტის ჩაწერა მოვასწარი = ((

აქ უკვე კარგად არიაააააან…

ჩემი ყველაზე ყველაზე მაგარი კლასელიიიიიიი… თავის დაწერილ მუსიკას უკრავს…