Tag Archives: თბილისი

ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი

ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ვიზა ავიღე და ვაპირებ პოსტის დაწერას საცხოვრებელ ადგილზე და თვითმფრინავის ბილეთებზე. მაგრამ აქამდე მეზარებოდა.

მოკლედ, მას შემდეგ რაც ვიზაზე დადებითი პასუხი მოვიდა იმდღესვე დავიწყეთ თვითმფრინავის ბილეთების ძებნა ადეკვატურ ფასად. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთებს ლამის ორი თვით ადრე ვყიდულობდით მაინც საკმაოდ ძვირი ღირდა. თუ ვიზა და სამსახური გაძლევთ საშუალებას აუცილებლად შეამოწმეთ წინა და მომდევნო დღის ფასები, რადგან არსებობს შანსი რომ ამ დღეებში ბილეთები გაცილებით იაფი ღირდეს.

არსებობს ერთი ძალიან კარგი საიტი, fly.ge – სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველა ავიაკომპანიის ბილეთები. სასურველი თარიღის და დანიშნულების შეყვანის შემდეგ საიტი ავტომატურად გიყრით ყველაზე იაფიან, ყველაზე სწრაფ, ყველაზე ძვირიან ბილეთებს. სასურველის ამორჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ ფასი გადაამოწმოთ იმ ავიაკომპანიის საიტზე.

fly.ge

მას შემდეგ რაც შეარჩევთ თარიღს და ავიაკომპანიას უნდა გადაწყვიტოთ სად შეიძინოთ ბილეთები. თბილისში ძალიან ბევრი ავიაკომპანიის ოფისია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და კომფორტულ გარემოში აარჩიოთ ბილეთები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში მომსახურების ფულს გადაიხდით, რაც დამატებით 40-50-60 ევროა.

ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პეგასუსი აღმოჩნდა. ბილეთები საიტზევე ვიყიდეთ და თბილისი-ამსტერდამი 147 ევრო დაჯდა. შემდეგი ფრენა ამსტერდამიდან პრაღაშია, რომელიც საკმაოდ იაფი 64 ევრო ღირს და easyjet-ს მივყვებით, ხოლო თბილისში aribaltic-ით ვბრუნდებით (142 ევრო).  ბილეთების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ სად გიწევთ გადაჯდომა და რამდენი საათი მოგიწევთ აეროპორტში ყურყუტი. ასე მაგალითად, აქედან სტამბულის გავლით (გოქჩენის აეროპორტი) მივდივართ ამსტერდამში. აეროპორტში გასატარებლად 4 საათი გვაქვს. 4 საათი ძალიან ცოტაა ქალაქში გასასვლელად და დამღლელი აეროპორტში ყოფნისთვის. სამაგიეროდ, პრაღა-თბილისი მგზავრობისას გადაჯდომა რიგაში გვიწევს და “ხურდად” 8 საათი გვაქვს. 8 საათი სრულიად საკმარისია ისეთი პატარა ქალაქის დასათვალიერებლად როგორიც რიგაა. ბილეთების ყიდვისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, თუ რამდენი კილოგრამის გადატანა შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. პეგასუსი ნებას გვრთავს ბარგის სახით 20 კილოგრამი უფასოდ გადავიტანოთ, ხოლო იზიჯეტს და ეარბალტიკს მხოლოდ ხელბარგი ( 8 კილოგრამი) აქვს გათვალისწინებული და ბარგის საფასური ცალკე ანგარიშდება.

ასე და ამგვარად თბილისი-ამსტერდამი-პრაღა-თბილისი ზუსტად იგივე ჯდება რაც თბილისი-ამსტერდამი-თბილისი ჯდებოდა. თანაც, ბონუსად რიგაც მოჰყვება 🙂

მას შემდეგ რაც ევროპაში ჩააღწევთ შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მატარებლის ფასი არ ჩამოუვარდება თვითმფრინავის ფასს. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია რომელს მიანიჭებთ უპირატესობას.

მას შემდეგ რაც გარკვეული გექნებათ როდის ჩადიხართ დანიშნულების ადგილას, შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებელი ადგილის ძებნა.
ბინის მოძებნა არც ისე რთულია, მთავარია რამდენი გაქვს ფული. ვინადაიდან რადგანაც ჩვენ სასტუმროს ფული არ გვქონდა, ხოლო ჰოსტელი იგივე ჯდებოდა რაც ჩვეულებრივი ბინის ქირაობა დღიურად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბინა გვექირავებინა ამსტერდამშიც და პრაღაშიც.

airbnb.com

ყველაზე კარგი საიტი airbnb.com-არის. საიტზე შეგიძლიათ მოძებნოთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თქვენთვის სასურველი ბინა. შეგიძლიათ მიუთით მინიმალური და მაქსიმალური ფასი და ამ ჩარჩოს მიხედვით მოძებნოთ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. დამეთანხმებით, რომ ადგილდემბარეობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და არახელწამოსაკრავი კომპონენტია ბინის შერჩევისას. სანამ ბინას დაჯავშნით გაეცანით რივიუებს, დაათვალიერეთ სურათები, ყურადღება მიაქციეთ რამდენ ადამიანზე აქვს ბინა გათვლილი და ხომ არ ითხოვს დამატებით ფულს დამატებით ადამიანებში. airbnb-ზე გადახდა წინასწარ ხდება. თუმცა, ფული ჰოსტამდე მხოლოდ მას შემდეგ მივა, როცა თქვენ “დაჩექინდებით”. თუ მოხდა სასწაული და ვერ მიაღწიეთ დანიშნულების ადგილს, airbnb ფულს უკან დაგიბრუნებთ, ოღონდ მომსახურების საფასურის ჩამოჭრით.

ამსტერდამში კარგი ბინის მოძებნა იაფად ცოტა არ იყოს და რთული საქმეა ისეთ კარგ საიტზეც როგორიც airbnb-ია, თუმცა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ^_^
პატარა, საყვარელი, ორ სართულიანი ბინა ამსტერდამის ცენტრში მდებარეობს. თუმცა, საიტზე ახალი დამატებულია და რივიუები ჯერ არ აქვს. ვიმდოვნებ, რომ ჩვენი დაბინავება იმაზე წარმატებულად ჩაივლის ვიდრე მგონია 🙂
რაც შეეხება პრაღის ბინას, პოვნა არ გაგვჭირვებია. მაგრამ, ბინაზე მეტად ჰოსთი მომწონს. საოცრად პოზიტიური და კომუნიკაბელური ადამიანია. რაც მთავარია, რივიუებს რომ გადავხედე, ეს ქალი შორიდან შემიყვარდა!

მოკლედ, წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად ჩაივლის ვიდრე ოდესმე მიოცნებია და წარმომიდგენია ჩემი პირველი მოგზაურობა ევროპაში.

P.S 29 დღე დარჩა.

შექმენი საკუთარი ქილა

კოკა-კოლას ახალი წამოწყების შესახებ, „გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს“, უკვე ყველამ იცის. თავიდან კითხვის ნიშნები გაჩნდა და ვერ გაიგეს რას ნიშნავდა გაუზიარე კოკა-კოლა ლაშას, ან სანდროს, ან ნათიას, თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებელმა აიტაცა და მაღაზიებში ხშირად წავწყდომივარ როგორ ეძებს ვინმე თავის სახელიან კოკა-კოლას, ან მეგობრის სახელიანს ან სულაც კოკა-კოლას მამისთვის.

კოკაკოლა

ამ პერიოდისთვის დაბეჭდილია სულ 40 სახელი და სრულიად დაცულია სქესობრივი ბალანსი : ) 20 ქალის სახელია და 20 მამაკაცის. სახელები შერჩეულ იქნა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, ამ სახელების გარდა ლიტრანახევრიან ბოთლებზე არის კიდევ 7 სიტყვა დაბეჭდილი: მეგობრებს, დედას, მამას, ძმას, დაიკოს, შეყვარებულს და ერთადერთს.

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

 

ასეა თუ ისე, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც კოკა-კოლას ბოთლებზე არ იყო. სწორედ მათთვის დაიგეგმა კოკა-კოლას აქცია. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება შეუერთდეს კოკა-კოლას ღონისძიებას, იპოვოს კოკა-კოლას სპეციალური მანქანა და კოკა-კოლას გუნდს დააწერინოს თავისი სახელი 330მლ  ქილაზე.

შექმენი საკუთარი ქილა :)

შექმენი საკუთარი ქილა 🙂

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აქცია არის ძალიან კარგად ორგანიზებული. სპეციალურ აპლიკაციაში (გადადით ლინკზე) წინასწარ არის გაწერილი გრაფიკი, სად და როდის ჩატარდება შემდეგი აქცია, ასე რომ ნებისმიერ მსურველს საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით შეუძლია აქციაში მონაწილეობა. აღნიშნული აქცია იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ წყნეთში, რუსთავში და ბათუმშიც.

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

 

კოკა-კოლის პირველი აქციას ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეც დავესწარი. ბუშტებიანი და კოკა-კოლიანი გოგოები ხალხს საკუთარ სახელიან კოკა-კოლას სთავაზობდნენ. თავიდან ხალხი გაკვირვებული უყურებდა, ზოგს ფლეშმობი ეგონა, ზოგს უბრალოდ რაღაც დადგმა, თუმცა საბოლოო ჯამში კოკა-კოლას მანქანის მისადგომებთან ყველა ასაკის ადამიანი შეიკრიბა. ყველას სურდა რომ კოკა-კოლა დაელია ისეთი ქილიდან, რომელსაც მათი სახელი ეწერებოდა 🙂

კოკაკოლა

 

შექმენი საკუთარი ქილა 🙂

მეც გავაკეთებინე ჩემთვის კოკა-კოლა ^_^ და სიყვარულოვნა დავაწერინე. თავიდან გაიკვირვეს, მაგრამ მერე მითხრეს ზუსტად 12 სიმბოლიანიაო (მეტი არ შეიძლება) და გაგიმართლაო. 10 წუთში ჩემი კოკა-კოლა მზად იყო და სიამაყით დავყურებდი ზედ. რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობაა როდესაც რაღაცას სპეციალურად შენთვის ამზადებენ.

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გარდა იმისა რომ აქცია საკუთარ სახელიან ქილას გთავაზობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კოკა-კოლას გოგოები კოკა-კოლებს არიგებდნენ, თანაც გიხსნიდნენ და ისე გთავაზობდნენ. ხშირად ვერ ვხსნი, ან გახსნისას ვიწუწები ხოლმე და სწორედ ამიტომ ფრიად ნასიამოვნები დავრჩი როდესაც სასიამოვნო გოგონამ გახსნილი კოკა-კოლა შემომთავაზა.

IMG_6825

 

სანამ აქცია დაიწყებოდა იქვე გამოკრულ წესებს გავეცანი. წესები იტყობინებოდა რა სახის წარწერის გაკეთება არ შეიძლება ქილაზე, ან რომელი ასაკიდან შეუძლია პირს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, ვისთვის უნდა დავაწეროთ კოკა-კოლას სახელი და საბოლოო ჯამში მიღებულ კოკა-კოლას რა უნდა ვუყოთ 🙂  ასე მაგალითად, ქილაზე არ დაიბეჭდება ისეთი სახელები რომლებიც არის – არაკანონიერი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, ძალადობრივი, სკანდალური,  დისკრიმინაციული (ნებისმიერ შემთხვევაში), ასევე სახელები რომლებიც უბიძგებს ადამიანს შეუფერებელი, არაკანონიერი საქციელისკენ. ასევე არ დაიბეჭდება სახელები რომლებიც მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრებაა, ან არ წარმოადგენს თქვენს ან თქვენი მეგობრის სახელს, მაგალითად, რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი. აკრძალულია ისეთი სახელის გამოყენება, რომელიც არ ემორჩილება ამ წესებს.

coca-cola

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მეც და კიდევ უამრავი ადამიანი ფრიად ნასიამოვნები დავრჩით. თქვენც გაქვთ შანსი გააკეთოთ სასურველი წარწერა კოკა-კოლას 330მლ ქილაზე და გაუზიაროთ მეგობარს 🙂 გადაამოწმეთ აპლიკაციაში  ან Coca-Cola–ის Facebook–ის გვერდზე, დრო და ადგილი და დახვდით კოკა-კოლის მანქანას და გუნდს თქვენს უბანში ^_^

 

 

 

და თბილისში უკვე ძალიან ცხელა

გუშინ საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდი სკოლასთან ბავშვების ჯგრო შემხვდა. როგორც გავარკვიე მეოთხე კლასელები იყვნენ, ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. უმეტესობა ტიროდა. მახსოვს, მე რომ მეოთხე კლასი დავამთავრე და როცა გვითხრეს მეხუთედან სხვა დამრიგებელი გეყოლებათო რამდენიმე ჩემმა კლასელმაც იტირა. მე კიდევ რეაქცია არ მქონია. უემოციობის ბრალია, ან იმის რომ ცვლილებებს ადვილად ვეგუები.

არც მეოთხე კლასის დამთავრება და ახალი დამრიგებელი მინაღვლია, უფრო სწორად ძველი დამრიგებელის წარსულში ჩაბარება, არც სკოლის დამთავრება და ბავშვობის უკან მოტოვება. მოკლედ, ერთადერთი რასაც ვნანობ ამ ეტაპზე და განვიცდი ისაა რომ მუშაობა მინდა. ოღონდ ისეთ სამსახურს ვეძებ სწავლაში ხელს რომ არ შემიშლის, ან ძალიან რომ არ შემიშლის და ეგეთის პოვნა ფაქტობრივად გამორიცხულია.

15 ივნისს უნივერსიტეტში ჩემთვის მეექვსე სემესტრი მორჩა. მთავარი პრობლემა, გამოცდები, ჯერ კიდევ წინ არის. 21-ში მაქვს პირველი გამოცდა და მთელი დღის განმავლობაში ხან რას მივედე ხან რას.

მთელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე რთული სემესტრი მქონდა. 6 საგანს გავდიოდი, ექვსივე სავალდებულო იყო, და ექვსივე ერთმანეთზე უარესი. არა, ვიტყუები, შრომის სამართალი და საოჯახო/მემკვიდრეობით ადვილია.

25-ში ღამით (26-ში გამთენიისას უფრო სწორედ) თურქეთში, სტამბულში მივდივარ. რამდენიმე თვეა ვგეგმავ და ველოდები 25/26 ივნისს. თავიდან ჩემი მეგობრები მიდიოდნენ, აზრაც არ მომსვლია ის, რომ მეც წავსულიყავი მათთან ერთად, ვამბობდი არ გამიშვებენ ჩემები და კითხვას რა აზრი აქვს-მეთქი. მაგრამ ერთ საღამოს მაინც გავბედე და შედეგად დედაჩემმა მომიწონა იდეა, კარგია, რაც მეტ ქვეყანას ნახავ მით უკეთესიო, მამაჩემმა ცოტა ხნით და მცირე დოზით იჯუჯღუნა მაგრამ დამთანხმდა და მე ვიყავი გაოგნებული 🙂  სხვა ქვეყანაში კიარა, გვერდზე ქალაქში შეიძლება არ გამიშვან რომ მოვინდომო. მოკლედ, ამ გადაწყვეტყვეტილებას ჩავებღაუჭე და შევუდექი მზადებას. მზადებას რა, ძირითადად იმას რომ სტამბულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეკრიბა და მომეძებნა ის მუზეუმები თუ ადგილები, რომელთა ნახვასაც ვაპირებ.
✔ თვითმფრინავის ბილეთები ნაყიდია. სხვათაშორის საკმაოდ იაფად. პეგასუსით მივფინავთ;
✔ ჰოსტელი დაჯავშნულია. ესეც საკმაოდ იაფად. ძალიან კარგ ადგილზე, კარგი ჰოსტელია კარგი სტაფით. ასე ამბობენ ბუქინგ.ქომზე ყოველშეთმხვევაში. შეგიძლიათ ფბ-ზეც გადახედოთ ჩილაუთ ჰოსტელს 🙂

ჰო, კიდევ ის მადარდებს რომ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არეულობაა. რამდენიმე ათასი ადამიანია გამოსული და ერდოგანის გადადგომას მოითხოვენ, არ გვინდა ფაშიზმი და დიქტატურა ერდოგანის სახითო. პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია, გეზი პარკის გსუფთავებაც დაიწყო, მაგრამ ხალხი უკან არ იხევს და ათასობით ადამიანია გამოსული. ვიმედოვნებ 26-დან 30-მდე არანაირი შეტაკება და შეხლა-შემოხლა არ მოხდება რადგან არამარტო გეზიპარკთან მოგვიწევს ხშირი კონტაქტი, არამედ მაგ პარკთან ძალიან ახლოსაა ჩვენი ჰოსტელიც ^_^

8 დღე დარჩა.
და თბილისში უკვე ძალიან ცხელა.

 

თბილისის აკვა-პარკი Vs ანტალიის აკვა-პარკი

ფეისბუქზე საკმაოდ საინტერესო დიალოგს წავაწყდი თბილისის აკვა-პარკის შესახებ:

ამ სამი კომენტარიდან ორი რამ არის მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელი.

1. ფასი – 40 ლარი ვიქენდზე და 30 ლარი სამუშაო დღეებში თბილისის აკვა-პარკისთვის არის ძალიან ბევრი. თუნდაც იმიტომ, რომ იქ არ გხვდება ის პირობები, რომელშიც 40 ლარს გადაიხდიდი, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ რამდენიმე ატრაქციონი უფუნქციოა. ჰო, შეიძლება მე რომ ვიყავი მაინც და მაინც მაშინ იყო გამორთული ის 5 თუ 6 სასრიალო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეხლა რაც შეეხება კომენტარს: “40 ლარი რაა, ანტალიაა?”. მქონდა ფუფუნება იმისა რომ დამესვენა ანტალიაში და იქაურ აკვა-პარკშიც შემევლო და სიამოვნებით გამცნობთ იმ ფაქტს რომ იქ 40 ლარი ნამდვილად არ გადამიხდია. სულ რაღაც 10-დოლარამდე დამიჯდა არაჩვეულებრივი ვოიაჟი.

2. შედარება თბილისის აკვა-პარკისა და ანტალიის აკვა-პარკის – როდესაც ამბობ იმას, რომ თუ ანტალიის აკვა-პარკში იხდი 40 ლარსო (როცა 2-ჯერ ნაკლებს იხდი), კეთილი ინებე და თბილისშიც გადაიხადეო, კაკ-მინიმუმ უნდა იცოდე რა ხდება თბილისში და რა ანტალიაში და გქონდეს ლოგიკური მსჯელობის უნარი. ანტალიის აკვა-პარკი 5-ჯერ დიდია, 5-ჯერ კეთილმოწყობილია და ა.შ. წარმოიდგიეთ რომ სულ მწვანეშია იქაურობა და აქა-იქ კანტიკუნტად მოსჩანს საოცრად დიდი სასრიალოები. მთელი დღის განმავლობაში ყველა სასრიალოს დალაშქვრა ძლივს მოავსწარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო. გარდა ამისა, სასრიალოების გადაბმის ხაზები ანტალიაში იყო უმნიშვნელო და ჩამოსრიალების დროს მთელი ზურგი არ მეჩხაპნებოდა და ტკივილისგან არ ვკიოდი. სამაგიეროდ, თბილისში გადაბმის ხაზები არაჩვეულებრივად იგრძნობა. ჯაკუზი ჯაკუზობდა და მხოლოდ 3 კაცს არ იტევდა, ბასეინი ბასეინობდა, საბავშვო აუზში 30 წლის კაცები არ ისხდნენ და ა.შ.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ თუნდაც 40 ლარს იხდიდე ანტალიის აკვა-პარკში გიღირს ბატონო, ხოდა, კეთილი ინებონ შექმნან ისეთი პორობები რომ ხალხს 40 და 30 ლარის გადახდა არ დაენანოთ.

პ.ს სამწუხაროდ ფოტოები ვერ ვიპოვე, მაგრამ ერთ-ერთ ფოტოს წავაწყდი ჩემს ალბომში, სადაც ჩანს გზა ერთ-ერთი ატრაქციონისკენ, რაც მოგცემთ იმის საშუალებას რომ მთლიანად აკვა-პარკი წარმოიდგინოთ.

ანტალია – ერთ-ერთი ატრაქციონისკენ მიმავალი გზა

ესეც ფოტო გუგლიდან, და დარწმუნდით რამხელა სხვაობაა. სამწუხაროდ თბილისის აკვა-პარკის ზემოდან გადაღებული ფოტო არ არსებობს. არ მეჯრა რომ ოდესღაც ანტალიაში ვსრიალებდი და რამდენიმე დღის წინ ამ ცინგლიან ატრაქციონებზე ვყვიროდი. sad story :/

თბილისის აკვა-პარკი VS ანტალიის აკვა-პარკი

Protected: ჩემი პირველი კაცი

This content is password protected. To view it please enter your password below:

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც ბენზინი არ გაქვთ?

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ როდესაც მანქანაში ბენზინი გაგითავდათ და საჭესთან ნასვამი ზის? მხოლოდ დუმილის შენარჩუნება თუ შეგიძლიათ.

ჯერ კიდევ დილით ვწუწუნებდი თბილისში მინდა მეთქი და ბოლო 3 კვირის განმავლობაში პირველი საღამოა როდესაც ფეხზე წინდა არ მაცვია და ტანზე ჟაკეტი. თბილისში ვარ. მაგრამ თუ ჩამოვაღწევდი არ მეგონა.

ჩემი სოფელი არც თუ ისე შორს არის, 50+ კილომეტრია (სადღაც 60-მდე მგონი), 1სთ და 20 წთ სავალი გზა და ჩვენ მხოლოდ 5- ლიტრა ბენზინი გვისხია “ბაკში”. სხვა გზა არ არის, უნდა დავკმაყოფილდეთ და ვიმედოვნოთ, რომ პირველივე შემხვედრ სოფელში “ბენზინ-კალონკა” თუ არა ღვთისნიერი მაინც იქნება ვინც ბენზინს ყიდის.  “იმედი ბოლოს კვდებაო” იყო ჩვენი ამბავი.

სანამ სოფლიდან “ტრასამდე” გავაღწევდით საჭესთან მე ვიჯექი. სულ დამვიწყებია რა კარგი ყოფილა მანქანის მართვა, თუნდაც ნივის და თუნდაც იმ საშინელ გზაზე. მერე რა რომ მხოლოდ მესამეთი მოვზოზინებდი და შესაბამისად ბენზინსაც უფრო მეტს ვწვავდი, მთავარია წარმატებით ვმართე მანქანა და ცოცხლები ვართ.

მამაჩემი საოცარი სისწრაფით მიდიოდა, საოცრად მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი რომ ნასვამი კაცი საჭესთან საშინელებაა. დაახლოებით 10 წუთში დავფარეთ ნახევარი საათის სავალი გზა და სოფელ ორბეთს მივაღწიეთ, ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ბენზინი არავის ჰქონდა, არც გასაყიდი და არც გასათხოვებელ-გასაჩუქებელი. შემდეგი სოფელი პანტიანი იყო, ჩვენდა საუბედუროდ იქამდე მხოლოდ აღმართებია, მაგრამ მაინც შევუდექით “გოგოლგოთას” იმ იმედით, რომ იქ მაინც ვიშოვიდით 1 ლიტრა ბენზინს. შენც არ მომიკვდე 😐 ბენზინი კი არა, გამარჯობა რომ გვითხრეს ლამის მადლობა გადავუხადეთ.

პანტიანს გავცდით და ბენზინიც გაგვითავდა. “ბაკი” იმდენად დაცარიელდა, რომ მანქანა არც კი იქოქებოდა. დასახლებას გამოვცდით, ბნელა და ჩვენს ბედათ მანქანაც კი არ დადის. ან დადიან მაგრამ ზრდილობიან უარს გვეუბნებიან 1 ლიტრა ბენზინზე, ზოგიც “უშლანგობას” იმეზეზებს. ღვთისნიერი ადამიანი ჯერ კიდევ არსებობს თურმე. შორი ახლოს ნივით ორი ზორბა კაცი დასუნსულებდა, მოვიდნენ დაგვხედეს, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და ბუქსირით ჩაბმა ჩემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა დავთანხმდით.

წინ დიდი აღმართ-დაღმართი გველოდა. როგორც აღმოჩნდა ჩამქვრალზე “ტორმუზები” ძნელად, ან საერთოდ არ იჭერს. ზემოთ აღვნიშნე, რომ  ბენზინი ბოლო წვეთამდე გათავებულია და მანქანას ვერ ვქოქავთ. ტროსი საოცრად მოკლეა, მანქანა ჩვენგან ორ ნაბიჯზეა და დაღმართზე ძალიან იოლი შესაძლებელია დავეჯახოთ, რადგანაც მუხრუჭი არ იჭერს. გაგვიმართლა და შვებით ამოვისუნთეთ. წყნეთამდე მშვიდობით მივაღწიეთ, ჩავასხით ბენზინი და 20 წუთში სახლში ვიყავი.

რამდენიმე გულწრფელი რჩევა:

1. მანქანაში აუცილებლად გეგდოთ პატარა “შლანგი”, ბოთლი, და კიდევ უკეთესი იქნება თუ იმ ბოთლში ბენზინი იქნება და აუცილებლად ბუქსირი.  “შლანგი” დაგჭირდებათ ბენზინის “ამოსაკაჩავებლად” ვინმეს ბაკიდან, რათა მერე თქვენთან ჩაასხათ.
2. შეეცადოთ ბენზინი გაგითავდეთ დასახლებულ ადგილას და არა ყველაფრისგან მოწყვეტილ არემარეში.
3.  არ უნდა შეგცხვეთ გამლელი მანქანების გაჩერება და 1 ლიტრა ბენზინის თხოვნა. მერე რა რომ არ მოგცემენ. თქვენი ვალია გაუღიმოთ და მხოლოდ გულში შეაგინოთ.

კარგია თბილისში, ჩემს ოთახში და რაც მთავარია აბაზანააა გადასარევი ❤

ღამის სეირნობა

დილიდან მეწუწუნება და არავინ მომყვება სასეირნოდ. ხან ვის მივწერე, ხან ვის და არავინ ამყვა, არავინ წამოვიდა ჩემთან ერთად ორიდე ნაბიჯის გადასადგმელად.ბოლოს 7–საათი რომ მოახლოვდა გავიკეთე მაკიაჟი (რა ჯანდაბად მინდოდა), გამოვიპრანჭე, ქუსლებზე შევხტი (თავში ტვინი რომ არ მქონდა), გადავიკიდე ჩანთა და გავუყევი წერეთელს.

ჯერ ჩემი საყვარელი ხიდი მოვინახულე. ცოტა ხანს იქ გავჩერდი. ძალიან ბნელოდა მაგრამ მაინც კარგი იყო. ელექტრო დეპოსთან მივცუნცულდი და მეტროთი რუსთაველზე ამოვყავი თავი. ვიფიქრე ვერის ბაღში გავისეირნებ და მერე წავალ სახლშითქო,მაგრამ მაგდონალდის ნაყინის სურვილმა მძლია. ნელ–ნელა რუსთაველს ჩავუყევი და თან გზაში ჩემს სიდებილეზე ვწუწუნებდი, ქუსლებზე რამ ჩამაცმევინა როცა სასეირნოდ მივდივარ, თანაც მარტო. მთაწმინდაზე მინდოდა ასვლა მაგრამ დამეზარა ავტობუსის ლოდინი. თავისუფლებაზე ვიყავი როდესაც ერთი ადამიანი გამახსენდა და მისი ნახვა ვინატრე, უფრო სწორედ გავიფიქრე ვნახავთქო, მაგრამ გვიანი იყო. თანაც დღეს ისეთი დღეა დალევის შანს ხელიდან რომ არ უშვებენ ხოლმე, ხოდა ისევ მარტო ყოფნა ვარჩიე. თავისუფლებიდან ლესელიძეზე გადავედი, ბოლოს მეტეხთან ამოვყავი თავი. რა ლამაზი იყო ღამის თბილისი ♥♥ სახლში სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი და კიდევ ერთ ასეთ საღამოს ვნატრობ, ოღონდ ზამთარში და ოღონდ თოვლში.

დავდიოდი და ვფიქრობდი არაფერზე… არ მინდოდა ეს საღამო ფიქრებს გაეფუჭებინათ.

ჩემი წასვლა არავის გაუგია, შესაბამისად არც დაბრუნება…