Tag Archives: თსუ

აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი 🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის 🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

1 კვირა ლუდის ფესტივალამდე

მას შემდეგ რაც გავიგე რომ თსუ-ში გადაბარებები 17 ივნისიდან იწყება ვერ მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა მინიმუმ 10 დღე თბილისში, სრულიად უსაქმურს. ხოდა, ერთადერთი რაც გამახსენდა თბილისის ლუდის ფესტივალია,

13-14 ივლისს ვარდების მოედანზე ლუდის ფესტივალი იქნება. არ მახსოვს რამდენი წელია ტარდება, მაგრამ მე შარშან და შარშან წინ ვესწრებოდი. შარშან წინ ლუდი თბილი იყო, უფრო სწორად, ქაფი და ლუდის რამდენიმე წვეთი და შესაბამისად კარგი მოგონებები არ მაკავშირებს.

შარშან – ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. გართობა – მშვენიერი, ლუდი – კარგი, ცივი და ნაკლები ქაფით, ფასი – 1 ლარი, ამინდი – მშვენიერი. მოკლედ, ყველაფერი იყო იმისთვის რომ მოკვდავი ადამიანები კარგად გართობილიყვნენ მეგობრებთან ერთად ლუდის ფესტივალზე.

რატომღაც, ხალხი ლუდის ფესტივალის გაგონებისთანავე პირველს რასაც კითხულობს ფასებია. უფრო სწორად, იქნება თუ არა ლუდი უფასო. საერთოდ, ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ლუდი უფასო, თუნდაც ლუდის ფესტივალზე. არსად, არც-ერთ ქვეყანაში, ისეთი კარგი რამ, როგორიც ლუდია, უფასო არ არის. ლუდის ფესტივალი ემსახურება ლუდის პოპულარიზაციას, ხალხის გართობას და ჯასთ იმის აღნიშვნას კიდევ ერთხელ, რომ კარგი სასმელია ლუდი. ბიერფესტის ბლოგზე (ლინკი) შეგიძლიათ იხილოთ 10 საუკეთო ლუდის ფესტივალი ფასებითურთ და დარწმუნდებით რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე ლუდი საკმაოდ იაფია.

შემდეგი კითხვები უკვე ლუდთან დაკავშირებით მოდის ხოლმე: “აუ ისევ მხოლოდ ნატახტარია?”, “აუ ქართული ბანძი ლუდები უნდა იყოს?”, “აუ მე მაგათ არ ვსვამ” და ა.შ.
ჯერ ერთი, ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი ნატახტარია და რატომ ითხოვს მასა რომ ყველა ლუდი იყოს ფესტივალზე ვერ ვხვდები. ყველა კომპანია ერთად რომ ატარებდეს კიდევ ჰო, მეორეც, თუ ცუდი ლუდია ნატახტარი და კაპიკის ფასი არ არის და ა.შ რატომ ყიდულობს ხალხი? სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ ნატახტარის ქარხანაში ვიყავი და ბლაინდ ტესტი ჩაგვიტარეს, რაც მდგომარეობდა შემდეგში: დავლიეთ ორი ლუდი და წარმოდგენა არ გვქონდა რას ვსვამდით. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ (7-კაციდან 6-მა) ვთქვით რომ #1 ლუდი იყო უკეთესი, ხოლო ერთმა კაცმა თქმა რომ #2 იყო კარგი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ის ლუდი, რომელიც უმრავლესობას მოგვეწონა ნატახტარი იყო, მეორე კი კონკურენტი ორგანიაციის, რომლის სახელწოდებაც არ გაგვიმხილეს. შესაბამისად, ვგონებ არც ისეთი ცუდი ლუდია როგორი დამოკიდებლებაც ხალხს აქვს. თანაც, ეს ის მომენტია როდესაც ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული, და ჰო, ცოტა პეროზეც : )

შარშან და იმის წინ, ლუდის გაყიდვა ხდებოდა პირდაპირ ბარიდან. ანუ, მიხვიდოდი, გადაიხდიდი ფულს, გაძლევდნენ ერთ კათხა ლუდს. წელს კუპუნებზეა დამოკიდებული თქვენი ლუდი. გაიყიდება კუპონები, რომლის საშუალებითაც გექნებათ მერე საშუალება იყიდოთ ლუდი, მარტივად რომ ვთქვათ, კუპონს გადაცცვლით ერთ კათხა ლუდზე. ერთი კუპონი 1,5 ლარი ღირს და ყველა ლუდს სხვადასხვა რაოდენობის კუპონი სჭირდება.  კუპონების გავრცელება მოხდება პრომო გოგონების მიერ, რომლებიც ივლიან ფესტივალზე და გაყიდიან კუპონებს, ანუ ერთ ადგილას სალარო და რიგი არ იქნება. პრინციპში, ძალიანაც კარგი ფასებია კარგი ლუდისთვის. ხალხი კარგ ლუდს ითხოვს, კარგი ლუდი კი იმაზე ძვირია ვიდრე 1 ლარი. ასე რომ, მასას მოუწევს იმის გააზრება რომ თუ უნდა კარგი ლუდი, კარგი ფესტივალი და ა.შ უნდა გადაიხადოს იმ ლუდის ექვივალენტი რასაც სვამს ^_^

1

წელს, გარდა იმისა რომ შეიცვალა გადახდის წესი, მრავალფეროვანი გახდა ლუდების ჩამონათვალიც. 13-14 ივლისს, ლუდის ფესტივალზე იქნება:  ნატახტარი, კოზელი, მთიელი, ეფესი და კაიზერი. ასე რომ, ცოტათი ნაკლები საწუწუნო აქვს ხალხის უმრავლესობას წელს 🙂

უკვე დაიდო ლაინ აფიც, რაც მთავარია ლუდის ფესტივალს ფექგრაუნდად აღარ გაჰყვება მგზავრების ჰიტები 🙂 ე.ი 13 ივლისს გამოვლენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი, სალიო
14 ივლისი – ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე, შინი.

გული მიგრძნობს მშვენიერი ვიქენდი მელოდება წინ. მთავარია მალე მოიდეს 13 ივლისი და მე ამასობაში მოვიფიქრო რა შეიძლება გავაკეთო ამ ერთ კვირაში.

1

Tsu VOL6

VOL6 იმიტომ, რომ მეექვსე სემესტრია თსუ-ში ვარ, მეექვსე სემესტრია საგნებს ვირჩევ კისრის ტეხვით, მეექვსე სემესტრია ყოველი სემესტრის დასაწყისში ვილანძღები და ვიგინები, მეექვსე სემესტრია სემესტრის დასაწყისში მიმკვდარი ვარ კომპიუტერს, მეექვსე სემესტრია მძულს ის სერვერი რომელზეც sms.tsu.ge-ა განთავსებული.

თუმცა, წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით, ამ სემესტრში გაცილებით კარგად და ორგანიზებულად იყო ყველაფერი:

1.იურისტებს ცალკე გაგვეხსნა ბაზა და შესაბამისად უფრო ნაკლებად ჭედავდა. ანუ, თუ მანამდე მჭირდებოდა 1 საათი, რომ როგორმე შემეღწია ბაზაში, ამ სემესტრში მხოლოდ 20 წუთი დამჭირდა.
2. ფეისბუქზე დეკანის მოადგილემ გააკეთა გრუფი, სადაც შეძლებისდაგვარად ხშირად წერდა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას. მაგალითად, წერდა  რომ ადგილების დამატება მოხდებოდა სისტემატიურად 12-საათიდან 5-საათამდე, ან ადგილები საგნებზე დაემატებოდა 3-საათზე. და წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით არ მიწევდა უნივერსიტეტიდან სახლში და სახლიდან უნივერსიტეტში სირბილი იმის გასარკვევად დაემტებოდა თუ არა ადგილები ამა და ამ საგნებს.
3. შეძლებისაგვარდ ყველა ჩვენს კითხვაზე ეცემოდა პასუხი. თუ უშუალოდ დეკანის მოადგილე არა, სხვ სტუდენტები, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ ჩართულნი აკადემიურ რეგისტრაციაში, გვეხმარებოდნენ.
4. ბაზაში გაკეთდა სპეციალური ველი, საიდანაც შეგვეძლო მიგვეწერა აკადემიურ რეგისტრაცისთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მოგვეთხოვა ადგილების დამატება ამა თუ იმ საგანზე და ა.შ. ჩვენი ეს წერილები დღის ბოლოს იკითხებოდ და მეორე დღეს ამატებდნენ ადგილებს. თუმცა, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა, დაემატებინათ ადგილები იმ ლექტორთან რომელთანაც მინდოდა არ გაუთვალისწინებიათ და ჯიბრზე ამატებდნენ მეორე ლექტორთან 🙂

აღარ მახსენდება ის პლიუსები რაც ამ სემესტრში იყო. რისფექთ თსუ რომ ამჯერად ყველაფერი შედარებით ორგანიზებულად გაკეთდა, ვიყავით ბოლომდე ინფორმირებულები და ა.შ

თუმცა, მაინც მინდა, რომ თსუ-ს ბავშვებმა ლარ-ლარი შევაგროვოთ და ახალი სერვერი ვიყიდოთ sms.tsu.ge-სთვის.

პ.ს უბრალოდ წუწუნი იმაზე, რომ ბაზა გვიან გამეხსნა და შესაბამისად ვერ ავირჩიე  რომელი ლექტორიც მინდოდა და საშინელი ცხრილი მაქვს მეზარება და ჯერჯერობით იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ამ სემესტრში გაკეთდა.

ეტლით უნივერსიტეტში

სამშაბათი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა წინა სემესტრში. ჩემი სამშაბათი ორშაბათობდა და დილით ადრე მიწევდა ადგომა. თანაც, ისეთი ლექცია იყო ვერ გამეგო რას ვსწავლობდი, ან რატომ. პირველი რამდენიმე ლექცია კიბეებზე გავატარეთ ფაქტობრივად, მაღლდა – დაბლა დავდიოდით და ვეძებდით ისეთ აუდიტორიას სადაც პრეზენტაციას გაუშვებდა. იდეაში რომელი აუდიტორიაც გვეკუთვნოდა ის დაკავებული დაგხვდა.

ერთ-ერთი ასეთი სამშაბათი იყო, 9-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა. 15 წუთში ლოგინიდან წამოვიზლაზნე, აბაზანაში გატარებული 15 წუთის შედეგად გამოვფხიზლდი, ჩავიცვი და 10-ის 15 წუთზე უკვე გაჩერებაზე ვიდექი და გატენილ 21 ან 51 ნომერ ავტობუსს ველოდებოდი.

ზუსტად 10-საათზე უნივერსიტეტის კიბეებს მივადექი და აუდიტორიისკენ წავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა რომ მომლოდინე ბავშვებს შორის ეტლით მოსარგებლე ადამიანი შევამჩნიე. გავოცდი, ვერ მივხვდი საიდან მოვიდა. მაგრამ მერე გამახსენდა, თსუ-ს მეორე კორპუსს, კიბეების ერთ ნაწილს აქვს ე.წ პანდუსები. თუმცა, იმ პანდუსებზე ფეხით მოსიარულე ძლივს ივლის და წარმოდგენა არ მინდა როგორ უჭირს ეტლით მოსარგებლეს იმ “პანდუსებით” სარგებლობა. პანდუსები დამაგრებულია პირდაპირ კიბეებზე, შესაბამისად არის ძალიან დახრილი და რთული ასასვლელი, ამასთანავე პანდუსები დამაგრებულია არა მოაჯირის, არამედ კედლის მხარეს და არანაირი სხვა დამხმარე საშუალება რომ ეტლიანმა ადამიანმა შესძლოს ამოსვლა. საბოლოო ჯამში, მგონი ეს პანდუსები სულაც არაა გათვლილი ეტლით მოასიარულე სტუდენტისთვის.

როგორც გავარკვიე აღნიშნული სტუდენტი ლექციებზე მამას დაჰყავს. რადგანაც შეუძლებელია სხვანაირად იმ პანდუსებით სარგებლობა. თანაც, ეს პანდუსები დამაგრებულია არა იმ კიბეებზე, რომლითაც სტუდენტების 90% სარგებლობს, არამედ მეორე, უკანა კიბეებზე. ნუ კარგი, მეორე კორპუსში მამას დაჰყავს, მაგრამ ძალიან შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ მაღლივის ბიბლიოთეკაში, სადაც გამოცდებს ვაბარებთ, არ არის საერთოდ რაიმე მოპანდუსო ელემენტიც კი. შესაბამისად, მამას უწევს სთხოვს ბიჭებს რომ მისი შვილი ხელში აყვანილი აიყვანონ კიბეებზე. ძალიან, ძალიან ცუდ და არასახარბიელო სიტუაციაშია მამაც და შვილიც. წარმოიდგინეთ, მამა ფაქტობრივად შვილის ცხოვრებით ცხოვრობს, დილიდან საღამომდე უწევს შვილის აუდიტორიიდან აუდიტორიაში ტარება და დანარჩენი დროის უსაქმურობაში გაყვანა.

შევეცადე თავი ეტლით მოსარგებლეს ადგილას დამეყენებინა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა. წარმოვიდგინე,რომ მუდმივად ვიღაცის ხელით სატარებელი ვარ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში არ არსებობს ის პირობები, რომ ეტლიანმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნობს. ერთი-ორი მახსენდება ეგეთი, თუმცა, იქ სწავლის გადასახადი იმხელაა რომ ალბათ ვერ გავწვდებოდი. კარგი, რამენაირად მოვხვდი უნივერსიტეტში და ვიღაც ყოველთვის მადგას თავზე რომ მატაროს აუდიტორიიდან აუდიტორიაში, მერე? აუდიტორიაში შესვლისას უკვე პრობლემა წარმომექმნებოდა, ზღრუბლზე გადასვლისას უნდა მეწვალა. მერე ბავშვებისთვის მეთხოვა რომ მერხისთვის სკამი მოეშორებინათ რომ მე ჩემი ეტლით მივგორებულიყავი. თუმცა, თსუ-ში, და მგონი უმეტეს უნივერსიტეტებში, ისეთი მერხებია რომლებსაც თავისი სკამი მოჰყვება და საკმაოდ გრძელია, ე.ი სკამს ვერ მოაცილებდნენ მერხს და მე მერხთან ვერ დავჯდებოდი. მომიწევდა რომ აუდიტორიის მიღმა ვყოფილიყავი, სადღაც მერხებს შორის გაჩხერილი, ან მერხების წინ და მოწყვეტილი სემინარს თუ ლექციას. უნდა ვჯდარიყავი იქ სადაც ყველას ყურადღებას მივიქცევდი და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალი ჩემსკენ იქნებოდა.

ის ბავშვი ერთადერთია, რომელიც თსუ-ში შევამჩნიე. პრინციპში ეგეც მიკვირს. არ არის არანაირი პირობა იმისთვის რომ ეტლით მოსარგებლემ მიიღოს სრულყოფილი განათლება და ამაში ხელი არ შეეშალოს. აუდიტორიამდე რომ ვერ მიაღწევ დამოუკიდებლად, შემოვლითი გზებით და ვიღაცების დახმარებით რომ გიწევს აუდიტორიიდან აუდიტორიაში წასვლა, ტუალეტიც კიარაა ინვალიდებისთვუს, ეს ყველაფერი ვგონებ არც ისე სახარბიელოა. თანაც ამ ყველაფერს ბონუსად მოსდევს სტუდენტების, ლექტორების, დეკანატის სევდით აღსავსე თვალები, რომლებიც გამოხატავენ: “რა უბედური ხარ შე საწყალოს”.

რამდენიმე კვირის წინ პროექტ “education is your right”-ს ფარგლებში დისკუსია გაიმართა, რომელიც ეხებოდა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს საქართველოში. დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო კვლევა, რომელიც ESN Tbilisi ISU – მ (erasmus student network) ფონდ “ღია საზოგადოების” დაფინანსებით ბოლო 5 თვის მანძილზე ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კვლევის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენდა:  უცხოელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები. კვლევის შედეგების მოკლე მიმოხილვა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე და თავად დარწმუნდეთ რომ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ მაშინ, როდესაც ცდილობენ მიიღონ სრულყოფილი განათლება.

ცოცხალი ბიბლიოთეკა

გადალახე ბარიერები,
დაძლიე შენი ცრურწმენები!

გუშინ, 20 თებერვალს, მესამედ ჩატარდა ცოცხალი ბიბლიოთეკა. წინა წლებში გარეთ და თბილ დღეს ტარდებოდა ხოლმე. პირველად ვერის ბაღში შევეჩეხე შემთხვევით “წიგნებს” , მეორედ უკვე ვაკის პარკის პარკში დავუწყე ძებნა. ორივე წელს მახსოვს რომ თბილოდა, კარგი ამინდი და ბევრი ხალხი იყო.

წელს თსუ-ს პირველ კორპუსში ჩატარდა, 06 აუდიტორიაში. “წიგნები” შარშანდელისგან განსხვავებით მრავალფეროვანი იყო, ახლებიც დაუმატებიათ. თუმცა, ძირითადი “ლიტერატურა” მაინც იგივე დარჩა. წიგნების სახით წარმოდგენილნი იყვნენ:  სომეხი, აფრო-ამერიკელი, იტალიელი ემიგრანტი, ქურთი, დევნილი აფხაზეთიდან, მუსლიმი, ათეისტი, ბაფტისტი, ფემინისტი, უსინათლო, შეზღუდული უნარის მქონე – ეტლით მოსიარულე, ყოფილი პატიმარი, უსახლკარო, მწერალი, ფსიქოლოგი, მეტალისტი, ვეგეტარიანელი, EVS მოხალისე, ადგილობრივი მოხალისე, პროექტების კოორდინატორი, ახალგაზრდების ლიდერი და მულტიფლეიერი.

ცოცხალი ბიბლიოთეკა

 არ მომეწონა ერთ აუდიტორიაში შეყუჟული “წიგნები”. მართალია აუდიტორია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო მაინც ჩაიხუთა. მე მაინც მომხრე ვარ რომ გარეთ ჩატარდეს ხოლმე, თუნდაც იმიტომ, რომ უბრალო გამვლელების ყურადღება მიიქციოს და მათაც დაემსხვრას სტერეოტიპეპი.

ცოცხალი ბიბლიოთეკის მიზანია სტერეოტიპების მსხვრევა. აკეთებენ ივენთს ფეისბუქზე და იწვევენ ხალხს თსუ-ს პირველ კორპუსში, თან 06-აუდიტორიაში. ანუ, თუ სპეციალურად არ წახვედი ცოცხალ ბიბლიოთეკაზე, შემთხვევით მოხვედრის შანსი არ გაქვს. მე კიდევ მგონია, რომ ის ხალხი მვიდა, ვისაც ისედაც არ გააჩნდა სტერეოტიპები და უბრალოდ რაღაც აინტერესებდათ, მაგალითად, როგორ უწყობს მთავრობა ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. კი, ეს ბიბლიოთეკა რაღაც მომენტში ინტერესების დაკმაყოფილებასაც ემსახურება, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუკი მიზანია სტერეოტიპეპის მსხვრევა, მაშინ უნდა შეიმუშავონ უკეთესი მექანიზმი იმ ხალხის მისაზიდად ვისაც გააჩნია ეს სტერეოტიპეპი. სწორედ ამიტომ ვარ მომხრე, რომ გარეთ, ქუჩაში, სადმე სკვერში ტარდებოდეს “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, იქ, სადაც ბევრია შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სავსეა სტერეოტიპეპით.

ცოცხალი ბიბლიოთეკა

ალბათ ყველაზე ნაკლებად რაც გამაჩნია ეს სტერეოტიპებია, სწორედ ამიტომ წიგნებით ნაკლებად დავინტერესდი. ზოგადი სურათი მაინტერესებდა. და უფრო იმიტომ, მივედი რომ პირველზეც ვიყავი, მეორეზეც და მესამეს უბრალოდ ვერ “გავმაზავდი”. მეგობარი შემხვდა იქვე, რომელსაც ავეკიდე და თავის არჩეულ წიგნებთან დავყვებოდი. მაგრამ, მისი არჩეული “წიგნებიდან” ორი არ იყო. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა. მგონია რომ როცა რაღაცას აკეთებ, უბდა გააკეთო კარგად და თუ ხარ წიგნი, უნდა იყო წიგნი :/

იმედი მაქვს მომავალ წელს მაინც იქნება თბილ დღეს და მზიან ამინდში ^_^

მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

hate you, tsu!

უკვე ტრადიციად მექცა რომ ყოველი სემესტრის დაწყების წინ მინიმუმ 1 კვირა ვლანძღო თსუ და მისი ადმინისტრაცია.

მათ ზუსტად იციან როგორ უნდა შეუშალონ ხელი სტუდენტებს მშვიდ და წყნარ ვითარებაში აირჩიონ სასურველი საგნები. იციან, რა ადვილია იმოქმედო სტუდენტის ფსიქოლოგიაზე როდესაც სავალდებულო საგნებზე გაქვს იმდენად მცირე ადგილი რომ ბაზის გახსნიდან 10 წუთში სავსეა.

ჯერ იყო და სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ბაზა დათქმული 7 მარტის ნაცვლად 5 მარტს იხსნებოდა. მე, ისევე როგორც ალბათ სტუდენტების უმეტესობა, სასწავლო წლის ვადებს ეძებს tsu.ge–>სწავლა–>2011-2012 სასწავლო წლის ვადებში, და არა sms.tsu.ge-ს შესასვლელში რომ წითლად წერია “სასწავლო ვადები” იქ. თანაც, ბრძანება, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყებოდა 5 მარტს, გამოქვეყნდა 4 მარტს, საღამოს. მე, ჩემის მხრივ, ძალიან უსამართლოდ და უპასუხისმგებლო საქციელად მივიჩნევ, სასწავლო წლის ვადების შეცვლას ერთი დღით ადრე.

მეორე პრობლემა რომელიც მუდმივად არსებობს ეს არის სასურველ საგნებზე ადგილების რაოდენობა. არასოდეს, არასოდეს არ არის ისინი საკმარისი რაოდენობით. ჯერ კიდევ დილით, 11-საათზე შევამოწმე ბაზა, დახურული დამხვდა, სავარჯიშოდ წავედი, დავბრუნდი და ყველა საგანზე ადგილები შევსებული იყო. პრინციპში, არ ყოფილა დიდი სიურპრიზი ჩემთვის თსუ-ს ბარდაგი, მაგრამ მთელი დღეა ვზივარ და ვარეფრეშეფ და ადგილები ცოცხალი თავით არ ემატება. ჩემი ამბავი, რომ ვიცი აუცილებლად დაემატება ადგილები, ოღონდ მაშინ როდესაც მეძინება, ან მაშინ როდესაც ამ პოსტს ვწერ და საწყალობელი 30 ადგილიც წამში შეივსება. sad story, but true. დავარეფრეშე და არ დაუმატებიათ.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ქულების დადებამდე ბაზის გახსნაა. წარმოიდგინეთ, ელოდებით ქულებს, რომლებზეც დამოკიდებულია გაგიხსნით თუ არა მომდევნო საგნებს და ამ დროს იხსნება ბაზა. თანაც, ზუსტად იცით რომ ბაზაში სავალდებულო საგნები, გახსნიდან 10 წუთში სავსეა.  რა უნდა ქნა ამ დროს გარდა იმისა, რომ გახსნა თსუ-ს საგამოცდო ცენტრის ფეიჯი და საყვარლად აგინო ყველას? ალბათ სხვა გზა არც გაქვთ. თქვენ ხომ არ იცით ჩააბარეთ თუ არა  და გაქვთ თუ არა შანსი რომ აირჩიოთ სხვა, ან იგივე, საგანი.

კიდევ ერთი პრობლემა სასწავლო სემესტრის საფასურის გადახდას და ბაზის ურთიერთკავშირს ეხება. თუ კი არ გაქვთ დაფარული სემესტრის 50% მაშინ ბაზა არ გაგეხსნებათ. თანხის გადახდა შესაძლებელია 10 მარტამდე. გადახდის შემდეგ ბაზა 2-3 დღეში იხსნება. ე.ი თუ კი თანხას 10 მარტს გადაიხდით, ბაზა შესაძლოა 12-ში გაგეხსნათ, მაშინ როდესაც სწავლა იწყება და დამრწმუნეთ, ყველა საგანი უკვე შევსებული იქნება.

ყველაზე საინტერესო იცით რა არის, როდესაც მოითხოვთ ადგილების დამატებას? გთავაზობენ აირჩიოთ სხვა ფაკულტეტის სასწავლო საგნები. სასაცილოა.

დავიჯერო არ შეიძლება ერთხელ მაინც შეცდნენ და სავალდებულო საგნებზე მაინც იყოს იმდენი ადგილი, რომ ყველა სტუდენტმა შესძლოს ნორმალურ ვითარებაში არჩევა? დავიჯერო არ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც შესძლოს სტუდენტმა დაიძინოს მშვიდად და არ ეშინოდეს რომ ადგილები შევსებული დახვდება? არ შეიძლება სტუდენტებთან ასე მოქცევა!

პ.ს სოც-პოლზე მგონი შედარებით უკეთესი ვითარებაა. ყოველშემთხვევაში ჩემს დას არჩეული აქვს ექვსივე საგანი, სემინარებითურთ და ცხრილი მზად აქვს. მებადება კითხვა, რა დავაშავეთ სხვა ფაკულეტის სტუდენტებმა?