Tag Archives: იმედი

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))

მომავალი მძღოლი = )

დღეს დედაჩემსაც შევუთანხმდი და ალბათ ამ დღეებში დავიწყებ სიარულს მართვის მოწმობის ასაღებად. უფრო სწორედ, ჯერ ვისწავლი თეორიას და პრაქტიკას და მერე შევეცდები მართვის მოწმობაც ავიღო.

როგორც კი თანხმობა მივიღე რომ დამაფინანსებდნენ და ავტო სკოლაში ვივლიდი, ეგრევე იმაზე დავიწყე ფიქრი როგორი მძღოლი ვიქნებითქო. გული კინაღამ გამისკდა 😐

არ შეიძლება ჩემი საჭესთან დასმა. ვიქნები ძალიან,ძალიან ცუდი მძღოლი. დავარღვევ წესებს (თუ არ მომეწონა ის წესი), გადავაჭარბებ სიჩქარეს, ვინაგლებ გზაზე მოძრაობისას და სავარაუდოდ ნასვამიც დავჯდები ხოლმე.

ეს ეხლა ვფიქრობ და იმედია მართლა ეგეთი არ ვიქნები 😐

საჩივარი #1

ბლოგროლი რომ არსებობს დიდ მადლობას ვუხდი მათ შემქნელებს.

მაგრამ შვილს რომ გააჩენ იმას მოვლა და პატრონობაც სჭირდება.

თქვენ კიდევ რა გააკეთეთ? სრული დომხალი (რბილად ნათქვამია) მეფობს იქ. ეს პრეტენზია მარტო პლიუს-მინუსებს არ ეხება. ზოგადად, მთელი საიტი ”დანაგვიანებულია” და უპატრონო ბავშვივით არის. 3297 თემა არის გახსნილი სადაც ადმინისტრაციისგან პატარა ყურადღებას ითხოვენ. 3488 თემა არის გახსნილი სადაც სამართალს ითხოვენ. ამ შემთხვევაში პლიუს მინუსებზე რაიმე ”კანონის” ამოქმედებას. იქნებ გაითვალისწინოთ ჩემი თუ არა მთელი, სრულიად საქართველოს ბლოგერების ”პრეტენზიები” და კეთილი ინებოთ და რამე მაინც შეცვალოთ? ან ყურადღება გამოიჩინეთ და ის მაინც გვითხარით ჩვენი იმედი ნუ გაქვთ უკვე დიდები ხართ და თავს თავად მიხედეთო.

ჩემი აზრით კარგი იქნებოდა, თუ მთლიანად blogroll-ს რედაქტირებას გაუკეთებდით. შექმნიდით პატარა ფორუმს სადაც თემებად იქნებოდა დაყოფილი ყველა პრობლემა (თუ არ იცით რა პრობლემებია შეგიძლიათ ”დისკუსიებში” ნახოთ) და მათი მოგვარების გზები. თუ ყველა შესაძლო პრობლემას ცალ-ცალკე და ნათლად ჩამოაყალიბებდით აღარ დასჭირდებოდათ ბლოგერებს 325658 თემის გახსნა ადმინისტრაციის მოთხოვნით. დისკუსიები რომ რსებობს ალბათ კარგია მაგრამ არა დამხმარე. რადგან ადმინისტრაცისას, რბილად რომ ვთქვათ, ვკიდივართ და ეს ”პატარ-პატარა ბლოგერები” ყველას ვერ ვეხმარებით/ვერ გვეხმარებიან.

იმედია გაითვალისწინებთ და რამეს მაინც იზამთ და არ აგვაჯანყებთ გადადექის ძახილით = ))) მიაქციეთ ყურადღება თქვენს შვილს!!! ნუ ექცევით მას დედინაცვალივით!

პატივისცემით სიყვარულოვნა

გოგონა გარეუბნიდან

ამ დღეებში მეგონა არაერთი პოსტი დაიწერებოდა ახალ ქართულ სერიალზე, რომელიც ყოველ ორშაბათს 10-საათზე გადის იმედის ეთერში.

პირველი სერია წინა ორშაბათს, 24 მაისს იყოს. რატომღაც ისევ უგემოვნოდ გაკეთებულ სერიალს ველოდებოდი. სადაც ასევე უგემოვნო და ”ხელოვნური” მსახიობები იქნებოდნენ. ”გოგონა გარეუბნიდან”- ეს არის ამერიკული ”ბეტის” ანალოგია, რომელიც ”ღამის შოუს” ბიჭებმა ”გადმოაქართულეს” და მე პირადად ძალიან მომეწონა. სერიალში არიან როგორც ცნობილი ისე უცნობი მსახიობებიც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს დავალებას. ყურების დროს სიყალბის შეგრძნება არ დამრჩენია.

მოუთმენლად ველოდები მორიგ ორშაბათს და ახალ სერიას. იმედი მაქვს, რომ პირველი შთაბეჭდილებები არ გაქრება = ))

აქვე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან:

როგორც გვითხარი, ანალოგიური პროექტებისგან ქართული ვარიანტი იმით განსხვავდება, რომ მთავარ მოქმედ გმირს ტელევიზია აინტერესებს. კიდევ რით იქნება გამორჩეული ეს სერიალი უცხოურისგან?
– გვეყოლება აქტიური მეზობელი, რომლის როლსაც ნანული სარაჯიშვილი ითამაშებს, ორი მეგობარი გოგონა გვეყოლება – რუსკა მაყაშვილი და ნინო ქორიძე. ძალიან “სვეტსკი” დაქალები არიან, არაფერი მოსწონთ. ასეთი პერსონაჟები სხვა ანალოგიურ სერიალში არ ყოფილა. როცა იწყებ, ფორმულა თავიდან ერთია, მაგრამ მერე შორს რომ მიდიხარ, ქართული სიტუაცია იქმნება და აბსოლუტურად სხვა ფორმატს იღებს. ამერიკული სიტუაცია და იუმორი ქართულს ვერანაირად ვერ მოერგება.

რა ფორმატის არის სერიალი “გოგონა გარეუბნიდან”?
– ეს ჩვეულებრივი სერიალია, რომელშიც, რასაკვირველია, კურიოზული და სახალისო ამბები ხდება, მაგრამ ბევრს რომ ჰგონია, ეს “შუა ქალაქში 2”-ი იქნება, ცდება. “გოგონა გარეუბნიდან” კინოფილმის მსგავსი სერიალია, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ელემენტებით.

სერიალი კვირაში მარტო ერთი დღე რატომ გავა ეთერში?
– ანალოგიური სერიალები კვირაში ერთი დღე გადის ეთერში ბედნიერ ქვეყნებშიც კი და არა მგონია, ჩვენ რაც უნდა თავი მოვიკლათ, მეტი მოვახერხოთ