Tag Archives: იუბილე

1 წელი

ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემმა ბლოგმა არსებობა დაიწყო. მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ რა დავწერო და როგორ “აღვნიშნო” ეს ამბავი, მაგრამ წესიერი ვერაფერი მოვიფიქრე.

ამ 1 წლის განმავლობაში დღითი–დღე მემატებოდა ვიზიტორები, ფეისბუქზე ხალხი პირადი მესიჯებით: “იცი, მე შენს ბლოგს ვკითხულობ”. თითქოს არაფერი, მაგრამ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს თითოეული მკითხველი და ვიზიტორი რომელიც ყოველდღიურად შემოდის. ვერ ვხდებოდი და ძალიან მიკვირდა რა აინტერესებდა ხალხს ჩემს ბლოგზე, რატომ შემოდიოდნენ და რით ინტერესდებოდნენ, მე ხომ უბრალოდ პირადი ბლოგი მაქვს, იმდენად პირადი რომ ხშირად ინტერნეტ დღიურადაც მოვიხსენიებ.

 

ამ ერთი წლის განმავლობაში დავწერე 314 პოსტი, დაიწერა 2,720 კომენტარი და ძალიან დიდ წარმატებად ვთვლი. არასდროს მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა ვიზოტებისთვის, მაგრამ მათი  რაოდენობა 200–ს გადასცა.  მე მიყვარს ჩემი ბლოგი, მიყვარს თითოეული პოსტი, თითოეული კომენტარი და თითოეული მკითხველი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგინგი არასდროს მომბეზრდება და მომავალ წელს კიდევ უფრო კარგად “აღვნიშნავთ” ამ “იუბილეს”.

 

ჩემი სკოლა

დღეს ჩემს სკოლას 60-წელი შეუსრულდა (სინამდვილეში 61. დაამრგვალეს რომ ლამაზად ყოფილიყო). დღეს უკვე ჩამორთმეული დიმიტრი უზნაძის სახელიც დაუბრუნდა. პირველად ზარი 1949-წელს დაირეკა და ერთი პატარა ოთხ სართულიანი შენობა იდგა.მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლის შენობა საავადმყოფო დაწესებულებად იყო აშენებული და ხალხის ძალისხმევით გადაკეთდა სკოლად. უამრავი პიროვნება და ადამიანი ყავს გაზრდილი. არაერთი სახელოვანი მოღვაწე აუღზრდია. დღეს ღონისძიება ჩემი სკოლა დამთავრებული მოსწავლეებიც მოვიდნენ. მოსაწვევები გაუგზავნეს მათ ვინც სერიოზულ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი სტუმარი მურმან ჯინორია იყო. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თავის სიტყვაში გაიხსენა თუ როგორ მოყვანეს ამ სკოლაში 1954 წელს პირველ კლასში. გაიხსენა როგორ უყურებდა ხოლმე ფანჯრიდან გაზაფხულს. შემოიარა სკოლა და აცრემლებულიც წავიდა. წასვლისას ერთი ორი ლექსიც წაგვიკითხა. ასევე იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე (სახელი და გვარი არ მახსოვს), რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ყოველ 22-აპრილს აღნიშნულიყო  22-ე სკოლის  იუბილე. იყო ტელევიზიაც და საღამოს შემთხვევით საპატრიარქოს არხზე მოვკარი თვალი ჩვენს სკოლას. კიდევ ორნი იყვნენ ოღონდ რეები არ ვიცი. ლოგოები არ ჰქონდათ 😀 მოკლედ ყველაფერი წარმატებით დასრულდა =)) ჩემი მისია, გადამეღო მთელი ღონისძიება წარმატებით შევასრულე და სახლში აკანკალებული ხელით დავბრუნდი. ძალიან დაღლილი მქონდა. ეხლა აქვე მიდევს მაგიდაზე. დასამონტაჟებელია. მარა ჯერ კომპიუტერში უნდა გადატანა. გადატანას სპეციალური პროგრამა სჭირდება და ამიტომ, მე ხელს არ მოვკიდებ. სხვალ წავუღებ სკოლაში და რაც უნდათ ის უქნან ამ დისკებს. =)) მოკლედ ეს იყო რაა =))
სკოლა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ”ალუმნაის” პროგრამასთან დაკავშირებით და სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბი დააფუძნა. ღონისძიებას ერთ-ერთი კურსდამათავრებული მსახიობი მურმან ჯინორია ესწრებოდა.

ბოლო რამდენიმე დღე

უუფ რა სასწაულად იწელება დრო მასწავლებელთან რა.. განსაკუთრებით ახსნის პროცესსში. ეს ბოლო ნახევარი საათი შემომაწვება ხოლმე ძილი და თავს ათასი ხრიკით ვირთობ რომ არ ჩამეძინოს. დღეს სათამაშო არაფერი მქონდა წაღებული და ჩემს თითებს მივადექი. საწყლები =((  არა და რას ვერჩოდი, რა მინდოდა. დავიწყე ძიძგვნა. ჯერ ერთი ფრჩხილი,მეორე. ბოლოს სისხლიც წამომივიდა =(( კიდევ კაი ბამბა სულ თან დამაქვს.  თავს მაინც არ ვანებებდი ამ საცოდავებს, ბოლოს ისე ვქენი, რომ სიმწრისგან ყვრილი მინდოდა. სახლში ძლივს მოვედი და სანტავიკის ყუთი ამოვჩიჩქნე უჯრებში. დავიკარი 3 თითზე და კიდევ ორზე რომ დამეკრა მივხვდი, რომ ძაან ტეხავდა და სამით დავკმაყოფილდი. ციფრულის მოთრევა მეზარება, თორემ განახებდით გასაოდავებულ თითებს. უფრო სწორად,სანტავიკებს 😛

გუშინ ჩემი ძმის ოთახში მოვხვდი შემთხვევით. მაგიდაზე ჰარი პოტერის წიგნი ედო. მეორე ნაწილი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰქვია. უსაქმოდ ვიყავი, მოვკიდე ხელი წიგნს და ჩემს ოთახში მოვკალათდი და კითხვას შევუდექი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე,თვალები და თავი საშინლად ამტკივდა და ინგლისურზე მაგვიანდებოდა, ეს ნაწილი მაინც ბოლომდე ჩავამთავრე.საღამოს მოვლასლასდი სახლში, ვჭამე,დავისვენე და განახსენდა, რომ ჰარი პოტერის პირველი ნაწილიც მომეპოვებოდა სახლში. ჩავუჯექი იმასაც და ბოლომდე ალბთ დღეს დავამთავრებ, თუ არ დამეზარა. ხო და ეხლა ახალი თავსატეხი გამიჩნდა მესამე ნაწილი სად ვიშოვო. ფულის ამაში გადაყრა მენანება (ეგრეც არ გამიბერია), ვისაც ვკითხე არ გვაქო. მგონი ზოგმა ისიც არ იცოდა წიგნიც, რომ არსებობდა ამ ”გენიალური” ნაწარმოების.(ვინმეს თუ გაქვთ მათხოვეთ რაა. შვიდივე ნაწილი მინდა :P) არა და ნორმალური წიგნები დაილია კაცო? მაინც და მაინც ამ სისულელეს ვკითხულობ და ტყუილად ვიტანჯავ თავს.

ხოო… კიდე რაზე შეიძლება დავწერო???

აა უი ხო გამახსენდა…

ხუთშაბათს, 22 აპრილს, ჩემი სკოლის, 22-ე სკოლის, იუბილეა. 60წლის გახდა თქვენ კი ნუ ეხუმრებით. ხო დაა ბატონმა განათლების მინისტრნა, შაშკინმა უნდა მოვიდეოოო. დაფაცურდა სკოლის პედაგოგთა,შობლეთა საბჭო. დირექტორი ცალკე აფუსფუსდა და მოგვაკითხეს მეთორმეტე კლასელებსაც.თქვენზე უკეთესი ვინ უნდა დავახვედროო და მონაწილეობა უნდა მიიღოთ ღონისძიებაშიოო… იქ, რომ ყოფილიყავით და ჩვენი სახეები გენახათ უეჭველად შეგეცოდებოდი. თავი დავიძვინე 😛 მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა =(( დირექტორს გადავწყდი შემთხვევით და ისეთი ღიმილით მომესალმა მივხვდი რაღაც უნდა ეთხოვა =((  ”ყაზბეგში ძალიან კარგად იღებდი და ამ ღონისძიებასაც ხომ არ გადაიღებდიო?” ვიდეო დავკარგეთქო სიხარულით მივახალე, მაგრამ ”არაუშავს, ეგ პრობლემა არ იქნება, ხუთშაბათს 1-ზე აქ იყავიოო”. ხო და ბოლოს თავისებური იუმორი დააყოლა ”მარტო შენს მეგობრებს კი არ გადაუღო, ყველას. მეე, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუმრებსოო”. გავუღიმე და წამოვედი. სულ ბუზღუნ ბუზღუნით მოვედი სახლში რა ჯანდაბა მინდოდა სკოლაშითქო.

უი კინაღამ დამავიწყდა. იმ დღეს როცა ოპერატორობა შემომთავაზეს სკოლაში გაისმა ზარი მაგდონალდიდან. ბოლო ზარი როდის გვქონდა დაინტერესდნენ. როგორც ჩანს მოსვლას აპირებენ და სიმბოლური საჩუქრები უნდა დაგვირიგონ. ”გაგალამაზებენო” – დირექტორნა გვახარა. ამ მაგდონალდს მოყვება ერთი-ორი ტელევიზია რეკლამის პონტში და ასე ყველა ერთად ვიზეიმებთ სკოლის დამთავრებაას =))

p.s პოსტი თავიდან აღარ გადამიკითხავს და ტექსტსში არსებულ ხარვეზებს არ ვიმჩნევთ =))