Tag Archives: იურისტი

აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი 🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის 🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

ტრეფიკინგი – დაზარალებულები და ფონდი

როგორც წინა პოსტიდან გაიგეთ ტრეფიკინგის დანაშაული მსოფლიო დანაშაულების რიცხვში სიმძიმით და გავრცელებულობით მესამე ადგილზე დგას.

ტრეფიკინგის შეფასების და საბრძოლველად 3 დონე არსებობს:

  • კანონი,სადამსჯელო ღონისძიებები
  • დაცვისა და დახმარების ღონისძიებები
  • პრევინციული ღონისძიებები

არსებობს 3 დონის ქვეყნები:

  • პირველი დონის – რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირობას
  • მეორე დონის – რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი დონეებიდან რომელიმეს
  • მესამე დონის – რომელიც არ აკმაყოფილებს და არც აქვს სურვილი დააკმაყოფილოს.

მესამე დონის ქვეყნებს უწყდებათ ყველანაირი ჰუმანური დახმარება.
2002 წლისთვის საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნად, თუმცა 2003 წელს ის უკვე მეორე და მესამე დონის შუაში მოექცა. იმისათვის,რომ არ ჩამოსულიყო მესამე დონეზე და არ შეწყვეტოტა დახმარება 2003 წელს მოხდა დანაშაულის კრიმინალიზაცია და მივიღეთ კანონი. 2003–2006 წლებში საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნებში.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომელბიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

იმისათვის,რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება  ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. თუ კი მსხვეპრლს მიენიჭა სტატუსი, ფონდი:

  • უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას
  • სამედიცინო დახმარებას
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაიას
  • ეხმარება თავშესაფრით
  • ხდება მსხვერპლის გადამზადება/სწავლება
  • დასაქმება
  • რაც მთავარია დაცულია ანონიმურობა

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 4 თავშესაფარი. 2 ტრეფიკინგით დაზარალებულთათვის და 2 ოჯხური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის. თითოეულ მსხვერპლზე განსაზღვრულია გარკეული თანხა,რომელსაც მსვერპლი ვერ იღებს ხელთ. თავშესაფარში დარჩენა ნებაყოფლობითია (ვადა: 1 დღიდან 12 თვემდე), ოჯახური ძალადობის შემთხვევში ვადა მხოლოდ 3–თვემდეა. მიუხედავად,იმისდა მსხვერპლი დარჩება თუ არა თავშესაფარში, ის მაინც მიიღებს კუთვნილ დახმარებას.

რეიტენგრაციის პროცესის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია.თუმცა სოც.მუშაკებს დაზარალებულთან აქვთ მუდმივი კავშირი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ორგანიზაციებს და ისინი უწევენ დახმარებას. ყველა რეგიონში ფონდს ჰყავს საკუთარი სოც.მუშაკი.

ამჟამად თბილისის თავშესაფარში იმყოფება 4 ადმიანი. ასევე 4 ადამიანი იმყოფება ბათუმის თავშესაფარშიც. თავშესაფრის ადგილი კონფიდენციალურია. იქ მცხოვრებლებს, არ აქვთ უფლება ნებართვის გარეშე დატოვონ შენობა,ემსახურებათ მძღოლი,რომელიც ვალდებულია მიიყვანოს ნებისმიერ ადგილზე. თავშესაფრის ადგილის გამხელა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თავშესაფარი 10–ადგილიანია, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც დედას ჰყავს რამდენიმე შვილი, ხშირად ხდება,ხოლმე რომ თავშესაფარში 10–ადამიანზე მეტი იწყებს ცხოვრებას.

საუბარია “მოძალადეთა” ფონდზეც.დამეთანხმებით სწორედ მათ სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. თუმცა ძალიან, ძალიან ცოტა არსებობს ისეთი ადამიანი (მითუმეეტს საქართველოშ), რომელიც აღიარებს: “მე მოძალადე ვარ”. ამიტომ შესაძლოა ისეთი ფონდის შექმნა, სადაც ფსიქოლოგი იმუშავებს წყვილებთან.

სამწუხაროდ ფონდს ჰყავს მხოლოდ ერთი ჯგუფი, 1 იურისტი, 1 ფსიქოლოგი. რა საკმაოდ ცოტაა. თმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დაზარალებულების 90% არ მიმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს და არც ფონდს (სადაც კონფიდენციალურობა დაცულია), შესაძლოა ჯერჯეორბით არც არის მეტი იურისტის ან ფსიქოლოის ყოლა.

მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ხდება თანამედროვე მონათვაჭრების მსხვერპლი.ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი.როდესაც გპირდებიან სამუშაოს საზღვარგარეთ და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს კარგად დაფიქრდით! არ მოგატყუოთ გაფორმებულმა “ხელშეკრულებამ”. ხშირად მსგავსი შემოტავაზებები ადამიანების ექპლუატაციით,დამცირებით და სიკვიდლითაც კი მთავრდება.

ძირითადი რჩევები მათთვის ვინც აპირებს საზღვარგარეთ მუშაობს,სწავლას ან ქორწინებას:

  • სანამ საზღვარგარეთ გაემგზავრებით,დარეკეთ ცხელ ხაზზე და მიიღეთ ამომწურავეი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ადამიანებით ვაჭორბის მსხვერპლად გახდომის საფრთხე;
  • არავის გადასცეთ თქვენი პასპორტი და პირადი საბუთები.იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ლეგალრი სტატუსი გაქვთ, თქვენს დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეინახოს ტქვენი პასპორტი;
  • თქვენი ყველა საბუთის ასლი შეინახეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ უსაფრთხო ადგილას;
  • ისწავლეთ იმ ქვეყნის სალაპარაკო ენის ძირითადი ფრაზები სადაც მიემგზავრებით;
  • ჩასვლისთანავე გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში;
  • მუდმივათ იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან,ნათესავებთან ან მეგობრებთან; დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილი

გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზრუნავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე.

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაუკავშირდით კონსულტაციისთვის ფონდის ცხელ ხაზს: 100–229. თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას და საჭირო დახმარებას. მათი მომსახურება ანონიმური და უფასოა! (ზარი უფასოა)