Tag Archives: კაბა

მზადება ქორწილისთვის

ჩემი ქორწილისთვის არა, ანნას  და ყვავას  ქორწილისთვის სადაც მეჯვარე/ხელისმომკიდე/მოწმე ვიყავი.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ანნამ მითხრა მე და ყვავამ გადავწყვიტეთ ხელი მოვაწეროთო. ქორწინება ჩემთვის იმდებად ბუნდოვანი თემაა, რომ ცოტათი მაფრთხობს კიდეც. ასე მგონია სტანდარტულ, ფქვილიან ქალად იქცევა ყველა ვისაც ცოლი/მეუღლე ქვია. თუმცა, აქვე ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ გათხოვებამდეც და გათხოვების მერეც იქნები ის, რაც გინდა რომ იყო შენ. ანას ქორწილის ამბავიც თავიდან ეგოისტურად აღვიქვი, როგორია უახლოესი დაქალი მითხოვდება, თუმცა შევეგუე ფაქტებს და რეალობას და პირველი გილოცავ-ის შემდეგ რაც ვთქვი “მეჯვარე მე ვარ დაგასწარით ყველას” იყო.  რაც სისრულეში 14 ივლისს მოვიყვანე, როდესაც ანნას და ყვავას ქორწინება დავუწმე აჩოსთან ერთად.

ქორწინებისთვის მზადების პირველი ეტაპი პატარძლისთვის საჩუქრის შერჩევა იყო. ისეთი საჩუქარი უნდა მეყიდა რაც გაუხარდებოდა, გამოადგებოდა, გამოიყენებდა და ერთჯერადად მოსახმარი არ იქნებოდა. ჩემი ფანტაზიის წყალობით არჩევანი საკმაოდ მწირი მქონდა ტვინში. ამიტომ, ხან ვინ შევაწუხე მირჩიეთ რა წყალს მივცე თავი-მეთქი, ხან ვინ. საბოლოოდ ლამაზ და კარგ თეთრეულზე ჩამოვყალიბდი. თუმცა, საყიდლად მისულმა სულ სხვა რაღაც შევამჩნიე, შევამჩნიე და მივხვდი რომ სწორედ ეს უნდა მეყიდა, სწორედ ეს იქნებოდა ის, რაც გაუხარდებოდა, რასაც გამოიყენებდა და რითითაც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი იქნებოდა. ეპილატორი ვუყიდე! და ემოციებიც ზუსტად ისეთი ჰქონდა როგორსაც ველოდებოდი. დარწმუნებული ვარ გოგოების 90%-ისთვის სასურველი საჩუქარია და ანნაც იმ 90%-ში გადიოდა.

ეპილატორი და ანნას ფრჩხილები

შემდეგი ეტაპი ქორწილის წინა დღის ლოდინი და თავის მოწესრიგება იყო. პირველ რიგში უნდა მეყიდა კაბა. თანაც ისეთი რომ 1.კარგად მქონოდა; 2. უფრო მსუქანი არ გამოვეჩინე და 3.მომხდომოდა. სხვათაშორის ყიდვა არ გამძნელებია და სულ რაღაც 40 ლარად ძალიან საყვარელი კაბა ვიყიდე, გრძელი, შავი წითელში და საკმაოდ მომიხდა. შემდეგი პრობლემა თმა იყო. 3-4 თვეა ვიზრდი და ხელი არ დამიკარებია ჩემი თმისთვის, თუმცა ვინაიდან ვერაფერი მოვიფიქრე რა შეიძლებოდა მექნა ქორწილისთვის და როგორი ვარცხნილობა გამეკეთებინა, ავდექი და შევიჭერი, მშობლიური ვარცხნილობა გავიკეთე, მაკიაჟი უცებ უცებ სალონში  წავითხიპნე და გავუყევი გზას ყვავასკენ. საბოლოო ჯამში კი ასე გამოვიყურებოდი:

სანამ ანასთან მივდიოდი თაიგულის ყიდვა მინდოდა, აი ისეთის, პატარძლევს მთელი ცერემონიალის განმავლობაში ხელში რომ უჭირავთ და მერე ისვრიან ხოლმე. ვინაიდან ანამ გვიან გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი თაიგული ჰქონოდა ძლივს და ნაჩქარევად ავარჩიე, თუმცა სასროლად გამოდგებოდა. ამჯერად ალუკარდმა დაიჭირა, ვნახოთ თუ გამართლდება მითი თაიგულის შესახებ.

ყვავასთან აცრემლებული და ანერვიულებული ანა დამხვდა, თმის კულული გამიფუჭდაო და ბიგუდებით ცდილობდა ვარცხნილობის გამოსწორებას. თუმცა, ტირილის ხასიათმა უცბად გაუარა, მაკიაჟიც შეისწორა და ჩამოშვებული ცხვირიც ასწია. ბიგუდების მოხსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ იმაზე უკეთ აქვს ვიდრე მანამდე, სანამ დაეშლებოდა და კიდევ უფრო გამიხარულდა და დარწმუნდა რომ ლამაზი პატარძალი იქნებოდა.

მზადების პერიოდში

მე და ბიგუდებმოხსნილი ანნა

ამასობაში ის დრო მოახლოვდა ქორწინების სახლში (ა.კ.ა კონკასთან რომ ქორწინების სახლია იქ) წავსულიყავით და მათი სურვილი სისრულეში მოგვეყვანა და კანონის წინაშე ოფიციალურ ცოლ-ქმრად გამოცხადებულიყვნენ. ხელის მოწერის ცერემონიალი სულ 5 წუთიანი იყო. ისიც არ უკითხავთ, თანახმა ხართ თუ არაო, იქნება და გადაიფიქრეს?! უბრალოდ უთხრეს, აქ მოაწერეთ ხელიო, შემდეგ მეჯვარეებს დაგვამოწმებინეს და განუცხადეს კანონიერი ცოლ-ქმარი ბრძანდებით, გილოცავთო. რაღა უნდა გვექნა? ავიკარით გუდა-ნაბადი და გავუყევი გზას იკითკენ, სადაც ოჯახის ყველაზე ახლო ნათესავები გველოდებოდნენ რათა ესოდე ღირსშესანიშნავი მოვლენა აღენიშნათ.

აწ უკვე მეუღლეები (რა საშინელი სიტყვაა ისე მეუღლე)

ყველაზე მეჯვარეეებიიიი :X:X :დ

ქორწილი

ბავშვობაში როდესაც რომანტიკოსობის ნიშნები მეტყობოდა ვოცნებობდი დიდ თეთრ კაბაზე, ფატაზე და უზარმაზარ ქორწილზე. დროთა განმავლობაში რაც ჭკუა მომემატა თუ დამაკლდა მივხვდი, რომ არ გავთხოვდები. უბრალოდ ქმარს არ მოვაშლევინებ ნერვებს. მერე მარტივად ადგე და გავშორდე არც ისე ადვილი იქნება ჩემთვის. ქმარი კიდევ ზუსტად ვიცი, რომ ნერვებს მომიშლის, ქართველი კაცი აზიატობას არ დაივიწყებს. ამ ფიქრების და როგორც დედაჩემი იტყოდა უკუღმართი აზრების ბრალია რომ ამაზე ფიქრი დავიწყე.

რამდენიმე დღის წინ ქორწილში ვიყავი, ვუყურებდი როგორ უხაროდათ და როგორ უციმციმებდათ თვალები როდესაც მღვდელი ჯვარს სწერდა. ვუყურებდი როგორ დადიოდნენ ხელჩაკიდებულები და როგორ არ აინტერესებდათ უკან ვინ მოჰყვებოდა. ვუყურებდი გოგოს თეთრ კაბაში გამოწყობილის და ის თავს დედოფლად გრძნობდა, მისი დღე იყო. ერთი პერიოდი ისიც გავიფიქრე ალბათ ამ დღისთვის მაინც ღირს იმ რისკზე წასვლა, რასაც გათხოვება ჰქვია–მეთქი, მაგრამ მალევე დავივიწყე.

ქორწილთან დაკავშირებით პატარ–პატარა ცრუწმენები არსებობს, მაგალითად:

  • სიძე–დედოფლის მაგიდიდან შოკოლადის აღება;
  • იმ თეფშის ნამტვრევების აღება და ბალიშის ქვეშ დადება, რომელსაც ნეფე–დედოფალი ოჯახში შესვლის წინ დაამტვრვეს;
  • პატარძლის მიერ ნასროლი თაიგული და დამჭერის მალევე გათხოვება.

დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი არსებობს, მაგრამ ეს სამიც საკმარისია. თითოეული ცრურწმენა დაახლოებით “ჩემი წყალი გადმოგსხმოდეს” აზრის მატარებელია. ჰოდა ვისაც გათხოვეა და ოჯახი გსურთ გადმოგსხმოდეთ მათი წყალი, მე კიდევ უბრალოდ მშვიდად ცხოვრება მირჩევნია ჩემს შვილთან ერთად.

ბანკეტისთვის მზადება. ეტაპი#1

ბანკეთისთვის ვემზადები და პირველი ეტაპი რა თქმა უნდა კაბის შერჩევა იყო. აი უამრავი ვეძებე,მოვიზომე. უამრავი საიტი გადავათვალიერე და ბოლოს როგორც იქნა ავარჩიე ერთი. უბრალო მაგრამ საკმაოდ საყვარელი და ძალიან მომწონს და უკვე მიყვარს. მაგრამ მკერავთან წასვლას ვერ მოვაბი თავი და ისევ სოფომ (ჩემმა მეგობარმა) მომკიდა ხელი და წამათრია. პლეხანოვზე, ნანა მელქაძე რომ არის, აი მაგასთან მივედი და ჩემი კაბაც ვაჩვენე.ზომები ამიღო და ”პრიმერკაზე” შაბათს 2-საათზე დამიბარა. მიხარია.თან ძალიან.ცავები ამ საქმეშიც და იმედია ზუსტად ისეთი გამოვა როგორიც მინდოდა.

<– აი ესეთი უნდა გამოვიდეს ბოლოს წესით