Tag Archives: კლასელი

Protected: ჩემი პირველი კაცი

This content is password protected. To view it please enter your password below:

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

შევიცვალე!

თანაც ძალიან.

აღარ ვარ “ის” ნათია, რომელიც 8 თვის წინ იყო.

ვგრძნობ ამ ყველაფერს და მეთვითონვე მიკვირს.

არ მეგონა ადამიანები ესე “თვალსა და ხელს შუა” თუ იცვლებოდნენ.

ერთ რამეს მივხვდი. ჩემზე ძალიან მოქმედებს ის საზოგადოება და ადამიანთა ჯგუფი რომელშიც ვიმყოფები, რომელშიც ვტრიალებ. მოქმედებს თითოეული ადამიანი და შესაბამისად ვიცვლები “მათ ყაიდაზე”. არა, მათნაირი არ ვხდები. არ ვემსგავსები სხვას. მე ისევ მე ვარ. უბრალოდ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხვრობს. ხან რომელი იჩენს თავს, ხან რომელი. მე მომწონს ეხლანდელი ნათია.

რამდენიმე დღის წინ კლასელები ვნახე და რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებულები იყვნენ. ერთ–ერთმა ისიც კი მკითხა ზაფხულში ბლოგერებთან ერთად ისვენებდი თუ ასე ძალიან რატომ შეიცვალეო. მერე რამდენიმე კითხვა დამისვა და პასუხს პირღია უსმენდა. ბოლოს შეტრიალდა და საუბარი დაასრულა…

რამდენიმე წუთის წინ ადომ მომწერა შეიცვალეო…

ჩემს თავს ყოველდღე ვატყობ რომ შევიცვალე და რომ კიდევ ვიცვლები.

ადამინი მთელი ცხოვრება იცვლება და ეს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ… უცნაური შეგრძნებაა.

თითქოს ახალი პიროვნება არის დაბადებული ჩემში. ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო გავხდი.

ადრეც ამ ეპითეტებით “მამკობდნენ”, მაგრამ დღეს უფრო სხვანაირად.

როგორი ვიყავი ერთი წლის წინ? ვერ გიპასუხებთ. იმიტომ კი არა, რომ არ ვიცი, ან არ მახსოვს, ან მიტყდება, ან… ან რამე სხვა, უბრალოდ ვერ გეტყვით, რადგან არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი. არც ეხლა მიყვარს. მაგრამ ამ “ცვლილებებმა” უკვე ძალიან იჩინეს თავი. მე თვითონ გაკვირვებული ვარ…

მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მე მომწონს ეხლანდელი ნათია, უფრო სწორედ, ეხლა უკვე სიყვარულოვნა ვარ და არა ნათია.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))

ზარი უჩემოდ

ხვალ, ბოლო 12 წლის მანძილძე, პირველად იწყება სკოლა ჩემ გარეშე. ხვალ, 9–საათზე, პირველად დაირეკება ზარი და მე კლასში არ ვიჯდები “ჩემს ადგილზე”. ხვალ, სკოლის ეზოში უჩემოდ შეიკრიბება ასობით მოსწავლე (ათასამდე), უჩემოდ მოიკითხავენ ერთმანეთს და იქნება “მომენატრე”, “როგორ შეცვლილხარ”, “სად დაისვენე?”, “აუ არდადეგები როდის დაიწყება?”.მასწავლებლები კიდევ ერთხელ (და შემდეგი ერთი კვირა) მიულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და ესეც უჩემოდ იქნება. კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ ისე ვეღარ იქნებიან როგორც უწინ (და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაიმეორებენ ამ სიტყვებს). პირველკლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცავენ სკოლაში “პირველ ნაბიჯებს”, კიდევ ერთხელ ეტყიან რომ “ისინი უკვე დიდები არიან და დროა ისწავლონ დამოუკიდებლად თავის გატანა”. აბიტურიენტებს ჩაუტარებენ მრავალწუთიან ლექციას იმის თაობაზე, რომ რთული წელი აქვთ და უნდა იშრომონ და რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნას მათი მიზანი. შემდეგ რამოდენიმე სკოლა დამთავრებულის სახელს და გვარს დაუსახელებენ რომლებმაც ჩააბარეს და სახელწმიფო გრანტიც მიიღეს. მაგ: ჩემი დის კლასსში შევა რომელიმე მასწ. დაიწყებს ლექციას, ბოლოს ხელს გაიშვერის მარიამისკენ და იტყვის:  “აი, შენმა დამ ხომ ჩააბარა წარმატებულად? ხო და შენც უნდა ისწავლო უკვე…”

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

ხვალ პირველად დაირეკება შესვენების 5–წუთიანი ზარი…

ხვალ პირველად იქნება სკოლა ბავშვებით სავსე უჩემოდ…

ხვალიდან პირველად მოუშლიან დირექტორს (და არა მარტო) ნერვებს უჩემოდ. მაგრამ ეჭვი მეპარება ეს საქმე ჩემზე უკეთ რომელიმეს გამოუვიდეს.

არ მეგონა თუ გული ასე დამწყდებოდა, იმის გამო რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვეღარ ვიქნები.

ბავშვებო, ვიცი არ/ვერ წაიკითხავთ ამას, რადგან ფეისბუქზე დაშეარებული ლინკის ნახვა დაგეზარებათ (ესეც იმიტომ რომ არ იცით რას ვაშეარებ თორემ აქ შემოსვლას ვინ დაგასწრებდათ), მაგრამ მე უზომოდ მომენატრეთ. პირველი კლასიდან დაწყებული 12 კლასის ჩათვლით ყველა წუთი და ყველა მოგონება მახსენდება. ყველა ჩხუბი, კამათი, ცემა–ტყეპა, არ შემდგარი შატალოები, ზურგს უკან ჭორაობები, აცრემლებული თვალები, გადაკეთებული სიმღერების მღერა, უცნობის სიმღერებზე ცეკვა და “ბოლომდე დამხობა”, მასწავლებლების პაროდიები, “10 თეთრი მომეცი რა”, “აუ გარედან ჩაგვკეტე რა”, “ერთი ხელიც მას და ვამთავრებთ” (ეს ჯოკრის თამაშისას), “წამო, სადმე წავიდეთ” (და რა თქმა უნდა ვერსადაც ვერ წავსულვართ)…

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

მომავალი ”გაგულავება”

დღეს ჩემმა კლასელმა დამირეკა და დაბ.დღეზე დამპატიჟა. როგორც ყოველთვის ერთი დღით ადრე იხდის.სამაგიეროდ დანარჩენ წლებთან შედარებით განსხვავებული იქნება. ტრადიციად გქვონდა რომ კუს ტბა უნდა დაგველაშქრა და მერე სახინკლეში მოვმჯდარიყავით. ამჯერად ბინა იქირავა.სადმე ახლოს უნდოდა, მაგრამ ორ დღეში 150$ მოსთხოვეს, ხო და თქვენი ჭირიმეო და ბოლოს ვარკეთილში მოძებნა მშვენიერი ბინა. თანაც ნაცნობი აღმოჩნდა და უფასოდაც გამოდის. შაბათს ვიწყებთ და კვირას დილით ვამთავრებთ. შაბათს ალბათ ადრე მივალ, რომ დავეხმარო დალაგებაში თორემ ცოდოა.ვიფიქრე დედაჩემის დაყოლიება არ გამიჭირდებოდა, მაგრამ –  რას ამბობო, ნაქირავებ ბინაში ღამე როგორ უნდა გაათენოვო, ისაო ესაო – მოკლედ არაო. სამაგიეროდ დამირეკე რომელზეც დაამთავრებ და მოგაკითხავ და წაგიყვანო. ხო და წინასწარ გავაფრთხილე არ დამიწყო იქ რეკვები მალე მოდი და დაღამდა და ისა და ესა…

ეხლა საჩუქარზე ვფიქრობ. რა შეიძლება ვაჩუქო? წინა წელს საფულე ვაჩუქე ძალიან საყვარელი. თვითონვე მთხოვა. წელს რა შეიძლება რომ ვუყიდო? გავივლი და ავარჩევ ამ დღეებში = )) ხო და მე ღამე მინდოდა დარჩენა = (( ისედაც კარგად ”გავიგულავებ” მაგრამ … ეჰ = ((

კუს ტბა

მხოლდ ეხლა ღამის 2 საათზე მოვიცალე დასაპოსტად და დღევანდელი დღის აღსაწერად = ))

კუს ტბაზე ფეხით, ან ავტომანქანით ვინც ასულა შესასვლელშივე ”მუზას” შეამჩნევდა, ჩემს ერთ-ერთ კლასელს დღეს სწორედ იქ ჰქონდა კონცერტი. მე, სოფი,დათო და ილია ვიყავით. არაჩვეულებრივად იმღერა ოთომ. თუ გაინტერესებთ მოუსმინეთ :

მალევე წამოვედით. უფრო სწორედ ავედით კუს ტბაზე = )) ველოსიპედებით გავცურეთ ნახევარი საათი. სასიამოვნოდ გრილოდა და ბოლოს სასიამოვნოდაც გავიყინე 😀  ერთი ჩვეულებრივი მაგრამ ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი და ძალიან სასიამოვნო დღე იყო = )) ალბათ იმიტომ, რომ კლასელები არიან და ქვენობიერად იმასაც ვაცნობიერებ რომ მსგავსი დღეები არც თუ ისე ხშირად მექნება = ))

სურათების ნახვა facebook-ზე შეგიძლიათ. აქ მხოლოდ რამდენიმეს დავდდებ= ))

რამდენიმე ვიდეო

ბოლო ზარის დღეს პარალელურმა კლასმა რაღაც დადგასავით და ამ სიმღერით დაიწყეს. მხოლოდ ნაწყვეტის ჩაწერა მოვასწარი = ((

აქ უკვე კარგად არიაააააან…

ჩემი ყველაზე ყველაზე მაგარი კლასელიიიიიიი… თავის დაწერილ მუსიკას უკრავს…