Tag Archives: კლინიკა მედი

ულვაშები ”გავიპარსე”. ბანკეტისთვის მზადება ეტაპი#3

როგორც იქნა კლინიკა მედიში ჩავეწერე ეპილაციაზე = )) პირველად ვიყავი. დედაჩემტან ერთი ომი გადავიხადე, რომ იქ წასასვლელი ფული მოეცა. არ გჭირდებაო დებილი ხარო მეუბნებოდა. მაგრამ ბოლოს დამნებდა= )) დღეს ვიყავი 3-ს რო 20-აკლდა. როგორც უკვე ვტქვი პირველად ვიყავი და იქ სიტუაციამ და სისუფთავემ გამაოგნა. მოწესრიგებული და დალაგებული კლინიკააა… კოსმეტოლოგიც არაჩვეულებრივი იყო. ამიხსნა ყველაფერი და განმიმარტა.ყველაზე ცუდი ის იყო რომ სპეციალური სათვალე გამიკეთეს და ვერაფერს ვერ ვხედავდი. მარტო ვგრძნობდი რაღაც უსიამოვნოს და წითლად რომ ანათებდა იმას ვხედავდი. ხანდახან ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევხტებოდი ხოლმე 😀 2-3 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.გამაფრთხილა 15 წუთიდან 2 საატამდე შეიძლება დაგიწითლდესო,თუ მგრძნობიარე კანი გაქვს შეიძლება მეორე დღესაც გასტანოსო. მაგრამ პროცედურის დამთავრების შემდეგაც კი არ მქონდა სიწითლე. ღინღლიც კი აღარ არის ზედა ტუჩზე = )) ნუ საულვაშე ადგილზე რაა 😀 აუ ყველაზე ცუდი კიდევ ის იყო, რომ შეტრუსვის სუნი მომდიოდა 😀