Tag Archives: კოცნა

Protected: მატარებელი – ადგილი სადაც სექსი “to do” ლისტში მქონდა

This content is password protected. To view it please enter your password below:

რას ვერ/არ ვაკეთებ

ალბათ ბევრ რამეს.

მაგალითად იმას რომ ენას კბილი უნდა დავაჭირო. არა, ჭორიკნობას და ამბის მიტან-მოტანას არ ვგულისხმობ. უბრალოდ როცა ვხედავ რომ ვიღაცას ლურჯი თმა არ უხდება მივდივარ და ვეუბნები რომ არ გიხდება, სამაგიეროდ მას სწყინს. ვიღაცა რომ შეცდომას უშვებს მივდივარ და ვეუბნები რომ არასწორია, და მას რა თქმა უნდა სწყინს. როცა რაღაც არ მომწონს ხმამაღლა ვამბობ, ვაკრიტიკებ და ადრესატსს წყინს. ალბათ იმის ბრალია, რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ და ამის გამო N-რაოდენობით ჩხუბი და დავიდარაბა გადამიტანია. მაგრამ მაინც ვერ დავაჭერ ენას კბილს. გვიან ვხვდები, რომ ჩემი ცხვირი სხვის საქმეშია ხოლმე.

ჯერ კიდევ ვერ ვუმკლავდები მამაჩემის აკრძალვებს. დროებითია რა თქმა უნდა. სამსახური მინდა, საკუთარი ფულით და საკუთარი ხარჯებით გაცილებით იოლია ცხოვრება, გაცილებით ადვილად შევეწინააღმდეგები მამაჩემს და გაცილებით კომფორტულად ვიცხოვრებ.

ვერასდროს ვამბობ უარს შოკოლადზე,ნაყინზე, Fისტაშკაზე, ახალ თხილზე და ახალ კაკალზე, მეგობრების ნახვაზე და ელვისში წასვლაზე.
ვერასდროს ვკმაყოფილდები ზღვით და ზოგადად წყლით. თუნდაც აუზი იყოს.
ვერ ვიძინებ შიშველი, ქვედასაცვალი მაინც უნდა მეცვას.
ვერ/არ ვამბობ უარს კოცნაზე.
ვერ ვქსოვ/ვქარგავ/ვკერავ. არა და ქარგვაც ვიცი ქსოვაც. უბრალოდ მეზარება 😐

ვერ ვხატავ, ვერ ვმღერი და ვერ ვცეკვავ. ხანდახან, კი არა ყოველთვის ვოცნებობ იმაზე რომ ან ხმა, ან სმენა მაინც მქონოდა.
ვერ ვივიწყებ ადამიანებს რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ. ბაღის მეგობრები არ ითვლება. მაგრამ, “დაჟე”  ბაღიდანაც  მახსოვს ერთი ბიჭი ^^
ვერ ვთამაშობ ისეთ თამაშებს რასაც ფანტაზია სჭირდება, იმიტომ რომ არ მაქვს.

მეტს ვერ ვიხსნებ :/

ჰოდა, ვინაიდან ეს ტეგ-თამაშია ვთაგავ ადოს

Protected: ჩემი პირველი კაცი

This content is password protected. To view it please enter your password below:

პირველი დღიური და ახალი აღმოჩენა

ხანდახან ძველ ნივთებში ძრომიალი საოცრად სასამოვნოა. იხსენებ წარსულს და ბედნიერი ხარ. ამ ნივთებში ძრომიალისას პირველი დღიურის გასაღებს გადავაწყდი, შემდეგ დღიურიც ვიპოვე და წარსულის გახსენებას შევუდექი. სხვათაშორის ჩემს დღიურებში ბევრ რაღაცას ვერ ვწერდი. ვიცოდი ჩემი და კითხულობდა და არ მინდოდა სცოდნოდა რაღაც–რაღაცები. რაც აქ წერია ჩემი წარსულის 90%–ია.

დღიური ვინმე დათოზე ლაპარაკით იწყება. ცურვაზე დადიოდა ჩემთან ერთად. ოთხნი ვიყავით სულ, 2 გოგო და 2 ბიჭი, მე მარი, გუკა და დათო. თურმე ეს უკანასკნელი ძალიან მომწონებია და რამდენიმე თვე მასზეა ჩანაწერები. თურმე შაბათ–კვირას შეხვედრას ვგეგმავდით რომელიც არასოდეს გამოდიოდა. ამ დროს 12–13 წლის ვარ. მერე უცბად ვინმე ვაჟას ვახსენებ რომელიც ტელეფონით გამიცვნია და შეხვედრას მთხოვდა, მე კიდევ აღშფოთებული ვწერ დღიურში როგორ უნდა ვნახო ბიჭი რომელიც რეალში არასდროს მყავს ნანახი–მეთქი. მერე იწყება ჩემს პირველ შეყვარებულზე ჩანაწერები. თურმე არც იმას ვხვდებოდი, თავი ძალიან მახინჯი მეგონა და მინდოდა ცოტა მერე მენახა. ამავე პერიოდში იწყება ფიქრი იურიდიულზე. თურმე მე–9 კლასიდან ცურვიდან გამოსვლას და სამართლის წრეზე სიარულს ვგეგმავდი. ჩემს მომავალში პირველ შეყვარებულთან მიჩხუბია. მას თურმე სულ ბავშვი უძახებია და როგორც ჩანს ძალიან მომხვდა გულზე. თუმცა 1 თვეში 8 მარტი მოულოცავს და ამ ჩხუბის შემდეგ შევრიგებულვართ. თან ვწერ თან ვკითხულობ და რთულია ყველა იმ ემოციის გადმოცემა რასაც ეხლა ვგრძნობ. მთელი ჩემი კლასის ინტრიგები მაქვს გადმოტანილი ფურცელზე.  ისევ ჩემ პირველს ვუთმობ ასპარეზზს. არ მეგონა ამდენს თუ ვჩხუბობდით :/

” კინაღამ დამავიწყდა, დავშორდი. ოთხშაბათს 3 მაისს შეხვედრას მთხოვდა და მე არ მეცალა. იმას ეწყინა და ვიჩხუბეთ თუმცა ხუთშაბათს ისევ შევრიგდით თუ ამას შერიგება ჰქვია. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ პარასკევს მივწერო და ვუთხრა რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. იმას ჩემი არ ესმის მე მისი და ასეთი ურთიერთობა არ შემიძლია”

ჩემი ნათქვამი შემისრულებია, რადგან 3 ივნისის შანაწერებში ვწუწუნებ რომ მენატრება, რომ მიყვარს და რომ უიმისოდ ვერ ვძლებ. მინდა დავუმესიჯო მაგრამ მეშინია ვინმე არ ჰყავდეს, “დაჟე” ვიფიქრე იქნებ ცოლი მოიყვანა მეთქი (ჩემზე დიდი იყო 7 წლით). სამაგიეროდ ეს დაშორების პერიოდი არაჩვეულებრივად გადამიტანია. ჩემი მშობლები თურქეთში წასულან 1 კვირით და სახლში ჩემი ორი მეგობარი ყოველთვის იყო სოფო და გოგა. მახსოვს დილით ჯერ კიდევ ვიწექი გოგა რომ ამოდიოდა ხოლმე, ვაჭმევდი და მერე ერთად ვიძინებდით. ტკბილად მახსოვს ეს პერიოდი.

ჰმ, როგორც ჩანს დაშორება დიდხანს არ გაგრძებულა. არ ვიცი მაგრამ ფაქტია მალევე შევრიგდით რადგან 17 სექტემბის ჩანაწერში ისევ დაშორებაზე ვლაპარაკობ. ოღონდ ამჯერად სერიოზულად. ისევ შეხვედრის პრობლემა იყო. არ ესმოდა რომ პატარა ვიყავი და ღამის 9–საათზე გარეთ ვერ გავიდოდი. ბოლოს უყურდღებობაში დავუდანაშაულებივარ და საბოლოოდ იქამდე მისულა ყველაფერი რომ ამას უთქვამს მხოლოდ სექსისთვის მინდოდიო და მე ამ ყველაფრის მერე სასოწარკვეთილი ვარ.

ოქტომბერში ისევ მოუწერია ჩემთვის ტექსტებით: “მე ვერასდროს დაგივიწყებ, მაპატიე შენთან მინდა და ბლა ბლა ბლა”, როგორც იციან ხოლმე. მე მიპატიებია და იმავე საღამოს შევხვდი. ამდენი თვის მერე 22–ის გამხდარა და მეც 1 თვეში 14–ის უნდა გავხდე. ძალიან შებოჭილი და ჩუმი ვყოფილვარ. ამ საღამოს პირველად მთხოვა კოცნა და მე უარით გამისტუმრებია. თურმე უარი მხოლოდ იმიტომ მითქვამს, რომ კოცნა არ ვიცოდი და მეშინოდა არ მოეწონებოდა. ვინმე ირაკლის და დათოს ჩემთვის უჩხუბიათ რატომ ხვდებიო მაგ ბიჭსო გიყნებსო და დაშორდიო და მე არაფრის მოსმენა არ მინდოდა. ამ ჩხუბის მერე წავედი  ვნახე და ვაკოცე ^^

“არ ვიცი რას ვგრძნობდი, მსიამოვნებდა, ვგრძნობდი სითბოს და სიყვარულს, მერე სახეზე როცა მეფერებოდა ტუჩებში ვაკოცეთ ერთმანეთს. ვერ აგიხნი რა ვიგრძენი ამ დროს, მესიამოვნა, გამიხარდა, ცოტა მომერიდა კიდეც, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი”.

ამ ამბის შემდეგ 20 დღეში თურმე ერთ–ერთი ჩემი დარეკვისას უთქვამს არ დამირეკო ჩვენი ურთიერთობა არ გამოვაო.

“მითხრა მომწონხარ მაგრამ არაფერი გამოვაო. საშინელი ღამე იყო, საშინლად მენატრებოდა. სულ ის კოცნა მახსენდებოდა და ვერ ვხვდებოდი რატომ მოხდა ეს ყველაფერი. გამახსენდა როგორ მეუბნებოდა ყველაფერი კარგად იქნებაო…”

ამ დაშორების მერე ყურადღება ვინმე ირაკლიზე გადამიტანია. ძმაკაცის მამიდაშვილი ყოფილა და ერთხელ მინახავს.თუმცა იმდენად უთავმოყვარეო გადმოვდექი რომ იმას მაინც მივწერე ერთ თვეში.უთქმავს ვერ ვიმეგობრებთო, ჩემთვის ქალი ხარ რომლის ტუჩების გემო არასდროს დამავიწყდებაო, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებითო და აქ მთავრდება პირველი დღიური. აქამდე ვამბობდი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ მეთქი მაგრამ ამ ყველაფრის კითხვის დროსაც კი ამიჩქარდა გული. მომინდა მომეძებნა და უბრალოდ დავლაპარაკებულიყავი მაგრამ დღიურის ბოლომდე ჩაკითვისას მივხვდი, რომ ძალიან ძალიან გავუწვალებივარ და თურმე ამიტომ დამივიწყებია ყველაფერი.

როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება?

როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება? ამ კითხვაზე თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს –  როდესაც მზად იქნება.
როდის იქნება ადამიანი მზად მიიღოს სექსუალური განათლება? პასუხი ისევ ერთნაირი– როცა გაიზრდება.
როდის გაიზრდება? პასუხი – “ის ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნება” (c) დედა

ამ კითხვა–პასუხში გადის დრო, ბავშვი იზრდება და იმ ინფორმაცას რაც წესით თეორიულად უნდა მიეღო, იღებს პრაქტიკაში. უშვებს ისეთ შეცდომებს რაც წესით არ უნდა დაუშვას. ვერ იცავს თავს სხვადასხვა დაავადებებისგან თუ არასასურველი ორსულობისგან. გადის დრო და რომ დაუსვან მასაც იგივე კითხვა, ძალიან მარტივად გიპასუხებს – მე თუ არ მქონდა სექსუალური განათლება ვერ შევქმენი ოჯახიო?

მივადექით პრობლემასაც, ხშირად სექსუალური განათლება მხოლოდ სქესობრივი აქტის დეტალურად ახსნა–განმარტება ჰგონიათ და ამიტომ მშობლები ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ როცა დრო მოვა ყველაფერს თავისით ისწავლიან (თუ შვილი ქალია, მაშინ მას ქმარი ასწავლის).

სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

* ხილული და უხილავი ცვლილებები, რაც ადამიანის ორგანიზმში ხდება გარდატეხის ასაკში
* ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა
* ვენერიული დაავადებები და მათგან თავის დაცვა
* სექსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები
* ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა
და სხვა…

ამ საკითხებით მოზარდების ინფორმირება არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კი არის! გარდატეხის ასაკი გოგონებს 12–14 წლიდან ეწყებათ, ბიჭებს უფრო გვიან და დაახლოებით ამ პერიოდში იწყებენ დაინტერესებას ერთმანეთის მიმართ, უჩნდებათ სურვილი კოცნის, უღვიდებათ ინტერესი სექსისადმი. ჩემი აზრით სწორედ ამ ასაკიდან უნდა მოხდეს მათი ცოდნის გაფართოება ამ გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ინფორმაციას ერთმანეთისგან მიიღებენ და რა თქმა უნდა დამახინჯებული გზით.

სკოლებში სექსუალური განათლების მიღება დაუშვებლად და ამორალურ საქციელად მიაჩნიათ. რადგან ფიქრობენ რომ მოვა დრო და ყველა თავისით მიიღებს სათანადო განათლებას.

ძალიან პირადი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემზე.ვერ ვხვდები რა მჭირს. უბრალოდ თითები მექავება საწერად და თემა არ მაქვს ხოლმე. მოსაყოლი თითქოს ბევრი მაქვს და ამავე დროს არაფერი. თითქოს ყოველი დღე ერთფეროვანია და ამ დროს ყოველი დღე წინასთან შედარებით რადიკალურად განსხვავდება, და მიუხედავად ამისა საწერი მაინც არაფერი მაქვს.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს პრინციპეპს არ შევიცვლიდი, მიზნისკენ დაუბრკოლებლად ვივლიდი მაგრამ ვცდებოდი. თუნდაც სიგარეტი ავიღოთ, მეგონა არ მოვწევდი, მუღამს ვერ ვუჭერ–მეთქი ვამბობდი. თუმცა ბოლო 4 თვე ჩანთაში სიგარეტი მედო, სახლში ჩუმად აივანზე ვეწეოდი. როდესაც იტყოდნენ რა სიგარეტის სუნიაო ვიტყუებოდი აივნის კარი გავაღე და იქიდან შემოვიდა–მეთქი. გუშინ, ღამით როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ამოვიღე ჩანთითად თითქმის სავსე კოლოფი, სანთებელიანად გადავაგდე. არ მინანია, არც ეხლა ვნანობ. ხვალ არ ვიცი რა იქნება.

ჩემი ერთ–ერთი დოგმად ჩამოყალიბებული პრინციპი იყო, რომ ა) არასდროს გავიკეთებდი აბორტს; ბ) ვერ გავუგებდი ქალს, რომელიც საკუთარ შვილს მოკლავდა. მაგრამ ყველაფერი იცვლებაო, ჰოდა ეს შეხედულებაც შემეცვალა. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი რამე ხდება და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩემზე, ჩემს პრინციპეპზე. ყოველთვის ვამბობდი დამცავი საშუალებები რისთვის არის–მეთქი, მაგრამ როდესაც ჩემს წინ იდგა გოგო, რომელიც დაორსულდა მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა იცოდა პრეზერვატივის შესახებ და ეს უკანასკნელი გამოიყენეს კიდეც, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, და არასოდეს თქვა არასოდეს. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტება.  გარდა იმისა, რომ სხვას გავუგე აბორტის აუცილებლობა, საკუთარ თავზეც დავფიქრდი და დავუშვი, რომ აბორტს გავიკეტებდი თუ არასასურველი ორსულობის წინაშე ავღმოჩნდებოდი.

ჩემი პირადი ურთიერთობები?
უბრალოდ ვერ გამირკვევია რა მინდა. ინერციით და სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებ.  შემთხვევითი კოცნის თუ სექსის შემდეგ უბრალოდ მგონია, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს, და გაგრძელების შემთხვევაში მომავალი არ აქვს. ამიტომ ხშირად ვერ ვიგებ რატომ სურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება.

სხვა თითქოს ყველაფერი კარგად არის. ძველებურად დავდივარ უნივერსიტეტში, სახლში ისევ ვიტყუები რომ ვითომ ბიბლიოთეკაში ვარ და ამ დროს სად ვარ ღმერთმა იცის. ისევ ვკითხულობ წიგნებს და უმეტესობა ისევ არ მომწონს. მაგრამ თუ მომწონს, მზად ვარ გავაცდინო და დავიკიდო ყველაფერი, დილით ადრე ავდგე და გვიან დავწვე მხოლოდ იმიტომ რომ წავიკითხო.

ყველაფერი კარგად არის.

Boys I like you ♥

არა, კაცებში არ მიმართლებს. ამ საღამოს უკვე ღრმად დავრწმუნდი ამაში.

ბიჭებთან შეხვედრა 13 წლის ასაკიდან დავიწყე და თითქმის ყველა ურთიერთობა fail იყო და ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით დავკმაყოფილდე. არანაირი სერიოზულობა და გაბოს თქმისა არ იყოს ბიჭი წელს ზემოთ არასდროს უნდა მიუშვა, გულთან ანუ.

ჯერ იყო და პირველი ბიჭი, რომელსაც ჩემი პირველი კოცნა ვაჩუქე 13 წლის ასაკში სექს მთხოვდა:/ ნუ გასაკვირი არაა, რომ ისტერიკა ავუტეხე, დავშორდი და 1 თვე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.

შემდეგი ასე თუ ისე შედარებით სერიოზული ურთიერთობა 15 წლის ასაკში მქონდა, რომელიც ყველაზე დიდხანს 6 თვეს გაგრძელდა და ყველაზე უაზრო მიზეზით დავშორდი. მეშინოდა არ შემყვარებოდა.

შემდეგი ბიჭი რომელიც გულთან შედარებით ახლოს მივუშვი, მაგრამ არა სიყვარულამდე 17–წლის ასაკში იყო და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ გამომიყენა საეჭვიანებლად და წავიდა.

ამ ბოლო ურთიერთობაზე დღემდე გაჭედილი მაქვს.

ამის მერე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ბიჭებზე და არასდროს ვასერიოზულებ ურთიერთობას, არც რაიმე სტატუსს მოვითხოვ მათგან და არც ზედმეტ ყურადღებას. ჰო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასე სჯობს ჩემთვის. ერთჯერადი, რამდენიმე დღიანი ურთიერთობები ყოველთვის ამართლებს.

თუმცა უკვე არც ამ ერთჯერად ურთიერთობებეში მიმართლებს. ჯერ იყო და თითქმის 1 თვის განმავლობაში ვხვდებოდი ბიჭს რომელსაც საცოლე ჰყავდა. როგორც კი გრძნობებს მიუახლოვდა ჩვენი ურთიერთობა მაშინვე გავწყვიტე კავშირი. ცოტა ხნის წინ კი ცოლიანი ბიჭი ამეტორღიალა. არა, იმდენად არ შემიტოპავს, რომ მასთანაც გამება სასიყვარულო ძაფები, უბრალოდ ერთხელ, ოდესმე დალევაზე შევთანხმდით.

უცნაური არსებები არიან მამაკაცები, რთულები. ნუ, შეიძლება ქალებზე რთულები არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულები.ან ძალიან მარტივები და მე ვართულებ. ბოლო რამდენიმე ღამეა გაოგნებული ვიძინებ, ისეთი ბიჭები აქტიურობენ და მეფლირტავებიან, რომლებისგანაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომლებზეც არც კი დავფიქრებულვარ მესიმპატიურებოდა თუ არა. არ ვიცი რისი ბრალია და მიკვირს, მაგრამ Boys I like you ♥