Tag Archives: ლევანი

გაძლიერებული ინტუიცია თუ რაღაც მაგვარი ანუ სასწაული დამთხვევები

რომ ამბობდნენ ქალებს მეექვსე გრძნობა გვაქვსო უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე 🙂

თუმცა ბოლო ერთი პერიოდია ჩემს თავს გაძლიერებულ ინტუიციის გრძნობას ვამჩნევ.

მაგალითი 1:

სახლიდან უნივერსიტეტში მივდიოდი და გზად სკოლა უნდა გამევლო. ორ მასწავლებელზე ვფიქრობდი: ერთზე, რომელიც ძალიან მიყვარს და მეორე, რომელიც სკოლიდან გაუშვეს. პირველი პირდაპირ სკოლის გზასთან ვნახე, მეორე გადასასვლელზე. გამიკვირდა რომ ასე უცნაურად დაემთხვა თუმცა იმ დროს უფრო გამიხარდა ვიდრე გამიკვირდა და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია.

მაგალითი 2:

რუსთავში ვიყავი. ბევრჯერ მითქვამს იქ ბევრი ნაცნობი მყავსთქო და როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი ერთ–ერთ ნაცნობზე ვფიქრობდი, რომლის ნახვაც არ მაწყენდა და “მარშუტკიდან” დავინახე.

მაგალითი 3:

ყოველთვის როდესაც ჩემს სოფელს, დვალთას, ახსენებენ ხოლმე ეგრევე ტყუპები მახსენდებიან. ადამიანები რომლებიც ვერასდროს გაიზრდებიან და მუდამ იქნებიან ისეთები როგორებიც 5 წლის წინ, 2 წლის და თუნდაც წელს. ერთი კვირის წინ სოფელში წავყევი გვანცას და რა თქმა უნდა გამახსენდნენ და გავიფიქრე მომენატრნენთქო. ჩემი სახლის ჩასახვევს რომ მივუახლოვდი ბეგას (ტყუპების მამის) მანქანა დავინახე და ტყუპებიც იქ აღმოჩნდნენ.

მაგალითი 4:

ჩვენი ჯგუფი ექსკურსიას აწყობს და რამდენიმე დღეა ვფიქრობ წავიდე თუ არა. წასვლა ძალიან მინდოდა თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ბლოგერებიც (უფრო სწორედ ლევანი) ამ კვირაში თუ არა ამ თვეში მაინც იჩალიჩებდა ექსკურსიის მაგვარს და ფული დამჭირდებოდა და დედიკო აღარ დამაფინანსებდა. დღეს უნდა გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა და ბოლოს ისევ ჯგუფთან ერთად წასვლა ავირჩიე. თუმცა საღამოს ლევანი, რომ ვნახე მითხრა იმ კვირაში ექსკურსიას ვგეგმავოო…

მაგალითი 5:

ყოველთვის როდესაც გვანცას ვუმესიჯებ პასუხად მომდის ჯერ “აუ აი ამწამს გწერდი მეც” ან “ტექსტი მქონდა აკრეფილი და გიმესიჯებდი” და ბოლოს პასუხი მესიჯზე. ხშირად ხუმრობს ხოლმე ტელეპატები ვართო…

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტუიციის თუ არა რაღაც მაგვარის გაძლიერებული გრძნობა მაქვს.