Tag Archives: მანქანა

მაშინ, როდესაც ყინავს

რამდენიმე დღის წინ ბანკში ვიყავი, ინტერნეტ ბანკის რეკვიზიტები გამოვართვი. ამ ბოლო დროს ძალიან გულმავიწყი გავხდი და ყველაფერი მავიწყდება, მათ შორის ინტერნეტბანკის პაროლიც. ანაბარი მაქვს გახსნილი და ფულს ვაგროვებ. დედაჩემთან ვიყავი, სამსახურში როდესაც ჩემს ანგარიშებში შევიხედე  და იქვე ვუთხარი X ლარი მაქვს-მეთქი, მისმა თანამშრომელმა იცოდა რომ მანქანისთვის ვაგროვებდი ფულს, არ დააყოვნა და  რა გინდა საბურავები გქონია უკვეო, თანაც თეგეტას ზამთრის საბურავებიო, არაფრის შეგეშინდება, ახალი მძღოლი იქნები და ზამთარში მშვიდად იჯდები, არ მოცურდები და არაფერი. საბოლოო ჯამში ტიპს ისე დაუჯდა ჭკუაში იმაზეც თანახმა იყო წამოდი გაყიდინებ ზამთრის საბურავებსო, ჩემზე უკეთესს მრჩეველს ვერსად ნახავო. მერე მანქანის ასარჩევადაც გამოყვებიო. ისეთი აღტაცებული იყო თავისი იდეით მხოლოდ ღიმილით დავკმაყოფილდი და ვეღარ ვუთხარი რომ მანქანის ყიდვა გადავიფიქრე.

winter_car

მე არა, მაგრამ მამაჩემმა კი იყიდა. მას შემდეგ რაც მანქანა ჰყავს ლამის ყოველ წელს ამბობს, კარგი ზამთრის საბურავები მინდაო. რასაც ვყიდულობ არ შველის და მაინც სულ ცურავსო. მაშინვე თეგეტა ამომიტივტივდა თავში და იქითკენ გავუშვი, ყველაზე კარგი არჩევანი ზამთრის საბურავების იქ ჰქონიათ-მეთქი. ერთხელ იქაც ცადე და იქაც იყიდე-მეთქი. დამიჯერა.  გუშინ სოფელში იყო წასული. ჩემი სოფელი ხომ გადაკარგულშია, მაგრამ გზები იმაზე საშინელია ვიდრე თავად სოფლის მდებარეობა. იქ თოვლი და ყინვა ნოემბრის დასაწყისში იწყება ხოლმე. შესაბამისად დეკემბრის დღეს მოყინული თოვლი ჩვეულებრივი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ წლებია მამაჩემს მანქანა ჰყავს, კარგი მძღოლობით ვერ დაიკვეხნის. მართალია კარგი მძღოლი არ ეთქმის, მაგრამ კარგი საბურავები ჰქონდა და ხევში გადავარდნას გადარჩა. რომ ჩამოვიდა გამარჯობის შემდეგ რაც მითხრა კიდევ კარგი საბურავები თეგეტაში შევცვალე, ჩემი ძველი საბურავები რომ მქონოდა, აუცილებლად გადავარდებოდიო : )

6 წამში მოგებული Mercedes CLA

ეს დღეებია დედაჩემთან ვმუშაობ, ცოტ-ცოტას ვეხმარები ხოლმე.
მაშინ როდესაც სრული სიწყნარე იყო და მე გამწარებული თემფლ რანს ვთამაშობდი ჩემგან 5 მეტრში ბიჭები გაცხარებულები განიხილავდნენ რაღაცას. საკვანძო სიტყვებს: კენტს, გათამაშებას და მანქანას მოვკარი ყური. თამაშს თავი დავანებე და მათკენ მივიჩოჩე, მაინტერესებდა რას ამბობდნენ და რას ფიქრობდნენ აღნიშნულზე. ისაო, ესაო, კენტსო მაგარი გათამაშება ჰქონიაო, მანქანას იგებო და კიდევ მაგარ რაღაცებსო. ტიპმაო, 6 წამში მანქანა მოიგოო და თანაც  Mercedes CLA-ო. მაგარი მარტივი კითხვები მოდისო, სავარაუდო პასუხებთან ერთადო. თანაც დიდი შანსი გაქვს კითხვაზე პასუხი იცოდე და მაგარი პრიზიც დაითრიოო. გაღიმებული ვუსმენდი და ჩემი სიტყვაც ჩავაკვეტე, მაგ სავარაუდო პასუხების შემცირება შეგიძლიათ-მეთქი და დეტალურად ავუღწერე რა და როგორ უნდა ექნათ. დავაკვალიანე http://kent.ge/ შედით და დეტალურად იქ გაეცანით ინდორმაციას-მეთქი. კაიო.

დღეს ერთ-ერთი მათგანი, მოვიდა და მეუბნება საიტი არ მახსოვდა, მაგრამ რომ დავგუგლე ფორუმის თემა ამომიგდო და მაგარი რაღაცააო. უნდა ვიჩალიჩო მეცო. წარმატებები-მეთქი და მივიწყებულ თემფლ რანს მივუბრუნდი.

ვოტ, British American Tabacco-ს წყალობით ერთი მერსედესი უკვე გათამაშდა. კითხვა ძალიან მარტივი იყო, როდის დაარსდა British American Tabacoo და პასუხი 1902-წელს იყო. ძალიან დავინტერესდი მოგებულის ვინაობით და გადავწყვიტე ფეისბუქზე მაინც მომეძებნა და ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა, მაინტერესებდა ასე უცბად როგორ უპასუხა. ანა გოგსაძეს გათამაშების შესახებ გუდვილიდან გაუგია, პირველივე დღეს და მის მერე ჩართულია. როგორც მითხრა მისი მეუღლეც მონაწილეა და ორივე ერთად ცდილობდა პრიზების მოგებას. ანა ადრეც კენტს ეწეოდა. ვიფიქრე, თამაშის გამო ხომ არ დაიწყო-მეთქი, ან სხვა სიგარეტიდან ხომ არ გადმოვიდა-მეთქი, მაგრამ არა, კენტის ერთგული ყოფილა და კი დაუფასდა. კითხვაზე პასუხი ვიცოდიო მითხრა. პრინციპში, როცა რომელიმე კომპანიის გათამაშებაში ერთვები მასზე მინიმუმ ინფორმაციას გუგლავ მაინც. ხოდა, ანაც მასე მოქცეულა და შედეგად ახალთ-ახალი მერსედესი ჰყავს. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მერსედესის 6 წამში მოგებას ნიჭი და იღბალი უნდა.

გათამაშებაში 3 მერსედესი და კიდევ უამრავი აიპოდი, აიპადი და მისთანი საჩუქრებია. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ თამაში, ჩაერთეთ და იყავით ყურადღებით ^_^

1468683_543006205768273_1567007439_n

მე და ავტოსპორტი

გუშინ გამოფენაზე (ეს ის გამოფენაა არაა თვალწინ რომ წარმოგიდგათ, წერეთელზე რომ დიიიდი ბაღი/სკვერი/პარკია იქ) ვსეირნობდი და ერთ ბავშვს მოვკარი თვალი, რომელიც მანქანით სეირნობდა. აი იმ მანქანით, ბავშვებზე რომაა გათვლილი და პედლებიც რომ შესაბამისი აქვს, ფაქტობრივად სათამაშოთი და გამახსენდა, რომ მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდი მქონოდა მანქანა, რომლითაც გამოფენაზე წრეებს დავარტყამდი, ექნებოდა შესაბამისი სიგნალი და ვიქნებოდი “კაი ტიპი”. სამწუხაროდ, იმ სათამაშოს ფასიდან გამომდინარე ჩემი ოცნება დღემდე აუსრულებელი დარჩა. შემდეგ ჩემი ძმა დაიბადა და გადავედი მშობლების შებმაზე, რომ აი, ის მანქანა  რომაა, სათამაშო და კარგი რაღაც, ეგ უყიდეთ-მეთქი, თუმცა ამაოდ. მიყვარდა მანქანები, და გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა მართვის მოწმობა ამეღო, რაც სისრულეში მხოლოდ 20 წლის ასაკში მყოფმა მოვიყვანე.

კარგი ტიპები არიან ავტომობილები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სწრაფად დადიან. მიყვარს სიჩქარე. ბავშვობაში მახსოვს, ბებიაჩემი გამწარებული უყურებდა ხოლმე ფორმულა 1-ს და ფავორიტი მრბოლერიც ჰყავდა. მეც მივუჯდებოდი გვერდზე და მზესუმზირის კნატუნით ვგულშემატკივრობდით ბებიის ფავორიტს,რომელიც ხშირ შემთხვევაში იგებდა. მომწონდა სწრაფად მოსიარულე მანქანები, წარმომიდგენია რამხელა ადრენალინი გამოიყოფა როდესაც ძალიან ცუდ მოსახვევში ძალიან მაღალი სიჩქარით შედიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვეძებ ადრენალინს, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემის მოყვარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე მიყვარს, მაინც მგონია რომ ვერასოდეს გავბედავ რალში მონაწილეობის მიღებას. პრინციპში ვინ იცის, იქნება და იმდენად მომინდეს ადრენალინის მაღალი დოზით მიღება, რომ მოყვარულთა რალში მაინც მივიღო მონაწილეობა. ვინც არ იცის რა არის მოყვარულთა რალი მოკლედ აღვწერ, მრბოლელები გადიან მონაკვეთებს, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდული მოძრაობა, მათ ყოველგვარი წესთა დაცვით უნდა გაიარონ მოცემული ადგილები და შეეცადონ მოცემულ დროში მივიდნენ “finish”–თან საჯარიმო ქულების გარეშე.

პირველად რალის მრბოლელები ისევ ბავშვობაში და ისევ გამოფენაზე ვიხილე. სტარტს იღებდნენ იქიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ექსტრემალი შეგროვდა. სპეციალურად დამონტაჟებულ “ბარდიურზე” (ვერ მოვიფიქრე სხვა რა ერქვა იმ შემაღლებულ ადგილს და პოდიუმს ისევ ბარდიური სჯობდა) მანქანებით ადიოდნენ და ხელს გვიქნევდნენ და ტოვებდნენ ტერიოტიას. სასიამოვნო სანახავი იყო. რატომღაც მგონია, რომ რალში მონაწილეები კარგი ტიპები არიან, იმიტომ, რომ არ უშინდებიან საფრთხეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური სიჩქარით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

დღის რუტინა

ჩემი დღის უმეტესობას ან ტელეფონზე ან კარებზე ზარი იწყებს. დღესაც იგივე განმეორდა რაც გუშინ, გუშინწინ. კარზე საშინელმა ზარმა გამაღვიძა, მართალია მე არ მომიწია ადგომა და გაღება მაგრამ 12-საათზე თუ გამეღვიძა ძილს ვეღარ შევიბრუნებ. ჩემი და იყო, გაოგნებული და გაოცებული, მისი მეგობრის მამიდაშვილი გარდაცვლილა, მოულოდნელად. და ძილბურანშიც კი შემეშინდა სიკვდილის.

დღეს ჩვეული რუტინით ვიწყებ: წყლის გადავლება, ლოგინის ალაგება, სახლის დალაგება, ფეისბუქზე ბოდიალი და ნაშუადღევს ის სმს რომელსაც ელოდებოდი. 15 წუთში ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და კარის გახურვა ძახილით ” საღამოს მოვალ”. ორიოდე საათი მეგობრებთან, სისულელეებზე და უკვე გატკეპნილ თემებზე საუბარი, მონატრებული ანანასის წვენის წრუპვა და სიგარეტის აუღელვებელი მოწევა.

დღეში 1-საათი მაქვს რომელიც მწყვიტავს ყველანაირ რუტინას და თავიდან ბოლომდე ვეფლობი ვარჯიშში. იღლები მაგრამ თან ისვენებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ან არც ფიქრობ და მუსიკას უსმენ რომელიც შეიძლება პირველად გესმოდეს (მე როგორც წესი მუსიკას არ ვუსმენ), გრძნობ რომ დღითიდღე უფრო და უფრო გიიოლდება ყველა ვარჯიშის გაკეთება და ერთი სული გაქვს მალე გავიდეს ბევრი დრო რომ შედეგიც იხილო, ისეთი თვალში საცემი რომ იქნება ისეთი შედეგი.

დაღლილი და გაუბედურებული მორიგ მეგობართან მივდივარ. ჩაის ვიდუღებ, ბავშვს ვეთამაშები, ვცდილობ ინტერეტს რამე მოვუხერხო და ამასობაში სახლში წასვლის დროც მოდის. ვერ ვიტან როდესაც სახლისკენ მიმავალ მარშუტკას პავლოვზე ველოდები. შეიძლება მილიონი მანქანა გიჩერებდეს? o.O და თან მაშინ როდესაც გამიზნულად გაჩერებაზე ვდგები და მაინც და მაინც მაშინ არის ის გაჩერება უპატრონო როცა მე მივდივარ ხოლმე. როდესაც ჩემს წინ მეხუთე მანქანა გაჩერდა შუათითი ვაჩვენე და 30 ნომერ მარშუტკას შევახტი, რომელმაც შეიძლება ითქვას სულზე მომისწრო.

გზაში კლასელი შემხვდა. ჰმ, რა უცნაურია, დღე სიკვილით დაიწყო და ფაქტიურად სიკვდილის მოლოდინით დასრულდა.

ძალიან მეშინია სიკვდილის.

გაძლიერებული ინტუიცია თუ რაღაც მაგვარი ანუ სასწაული დამთხვევები

რომ ამბობდნენ ქალებს მეექვსე გრძნობა გვაქვსო უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე 🙂

თუმცა ბოლო ერთი პერიოდია ჩემს თავს გაძლიერებულ ინტუიციის გრძნობას ვამჩნევ.

მაგალითი 1:

სახლიდან უნივერსიტეტში მივდიოდი და გზად სკოლა უნდა გამევლო. ორ მასწავლებელზე ვფიქრობდი: ერთზე, რომელიც ძალიან მიყვარს და მეორე, რომელიც სკოლიდან გაუშვეს. პირველი პირდაპირ სკოლის გზასთან ვნახე, მეორე გადასასვლელზე. გამიკვირდა რომ ასე უცნაურად დაემთხვა თუმცა იმ დროს უფრო გამიხარდა ვიდრე გამიკვირდა და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია.

მაგალითი 2:

რუსთავში ვიყავი. ბევრჯერ მითქვამს იქ ბევრი ნაცნობი მყავსთქო და როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი ერთ–ერთ ნაცნობზე ვფიქრობდი, რომლის ნახვაც არ მაწყენდა და “მარშუტკიდან” დავინახე.

მაგალითი 3:

ყოველთვის როდესაც ჩემს სოფელს, დვალთას, ახსენებენ ხოლმე ეგრევე ტყუპები მახსენდებიან. ადამიანები რომლებიც ვერასდროს გაიზრდებიან და მუდამ იქნებიან ისეთები როგორებიც 5 წლის წინ, 2 წლის და თუნდაც წელს. ერთი კვირის წინ სოფელში წავყევი გვანცას და რა თქმა უნდა გამახსენდნენ და გავიფიქრე მომენატრნენთქო. ჩემი სახლის ჩასახვევს რომ მივუახლოვდი ბეგას (ტყუპების მამის) მანქანა დავინახე და ტყუპებიც იქ აღმოჩნდნენ.

მაგალითი 4:

ჩვენი ჯგუფი ექსკურსიას აწყობს და რამდენიმე დღეა ვფიქრობ წავიდე თუ არა. წასვლა ძალიან მინდოდა თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ბლოგერებიც (უფრო სწორედ ლევანი) ამ კვირაში თუ არა ამ თვეში მაინც იჩალიჩებდა ექსკურსიის მაგვარს და ფული დამჭირდებოდა და დედიკო აღარ დამაფინანსებდა. დღეს უნდა გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა და ბოლოს ისევ ჯგუფთან ერთად წასვლა ავირჩიე. თუმცა საღამოს ლევანი, რომ ვნახე მითხრა იმ კვირაში ექსკურსიას ვგეგმავოო…

მაგალითი 5:

ყოველთვის როდესაც გვანცას ვუმესიჯებ პასუხად მომდის ჯერ “აუ აი ამწამს გწერდი მეც” ან “ტექსტი მქონდა აკრეფილი და გიმესიჯებდი” და ბოლოს პასუხი მესიჯზე. ხშირად ხუმრობს ხოლმე ტელეპატები ვართო…

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტუიციის თუ არა რაღაც მაგვარის გაძლიერებული გრძნობა მაქვს.

შეურაცხყოფა=კომპლიმენტი

გუშინ, ბლოგერებთან რომ მივდიოდი, ერთ საინტერესო სცენას გადავაწყდი. ქუჩაში მიდის მაღალი,ქერა,თეთრი,წვრილი გრძელ ფეხება, მოკლე შორტიანი სიმპატიური გოგო. მანქანა უკლებს სიჩქარეს, ფანჯრიდან უვარდება თავი და ყვირის: “აუუუუუ გავგიჟდიიიიი,გადავირიეეეე” და სიარულს აგრძელებს ნელა, ამ გოგო გვერდით. მალე ეს გოგო მეორე მხარეს გადმოვიდა,მძღოლმა მიაჭირა გაზსს და გავარდა.

შევიცხადე. აღარ მეგონა მსგავსი რეპლიკები და წამოძახილებით თუ კიდევ აღნიშნავდნენ გოგოს სილამაზეს თუ სექსუალურობას. ადრე გოგოს ჩავლაზე შტვენა ატყდებოდა ხოლმე, ეხლა უაზრო რეპლიკები და ეს ყოველივე გოგოსთვის შეურაცხმყოფელია. შესაძლოა ერთი–ორი სილაც კი გითავაზოთ, თუმცა გულის სიღრმეში ესიამოვნება. შთაბეჭდილების მსგავსი გამოხატვაც კი ხომ ერთგვარი კონპლიმენტია. რახან დაგიშტვინა ე.ი მოეწონე, რახან “აუუ გავგიჟდი” გითხრა ე.ი აღფრთოვანდა შენით და პრინციპში რატომ უნდა გეწყინოს?  რა საჭიროა ეს ვითომდა შეურაცხყოფილის ნიღაბი როცა აშკარად გესიამოვნა? რატომ შეიცხადებთ ხოლმე და “უზრდელოვო” (კარგ ვარიანტში) ეუბნებით და ლამის თვალზე ცრემლმორეული მორბიხართ? ცუდი ხომ არ უთქვამს, უბრალოდ ცუდი ტაქტიკა შეარჩია.

ის გოგო ქუჩის მეორე მხარეს რომ გადმოვიდა იღიმებოდა და სულაც არ თვლიდა თავს შეურაცხყოფილად. შეიძლება ესიამოვნა კიდეც იმ მამაკაცის აღფრთოვანება მისი სხეულით მაგრამ ეს ღიმილი უფრო დამცინავი იყო. ხო, მეც შემეცოდებოდა და მეც დავცინებდი ბიჭს, რომელიც უაზრო რეპლიკებით და შტვენით გამოხატავდა თავის აღტაცებას ჩემით. თუმცა ალბათ მესიამოვნებოდა კიდეც. მე ხომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინე არა?

უი გოგოა გადამღები?

დღეს ჩემი დეიდაშვილების ბანკეტი იყო. ერთი წელია სხვაობა და შესაბამისად ერთ კლასსში მოხვდნენ = )) ცოტა დაგვიანებული იყო, მაგრამ სულ რომ მოაბეს თავი ეგეც კაია = )) დედაჩემს სამსახურში გავუარე, მანქანაში ჩავუხტი (რაც იყიდა პირველად ვიჯექი) და გავწიეთ დედიდაშვილებთან. სანამ ყველა მოგროვდებოდა და სუფრას მიუსხდებოდნენ იქ ვიყავი მეც და ჩემთვის ვპაპარაცობდი. ბავშვებიც მიჯერებდნენ  და რასაც ვეუბნებოდი იმას აკეთებნდნე = )) ერთ-ერთ მშობელს დაქირავებული ფოტოგრაფი ვეგონე (არა და მარტო ვიდეო იქირავეს) და შეიცხადა – ”უიმე გოგოაო?”. აუ ჩემი ბანკეტის ვიდეო მინდაააა = (( ერთი თვე გავიდა და იმ კაცს მგონი სინდისი არ აწუხებს. მაინც და მაინც გალანძღვას ელოდება? სამაგიეროდ დღეს კარგად გავერთე = )) ესეც ორი ყველაზე კარგი სურათი დღევანდელი დღიდან = ))

პ.ს დღეს ვინც მნახა ყველას თვალები შუბლზე აუვიდა ვაიმე როგორ გამხდარხარო. ხო და მიხარია 😀