Tag Archives: მასწავლებელი

ზარი უჩემოდ

ხვალ, ბოლო 12 წლის მანძილძე, პირველად იწყება სკოლა ჩემ გარეშე. ხვალ, 9–საათზე, პირველად დაირეკება ზარი და მე კლასში არ ვიჯდები “ჩემს ადგილზე”. ხვალ, სკოლის ეზოში უჩემოდ შეიკრიბება ასობით მოსწავლე (ათასამდე), უჩემოდ მოიკითხავენ ერთმანეთს და იქნება “მომენატრე”, “როგორ შეცვლილხარ”, “სად დაისვენე?”, “აუ არდადეგები როდის დაიწყება?”.მასწავლებლები კიდევ ერთხელ (და შემდეგი ერთი კვირა) მიულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და ესეც უჩემოდ იქნება. კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ ისე ვეღარ იქნებიან როგორც უწინ (და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაიმეორებენ ამ სიტყვებს). პირველკლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცავენ სკოლაში “პირველ ნაბიჯებს”, კიდევ ერთხელ ეტყიან რომ “ისინი უკვე დიდები არიან და დროა ისწავლონ დამოუკიდებლად თავის გატანა”. აბიტურიენტებს ჩაუტარებენ მრავალწუთიან ლექციას იმის თაობაზე, რომ რთული წელი აქვთ და უნდა იშრომონ და რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნას მათი მიზანი. შემდეგ რამოდენიმე სკოლა დამთავრებულის სახელს და გვარს დაუსახელებენ რომლებმაც ჩააბარეს და სახელწმიფო გრანტიც მიიღეს. მაგ: ჩემი დის კლასსში შევა რომელიმე მასწ. დაიწყებს ლექციას, ბოლოს ხელს გაიშვერის მარიამისკენ და იტყვის:  “აი, შენმა დამ ხომ ჩააბარა წარმატებულად? ხო და შენც უნდა ისწავლო უკვე…”

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

ხვალ პირველად დაირეკება შესვენების 5–წუთიანი ზარი…

ხვალ პირველად იქნება სკოლა ბავშვებით სავსე უჩემოდ…

ხვალიდან პირველად მოუშლიან დირექტორს (და არა მარტო) ნერვებს უჩემოდ. მაგრამ ეჭვი მეპარება ეს საქმე ჩემზე უკეთ რომელიმეს გამოუვიდეს.

არ მეგონა თუ გული ასე დამწყდებოდა, იმის გამო რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვეღარ ვიქნები.

ბავშვებო, ვიცი არ/ვერ წაიკითხავთ ამას, რადგან ფეისბუქზე დაშეარებული ლინკის ნახვა დაგეზარებათ (ესეც იმიტომ რომ არ იცით რას ვაშეარებ თორემ აქ შემოსვლას ვინ დაგასწრებდათ), მაგრამ მე უზომოდ მომენატრეთ. პირველი კლასიდან დაწყებული 12 კლასის ჩათვლით ყველა წუთი და ყველა მოგონება მახსენდება. ყველა ჩხუბი, კამათი, ცემა–ტყეპა, არ შემდგარი შატალოები, ზურგს უკან ჭორაობები, აცრემლებული თვალები, გადაკეთებული სიმღერების მღერა, უცნობის სიმღერებზე ცეკვა და “ბოლომდე დამხობა”, მასწავლებლების პაროდიები, “10 თეთრი მომეცი რა”, “აუ გარედან ჩაგვკეტე რა”, “ერთი ხელიც მას და ვამთავრებთ” (ეს ჯოკრის თამაშისას), “წამო, სადმე წავიდეთ” (და რა თქმა უნდა ვერსადაც ვერ წავსულვართ)…

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

ბოლო რამდენიმე დღე

უუფ რა სასწაულად იწელება დრო მასწავლებელთან რა.. განსაკუთრებით ახსნის პროცესსში. ეს ბოლო ნახევარი საათი შემომაწვება ხოლმე ძილი და თავს ათასი ხრიკით ვირთობ რომ არ ჩამეძინოს. დღეს სათამაშო არაფერი მქონდა წაღებული და ჩემს თითებს მივადექი. საწყლები =((  არა და რას ვერჩოდი, რა მინდოდა. დავიწყე ძიძგვნა. ჯერ ერთი ფრჩხილი,მეორე. ბოლოს სისხლიც წამომივიდა =(( კიდევ კაი ბამბა სულ თან დამაქვს.  თავს მაინც არ ვანებებდი ამ საცოდავებს, ბოლოს ისე ვქენი, რომ სიმწრისგან ყვრილი მინდოდა. სახლში ძლივს მოვედი და სანტავიკის ყუთი ამოვჩიჩქნე უჯრებში. დავიკარი 3 თითზე და კიდევ ორზე რომ დამეკრა მივხვდი, რომ ძაან ტეხავდა და სამით დავკმაყოფილდი. ციფრულის მოთრევა მეზარება, თორემ განახებდით გასაოდავებულ თითებს. უფრო სწორად,სანტავიკებს 😛

გუშინ ჩემი ძმის ოთახში მოვხვდი შემთხვევით. მაგიდაზე ჰარი პოტერის წიგნი ედო. მეორე ნაწილი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰქვია. უსაქმოდ ვიყავი, მოვკიდე ხელი წიგნს და ჩემს ოთახში მოვკალათდი და კითხვას შევუდექი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე,თვალები და თავი საშინლად ამტკივდა და ინგლისურზე მაგვიანდებოდა, ეს ნაწილი მაინც ბოლომდე ჩავამთავრე.საღამოს მოვლასლასდი სახლში, ვჭამე,დავისვენე და განახსენდა, რომ ჰარი პოტერის პირველი ნაწილიც მომეპოვებოდა სახლში. ჩავუჯექი იმასაც და ბოლომდე ალბთ დღეს დავამთავრებ, თუ არ დამეზარა. ხო და ეხლა ახალი თავსატეხი გამიჩნდა მესამე ნაწილი სად ვიშოვო. ფულის ამაში გადაყრა მენანება (ეგრეც არ გამიბერია), ვისაც ვკითხე არ გვაქო. მგონი ზოგმა ისიც არ იცოდა წიგნიც, რომ არსებობდა ამ ”გენიალური” ნაწარმოების.(ვინმეს თუ გაქვთ მათხოვეთ რაა. შვიდივე ნაწილი მინდა :P) არა და ნორმალური წიგნები დაილია კაცო? მაინც და მაინც ამ სისულელეს ვკითხულობ და ტყუილად ვიტანჯავ თავს.

ხოო… კიდე რაზე შეიძლება დავწერო???

აა უი ხო გამახსენდა…

ხუთშაბათს, 22 აპრილს, ჩემი სკოლის, 22-ე სკოლის, იუბილეა. 60წლის გახდა თქვენ კი ნუ ეხუმრებით. ხო დაა ბატონმა განათლების მინისტრნა, შაშკინმა უნდა მოვიდეოოო. დაფაცურდა სკოლის პედაგოგთა,შობლეთა საბჭო. დირექტორი ცალკე აფუსფუსდა და მოგვაკითხეს მეთორმეტე კლასელებსაც.თქვენზე უკეთესი ვინ უნდა დავახვედროო და მონაწილეობა უნდა მიიღოთ ღონისძიებაშიოო… იქ, რომ ყოფილიყავით და ჩვენი სახეები გენახათ უეჭველად შეგეცოდებოდი. თავი დავიძვინე 😛 მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა =(( დირექტორს გადავწყდი შემთხვევით და ისეთი ღიმილით მომესალმა მივხვდი რაღაც უნდა ეთხოვა =((  ”ყაზბეგში ძალიან კარგად იღებდი და ამ ღონისძიებასაც ხომ არ გადაიღებდიო?” ვიდეო დავკარგეთქო სიხარულით მივახალე, მაგრამ ”არაუშავს, ეგ პრობლემა არ იქნება, ხუთშაბათს 1-ზე აქ იყავიოო”. ხო და ბოლოს თავისებური იუმორი დააყოლა ”მარტო შენს მეგობრებს კი არ გადაუღო, ყველას. მეე, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუმრებსოო”. გავუღიმე და წამოვედი. სულ ბუზღუნ ბუზღუნით მოვედი სახლში რა ჯანდაბა მინდოდა სკოლაშითქო.

უი კინაღამ დამავიწყდა. იმ დღეს როცა ოპერატორობა შემომთავაზეს სკოლაში გაისმა ზარი მაგდონალდიდან. ბოლო ზარი როდის გვქონდა დაინტერესდნენ. როგორც ჩანს მოსვლას აპირებენ და სიმბოლური საჩუქრები უნდა დაგვირიგონ. ”გაგალამაზებენო” – დირექტორნა გვახარა. ამ მაგდონალდს მოყვება ერთი-ორი ტელევიზია რეკლამის პონტში და ასე ყველა ერთად ვიზეიმებთ სკოლის დამთავრებაას =))

p.s პოსტი თავიდან აღარ გადამიკითხავს და ტექსტსში არსებულ ხარვეზებს არ ვიმჩნევთ =))