Tag Archives: მეგობარი

როგორ გავხდეთ სასურველი

არსებობს რამდენიმე “საიდუმლო” იმისა თუ როგორ ვიქცეთ მამაკაცებისთვის სასურველ ქალად. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია რომ ყველა მამაკაცის და ყველა ქალბატონის ერთ ქვაბში მოქცევა და “საიდუმლოს” ყველასათვის მისადაგება ცოტა უხერხულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ყველა ინდივიდუალურია და გემოვნებაც შესაბამისად ინდივიდუალური აქვთ.

თუმცა კაცების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ქალი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას და ჰქონდეს:

  • ე.წ გიტარისებური ტანი;
  • კარგი მკერდი – რომელშიც ზოგი ფორმას, ზოგი ზომას გულისხმობს;
  • სწორი ფეხები;
  • ბარკლები, სადაც ხელს “გემრიელად” მოჰკიდებენ.

თუმცა, შესაძლებელია ქალი აკმაყოფილებდეს ზემოთჩამოთვლილ ყველა პირობას, მაგრამ რაღაც-რაღაც მიზეზების და გამო ვერ იქცეს სასურველად და იმ ერთადერთად. გარდა ლამაზი და ჩამოსხმილი სხეულისა, სასურველია ქალს ჰქონდეს ცოტა ტვინი, აზროვნების უნარი, იუმორის გრძნობა და ის თვისებები რითითაც საპირისპირო სქესს მოხიბლავს.

რთულია იმსჯელო იმაზე თუ როგორი უნდა იყო, რომ გახდე ვინმესთვის სასურველი. როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი მიზნისთვის იყოთ სასურველი ალბათ დაგჭირდებათ იმ “მიზნის” პირველრიგში კარგად შეცნობა. უნდა იცოდეთ რა უყვარს, რა სიამოვნებს, როგორ რეაგირებს ამა თუ იმ ქცევებზე და ა.შ. უნდა იცოდეთ როდის როგორ ხასიათზე, როდის რა უნდა და თქვენც შესაბამისად იმოქმედოთ.

კარგი როდესაც გაქვთ კარგი ტანი, ცოტა ტვინი მაინც, აზროვნების უნარი, საზოგადოებაში სესაბამისად მოქცევის შნო და სხვა ფრიად დადებითი თვისებები. თუმცა, სულ მაინც იდეალთან მიახლოებულიც რომ იყოთ შესაძლებელია ვერ გახდეთ მისთვის სასურველი და იდეალური. მიზეზი ერთია – არ იცნობთ მას და მის ხასიათს.

საერთოდაც, მე მიმაჩნია, რომ მამაკაცისთვის თუ გსურთ იყოთ იდეალური და სასურველი ქალი, აუცილებელია ლოგინში იყოთ უკანასკნელი ბოზი და ლოგინს გარეთ საუკეთესო მეგობარი. საუკეთესო მეგობარი ხომ სწორედ ისაა ვინც ყველაზე კარგად იცნობს მეორეს, და ეს “ცნობადობა” ყველგან გამოგადგებათ.  თუმცა, შესაძლებელია ჩემმა ფორმულამაც არ გაამართლოს ყველასთან, თუნდაც იმიტომ რომ როგორც ზევით აღვნიშნე ყველა ინდივიდუალურია და ყველა ინდივიდუალურად იმსახურებს მიდგომას და ყველანაირი საიდუმლო იმისა, თუ როგორ გახდეთ სასურველნი აბსურდია!

როცა ტირილი გინდა

როცა სასწაულად გაბრაზებული ხარ, ან ნაწყენი, ტირილამდე როცა ხარ მისული და მხოლოდ ერთი ადამიანი გახსენდება ვისაც მიწერ, დაელაპარაკები და დამშვიდდები. ვისთან ლაპარაკიც მხოლოდ დადებითად აისახება შენს ემოციებზე, გრძნობებზე და მხოლოდ მასთან საუბრის მერე დაგეძინება მშვიდად, მიხვდები რომ ყველაფერი არც ისე ცუდათაა და ეს მხოლოდ წუთიერი ემოციებია, მიხვდები რომ ძლიერი ხარ და მსგავსმა წვრილმანმა ბარიერებმა არ უნდა შეგაშინოს.

უცნაურია, იმიტომ რომ არც მეგობარია, არც ნაცნობი და საერთოდაც სტატუსი არ აქვს. რატომ არ მახსენდება მასეთ დროს მეგობრები? ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ის ახერხებს დამანახოს და მაგრძნობინოს ის ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე. და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ძალიან ცუდ რამეს ვუკეთებ ჩემს თავს. არ შეიძლება იყო ვინმეს იმედათ და ცუდად ყოფნის დროს გახსენდებოდეს ვიღაც მხოლოდ იმიტომ რომ დამშვიდება და წყნარად ძილი გინდა. ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანმა უნდა შესძლო და ცივი გონებით შეხედო ყველაფერს, იყო პრაგმანტული და ოპტიმისტი, დააწყნარო და დაამშვიდო საკუთარი თავი და იყო ძლიერი.

მაგრამ, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი რომ სადღაც, შორს, ვიღაც არსებობს ვისაც შეუძლია კარგ ხასიათზე მოგიყვანოს. ვინც დაგელაპარაკება და მისი ნათქვამი “ყველაფერი კარგად იქნება” გაცილებით სასიამოვნოდ ჟღერს ვიდრე ნებისმიერი სხვისი.

ძილინებისათ.

პ.ს კიდევ ერთი პრობლემა რომელიც წერისას დავაფიქსირე რომ თურმე პრობლემაა, არ შემიძლია როცა მეტირება ვიტირო და ემოციები გამოვუშვა გარეთ. უბრალოდ არ შემიძლია.

ქაოსი

როდესაც დილის 5 საათზე დაიძინებ და 9-ზე გაღვიძებენ ცუდია, კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ვერც ყავის დალევას ასწრებ, ვერც წყლის გადავლებას და სახლიდანაც სარკეში ჩაუხედავად გადიხარ. სადარბაზოდან გამოსული აღმოაჩენ რომ ვუალა! ძალიან ცივა, ქარია, წვიმას აპირებს და შენ ძველის ძველი ჟაკეტი გაცვია, რომელიც აგერ უკვე მეხუთე წელია პატიოსნად გემსახურება და დროა ახლით შეცვალო. მაგრამ ჯიუტად არ ყიდულობ ახალს, ძველი გირჩევნია, გიყვარს და ყველაზე კარგი და კომფორტულია.

მიდიხარ და ბევრი საათი ბოდიალობ ავეჯის სხვადასხვა მაღაზიაში: “საბა”, “ბელუქსი”, “ემბავუდი”, “ავეჯის სახლი”, “ვალენტინი”, და ათასი რჯულის პატარა მაღაზიები. ყველაზე მეტად რაც გულზე გხვდება ისაა, რომ ყველგან ერთი ნაგავი ყრია. დიდი მასიური ხის ნაკეთობები, მოჩუქურთმებული, მდიდრული შესახედაობის და ვითომ არისტოკრატიული. გვერდზე სადა, შავი (ნუ ძირითადად მუქი ფერის), უბრალო შესახედაობის ავეჯი, რომელიც ძალიან მოგწონს მაგრამ დედა გიწუნებს და გეუბნება, საკუთარი სახლი როცა გექნება მაშინ იყიდე ასეთიო. საბოლოო ჯამში ისე გადის 5-6 საათი რომ აზრზე ვერ მოდიხარ.

სახლში მისული აღმოაჩენ რომ ოთახი დასალაგებელია, გშია, გეძინება, ძალიან დაიღალე… მაგრამ სამეცადინო გაქვს სისხლის სამართალი, რომელიც სისხლს გიშრობს. ცდილობ გადადო მეცადინეობა, აი ფეისბუქზე შევიხედავ, აი პოსტს დავწერ, ბლოგებს გადავხედავ, მივალაგებ ოთახს და მერე ვიმეცადინებ… დრო გადის და ყველაფერს აკეთებ გარდა იმისა, რომ იმეცადინო.

ფეისბუქზე შედიხარ და ისევ იგივე ტრიალებს: დიჯეი რემბო დააკავეს, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გირაოს, 10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 5 ლარად თურმე 20-დღე იმგზავრებ (მაშინ როდესაც 5 ლარი შეიძლება 2 დღე გეყოს), გარდაიცვალა რამაზ ჩხიკვაძე და მოსთქვამენ ამაზე, მემილიონჯერ გადააშეარეს ვიდეო, სადაც ორი გურჯაანელი საზეიმო ვითარებაში ხსნის ტუალეტს, ბიძინა ივანიშვილს თურმე წერილების წერის გარდა ინტერვიუს მიცემაც შესძლებია, ბერა ისევ ახალ სიმღერას უშვებს… დაარეფრეშებ და ისევ თავიდან იწყება ამ ყველაფრის ბრუნვა, თითქოს ყველამ პირი შეკრა შენს წინააღმდეგ.

ფეისბუქ გრუფებს დაივლი და დიდს ვერაფერს აღმოაჩენ. მაქსიმუმ ვინმე ლაწირაკს ეკამათო იმაზე, რომ ქალები იდიოტები არ არიან, არ ოცნებობენ იდეალურ კაცზე, თეთრ საქორწინო კაბაზე, პირველი კოცნისას არ ფიქრობენ იმაზე რომ ის მამაკაცი მათია, არ ფიქრობენ რომ პირველი ღამე ზღაპრული და იდეალური იქნება… cmoon გაიზ, სად ხართ ჩარჩენილები?!

ათვალიერებ მეგობრის ბიჭის ფოტოებს და ფიქრობ რომ უფრო სიმპატიური გეგონა, და საერთოდაც შენს გარშემო ყველა შეყვარებულია, შენი და, მეგობრები, ძმაც კი 😐 შენ კიდევ იდიოტივით იქცევით და თავი ამა ქვეყნისა შვილი არ გგონია და სადღაც ტრაკში დაფრინავ. არაუშავს, გამოსწორებადია.

სახლში რემონტი დასრულდა, ვაშა.

და სამეცადინო მაქვს:|

Protected: მე

This content is password protected. To view it please enter your password below:

სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის

ქალთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა თუ “მოწოდება” არსებობს, რომლებიც ხშირად შეურაცხმყოფელია ხოლმე (მაგ: ქალი ადამიანის მეგობარია, ქალი ვიცი “კუხნაში”, მოდი ქალო “ნასკი” გამხადე და ა.შ). იტყვით ახლა ხუმრობააოო, ისაო ესაოო, მაგრამ მეც გიპასუხებთ: “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, მასში სიმართლის მაცვალიც თუ არ იქნებათქო”

ქალი – როგორც პიროვნება აღიარებულ იქმნა შუა საუკუნეებში. მაშინ როდესაც შემოვიდა მზითვის ინსტიტუტი. მანამდე მასზე ყველანაირი უფლება მამაკაცს (მამას,ძმას,ქმარს) ენიჭებოდა. მათ შეეძლოთ მოეკლათ ღალატისთვის, დაეტოვებინათ უმემკვიდრეოთ და მოქცეოდნენ როგორც ნივთს.  მიხედავად იმისა რომ (უკვე ბანალური ფრაზა უნდა ვთქვა) 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ზოგ მამაკაცში ქალის კულტი მაინც არ შეცვლილა. რაც გამოხატულია მასზე განხორციელებული ძალადობით (თუ გინდათ მამაკაცების ნერვულ სისტემას დააბრალეთ ეგრევე მუშტებზე რომ იყურებიან ხოლმე თუნდაც ქალის წინააღმდეგ). ქალისადმი დამოკიდებულება აშაკარად შესაცვლელია. თუმცა ბევრ ქვეყანასთან შედარებით (მაგ: საფრანგეთში ოჯახურ ძალადობას ყოველ ოთხ დღეში ერთი ქალის სიცოცხლე ეწირება) მშვენიერი სიტუაცია გვაქვს. ქართველ კაცებს უყვართ ქალები, ოღონდ ლოგინში და “კუხნაში”.

ქალთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია არსებობს. ერთ–ერთი მათგანია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი”

“ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” არის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაცია,რომელიც დაფუძნდა 1997 წელს.”

25 ნოემბერი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეა.სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციანმ  “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ  “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნი,რომელიც უფასოდ გავრცელდება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მისი მიღება შეგიძლიათ “კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ოფისში. წიგნის მიზანი გენდერული თანასწორობის თემაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. გამოცემა განკუთვნილია ქალბატონებისთვი, თუმცა მათი წაკითხვა მამაკაცებსაც არ აწყენდათ.

წიგნში (და არა წინგში როგორც ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობდა პრეზენტაციაზე) შესულია ყველა ის იურიდიული საკითხი რაც შეიძლება ქალს დააინტერესოს ცხოვრების განმავლობაში. მიბრძანდით, მიიღეთ წიგნი და გახადეთ ის თქვენი მეგობარი! ისწავლეთ საკუთარი თავის ფასი და მისი დაცვა = ))

ის იყო ამოჩემება,მაგრამ…

ყველა ურთიერთობა კარკვეული ხნის შემდეგ რაღაც “სტატუს” იცვლის და ერთფეროვანი ხდება. იმისათვის,რომ ეს ესე არ მოხდეს საჭიროა ურთიერთობის გამრავალფეროვნება და არა დაკიდება და დაკარგვა იმ ადამიანისა.

მე პირიქით ვიქცევი. უფრო სწორედ, რომ ვთქვათ მეთვითონ ვხდი ხოლმე ურთიერთობას მოსაბეზრებელს და აუტანელს.

გრინ მარიმ ექსკურსიაზე მითხრასავით ადამიანების ამოჩემება იციო. ყურადღება არ მივაქციე მაგრამ გულში კი ჩამრჩა. ეგრე გამოდის. ძალიან ვიცი ადამიანების ამოჩემება და გარკვეული ხნის შემდეგ ისევ ჩვეულ გრძნობას და სიტუაციას ვუბრუნდები. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც “ამოჩემების დაავადება” გამივლის,  ვამჩნევ ხოლმე ამა თუ იმ ცუდ თვისებას. ან ადრეც მქონდა შემჩნეული და მხოლოდ ეხლა ვრეაგირებ.

იყო ეს ამოჩემება და გადამიარა იმ “ფანატიზმა”, სამაგიეროდ არ გამნელებია ის გრძნობა და არ მინდა რომ დავკარგო უაზრო გამოხტომების და ჩემი სუსტი ნერვების გამო.

ის იყო ამოჩემება, მაგრამ ეხლა მეგობარია. ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მეორე კიდევ უფრო კარგია.

მე რომ მეგობრები არ მყავდეს

ხახიტომ დამთაგა…

ორი დღეა რაღაც მოდეპრესიო ხასიათზე ვარ და ეს თემაც ზუსტად ჩემთვის არის.

მე რომ მეგობრები არ მყავდეს? ალბათ გავგიჟდებოდი. იმიტომ კი არა რომ არავინ მეყოლებოდა ვისაც მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვისაც წავეჭოვებოდი ”ამა ქვეყნისა სიახლეებზე”, ვისი ნახვაც ყოველდღე მომინდებოდა… უბრალოდ, მე ადამიანის გარეშე ვერ გავძლებდი. მე ადამიანები მიყვარს და შესაბამისად თითოული ადამიანი, მეგობარი თუ უბრალოდ ჩემს გარშემო მოტრიალე პიროვნებაც კი მნიშვნელოვანია.

უმეგობრობა შეიძლება გადამეტანა … ჩემს დარდს და განცდებს გავუზიარებდი იმას,ვისაც უკვე წლებია ვუზიარებ – ჩემს დღიურს.

მაგრამ ვერ გავძლებდი ადამიანების გარეშე.

მე მიყვარს ჩემი მეგობრები,მიყვარს მათთან უაზროდ ჯდომა და არაფერზე საუბარიც კი…

არასოდეს გამოვირჩეოდი მეგობრების სიმრავლით. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ძნელად აღვიქვამ ადამიანს ჩემად და შესაბამისად ჩემს მეგობრად… ჩემი “მეგობრების სიაში” ვერასდროს ნახავთ ერთი “კატეგორიის” ადამიანებს. სია არც ისე დიდია, თუმცა მრავალფეროვანი და თითოეული მათგანის დაკარგვაც კი დიდ ზიანს მომაყენებს.

ვინ ვიქნებოდი მეგობრები რომ არ მყავდეს?

– ალბათ ისევ ის ვინც ვარ დღეს.

როგორი ვიქნებოდი შინაგანად?

– მექნებოდა მუდმივად დაუკმაყოფილობლობის შეგრძნება. ჩემს სულს დააკლდებოდა რაღაც, ვიქნებოდი მუდმივად რაღაცის ძიებაში… (თუმცა ამ ეტაპზეც ეგრე ვარ)

არ მინდა წარმოვიდგინო რა ვიქნებოდი მე რომ მეგობრები არ მყავდეს. ბედნიერი და მადლობელი ვარ რომ ცოტა, მაგრამ მაინც მყავს ადამიანები ვისაც მეგობარს ვუწოდებ.

თქვენ იცით რას ნიშნავს მეგობარი? მე ვიცი, მაგრამ არ შემიძლია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, ისევე როგორც სიყვარულის ახსნა. უბრალოდ უნდა გწამდეს მეგობრობის სიწმინდისა და ყველაფერი კარგად იქნება.

არ მინდოდა არავის დათაგვა რადგან უინტერესო და არასასიამოვნო მეჩვენება იმის წარმოდგენა როორი იქნებოდი მეგობრები რომ არ გყავდეს…

მაგრამ მაინც

გრინ მარ დაწერე რა, კნუტ შენც, ჭინკა შენც