Tag Archives: მთვრალი

ეროვნებისთვის ნაცემი ქალი

“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” – კონსტიტუციის მეორე თავის მეთოთხმეტე მუხლი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია, ბევრს რატომღაც ავიწყდება და კარგ ვარიანტში გულში ლანძღვას და უარეს ვარიანტში მუშტი-კრივზე გადადის.

დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევესწარი ერთ შემთხვევას რომელიც კიდევ თვალწინ მიდგას. ავტობუსში, რომელიც გაჭედილია რა თქმა უნდა, ამოვიდა ასე 60-65 წლამდე მოხუცი ქალი, ეროვნებით სომეხი. იქვე მჯდომმა 30-ოდე წლის მთვრალმა კაცმა დაუწყო ჩხუბი, ეუბნებოდა რომ ავტობუსიდან უნდა ჩასულიყო, რომ რახან სომეხია აყროლებდა ავტობუსს და საერთოდაც, საიდანაც იყო ჩამოთრეული იქვე წასულიყო. ქალბატონმა რა თქმა უნდა არ დაუთმო და საპასუხოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა. შედეგად მთვრალი ადამიანი კიდევ უფრო გაღიზიანდა და რომ არა იქვე მყოფი კაცები, ავტობუშშივე სცემდა. პირველივე გაჩერებაზე მოხუცი ქალბატონი ჩავიდა და ამ დროს ის მთვრალიც ჩაჰყვა და პირდაპირ გაჩერებაზე წიხლებით შესდგა ზედ (არ ვაჭარბებ, ქალი წაქცეული იყო და ის წიხლებს ურტყამდა). ძლივს გამოსწიწკნეს ხელიდან და კმაყოფილი სახით ამობრუნდა ავტობუსში, დაიკავა კუთვნილი ადგილი და განაგრძო სომხების ლანძღვა-გინება.

ძალიან სამწუხაროა რომ ეს ფაქტი ხვალ აღარავის ემახსოვრება, არავინ დაისჯება ჩადენილი დანაშაულისთვის და დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მსგავსი მიზეზით ნაცემი, იქნებ მოკლული კიდეც?

და ბოლოს, რისი ბრალია ეს? რა თქმა უნდა ადამიანების შეგნების.

Open Air

–რა სტილს უსმენ?
–მუსიკას საერთოდ არ ვუსმენ.
– O.o

არ ვუსმენ მუსიკას. მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებში. არც კონკრეტული სტილი მაქვს ამოჩემებული. უბრალოდ რაც მომწონს ამოვიჩემებ და ვუსმენ საათობით. გავა რამდენიმე დღე და ისევ იგივე მეორდება. ნაუშნიკებიც მხოლოდ მაშინ მიკეთია როცა გრძელი გზა მაქვს სავალი და გზაში მოწყენილობისგან სიკვდილს მუსიკის მოსმენას ვამჯობინებ. ან უბრალოდ არ მახსენდება რომ არსებობს ისეთი რაღაც რასაც მუსიკა ჰქვია.

ალბათ სწორედ ამიტომ არასდროს მომდომებია ვინმეს კონცერტზე წასვლა, თუნდაც იმ მომღერალის/ჯგუფის/ანსაბლის რომელიც იმ პერიოდში მიყვარდა და ვუსმენდი. ვერ ვხვდებოდი რა მუღამი შეიძლება დაუჭირო, და “მამენტ” ვერც ეხლა ვხვდები.

11–12 ივნისს თბილისი open air იყო, ისევ იპოდრომზე. გადავწყვიტე რომ იქ კარგი სიტუაცია იქნებოდა რადგან: 1.სასმელი, 2. ბევრი ნაცნობი სახე და 3. მუსიკა უნდა ყოფილიყო. მე და რამდენიმე მეგობარი წავედით, მაგრამ გზაში თან იმაზე შევთანხმდით რომ თუ არ დაგვევასებოდა დაგვენანებოდა ბილეთისთვის გადაყრილი 5 ლარი. ჯერ იყო და გაწვიმდა, თანაც ისე რომ გარეთ თავის კი არა ცხვირის გაყოფაც არ შეიძლებოდა. მაგრამ საბედნიეროდ წვიმამ 1 საათში გადაიღო და სცენასთან მიახლოებაც გავბედეთ. გარშემო ხალხის საშუალო ასაკი 15–17 წელი იყო. მათი მდგომარეობა შეეფერებოდა გახეული/გალეწილი მთვრალი ადამიანისას, რომელიც ვერ აზროვნებს და მხოლოდ ის იცის რომ თავი, თმა უნდა იქნიოს და იხტუნოს.

გარდა უაზროდ მთვრალი ადამიანებისა იპოდრომზე დაცვაც კი არ ასრულებდა თავის მოვალეობას. თუნდაც მხოლოდ ის შემთხვევა რად ღირს, რომ ასე 30+ ასაკის მამაკაცმა თმით ითრია 15–17 წლის გოგონა და ფაქტიურად მუშტებით გაუსწორდა. მიზეზი უცნობია. დაცვამ ამ ყველაფრის შემჩნევა მხოლოდ მაშინ შესძლო როცა სიტუაცია დაწყნარდა.  იყო შემთხვევა როდესაც 2 გოგო იდგა და ერთმანეთს აგინებდნენ და ბიჭები შორიდან უყურებდნენ. როდესაც დარტყმაზე გადავიდნენ მხოლოდ მაშინ გააშველეს.

გარდა ამისა, იმ 3–4 საათის განმავლობაში როცა მე იქ ვიყავი სასწრაფო დახმარების მანქანა 4 ჯერ მოვიდა. თავიდან ვერ ვხდებოდი რას მიდი–მოდიოდა და აფერხებდა შემოსასვლელს, მაგრამ გასვლისას როდესაც იქვე თავის ნაღებინებში მწოლიარე გულწასული გოგონა დავინახე ყველაფერს მივხვდი. შე კაი ადამიანო, თუ არ შეგიძლია დალევა, ბევრი ხალხი, და დალეულზე თავის ტრიალი და ხტუნვა სად მიდიხარ რომ მიდიხარ? ან თუ მიდიხარ წესივრად რატომ არ იქცევი?

საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობრები დაიშალნენ და სულ მარტო დავრჩი. ხან რომელ ნაცნობს გადავაწყდებოდი ხან რომელს, მაგრამ დიდხანს ვერც–ერთთან ვჩერდებოდი და ბოლოს ავდექი და წამოვედი.

მუსიკა კარგი იყო, და ალბათ უფრო მეტადაც გავერთობოდი ოდნავ შემთვრალი მაინც რომ ვყოფილიყავი.

პრობლემა ჩემში ყოფილა

როდესაც რაიმე ახალს არც თუ ისე კარგ ხასიათზე და არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდები, პირველი ემოცია დიდხანს გრძელდება და პირველი შთაბეჭდილება ხშირად სამუდამოა ხოლმე, განსაკუთრებით ადამიანების და რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.

როდესაც ჯგუფთან ერთად ექსკურსიაზე მივდიოდი არ ვიცი რისი, მაგრამ რაღაც კარგის (თუნდაც მცირედის) იმედი მქონდა. თითქოს მეგონა რომ აუდიტორიაში არსებული სიტუაცია შეიცვლებოდა.

მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ გამუდმებული უკმაყოფილება ჩემში არსებული პროტესტის ბრალია. პროტესტისა რომელიც ჯავახიშვილს უკავშირდება და აკვიატებულ სურვილს იქ ყოფნისას.

ისიც ჩემი ბრალია,რომ ვერ ვერთობი “ამის პატრონმა რა ქნას” თამაშით, როდესაც ფანტაზია მძღოლს ვერ სცდება, ვერ ვერთობი საშინლად უგემოვნო სიმღერების მღერით და ცანცარით, ვერ ვერთობი, როდესაც არაყს ისხამენ მუცელში და არა სხვამენ, ვერ ვერთობი მაშინ როდესაც დანაყრების მერე ყველა თავის პონტშია და დანარჩენები კიდია, ვერ ვერთობი მაშინ როსესაც 2–3 ადამიანი ცეცხლთან ჭორაობს, 2–3 სკამზე ზის, 2–3 ვიღაცის ტვინის ბურღვას უსმენს (სიმართლესაც რომ ლაპარაკობდეს მთვრალი ადამიანის მონოლიგი ყოველთვის ტვინის ბურღვაა), 2–3 სულ “სხვა სამყაროშია”… მოკლედ, ერთი შეხედვით უკმაყოფილი დავრჩი, თუმცა მთლიან დღეს საბოლოოდ მაინც არ ვთვლი ტყუილად გადაყრილ დროთ…

ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს!