Tag Archives: მომენტი

შურისძიება

ყველაზე ტკბილი, ყველაზე სასიამოვნო შურისძიების მომენტია…

მომენტი როდესაც საყვარელი ადამიანის გამწარებით (ამ შემთხვევაში) სიამოვნებას იღებ, სიამოვნებას რომელიც მეორე წუთში ცრემლებით გიბრუნდება.

ცრემლები, ტკივილი, სინანული, სინდისი ქეჯნა (თუ გააჩნია), საკუთარი თავის ლანძღვა და ობიექტის მიყოლებაც – ეს უკვე შურისძიების შემდეგი ეტაპია…

რატომ არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს ეს დედამოტყნული შურისძიება!!!

მაშინ, ხომ არ იქნებოდა ამდენი სინანული და ტკივილი, დანაშაული ჯერ საკუთარი თავის  და მერე საყვარელი ადამიანის წინაშე.რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს იცხოვრონ ისე,რომ საკუთარ თავებს არ შეუქმნან ზედმეტი პრობლემა,ისედაც ხომ უამრავია.

და თუ მაინც იარსებებს შურისძიება, რატომ არ შეიძლება, რომ შედეგი ასეთი მწარე არ იყოს!!! რატომ არიან ადამიანები ასეთი შეუგნებლები!!!

დაიკიდეთ ხალხო წყენა, შურისძიება და ყველაფერი რასაც ტკივილი მოაქვს.

მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

ყველაზე (ერთ–ერთი) ძვირფასი რამ რაც ადამიანებს (და ცხოველებსაც) გააჩნიათ მეხსიერებაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეხსიერება რომ არ არსებობდეს? იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით. ყოველ ახალ დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება და ხშირ შემთხვევაში ვერ დასრულება.

რამდენჯერ ყოფილა,რომ გინატრიათ არასდროს დაგვიწყნოდათ ესა თუ ის მომენტი, ან მთლიანად დღე, ან უბრალოდ წამი. მათ დასამახსოვრებლად ხშირად ვერც ფურლები (ბლოგი) გამოდგება, ვერც ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა. მხოლოდ გულს და გონებას შეუძლია შეინახოს თითოეული წამი, მაგრამ ისიც არა სამუდამოდ. ყველაფერი წარმავალიაო და ეგრეც ყოფილა. რამდენიმე დღის/კვირის/თვის/წლის მერე აღარ მემახსოვრება ის შეგრძნება და ემოცია რაც (სიტყვაზე) გუშინ და გუშინ წინ მქონდა, რომლის დამახსოვრებაც ვინატრე. არ იყო რამეთი განსაკუთრებული,რომ თავისით დამმახსოვრებოდა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული. წლების მერე უბრალოდ გავიხსენებ ამ პერიოდს და სინანულით ვიტყვი: “ეჰ,აი იყო. მომენატრა”, ისე როგორც ხანში შესული ადამიანები იხსენებენ ახალგაზრდობას სინანულით.

არ მინდა რომ დამავიწყდეს რამე. მაგრამ იმ შერძნებას რასაც ამა თუ იმ მომენტში განვიცდიდი ვერ გადმოვცემ და მიწევს ჯაჭვით დავაბა ჩემს გონებაში და ტვინის იმ ოთახში, რომელსაც მეხსიერება ჰქვია.