Tag Archives: ნარიყალა

Protected: ჩემი პირველი კაცი

This content is password protected. To view it please enter your password below:

თაბორი,ნარიყალა…

დღეს ქართულზე მივდიოდი პატიოსნად გაჩერებაზე სოსო და შოთა რომ შემხვდნენ. მარის ელოდებოდნენ და თაბორზე აპირებდნენ ასვლას. ჩემი რვეული ანის გავატანე და მეც ავედევნე. სად მივდიოდი რა ძალა მედგა. რავიცოდი თუ ესე მაღლა იქნებოდა. გავიარეთ ძველი თბილისი,შარდენი,თათრების (ან მაგათი მსგავსების) დასახლება და სადღაც კლდეზე აღმოვჩნდით. კიდევ ზევით უნდა ავსულიყავით. უკვე იმ ჭკუაზე ვიყავი, რომ ვეხვეწებოდი მე აქ დაგელოდებითთქო.მაგრამ არ დამტოვეს =(( ძლივს, ოთხით ავბობღდით. და ჩემი ტანჯვა-ვაება ნამდვილად ღირდა იმ სანახობად რაც იქ ვიხილე =)) ულამაზესი თბილისის ხედი და სასიამოვნო სიმშვიდე. პატარაზე წყაროც მოდიოდა და ასე თუ ისე დავსველდით.თაბორზე ნარკომანები მოდიან და სარეაბილიტაციო კურსი უტარდებათ ხოლმე. ლოცვით და რწმენით ბევრი მათგანი დღეს უკვე გამოჯანმრთელებული დადის. ამჟამად რეკოსნტრუქციას უტარებენ მამათა მონასტერს და იმ სიმყუდროვეს ოდნავ ეს ხმაური თუ არღვევს. იქიდან სულ რიხინ-რიხინით ჩამოვედით. მეგონა ცოტაც და სახლშიც ვიქნებითქო, რომ ერთ-ერთმა აზრი წამოაყენა: ”მოდი ნარიყალაზე ავიდეთო”. არ ვიყავი ნამყოფი თორე იქ ავიდოდი? ერთი იმდენი კიდე უნდა მევლო რაც ავედი და ჩავედი თაბორზე. სხვა რა გზა მქონდა. ამაყად დავადექი კიბეებს და ავედი. არა და როგორ ვერ ვიტან ამ კიბეებს რა.ვიძრომიალეთ გალავანზე და ბოლოს ბალახზე ხუთივენი მივესვენეთ. ადგომა არც-ერთს აღარ გვინდოდა. ვერც ვდგებოდით ძალიანაც რომ გვდომოდა. როგორც იქნა ჩამოვედით ნარიყალადანაც და ძველი თბილისის ხეტიალში გავიყვანეთ დრო. კიდევ კაი აღმართი არ შემხვედრია, თორემ სახლში ზუსტად ვიცი, რომ ვერ მოვიდოდი. უამრავი სურათი გადავიღე =)) მაგრამ მე არც ერთში არ ვარ =(( მარტივი მიზეზის გამო – ციფრული სულ მე მქონდა და შესაბამისად სულ მე ვაჩხაკუნებდი. ბოლოს როცა გამახსენდა, რომ მეც მინდოდა სურათი და გადაღება ურიგო არ იქნებოდა, იმდენი ხალხი მოაწყდა ნარიყალას, რომ პოზიორობა ”გამიტყდა”.

მთელი დღის განმავლობაში მარიმ და სოსომ 3-ჯერ მოასწრეს ჩხუბი,გაბუტვა და შერიგება. სასაცილო სანახავები იყვნენ შორიდან 😀 ყველა პატარა უაზრობაზე რომ კინკლაობდნენ. მაგრამ ეხლა სადღაც გარეთ არიან და მგონი მშვიდად სეირნობენ =))