Tag Archives: ოთახი

ბოლო პოსტი

სიტუაცია ჩვენს ოთახში, საღამოს 11 საათი.

ქეთი: აუ თმა გავიშალო და გავისწორო თუ გავიშალო და ბოლოები დავიხვიო?
მარი: გაისწორე, დახვეული თმას ამოკლებს

თორნიკე: მარი მორჩი?
მარი: ა, უი, კი… (ჩემი დეიდაშვილი ჩვენს ოთახშია, 4 გოგოსთან ერთად და როცა გამოცვლა გვინდა თვალებს ვახუჭვინებთ და გვერდზე ოთახში გასვლა გვეზარება, თუმცა მარიამს ავიწყდება რომ უთხრას ვსო, გამოიხედე და ხშირად თორნიკე თვალდახუჭული მოთმინებითა თვისითა ელოდება).

 

ქეთი: აუ რა სტრანია მეჯვარეობა, რამე უნდა გავაკეთო? არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
მარი: აუ არ ვიცი
ანა: სხვათაშორის ადრე მეჯვარეები მთელს ქორწილს ხელმძღვანელებოდნენ ხოლმე და ეხლა დიდი დიდი საჩუქარი იყიდო.
ქეთი: ეგ ხო, უკვე ვუყიდე, უფრო სწორედ დედაჩემმა უყიდა.
ქეთი: აუ ამ „ბრეტელებმა“ შემჭამა, ვაფშე ვინ მოიგონა, რა მეტიჩრობა იყო. გვეარა ლეღვის ფოთლით და ვყოფილიყავით.
თორნიკე: მოვა ეგ დროც.

ამ დროს ქეითი მაცხრება თავს და ცდილობს წაიკითხოს რას ვწერ და მიწუნებს ფლეილისტს, რომელიც რაღაც მანქანებით აღმოჩნდა ჩემს კომპიუტერში და აზრზე არ ვარ რა სიმღერებია. მერე ნახულობს ვორდის ამ ფაილს და მეუბნება რომ სულ გამოვყლევდი :დ ამ დროს ანა უხმობს და აკითხებს თავის პოსტს.

 

ტყუპები და ზუტა არიან აივანზე, ალბათ შემოცვივდნენ იმისთვის, რომ გვითხრან გოჩამ დაიძინა და ჩვენთან გამოდითო.

 ***************************************************************************************************************************

4-ის ნახევარია და ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით არჩილთან და გიორგისთან დედაჩემს, რომ არ დაერეკა სად ხართო. ბოლო ღამეა და შედარებით განსხვავებული გამოვიდა მაგრამ მაინც ბორინგ იყო. ხან ბოთლს ვატრიალებდით, ხან ჩმმს ვთამაშობდით და ხან თრუს ორ დეარს. მაგრამ რთულია ითამაშო თრუს ორ დეარ ხალხთან, რომლემბიც სათანადოდ გახსნილები არ არიან.

სახლში ვართ, ლოგინებში. გვერდზე ალუკარდი და ანნა ფეისბუქს ჩაკირკიტებენ და ველოდები როდის დამითმობენ ინტერნეტს, რომ ეს ყველაფერი ბლოგზე გადავიტანო.

 

მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

ყველაზე (ერთ–ერთი) ძვირფასი რამ რაც ადამიანებს (და ცხოველებსაც) გააჩნიათ მეხსიერებაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეხსიერება რომ არ არსებობდეს? იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით. ყოველ ახალ დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება და ხშირ შემთხვევაში ვერ დასრულება.

რამდენჯერ ყოფილა,რომ გინატრიათ არასდროს დაგვიწყნოდათ ესა თუ ის მომენტი, ან მთლიანად დღე, ან უბრალოდ წამი. მათ დასამახსოვრებლად ხშირად ვერც ფურლები (ბლოგი) გამოდგება, ვერც ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა. მხოლოდ გულს და გონებას შეუძლია შეინახოს თითოეული წამი, მაგრამ ისიც არა სამუდამოდ. ყველაფერი წარმავალიაო და ეგრეც ყოფილა. რამდენიმე დღის/კვირის/თვის/წლის მერე აღარ მემახსოვრება ის შეგრძნება და ემოცია რაც (სიტყვაზე) გუშინ და გუშინ წინ მქონდა, რომლის დამახსოვრებაც ვინატრე. არ იყო რამეთი განსაკუთრებული,რომ თავისით დამმახსოვრებოდა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული. წლების მერე უბრალოდ გავიხსენებ ამ პერიოდს და სინანულით ვიტყვი: “ეჰ,აი იყო. მომენატრა”, ისე როგორც ხანში შესული ადამიანები იხსენებენ ახალგაზრდობას სინანულით.

არ მინდა რომ დამავიწყდეს რამე. მაგრამ იმ შერძნებას რასაც ამა თუ იმ მომენტში განვიცდიდი ვერ გადმოვცემ და მიწევს ჯაჭვით დავაბა ჩემს გონებაში და ტვინის იმ ოთახში, რომელსაც მეხსიერება ჰქვია.

ჩემი ოთახი (სურათები)

ჩემი ოთახის დათვალიერება გინდათ?

ოღონდ აურზაურს და არეულობას არ ვიმჩნევთ 😀

კადრში ბოლომდე არ ჩაეტია = )) და ორად გადავიღე.

აი აქ ვზივარ და ვმეცადინეობ ხოლმე = )))

იმედია გახსოვთ რომ დომხალს არ ვიმჩნევთ = ))

ეს ჩემი დის საკერავი მანქანაა. უკვე ორი წელია ვთხოვ გაიტანოს ოთახიდან და აზრი მაინც არ აქვს = ((

ესეც ეგრედ წოდებული კომოდი, კი არა და მისი ზემოთა ნაწილი. ჩემი და ჩემი დის ნივთებია. არა და მანდ არ უნდა ელაგოს წესით, მაგრამ სად ჯანდაბაში წავიღო აბა?უჯრებში ხო არ ჩავყრი?

ეს ჩემი თაროა,ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნებით. მარი შენი წიგნიც მანდ გელოდება… = ))) ზემოტა ჩემი დისაა.

ეს კიდე  რაღაც ვიმაიმუნე და შოკოლადის გაკეთება ვცადე. ცივდება ეხლა და სავარაუდოდ გემრიელი უნდა იყოს = ))

სამომავლოდ სხვა რომელიმე ოთახს გაჩვენებთ. ალბათ ჩემი ძმისას. რომელიც ჩემს ოთახზე დიდია = ((