Tag Archives: ოპერაცია

ბებო

ხვალ ერთი კვირა გახდება რაც ბებიაჩემი დროებით ჩვენთან ცხოვრობს. როგორც წესი მიჩვეული ვარ, რომ სახლში მე, ჩემი და, ჩემი ძმა და მშობლები არიან. ბებიასთან ერთად ღრმა ბავშვობაში, რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი.

როგორც კი ჩვენთან გადმოვიდა, მაშინმე მეუცხოა სახლში ზედმეტი პირი. რაღაცნაირად ვერ ვგუობდი.

ხალხს როგორც კი ახალი ვინმე ან რამე (მაგალითად ძაღლი, თუთიყუში, კატა, ბავშვი) უჩნდებათ სახლში ფეისბუქზე სტატუსები მაშინვე მათზე იწერება ხოლმე, ხოდა, მე სულ მინდება რომ ბებიაჩემზე ვწერო.

ასე მაგალითად, ერთ დილას, დილას რა, პირველ საათზე, ჩემი ოთახის კარი 5 წუთის განმავლობაში 3-ჯერ შემოაღო, მერე შემომძახა ნათი გძინავსო? კი-მეთქი და ხო კაი უბრალოდ შემეშინდა ამდენ ხანს რომ გეძინაო.
ერთ-ერთ დილას გაოცებული განცვიფრებული მიყურებს და მეკითხება, ასე ადრე რამ აგაყენაო და ის კი გადაავიწყდა რომ ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და დილით მე კიარა, ზამთარში დათვიც ვერ გამოიძინებს.
უყვარს ჭორაობა, თან საშინლად. თუ 2-3 საათი ისე გავა რომ ტელეფონზე არავინ დაურეკავს, არც მეზობელი ჩამოაკითხავს და ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო მაშინვე ჩემთან მორბის და მიყვება საავადმყოფოს ამბებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ მომიყვა.
ბებიაჩემი ივანიშვილს უჭერს მხარს, სჯერა მისი და უყვარს წულუკიანი. თუკი ქვეყანაში რამე კარგი კეთდება ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ცუდი, მაშინ მასხარა სააკაშვილს. საერთოდ, რთულია რამე აუხსნა, იმიტომ რომ არ გისმენს. ვერაფრით ვერ ავუხსენი რატომ არ შეიძლება ეკავოს ადამიანს იუსტიციის მინისტრის პოზიცია თუკი არ აქვს იურისტის დიპლომი.
გიჟდება თავის სახლზე. რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავში იყიდა. როგორც თოჯინა ეგეთიაო და აუცილებლად ჩამოდი ნახეო. კაი-მეთქი. მაგრამ რუსთავში მეგობრების სანახავად ვერ ჩავსულვარ და სახლის სანახავად ჩავალ?!
ბებიაჩემს ხმამაღლა ლაპარაკი უყვარს. დილით ადრეც და შუაღამისასაც. არ ვიცი რატომ, უბრალოდ სულ ხმამაღლა ლაპარაკობს. პრინციპში, რაც თავი მახსოვს მისი საუბრის მანერა არ შეცვლილა.
ბებიაჩემს ძალიან უნდა რომ ვიმე კარგი, მაღალი, მხარბეჭიანი, აი ჩვეი თორნიკესნაირი (ჩემი დეიდაშვილი) ბიჭი შევიყვარო, გავთხოვდე და შვილი მყავდეს. პირველად როცა ვუთხარი არ მინდა ვიმეს შეყვარება-მეთქი, აბა შვილი არ გიდაო? შვილს ისე გავაჩენ-მეთქი და ნაბიჭვარი შვილთაშვილი არ მინდაო. ბოლოს ბრძოლის თავი არ მქონდა, დავნებდი და ჩემს ოთახში შევიკეტე,
ძალიან უყვარს ჩემს ოთახში შემოსვლა და ჩემი სარკის წინ ტრიალი.
ნაოპერაციები ადილი სტკივდება მაშინ როცა ყურადღება აკლდება, ან როცა სტუმრები მოდიან მის სანახავად 🙂
ძალიან ეშინია სიკვდილის. სულ სიკვდილზე ფიქრობს და ნატრულობს თქვენს (შვილიშვილების) ქორწილს მაინც მომასწრო რომ კარგად ვიცეკოო.

კაი ტიპები არიან ბებოები  ^_^

p.s ტელევიზორს იმხელა ხმაზე უსმეს ყველა ოთახში ისმის აბსოლუტურად -_-

ჭარბწონიანები ანუ მსუქნები

ჭარბი წონა რომ პრობლემაა ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდით. ერთი შეხედვით არაფერი. უბრალოდ ზედმეტი კილოგრამები გკიდია, ვიზუალურად ცოტა არ იყოს და ვერ გამოიყურები კარგად და შიგადაშიგ გაწუხებს პატარ–პატარა პრობლემები.  თუმცა დროთა განმავლობაში ეს პატარ–პატარა პრობლემები იზრდება და იზრდება. ჯერ სახსრები გაწუხებს, მერე ოფლიანობა, მერე აღმოაჩენ რომ ან დიაბეტი გაქვს ან დიაბეტისკენ გაქვს მიდრეკილება, მალე იმასაც გაიგებ რომ გულზე გაქვს პრობლემები, თუ მდედრობით სქესის ხარ შეიძლება სულაც უშვილობა გამოიწვიოს, კაცებში იმტონეციას იწვევსო და რაღა შორს წავიდე და შეიძლება სიმსუქნით ადამიანი დაიღუპოს კიდეც (ჩვენებურად მოკვდეს).

ჯერ იწყებს დედა, რომ უკვე პუტკუნა კი არა მსუქანი ხარ, აჰყვება ბებია ვითომ ხუმრობით და “სქელტრაკაო” გეძახის, მერე ნათესავებიც ყოველ ნახვაზე ხაზს უსვამენ რომ “უი, როგორ გასუქებულხაარ?”. ვინმეს ექიმთან თუ წაჰყევი ის ექიმი შენ გადმოგწვდება “და შენ როგორ ხარ? ციკლი ნორმალურად გაქვს? ჰორმონობზე შეემოწმე? სისხლის ანალიზი აიღე ყოველიშემთხვევისთვის” და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჭარბი წონა გაქვს.

შემაწუხებელი ექიმები და ნათესავ–ახლობლები გვერდზე რომ ჩამოვიტოვოთ ქუჩაში თვალს ისე გაყოლებენ თითქოს მსოფლიოს მერვე საოცრება იყო. თანდათან გიტყდება ქუჩაში ჭამა იმიტომ რომ გგონია ხალხი გიყურებს და ფიქრობს “ამას კიდე ჭამა უნდა?”, გიტყდება მაკდონალდში მარტოს მისვლა და გემრიელად ჭამა რადგან გგონია ხალხი ამ დროს ფიქრობს “ჭამის მეტი არაფერი ახსოვს”.  მოკლედ, გგონია რომ ყველა შენ გიყურებს და ყველა შენ გლანძღავს მხოლოდ იმიტომ რომ ჭარბწონიანი ხარ (ჩვენებურად მსუქანი).

ამ დროს შენ ჯერ იგრუზები, ცდილობ დაიცვა ათასი სახის დიეტა რომელსაც მხოლოდ 1–3 თვეს ქაჩავ, იკიდებ ნერვოზს, გშურს მახინჯი ქალისაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამხდარია, ბოლოს “გასხამს”, იკიდებ ყველაფერს და თავისუფლდები ყველა კომლექსისგან. მე სწორედ დაკიდების სტადიაში ვარ.

მაგრამ, ამ დროს გამოჩნდება ვინმე კეთილისმსურველი (მშობლები), რომლებმაც ნახეს შაბათის (10/04/11) სპეციალური რეპორტაჟი მძიმე წონიანებზე, იქვე მოუსმინეს კეთილ, მეგობრულ რჩევას ზედმეტი წონის ქირურგიული გზით დაკლების შესახებ და აიტაცეს. აიტაცეს იმიტომ რომ დედა ბავშვობიდან მემუქრებოდა იცოდე კუჭის ოპერაციას გაგიკეთებო, მამამ ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია ჩემი წონა და თუ ნებითა ჩემითა არ/ვერ ვიკლებ ქირურგითა ძალითა დამაკლებინებენ.

ეს ერთი შეხედვით არც თუ ისე იოლი ოპერაცია 12 000 ლარი ჯდება. ძალიან ძვირია, მითუმეტეს რომ 100%–იან გარანტიას არ იძლევიან, რადგან ოპერაციის შემდეგ მთავარი მაინც პაციენტზეა დამოკიდებული. ჩემი წონის კლება ქირურგიული საშუალებით დამოკიდებულია ორ რამეზე: 1) ოპერაციის მერე უნდა შევძლო და მივეჩვიო იმას, რომ ადრე თუ 4 ხინკალს ვჭამდი ეხლა 1ც დამაკმაყოფილებს და თვალს, რომ ეშიება არ ვჭამო და 2) ფინანსურ საკითხებთან.

კესო-ბესო VS ალექსანდრე-ანა

სიმართლის დროს ყველამ უყურა ალბათ და ტრანსვეტიტი ალექსანდრე-ანაც ნახა. აქამდე კესო-ბესოზე უამრავ სზიზღარ რაღაცას ამბობდნენ, მაგრამ ალბათ ამ ”ანას” გამოჩენის შემდეგ სიტუაცია ცოტა მაინც შეიცვლება.

ორივე მამრობითი სქესის ადამიანი იყო. ორივეს ქალობა უნდათ. მაგრამ მათ შორის ძალიაააააან დიდი განსხვავებაა:

1. კესოს ოპერაცია აქვს გაკეთებული

2. კესო ასე თუ ისე ლამაზი თუ არა სიმპატიურია და ანას რო შეხედავ მაიმუნი გეგონება. ქალის ტანსაცმელში სამასხარაოდ გამოწყობილი კაცი.

3.კესო სხეულით არ ვაჭრობს. საინტერესოა ანას ვინ უხდის ფულს, ვინ ახარჯავს ამდენს რომ ე.წ ”პენსია” საცხოვრებლად ყოფნის. (?!)

4.კესოს არავინ დაუმცირებია მხოლოდ შურის გამო.

5.შეხედეთ ორივეს და მეხუთეს მიხვდებით.

შეიძლება ინტელექტით ალექსანდრე მართლაც მაღლა დგას (თუ გააჩნია), თუმცა ამ შემთხვევაში ”სოფლელი ბესო” (როგორც ალექსანდრე უწოდებს) მირჩევნია.