Tag Archives: ორჰან ფამუქი

ჩემსა და ფამუქს შორის შავმა კატამ გაირბინა

კინგის მოთხრობების კითხვას რომ მოვრჩი, ჩემს თაროს მივადექი და ძებნა დავუწყე ისეთ წიგნს, რომელიც წაკითხული არ მაქვს. ჯევდეთ ბეი აღმოჩნდა ეგეთი.

მას შემდეგ, რაც ფამუქის თითქმის ყველა წიგნი წავიკითხე, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი (ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები დამრჩა), მივხვდი რომ ჩემსა და ფამუქს შორის შავმა კატამ გაირბინა.

თითქმის ყველა წიგნში არაფრით გამორჩეული სიუჯეტები აქვს, უამრავი აღწერა და ღრმა აზრები, რომელსაც ძირითადად ვერ ვიგებ. ხშირ შემთხვევაში ვერ ვხვდები რისი თქმა უნდა, ვერ ვხვდები რატომ იკითხება ასე ნელა და ვერ ვხვდები რატომ აქვს ძალიან ჩვეულებრივი, ფაქტობრივად ბანალური სიუჟეტები. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბევრი თავგადასავალია, სადაც ბევრი მოქმედებაა, სადაც რამე ხდება. ფამუქის წიგნებში ძირითადად არაფერი არ ხდება, უფრო სწორად, ხდება, მაგრამ ეს ამბავია გაწელილია 600-700-800 გვერდზე და ხანდახან ძალიან, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.

საბოლოო ჯამში მივედი დასკვნამდე, რომ ფამუქის ორად ორ წიგნს არ გადავუსვამდი ხაზზს “უმანკოების მუზეუმს” და “თოვლს”. “უმანკოების მუზეუმში” რომ ბანალური სიუჟეტია, ეგეთი მგონი არც-ერთ წიგნში არაა. სამაგიეროდ მდიდარია სტამბულის აღწერით, რაც ძალიან მომწონს. “თოვლი” კი უბრალოდ მიყვარს. “თოვლში” უამრავ რამეზეა აქცენტი გაკეთებული, თან საინტერესოდ და რაც მთავარია, არ არის ის საშინელი აღწერები, რომლებიც ასე ძალიან მძულს.

საბედნიეროდ თაროზე გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე” ვიპოვე ^_^

“ჯევდეთ ბეის და მის ვაჟიშვილებს” მაინც წავიკითხავ, ოღონდ ჯერ არა. ჯერ ძალიან დამღალა ფამუქმა :/

P.S ამ ყველაფერს სტატუსად ვწერდი ფეისბუქზე. მერე მივხვდი რომ ამ სტატუსების ბრალია ბლოგზე რომ აღარ ვწერ და copy + paste-ით გადმოვიტანე new post-ის ფანჯარაში და ვარ ბედნიერი ^_^
P.P.S ფეისბუქზე სტატუსების წერა იმიტომ არის მარტივი, რომ სათაურზე არ გიწევს ფიქრი -_-

ავტოგრაფიანი პირველი წიგნი

ჩემი დისგან სმს მომივიდა, ფამუქი ჩამოდის და გეხვეწები მოსაწვევი მეც გამიჩითეო. მისგან გავიგე პირველად, რომ ორჰან ფამუქი უნდა ჩამოსულიყო. სულაკაურის გამომცემლობის და free uni-ს ერთობლივი ძალისხმევით ორჰან ფამუქი თბილისში ჩამოდიოდა. სახლში მოსულმა, სულაკაურის გვერდზე გავარკვიე, რომ ფამუქთან შეხვედრა 13 მარტს, რუსთაველის თეატრში იქნებოდა, მოსაწვევბი კი 5 მარტს, გამომცემლობის ოფისიდან გაიცემოდა. 5 მარტს ვმუშაობდი და ვერ გავედი, მოსაწვევებიც გათავდა. ყურები ჩამოვყარე, შემშურდა ბევრის ვინც მოახერხა და მოსაწვევს დაეპატრონა.

ორჰან ფამუქის ლექციაზე მოსაწვევი

თუმცა, საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ 12 მარტს, free uni-ს დიღმის კამპუსში ორჰან ფამუქის ლექციას დავესწარი. ხალხი ბევრი იყო, ყველა ტელეფონით/ციფრულით შეიარაღებული და ორჰან ფამუქს გამოჩენისთანავე სურათების გადაღება დაუწყეს, ფამუქმაც თავისი ფოტოაპარატი ამოიღო და ჩვენ, ხალხს გვიღებდა სურათებს. შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა და გამოგვიცხადა, ახლა უფრო ყურადღებით მომისმენთო. იმ დროის განმავლობაში, როდესაც მე ფამუქს ვუსმენდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი – ფამუქი, იმაზე მეტად პოზიტიური და იუმორით აღსავსე ადამიანი ყოფილა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.

ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქი

რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული, და ბოლოს მივხვდი რომ მისი წიგნები კონკრეტული ადამიანების ისტორიებით კი არ არის საინტერესო, არამედ იმით რასაც ამ ადამიანების მიღმა ყვება, წერს და გადმოსცემს. იმით რაც შინაარსის გარეთაა. არასდროს დამიმალავს, რომ წიგნები შინაარსის გამო მაინტერესებდა, მაინტერესებდა X ადამიანს რა მოუვიდოდა, როდესაც Y მოკვდებოდა და ა.შ. ხოდა, ფამუქის წიგნებში ეს ყველაზე ნაკლებსაინტერესოა. აი მაგალითად, უმანკოებს მუზეუმის წაკითხვის შემდეგ ორი ემოცია დამრჩა:
I. შინაარსი იყო ძალიან უინტერესო, ბანალური და ჩვეულებრივი სასიყვარულო რომანი;
II. უმანკოების მუზეუმით გავიცანი სტამბული, კითხვის დროს წარმოვიდგენდი როგორ დავბოდიალობდი ბეიოღლუზე, წვრილ თუ განიერ ქუჩებზე, წარმოვიდგენდი როგორ ვიჯექი ზღვის პირას და ვუყურებდი გემებს. უმანკოების მუზეუმმა სტამბული შემაყვარა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე შარშან სტამბულში ვიყავი.  სწორედ უმანკოების მუზეუმზე დავატოვინე ავტოგრაფი, წიგნზე რომელიც სტამბულში, მუზეუმშია ნამყოფი 🙂

ავტოგრაფი

ავტოგრაფი

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული და საინტერესო კვირა იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კვირა მეგობრებით დასრულდა ♥

P.S უმანკოების მუზეუმი ჩემი პირველი ავტოგრაფიანი წიგნია და ძალიან გამიხარდება თუ სხვა წიგნებზეც გაჩნდება ავტოგრაფები ^_^

ორშაბათი, Timha 18.03

დღევნდელი Timha ის გახლავთ, რომ “უმანკოების მუზეუმი” დავამთავრე.

20130318_214652ამ წიგნზე იმდენი მსენია და ისე აქებდნენ, რომ ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი კითხვას. ახალი წელი ახალი ჩავლილი იყო კითხვა რომ დავიწყე. სოფელში, ფეჩის გვერდზე ვიჯექი და ვკითხულობდი.  თავიდან კარგად დაიწყო, საინტერესო იყო და მაინტერესებდა რა მოხდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ისე გაიწელა და იმდენად ბევრი იყო სიყვარული და ამ სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილის აღწერა, რომ თავი დავანებე. მორიგი სიყვარულის ისტორიაა, მე კიდევ მსგავსი რამეებისგან საკმაოდ შორს ვარ. სადღაც ერთი კვირის წინ ჩანთაში ჩავიგდე. ჩემი არეული ცხრილის გამო ლექციიდან ლექციამდე საკმოდ ბევრი დრო მაქვს და სწორედ ამ დროის წყალობით როგორც იქნა კითხვას მოვრჩი.

ამ წიგნიდან რაც დამრჩა ისაა, რომ სტამბული აუცილებლად უნდა ვნახო და აუცილებლად უნდა ვეწვიო უმანკოების მუზეუმს.

არ მჯერა წიგნში აღწერილი სიყვარულის.

P.S რამე ახალი წიგნი მინდა რომელსაც ჩანთაში ჩავაგდებ.