Tag Archives: ოჯახი

როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება?

როდის უნდა მიიღოს ადამიანმა სექსუალური განათლება? ამ კითხვაზე თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს –  როდესაც მზად იქნება.
როდის იქნება ადამიანი მზად მიიღოს სექსუალური განათლება? პასუხი ისევ ერთნაირი– როცა გაიზრდება.
როდის გაიზრდება? პასუხი – “ის ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნება” (c) დედა

ამ კითხვა–პასუხში გადის დრო, ბავშვი იზრდება და იმ ინფორმაცას რაც წესით თეორიულად უნდა მიეღო, იღებს პრაქტიკაში. უშვებს ისეთ შეცდომებს რაც წესით არ უნდა დაუშვას. ვერ იცავს თავს სხვადასხვა დაავადებებისგან თუ არასასურველი ორსულობისგან. გადის დრო და რომ დაუსვან მასაც იგივე კითხვა, ძალიან მარტივად გიპასუხებს – მე თუ არ მქონდა სექსუალური განათლება ვერ შევქმენი ოჯახიო?

მივადექით პრობლემასაც, ხშირად სექსუალური განათლება მხოლოდ სქესობრივი აქტის დეტალურად ახსნა–განმარტება ჰგონიათ და ამიტომ მშობლები ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ როცა დრო მოვა ყველაფერს თავისით ისწავლიან (თუ შვილი ქალია, მაშინ მას ქმარი ასწავლის).

სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

* ხილული და უხილავი ცვლილებები, რაც ადამიანის ორგანიზმში ხდება გარდატეხის ასაკში
* ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვა
* ვენერიული დაავადებები და მათგან თავის დაცვა
* სექსთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები
* ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა
და სხვა…

ამ საკითხებით მოზარდების ინფორმირება არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კი არის! გარდატეხის ასაკი გოგონებს 12–14 წლიდან ეწყებათ, ბიჭებს უფრო გვიან და დაახლოებით ამ პერიოდში იწყებენ დაინტერესებას ერთმანეთის მიმართ, უჩნდებათ სურვილი კოცნის, უღვიდებათ ინტერესი სექსისადმი. ჩემი აზრით სწორედ ამ ასაკიდან უნდა მოხდეს მათი ცოდნის გაფართოება ამ გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ინფორმაციას ერთმანეთისგან მიიღებენ და რა თქმა უნდა დამახინჯებული გზით.

სკოლებში სექსუალური განათლების მიღება დაუშვებლად და ამორალურ საქციელად მიაჩნიათ. რადგან ფიქრობენ რომ მოვა დრო და ყველა თავისით მიიღებს სათანადო განათლებას.

“სრულწლოვანი”

როგორც წესი საქართველოში 18–წელი ითვლება ასაკად როდესაც სრულწლოვნად ითვლები. უფლება გაქვს მოიქცე ისე როგორც გინდა და როგორც გაგიხარდება,გადახვიდე ყირაზე და დაუშავო თავს ის რაც “გაგისწორდება”, წახვიდე სადაც გული გაგიწევს და საკუთარ თავზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ იყო. 18–წლიდან მხოლოდ შენ და არავინ სხვა არის პასუხისმგელი შენზე, მხოლოდ შენ და არავინ უნდა იზრუნოს შენს შეცდომებზე, მხოლოდ შენ უნდა ისწავლო ჭკუა შენს შეცდომებზე და არავინ სხვამ… მაგრამ ეს ყველაფერი წესით..

სინამდვილეში ჩვენთან, საქართველოში 18–წელი არაფერსაც არ ნიშნავს, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვს, დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ როგორც სრულწლოვანს თუმცა სხვა შემთხვევებში ბოდიშიც მოგვითხოვიაო მშობლებმა. წახვალ იქ სადაც ნებას დაგრთავენ, მიხვალ სახლში როცა გეტყვიან, და თუ საჭირო გახდა შენს მაგივრადაც გადაწყვეტენ ყველაფერს, შენს მაგივრად მოაგვარებენ პრობლემებს და შენ ისევ უსუსურ არსებად იგრძნობ თავს. მთლად ასე მწვავედაც არ არის სიტუაცია, მაგრამ არც ჩამოუვარდება.

სამაგიეროდ, თუ გექნება საკუთარი შემოსავალი და შეძლებ საკუთარი თავი მაინც არჩინო აი მანდ უკვე ჩათვალე, რომ “ხელ–ფეხი გაგეხსნა”. რატომღაც ჩვენთან, საქართველოში პრინციპად არის ჩამოყალიბებული:  “მე გარჩენ, ესეიგი მე ვწყვიტავ”.

 

 

 

პ.ს ქენით ვინმემ რამე და დამასაქმეთ რა 😦

პ.ს

დიალოგი ბ–ნი პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს:

– რა გინდა, სვანეთი გააკეთა, აჭარაც, რაღაც მაინც ეშველა ამ ქვეყანას

– ეგ იცი რას გავს?  ოჯახში ერთი შვილი რომ გიკვდებოს, მეორე მშიერი იყოს, მესამე სახლიდან გამოგდებული, და მეოთხეს კიდევ რაღაც სჭირდეს და ამ დროს იღებ ვალს და იწყებ სახლის გარემონტებას და თანაც გარედან.

პ.ს შევარდნაძის დროს საგარეო ვალი მილიარდ რვაასი ათასი დოლარი გვქონდა, დღეს 9 მილიარდამდე გვაქვს. ვალის გასტურმების პერსპექტივა არ გვაქვს. მებადება კითხვა: “რით უნდა გაისტუმრონ ეს ვალები?”

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება

არა ერთხელ გამიგონია ყველაზე დიდი სულელური ფრაზა: “ქალები/კაცები ყველანი ერთნაირები არიან”

არ არიან ერთნაირები. არ აქვთ ერთნაირი მიზნები, ხასიათი, გემოვნება.

რატომ ხდება რომ როდესაც ბიჭი აწყენინებს გოგოს ძმაკაცი ამშვიდებს “დაწყნარდი ეგენი ყველანი ერთნაირები არიანო,  “გვერდზე ოთახში” კი გოგოს დაქალი ბობოქრობს “ყველა ბიჭი ერთნაირი ნაძირალაო”.

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება.

ჩემი თავით ვიმსჯელებ და უამრავ განსხვავებულ თვისებას და სურვილს ჩამოვთვლი, რომელიც  გოგონების უმეტესობას თავში აზრად გავლებულიც არ ექნება.

  • საკმაოდ დიდი ხანია ოცნებად მაქვს ქცეული, რომ რამდენიმე დღით მაინც მოვხვდე ციხეში (ქალთა კოლონიაში). საშინლად მაინტერესებს მათი ყოფა, ცხოვრების სტილი, გრძნობები და სიტუაცია. შორიდან ყველაფერი არც ისე ძნელია, მაგრამ არავინ არ ვიცით (თუ არ ხარ ნამყოფი) რა ხდება შიგნით. მე კიდევ სწორედ ამის სურვილი მაქვს. და ძალიან დიდი იმედიც, რომ ამ სურვილს ავიხდენ და მინიმუმ 1–კვირა გავატარებ იმ ხალხთან
  • მინდა რომ გავიჭედო მეტროში, ჩაქვრეს შუქი და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვაგონი იქნება შუა გვირაბში. ოღონდ ცოტა ხნით.
  • მინდა შუა ზღვაში გემით ყოფნის დროს ამოვარდეს ქარიშხალი და მოვყვე საშინელ ღელვაში. ოღონდ არ მოვკვდე!
  • მინდა და აუცილებლად ავისრულებ რამდენიმე დღიან დასვენებას მაინც ამსტერდამში. ოცნების ქალაქია. ეს ის ადგილია, რასაც მოისურვებ ყველაფერი რომ არის. ხო და მეც “იმ ყველაფრისთვის” მინდა წასვლა.
  • შვილის გულისთვის დავთმობ კარიერას. ეს ისეთი რაღაცაა, რაც დღეს რატომღაც უკვირთ. ბევრისთვის ჯერ კარიერაა და მერე ოჯახი. ჩემთვის ჯერ შვილი, ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი
  • არ ვდგევარ სარკესთან ნახევარი საათი. არ ვბურღავ ტვინს კიტხვით “რა ჩავიცვა?”
  • როდესაც მომწონს ბიჭი ვეუბნები პირდაპირ. ვთვლი რომ ამისათვის იაზვობა და ზედმეტი თავის დაფასება არ არის საჭირო.
  • არ მწყინს და არ მიკვირს ისეთი რაღაცეები რაც გოგონების უმეტესობას.
  • შეყვარებულთან დაცილების შემდეგ არ დავიწყებ “ყოფილის” ლანძღვას, აბუჩად აგდებას და იმის ძახილს რომ მე ის მაინც არ მიყვარდა.
  • ძალიან არ მაინტერესებს ხალხის აზრი. აი, საერთოდ არავისი. ოჯახის წევრისაც კი. მთავარია მე მომწონს. არ მანაღვლებს რას ფიქრობენ ჩემზე. როდესაც ამას ვამბობ არ სჯერათ. ბოლომდე “ფეხებზე მკიდია” ვერ იქნებიო. არა და ვარ. მართლა საერთოდ არ მაინტერესებს.
  • პარიზი არ ასოცირდება სიყვარულის ქალაქთან და არც ეიფელის კოშკზე კოცნაზე ვოცნებობ.
  • თავის გადაპარსვა მინდა

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ არ მივეკუთვნები “ეგენი ყველანი ერთნაირები არიან”–ს კატეგორიას. ხომ წაიკითხეთ, რომ აბსოლიტურად განსხვავებული ვარ? თანაც ეს მცირედია ჩემი განსხვავებულობისა. რამდენია კიდევ ჩემნაირი, ვისაც სრულიად სხვა და სხვა “წვეტიანი” აზრები აწუხებს? ალბათ ათასობით. ხო და მეგობრები,  ნუღარ იტყვით რომ ყველანი ერთნაირები არიანო.

ცისფერები და გეიაღლუმი საქართველოში

ამ ბოლო დროს დიდი მითქმა–მოთქმაა ატეხილი თბილისსში გეი აღლუმი იგეგმებაო.

საქართველოში  მამაკაცების უმეტესობას  რომ  შეეკითხოთ რას ფიქრობენ არატრადიციულ ურთიერთობებზე გიპასუხებენ რომ საცემები, მოსაკლავები, გასაწყვეტები არიან (რა თქმა უნდა ეს მსუბუქ ფორმებში).

მამათმავლობა და ლესბოსელობა დაკავშირებულია სოდომისა და გომორის  ცოდვასთან (თუ გაინტერესებთ დააჭირეთ აქ). გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში და მის შესახებ საუბარი რუის–ურბნისის კრებაზეც იყო და  მათ “ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთამხდელი რისხვა” ემუქრებათ. საქართველოში ყოველი მეორე მუშტებზე იყურება როდესაც ცისფერს, გეის ან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანს უხსენებ. არ აქვს მნიშვნელობა მის აღმსარებლობას. როგორც ჩანს ეს “ანდერძად დანატოვარი” აზროვნებაა. ქართველები ხომ ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავიანთი მამაკაცობით.
ყოველთვის როდესაც მათზე ჩამოვარდება საუბარი ან სიბრალურით მოიხსენიებენ, ან სიძულვილით. თუმცა გვავიწყდება რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც გააჩნიათ გრძნობები და ემოციები. ბევრი განიცდის საკუთარ “ავადმყოფობას”, ბევრსაც მშობლების და  ახლობლების დასანახად ცოლ–შვილი და “ბედნიერი” ოჯახიც კი აქვთ, თუმცა შინაგანად ყოველთვის უბედურები არიან.
საქართველოში არატრადიციული ორიენტაციის ხალხი მომრავლდა.ხანდახან მგონია რომ ბევრი მათგანი მოდას აჰყვა. ზოგს მხოლოდ ინტერესი აქვს, ზოგიც ვნებას და ცხოველურ ინსტიქტს იკმაყოფილებს. მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ჭარბობს.

მოდას აყოლილიც რომ იყოს არ მესმის სხვას ხელს როგორ ან რატომ უშლის? რატომ არიან აუცილებლად საცემები და მოსაკლავები? რადგან არ აქვთ “ჩვეულებრივი ორიენტაცია”? მათთვის ის არის ჩვეულებრივი რაც მათ გააჩნიათ.

არამგონია გეი აღლუმის ჩატარება წელს (და უახლოესი 10–წლის განმავლობაში) რომ მოხერხდეს, მაგრამ დავუშვათ და ჩატარდა. რა მოჰყვება ამას? გარეთ გამოსული ადამიანები გადაიქცევიან სალანძღავ ობიექტებად და რაც ყველაზე საშიშია, იქნება დიდი არეულობა და ცემა–ტყეპა გეებსა და “ჩვეულებრივ კაცებს” შორის. ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი საკუთარი ორიენტაციის სახალხოდ “გამოჭენება”, მაშინ როდესაც ასეთი სიტუაციაა.რა აუცილებელია გაიგოს სრულიად საქართველომ, რომ შენ ცისფერი (ლესბოსელი) ხარ და ამით ამაყობ (ჩემი აზრით სულაც არ არის საამაყო, განსაკუთრებით როდესაც ამდენი პრობლემა იქმნება).

დღეს საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, რომ არ დაუშვას სოდომ-გომორელთა საჯარო მსვლელობა, რათა იგი არ იქცეს საშინელი ცოდვის და საზოგადოებრივი აღშფოთებისა და არეულობის მიზეზად (სრული სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ).

დიდი სიყვარული პატარა მიზეზით არ კვდება

ერთ-ერთი ჩემი ნათესავის სტატუსზე მსგავსი ფრაზა ეწერა. მსგავსი კი არა ეს ფრაზა. და მისი ცხოვრება და დანგრევის პირას მყოფი ოჯახი გამახსენდა. თუმცა იმდენად ახლო ნათესავია,რომ სულ მახსოვს უბრალოდ რომ წავიკითხე გულზე მომხვდა და ეგრევე ვეძგერე ბლოგს და პოსტის წერა დავიწყე.თუმცა ამერია უკვე ფიქრები და რაზე დავწერო არ ვიცი.

მოკლედ:

სიყვარული ისე მოდის, რომ არავის ეკითხება. აი წასვლაში კი ხელს ხშირად მესამე პირი უწყობს ხელს. 12-წლიანი ოჯახური ცხოვრების, ბევრი ტანჯვის, ერთი არაჩვეულებრივი შვილის შემდეგ სიყვარული გაქრა. მიზეზებს რა ჩამოთვლის. მაგრამ ყველა მათგანი წვრილ-წვრილია. ისეთი, რომ მიზეზათ მათი დასახელება სირცხვილიც კია. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს ფაქტებს ჩემს სიყვარულს არასდროს შევწირავ და ყოველთვის ვიბრძოლებ ამ უდიდესი გრძნობის შესანარჩუნებლად.

დიდი სიყვარული პატარა მიზეზით არ კვდება. წინ მას აუცილებლად ახლავს დიიდი, ყველაზე მთავარი მიზეზი. რასაც უყვე პატარ-პატარა საბაბებიც მოჰყვება ხოლმე. ძნელია შეინარჩუნო ოჯახი და ქმარი როდესაც ხედავ, რომ შანსი თითქოს არ არის. არა და ამავე დროს იხედები სარკეში და აშკარად ხედავ, რომ ”იმ მესამეზე” ბევრად ახალგაზრდა, ლამაზი და ეშხიანი ხარ. ეჭვებს ფაქტები მოყვა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გამხელას ვერ ბედავს. ვერ ბედავს საკუთარ ქმართან, თორემ ისე იციან, ვიცით. თანაც, ხანდახან სასაცილოც კი არის ”მასზე” ეჭვიანობა. თითქმის დედის ტოლაა და მაინც იქნებ ჯადო არსებობს?

ალბათ ბევრს გაეცინა (თუ ვინმე კითხულობს ამ პოსტს), მაგრამ ჯადო მართლა არსებობს. ჯადო რა მაგია. მაგია კი ძალიან საშიშია. თუ ჩემი არ გჯერათ საეკლესიო პირს შეეკითხეთ და ის უფრო სრულ განმარტებას მოგცემთ ჯადოს არსებობისას. ხშირად გამიგია, რომ მოაჯადოვეს, მგლის თუ რაღაცის ქონი იპოვეს სახლში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა დღეს დღეობით, როდესაც ვუყურებ ამ ოჯახის დაცემას, და ოჯახის თავის, კაცის მდგომარეობას,თითქოს ეჭვ აღარც მეპარება, რომ მოჯადოებულია. სხვა ნაირად მისი ქცევების ახსნა ჩემს გონებას ვერ წვდება. შეიძლება სიყვარული მართლაც ბრმაა… ვინ იცის.

ბევრი ვიბოდიალე, და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ერთი ოჯახის ტრაგედია გადმოვალაგე. ტრაგედია, რომელიც ამ ფრაზამ გამახსენა – ”დდი სიყვარული პატარა მიზეზებით არ კვდება”.