Tag Archives: პენსიონერი

მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

თავდაცვა: ”შვილმკვდარი დედა ვარ”

ცოტა უცნაური სათაური გამოვიდა, მაგრამ მეტი ვერ მოვიფიქრე და სულაც არ არის გაზვიადებულად ნათქვამი. რამდენიმე დღის ამბავია, მაგრამ დასაწერად მხოლოდ ეხლახანს მოვიცალა.

ავტობუსის სიტუაციებზე არაერთი პოსტი დაწერილა და წამიკითხავს, მაგრამ რა სცენასაც მე ვუყურე, ალბათ ერთეულები თუ შეესწრებიან. კონტროლიერების მოვალეობაა, რომ ყოველი უბილეთო მგზავრი დააჯარიმომ. მგზავრები ვალდებულნი არიან ავტობუსსში ამოსვლისთანავე გადაიხადონ ბილეთის საფასური. ეს წერია ფანჯარაზე,  წითლად, დიდი ასოებით. იმედია ამის მერე გაითვალისწინებთ. ან ამის მერე თუ არა 5 ლარს რომ დატოვებთ ბანკში (ჩემსავით) მაშინ მაინც.

მერიამ თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეღევათებიც დაუწესა. მოსწავლეები,პენსიონერების ნაწილი,ინვალიდები მგზავრობენ უფასოდ თუ მათ აქვთ შესაბამისი ბარათი.სტუდენტები და კიდევ ბევრნი ნახევარ ფასად მგზავრობენ, მაგრამ ხალხის მოხერხებულობა მაკვირვებს რა. იმისთვის რომ თავი აარიდონ მგზავრობის საფასურის გადახდას არაერთ მაქინაციებს (ცოტა მძიმედ ნათქვამია) მიმართავენ. ერთ-ერთ ავტობუსსში, კერძოდ კი 33 ნომერში (რომელიც ძალიან მიყვარს იმიტომ რომ სულ ცარიელია) ამოვიდა ერთი ქალი, მეორე გაჩერებაზე კონტროლიორიც ამობაჯბაჯდა. ყველას ჩამოუარა, ვისაც არ ჰქონდა ბილეთი სალაროსთან გააგზავნა და სანამ ჩავალ ბილეთი მაჩვენეთო უთხრა (არა და სულაც არ იყო ვალდებული), ბოლოს ამ ქალბატონსაც მიადგა, რომელმაც  უფასო მგზავრობის ბილეთი წარუდგინა, კონტროლიორმა საბუთი მოითხოვა, ”ქალბატონო მგონი ეს მოსწავლის ბილეთია და თუ შეიძლება თქვენი საბუთი მაჩვენეთო”. ამ ქალმა, იმის ნაცლად რომ საბუთი ეჩვენებინა (რომელიც არ ჰქონდა და თავისი შვილის მოსწავლის ბილეთით სარგებლობდა) აწიკვინდა: ”შენ ვის უბედავო, უტიფარი ხარო, მე შვილმკვდარი დედა ვარო”, ისაო ესაოო… მოკლედ კიდევ ბევრი რამ ეძახა მაგრამ სიტყვებს ”შვილმკვდარი დედა ვარ” ძალიან ხშირად და მთელი ავტობუსის გასაგონად ყვიროდა. ჩემი თავშეკავებულობის დამსახურებაა, რომ არ წამოვუხტი იმ ქალს და გემრიელად არ გავლანძღე. ეს რა ახალი ”მოდაა” ტრაბახი იმით, რომ შვილი დაეღუპა? კიდევ უამრავი დედაა მსგავსი პრობლემით გამწარებული, მაგრამ ავტობუსსში, კონტროლიორს არ წაუყენებენ ხოლმე არგუმენტად.ისე გამაღიზიანებლად წიკვინებდა, რომ ეჭვიც შემეპარა საერთოდ თუ ყავდა შვილი ოდესმე. მე არ მეგულება დედა რომელიც ასე თავისფლად და ხმამაღლა გამოაცხადებს შვილი დამეღუპაო (თანაც საჭიროება არ მოთხოვდა).