Tag Archives: პოსტი

keep your memories offline

GPC-იმ ცოტა ხნის წინ მობილური ტელეფონებისთვის (Android, IOS) მშვენიერი აპლიკაცია გამოუშვა და ორიგინალური სახელი APPთიაქიც დაარქვა. მისი გადმოწერა Google play-დან შეგიძლიათ ამ ლინკზე.  აღნიშნულ აპლიკაციაში ნახავთ ყველაფერს, რომელი აფთიაქია თქვენთან ახლოს, რომელი წამალი რა ღირს, ნებისმიერ ინფორმაციას მათ პროდუქციაზე და დაგროვებით ბარათზე. მოკლედ, იმ კითხვებზე გაგცემთ პასუხს რომლისთვისაც ან აფთიაქში უნდა წასულიყავით, ან დაგეგუგლათ 🙂

gpc-mobile-app-6-0-s-307x512

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია ფოტოების ბეჭდვაა. აპლიკაციის საშუალებით ატვირთავთ ფოტოს, მიუთითებთ რომელ აფთიაქში გსურთ რომ დაბეჭდილი ფოტოები მიიღოთ და ერთ სამუშაო დღეში თქვენი ფოტოები დაბეჭდილი დაგხვდებათ თქვენივე მითითებულ აფთიაქში. ორი ზომის, 9X13-ზე და 10X15-ზე ფოტოები იბეჭდება. თქვენივე სურვილით ირჩევთ ზომას და ხარისხს, გლუვი გინდათ თუ პრიალა. მოკლედ, კარგი და სასიამოვნო აპლიკაციაა ვისაც ფოტოების ბეჭდვა დღემდე გიყვართ.

აი, მე მაგალითად, ხშირად არა, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე ვბეჭდავ ხოლმე. ვაგროვებ ჩემთვის საინტერესო ფოტოებს ფაილში “დასაბეჭდები” და მერე, როცა თავს მოვაბამ, ვბეჭდავ. ალბათ, უფრო ხშირად დავბეჭდავდი მისვლა, დატოვება, ლოდინი, და წამოღება რომ არ მეზარებოდეს. ხოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული აპლიკაცია ჩემთვისაა ^_^ GPC-ის აფთიაქი უნივერსიტეტთანაც ახლოს მაქვს და სახლთანაც.

ისე, საინტერესოა რამდენი თქვენგანი ბეჭდავს დღემდე და რამდენი ინახავს ალბომში ბლოკნოტში, ან ბუხრის თავზე ამობეჭდილ ფოტოებს ^_^ საერთოდ, გახსოვთ ბოლოს როდის ამობეჭდეთ ფოტოები?

P.S პოსტის სათაურისთვის მადლობა თამარას.

P.P.S ჯიპისის ფოტო და შატო მუხრანის ღვინო ❤

1377544_559678517415303_1362656331_n

Timha 20.03

1. როდესაც აღმოვაჩენდი, რომ სამგზავრო ბარათზე თანხა აღარ მაქვს მიწევდა უაზლოესი მეტროს, ან საქართველოს ბანკის ფილიალის მოძებნა და ჩარიცხვა, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან მეზარებოდა და იქამდე დავდიოდი უბარათოდ, სანამ შემთხევით არ მოვხვდებოდი ან მეტროსთან ან ბანკის ფილიალთან.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დღეს დილით გაჩერებაზე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ვნახე.
წარმოიდგინეთ რომ როცა გინდა ჩარიცხავ და არ დაგჭირდება ზედმეტი ბოდიალი :3 ნელ-ნელა ყველა გაჩერებაზე იქნება მსგავსი აპარატი და ყველა იქნება ბედნიერი.

20130320_163254

2. გუშინ დავამთავრე უმანკოების მუზეუმის კითხვა. სამწუხაროდ ლექციიდან ლექციამდე ჩემი დრო არ შემცირებულა და აუცილებლად მესაჭიროებოდა რამე ახალი წიგნი, სასურველია საინტერესო და ისეთი დიდი ხანი რომ მინდოდა. ხოდა, დღეს გივიმ  ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე მაჩუქა ❤

20130320_171803

როგორც წიგნის უკანა ყდა მატყობინებს, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას. ავტორი ნორვეგიელი ჟურნალისტი ოსნე საიერშტადია და როგორც ამბობენ, ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე ”ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეში”  მისი ”მუზა” ავღანეთია – მრავაწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი ისლამიტური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერეროზმისა და ფანატიკოსი მუსულმანების სიმრავლის გამო.

ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადმიანის ”შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შიეძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც  რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით…

მოკლედ, იმედი მაქვს სააინტერესო იქნება.

3. საღამოს ძალიან მიყვარს რომელიმე ცხელ სასმელთან ერთად ჯდომა და ფბ-ს სქროლვა. დღეს ხელში კისელი ვიგდე. ალბათ 2 წელი მაინცაა რაც არ დამილევია. არადა რა ადვილად კეთდება, რა გემრიელი და რა კარგი რამეა ❤ ერთ შეფუთვა კისელს სჭირდება დაახლოებით 1,3 ლიტრი წყალი. ამ 1,3 ლიტრი წყლიდან დაახლოებთ 400 გრამი (თბილი) უნდა დავასხათ ფხვიერ კისელს და კარგად გავხსნათ. დარჩენილი წყლი უნდა ავადუღოთ და ადუღების შემდეგ ეს გახსნილი მასა ჩავასხათ. დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ და ვურიოდით პერმანენტულად. სანამ ადუღდება იქამდე გამოვრთოთ. გადავანაწილოთ ჭიქებში (დაახლოებით 6 ჭიქა გამოდის. ზომასაც გააჩნია პრინციპში) და დაველოდოთ ცოტა ხანი. ცხელიც კარგია, მაგრამ მე პირადად გემოს ვერ ვატან, თან მიყვარს გაციების შემდეგ ოდნავ რომ შესქელდება ხოლმე. ასე, რომ 15 წუთი ველოდები და მერე ვიწყებ ნელ-ნელა და ნება-ნება კისელის სმას.

collage

P.S პოსტის წერა კისელთან ერთად სულ სხვა მუღამი აქვს ^_^

პოსტი რეიტინგისთვის

ცოტა ხნის წინ თინ ნიუსის ბლოგზე პოსტი დავწერე სათაურით “იდეალური ქალი ლოგინში და სხვა სიკეთეები” და ვიღაცამ შეიცხადა “პოსტი რეიტინგისთვისო”?

ვერ ვხვდები რატომ აღიქმება ცუდ ტონად რეიტინგისთვის დაწერილი პოსტი, მაშინ როდესაც ყოველ 2 წუთში ერთხელ შერბიხართ top.ge-ზე და ამოწმებთ მერამდენე ადგილზე ხართ ფერსონალ ფეიჯებზე, მაშინ როდესაც ყოველთვის გიხარიათ თითოეული ლაიქი, კომენტარი და შეარი, მაშინ როდესაც ძილის წინ დახედავთ ბლოგის ჰიტებს და ამბობთ დღეს კარგი/ცუდი დღე იყოო.

რატომ მიგაჩნიათ რომ ბლოგერი, თუ კი წერს ისეთ საკითხებზე რამაც შეიძლება გაზარდოს ბლოგის რეიტინგი ცუდი ბლოგერია? მთავარი პოსტის თემატიკა კი არა ხარისხია, იმჰო. თუმცა თქვენ ამას ვერ ხვდებით. მხოლოდ სათაურით მსჯელობთ და თუ იქ სიტყვა სექსი ურევია ე.ი რეიტინგზე გათვლილი პოსტია. არა და ამ დროს ხომ შეიძლება ჩემს პირად ბლოგზე მომინდეს დავწერო ჩემი უკანასკნელი სექსი მამაკაცთან რომელიც სექსამდე 1 საათით ადრე გავიცანი?!

რატომ უნდა მომინდეს რამდენიმე ასეულ ადამიანს მოვუყვე ჩემი ყველაზე ინტიმური დეტალები თუ ეს რეტინგისთვის არ არის გათვლილი? იქნებ იმიტომ, რომ პირადი ბლოგია, ინტერნეტ დღიურს ვეძახი და მინდა ჩემი ცხოვრების თითოეული წვრილმანი იყოს? იყოს რეიტინგისთვის დაწერილი, გამოგონილი, so what? ყველას უხარია მაღალი რეიტინგი და თუკი ავტორი ხელს შეუწყობს დაშავდება რამე? ერთხელაც გავიმეორებ, მთავარი ხარისხია, და არა ის რომ ბლოგერი ბლოგის რეიტინგზე ზრუნავს.

ბოლო პოსტი

სიტუაცია ჩვენს ოთახში, საღამოს 11 საათი.

ქეთი: აუ თმა გავიშალო და გავისწორო თუ გავიშალო და ბოლოები დავიხვიო?
მარი: გაისწორე, დახვეული თმას ამოკლებს

თორნიკე: მარი მორჩი?
მარი: ა, უი, კი… (ჩემი დეიდაშვილი ჩვენს ოთახშია, 4 გოგოსთან ერთად და როცა გამოცვლა გვინდა თვალებს ვახუჭვინებთ და გვერდზე ოთახში გასვლა გვეზარება, თუმცა მარიამს ავიწყდება რომ უთხრას ვსო, გამოიხედე და ხშირად თორნიკე თვალდახუჭული მოთმინებითა თვისითა ელოდება).

 

ქეთი: აუ რა სტრანია მეჯვარეობა, რამე უნდა გავაკეთო? არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
მარი: აუ არ ვიცი
ანა: სხვათაშორის ადრე მეჯვარეები მთელს ქორწილს ხელმძღვანელებოდნენ ხოლმე და ეხლა დიდი დიდი საჩუქარი იყიდო.
ქეთი: ეგ ხო, უკვე ვუყიდე, უფრო სწორედ დედაჩემმა უყიდა.
ქეთი: აუ ამ „ბრეტელებმა“ შემჭამა, ვაფშე ვინ მოიგონა, რა მეტიჩრობა იყო. გვეარა ლეღვის ფოთლით და ვყოფილიყავით.
თორნიკე: მოვა ეგ დროც.

ამ დროს ქეითი მაცხრება თავს და ცდილობს წაიკითხოს რას ვწერ და მიწუნებს ფლეილისტს, რომელიც რაღაც მანქანებით აღმოჩნდა ჩემს კომპიუტერში და აზრზე არ ვარ რა სიმღერებია. მერე ნახულობს ვორდის ამ ფაილს და მეუბნება რომ სულ გამოვყლევდი :დ ამ დროს ანა უხმობს და აკითხებს თავის პოსტს.

 

ტყუპები და ზუტა არიან აივანზე, ალბათ შემოცვივდნენ იმისთვის, რომ გვითხრან გოჩამ დაიძინა და ჩვენთან გამოდითო.

 ***************************************************************************************************************************

4-ის ნახევარია და ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით არჩილთან და გიორგისთან დედაჩემს, რომ არ დაერეკა სად ხართო. ბოლო ღამეა და შედარებით განსხვავებული გამოვიდა მაგრამ მაინც ბორინგ იყო. ხან ბოთლს ვატრიალებდით, ხან ჩმმს ვთამაშობდით და ხან თრუს ორ დეარს. მაგრამ რთულია ითამაშო თრუს ორ დეარ ხალხთან, რომლემბიც სათანადოდ გახსნილები არ არიან.

სახლში ვართ, ლოგინებში. გვერდზე ალუკარდი და ანნა ფეისბუქს ჩაკირკიტებენ და ველოდები როდის დამითმობენ ინტერნეტს, რომ ეს ყველაფერი ბლოგზე გადავიტანო.

 

სოც.მედია

დღეს ორ შეხვედრაზე ვიყავი და ორივეგან სოციალურ ქსელებზე, ფეისბუქი, ბლოგი და ტვიტერზე საუბრობდნენ. ყველგან ასე თუ ისე შეძლებისდაგვარად დავაფიქსირე საკუთარი აზრი, მაგრამ თუ დღეს ბლოგის დღეა დაე იყოს ბლოგის დღე საფუძვლიანად და დავწერ აქაც.

ბლოგი

ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსი – წერის დროს შეგიძლია იყო როგორც სუბიექტური ისე ობიექტური. შეგიძლია წერო აკადემიურად, სლენგებით, ადამიანურ ენაზე და მოკლედ, როგორც გაგიხარდება. წერო იმაზე, რაზეც “გისწორდება”, რაზეც გული შეგტკივა, რაც გაწუხებს თუ გაბედნიერებს, გამოთქვა საკუთარი აზრი თავისუფლად ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, თავი იგრძნო ისე როგორც შენს სამფლობელოში და თან ამ სამფლობელოში არავის, მაგრამ თან ყველას ჰქონდეს შემოჭრის უფლება.

ბლოგი რამდენიმე ტიპისაა – პირადი და თემატური. ბლოგების უმეტესობა (დაახლოებით 90%) პირადია. წერენ საკუთარ თავზე და საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. თემატური ბლოგები ძალიან ცოტაა და რეიტინგიც არც თუ ისე კარგი აქვთ. პრინციპში ლოგიკურიცაა, ძალიან ცოტაა ხალხი ვისაც სიამოვნებს სულ ერთი და იგივე თემატიკის გარშემო სხვადასხვა პოსტების კითხვა. შედიან და ინტერესდებიან მაშინ როდესაც პირად ინტერესს და საქმეს სჭირდება.

ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბლოგის ვიზუალს. პოსტი არ უნდა იყოს დაწერილი მუქ ფონზე ღია, ძალიან ჭყეტელა ფერებით. პოსტი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული, ჰქონდეს აბზაცები და გაფორმებული იყოს 1-2 ფოტოთი. უნდა იკითხებოდეს ადვილად და კომენტარებზე გამორთული ჰქონდეს მოდერაცია.რატომღაც ძალიან მაღიზიანებს მოდერაცია და ბლოგზე სადაც მხვდება ყოველთვის ვურჩევ ავტორს რომ გამორთოს. პოსტის სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იყოს საკითხის ირგვლივ დაწერილი ყველაფერი, ანუ არ გადაუხვიოს თემას და დამაინტერესოს. მერე სულ “რიხინ-რიხინით” იკითხება.

ტვიტერი

ტვიტერი არის მიკრობლოგინგის სისტემა. რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ინფრომაციის მიღება-გავრცელებსთვის. სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენთან ტვიტერს ძალიან მცირე მომხმარებელი ჰყავს. ბევრს უბრალოდ, მარტივი მიზეზი აქვს თუ რატომ არ ინტერესდება ტვიტერით. ის ფეისბუქს ვერ შეუცვლის და პრინციპში ვეთანხმები კიდეც. ორი აბსულუტურად სხვადასხვა ქსელია, მაგრამ მომხმარებლების უმეტესობას ფეისბუქი და ტვიტერი დაკავშირებული აქვს ერთმანეთთან, შესაბამისად ტვიტერზე გავრცელებული ნიუსი ავტომატურად ქვეყნდება ფეისბუქზე და უბრალოდ საჭიროება აღარ მოითხოვს შევიდე ტვიტერზე. ტვიტერს ვიყენებ ინფორმაციის გასავრცელებლად, იგივე ბლოგის ლინკის დასაშეარებლად, ან ჩემი ბლოგის ან ვინმე სხვისი, მაგრამ იქ არ შევდივარ, იმიტომ რომ რა ინფორმაციაც უნდა მივიღო მივიღებ ფეისბუქით, სადაც ტვიტერს ავტომატურად გადმოაქვს პოსტები თუ სტატუსები.

ფეისბუქი

მოდი შევთანხმდეთ რომ ჩემი აზრის გარეშეც მშვენივრად იცით რა არის და რისთის არის. ერთი ისაა, რომ გული მწყდება ამას ადნაკლასნიკების გაუმჯობესებულ ვერსიად რომ იყენებ.

ბლოგის საშუალებით ფულის შოვნა

კომპანიები და სხვადასხვა ორგანიზაციები ჯერ ეხლა დაინტერესდნენ სოციალური მედიით. ჯერ ეხლა იგებენ რა ხილია და შესაბამისად შემიძლია ვივარაუდო, რომ მომავალში ბლოგის საშუალებით დასაქმების და ფულის კეთებების პერსპექტივა ისახება. თუმცა რამდენად უახლოეს მომავალში ეგ აღარ ვიცი. ბევრმა ორგანიზაციამ თუ კომპანიამ იცის რომ უნდა ჰქონდეს, სჭირდება ფან ფეიჯი თუმცა მისი გამოყენება არ იცის და ვერ ხვდება რაში შეიძლება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ვაკანციები :ფეისბუქ გევრდის ოპერატორი. რაც პრინციპში კარგია იმისთვის ვინც უსაქმურია და ვისაც შეუძლია კომპანიის წარმომადგენლის დაჯერება რომ ფეისბუქზე ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია და ა.შ.

მემგონი ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც შემეძლო. თუ რამე გამომრჩა და მერე გამახსენდა ან დავააფდეითებ ან კომენტარებში დავტოვებ 🙂

ვერა ვერ შევეშვები ნიჭიერს

  • ნიჭიერი არის პროექტი სადაც იხილავთ გოგონებს ჯუნგლებიდან, რომლებიც ცდილობენ იცეკონ აჭარული.
ჯუნგლებში მოხვედრილი აჭარელი გოგო

ჯუნგლებში მოხვედრილი აჭარელი გოგო

  • ნიჭიერის სცენაზე იხილავთ ხალხს “მე ამას ჩემი ფანებისთვის ვაკეთეეეეეეებ და სულ არ მაინტერესებს ჟიურიიიიიიიიი”…
ყველანი მიყვარხაააააააააააართ

ყველანი მიყვარხაააააააააააართ

  • ნიჭიერი პროექტია, სადაც იხილავთ მოხუცების და ბავშვების დაუღალავ შრომას ნიჭიერის ტიტულის მოსაგებად.
  • იხილავთ ჟიურის არაკომპეტენტურობას, როდესაც მეორე ტურში გადაყავთ არანიჭიერი ხალხი.
:მოდი ვცადოთ რა იქნება შემდეგ ტურში: ხალხი

:მოდი ვცადოთ რა იქნება შემდეგ ტურში: ხალხი

  • მხოლოდ ნიჭიერის სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ N-რაოდენობის უნიჭო ილუზიონისტი.
უნიჭოები

უნიჭოები

  • მხოლოდ აქ შეგიძლიათ იხილოთ 10–13 წლის ბავშვები, რომლებიც “გადასარევად” მღერიან და რომლებიც რა თქმა უნდა გადადიან შემდეგ ტურში. მერე რა რომ წლების მომატებასთან ერთად დაკარგავენ ხმას, სმენას და ნიჭიერებას.
  • მხოლოდ  ნიჭიერის სცენაზე “კაი ბიჭის” ახსნილი სიყვარული
კაი ბიჭი

კაი ბიჭი

როგორც იქნა ნიჭიერის პირველი შესარჩევი ტური დასრულდა. დაახლოებით 150–მდე ნიჭიერი ადამისგან უნდა დარჩეს 50 ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი და შემდეგ უკვე დაიწყება ნახევარფინალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 50ეულში არ შევა:
1. მოხუცები, რომლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
2. ბავშვები, რომლლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
3. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ვცადოთ”–ს გამო გადაიყვანეს;
4. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ნუ გავუტეხავთ”–ის გამო გადაიყვანეს.

პ.ს ნიჭიერზე წერა რატომღაც ჩვევად მექცა :/ ყოველთვის როცა პოსტს ვაფაბლიშებ ვამბობ რომ შემდეგ კვირას აღარ დავწერ. მაგრამ, ორშაბათს რომ ვუყურებ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ეს სერია როგორ დავწერო ბლოგზე 🙂

მე

მაქვს ხოლმე ესეთი პრიოდი. ვირევი, არ ვიცი რა მინდა და რას რატომ ვაკეთებ. მაგრამ ბოლოს მაინც “ფორმაში” ვდგები. ვგრძნობ, რომ დაბნეული ვარ, არეული და ბევრ რამეს “ვმაზავ”.

არასოდეს არაფერი მინანია. არც ეხლა ვნანობ. არ მესმის სინანული რა საჭიროა. მაგით ხომ ვერაფერს გამოასწორებ,უბრალოდ თავს დეპრესიაში ჩაიგდებ და ეგ იქნება. არც ბევრი ფიქრი მიყვარდა. ფიქრი საშინელებაა.ფიქრის დროს თავში “გიტივტივდება” ყველა ის “მოლენა” რაც არ გინდოდა რომ მომხდარიყო, ზიხარ და ბჭობ საკუთარ თავთან რა როგორ გააკეთო და ბოლოს ირევი შენივე ფიქრებში და აღარ იცი თავი როგორ დააღწიო, ამიტომაც მარტივი გამოსავალი ვიპოვე – არ ვფიქრობ.

ყოველთვის ვიძახდი ჩემზე არაფერი და არავინ მოქმედებსთქო. არაფერი ისევ “ძალაში” რჩება. აი ხალხი კი მაგრად მოქმედებს. ვხვდები, რომ სუსტი ადამიანი ვარ და ჩემს ინდივიდუალურობას ვერ ვინარჩუნებ და ძალიან მწყინს. პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი ამ “პრობლემას” როგორ ვებრძოლო.

გულისა და გონების ბრძოლა მკლავს. ერთი ერთს მეუბნება, მეორე მეორეს. რატომღაც ყოველთვის გულს ვენდობოდი, ეხლა დროა გონებასაც მოვუსმინო. ეგება და ჭკვიანურს მეუბნება რამეს.

არ ვფიქრობ მომავალზე. მგონია ის არც არსებობს.დღევანდელი დღით ვცხოვრობ და რომ იტყვიან “ჩემს ჭიას ვახარებ”. დროა მომავალზეც ვიფიქრო. რა იცი რაში გამოგადგეს პრინციპით.

კიდევ ერთ რამეს მივხვდი, როცა ვსვამ (უზომოდ) არაადეკვატური ვხდები.თავს ვეღარ ვაკონტროლებ, გონებაც მებუტება და აღარაფერს მკარნახობს და მარტო “მინდას” იმედზე მტოვებს. გადაწყდა – აღარ ვსვამ (ბევრს).

სმა იქით იყოს და არ მინდა მწეველი გავხდე. თუნდაც იმიტომ რომ სიგარეტი კბილებზე საშინელ ნადებს ტოვებს. მე კიდევ ვგიჟდები თეთრ და ლამაზ კბილებზე ❤

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. ყოველთვის როცა შემოვდიოდი და new post-ის ფანჯარას ვხსნიდი ფიქრს ვიწყებდი, მე კიდევ არ მიყვარს წინასწარ დალაგებული და გონებასთან "შეთანხმებული" პოსტები. ესეთი არეული და რამის მთქმელი პოსტი მირჩევნია.

ტრეფიკინგი – დაზარალებულები და ფონდი

როგორც წინა პოსტიდან გაიგეთ ტრეფიკინგის დანაშაული მსოფლიო დანაშაულების რიცხვში სიმძიმით და გავრცელებულობით მესამე ადგილზე დგას.

ტრეფიკინგის შეფასების და საბრძოლველად 3 დონე არსებობს:

  • კანონი,სადამსჯელო ღონისძიებები
  • დაცვისა და დახმარების ღონისძიებები
  • პრევინციული ღონისძიებები

არსებობს 3 დონის ქვეყნები:

  • პირველი დონის – რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პირობას
  • მეორე დონის – რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი დონეებიდან რომელიმეს
  • მესამე დონის – რომელიც არ აკმაყოფილებს და არც აქვს სურვილი დააკმაყოფილოს.

მესამე დონის ქვეყნებს უწყდებათ ყველანაირი ჰუმანური დახმარება.
2002 წლისთვის საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნად, თუმცა 2003 წელს ის უკვე მეორე და მესამე დონის შუაში მოექცა. იმისათვის,რომ არ ჩამოსულიყო მესამე დონეზე და არ შეწყვეტოტა დახმარება 2003 წელს მოხდა დანაშაულის კრიმინალიზაცია და მივიღეთ კანონი. 2003–2006 წლებში საქართველო ითვლებოდა მეორე დონის ქვეყნებში.

2006 წელს შეიქმა სახელმწიფო ფონდი, რომელიც ეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლებს. მანამდე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები,რომელბიც საკუთარი სახსრებით და პატარ–პატარა დაფინანსებებით ცდილობდნენ დაზარალებულთა დახმარებას. 2006–წლიდან დაიწყო ამ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობა.

იმისათვის,რომ დაზარალებულს მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი არსებობს მუდმივმოქმედი ჯგუფები და მათთვის სტატუსის მინიჭება ხდება  ან სამართალდამცავ ორგანოებში, ან ფონდში. თუ კი მსხვეპრლს მიენიჭა სტატუსი, ფონდი:

  • უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას
  • სამედიცინო დახმარებას
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაიას
  • ეხმარება თავშესაფრით
  • ხდება მსხვერპლის გადამზადება/სწავლება
  • დასაქმება
  • რაც მთავარია დაცულია ანონიმურობა

საქართველოში ამ დროისთვის არსებობს 4 თავშესაფარი. 2 ტრეფიკინგით დაზარალებულთათვის და 2 ოჯხური ძალადოების შედეგად დაზარალებულთათვის. თითოეულ მსხვერპლზე განსაზღვრულია გარკეული თანხა,რომელსაც მსვერპლი ვერ იღებს ხელთ. თავშესაფარში დარჩენა ნებაყოფლობითია (ვადა: 1 დღიდან 12 თვემდე), ოჯახური ძალადობის შემთხვევში ვადა მხოლოდ 3–თვემდეა. მიუხედავად,იმისდა მსხვერპლი დარჩება თუ არა თავშესაფარში, ის მაინც მიიღებს კუთვნილ დახმარებას.

რეიტენგრაციის პროცესის ვადის განსაზღვრა შეუძლებელია.თუმცა სოც.მუშაკებს დაზარალებულთან აქვთ მუდმივი კავშირი და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მიმართავენ ორგანიზაციებს და ისინი უწევენ დახმარებას. ყველა რეგიონში ფონდს ჰყავს საკუთარი სოც.მუშაკი.

ამჟამად თბილისის თავშესაფარში იმყოფება 4 ადმიანი. ასევე 4 ადამიანი იმყოფება ბათუმის თავშესაფარშიც. თავშესაფრის ადგილი კონფიდენციალურია. იქ მცხოვრებლებს, არ აქვთ უფლება ნებართვის გარეშე დატოვონ შენობა,ემსახურებათ მძღოლი,რომელიც ვალდებულია მიიყვანოს ნებისმიერ ადგილზე. თავშესაფრის ადგილის გამხელა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. თავშესაფარი 10–ადგილიანია, თუმცა ოჯახური ძალადობის დროს, როდესაც დედას ჰყავს რამდენიმე შვილი, ხშირად ხდება,ხოლმე რომ თავშესაფარში 10–ადამიანზე მეტი იწყებს ცხოვრებას.

საუბარია “მოძალადეთა” ფონდზეც.დამეთანხმებით სწორედ მათ სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. თუმცა ძალიან, ძალიან ცოტა არსებობს ისეთი ადამიანი (მითუმეეტს საქართველოშ), რომელიც აღიარებს: “მე მოძალადე ვარ”. ამიტომ შესაძლოა ისეთი ფონდის შექმნა, სადაც ფსიქოლოგი იმუშავებს წყვილებთან.

სამწუხაროდ ფონდს ჰყავს მხოლოდ ერთი ჯგუფი, 1 იურისტი, 1 ფსიქოლოგი. რა საკმაოდ ცოტაა. თმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ დაზარალებულების 90% არ მიმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს და არც ფონდს (სადაც კონფიდენციალურობა დაცულია), შესაძლოა ჯერჯეორბით არც არის მეტი იურისტის ან ფსიქოლოის ყოლა.

მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ხდება თანამედროვე მონათვაჭრების მსხვერპლი.ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი.როდესაც გპირდებიან სამუშაოს საზღვარგარეთ და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს კარგად დაფიქრდით! არ მოგატყუოთ გაფორმებულმა “ხელშეკრულებამ”. ხშირად მსგავსი შემოტავაზებები ადამიანების ექპლუატაციით,დამცირებით და სიკვიდლითაც კი მთავრდება.

ძირითადი რჩევები მათთვის ვინც აპირებს საზღვარგარეთ მუშაობს,სწავლას ან ქორწინებას:

  • სანამ საზღვარგარეთ გაემგზავრებით,დარეკეთ ცხელ ხაზზე და მიიღეთ ამომწურავეი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ დაიყვანოთ მინიმუმამდე ადამიანებით ვაჭორბის მსხვერპლად გახდომის საფრთხე;
  • არავის გადასცეთ თქვენი პასპორტი და პირადი საბუთები.იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ლეგალრი სტატუსი გაქვთ, თქვენს დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეინახოს ტქვენი პასპორტი;
  • თქვენი ყველა საბუთის ასლი შეინახეთ თქვენთვის ხელმისაწვდომ უსაფრთხო ადგილას;
  • ისწავლეთ იმ ქვეყნის სალაპარაკო ენის ძირითადი ფრაზები სადაც მიემგზავრებით;
  • ჩასვლისთანავე გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში;
  • მუდმივათ იქონიეთ კავშირი ოჯახის წევრებთან,ნათესავებთან ან მეგობრებთან; დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მათ თქვენი ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილი

გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ზრუნავს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვაზე.

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დაუკავშირდით კონსულტაციისთვის ფონდის ცხელ ხაზს: 100–229. თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ კონსულტაციას და საჭირო დახმარებას. მათი მომსახურება ანონიმური და უფასოა! (ზარი უფასოა)

პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე

ალუბალმა დამთაგა თავის პოსტში და ახალი წლის ღამეზე საჭორაოდ მომიხმო.

უკვე დეკემბერია, უკვე ასაფეთქბელებსაც ისვრიან, უკვე ნაძვის ხეებიც დადგეს თბილისში, უკვე საახალწლო განათებებიც ჩაირთო. მაგრამ ჯერ მაინც ადრე მგონია ესეთი სამზადისი.

ჩემი დაბადების დღის შემდეგ, ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. რაღაცნაირი დღესასწაულია. ყველას (კნუტ შენ არ ითვლები),რომ უხარია. ქუჩაში უცნობები გილოცავენ და ჯიბიდან ერთ კანფეტს იღებენ და გაძლევენ, ტაქსის მძღოლებიც კი ბედნიერები არიან და მთელი გულით გიწვდიან იმ ერთ ჩურჩხელას თუ დათუნია შოკოლადს… მოკლედ ყველა ხარობს, ყველა ბედნიერია!!! სამაგიეროდ 1–ში დილით (შუადღეს,საღამოს… როცა გაიღვიძებენ) ყველა პახმელიაზეა.

ჩემი ახალი წლის ღამე აგერ უკვე მერამდენე წელა ერთი და იგივეა.რატომღაც არაფერი იცვლება და სასტიკად მომბეზრდა. ამიტომ არის რომ გავიძახი რამე ვქნათ რამე ვქნათ–მეთქი,მაგრამ ვინ გისმენს.

როგორც წესი საახალწლო სამზადისს ოჯახში ვიწყებთ წინა დღის. დედაჩემი ყოველთვის უუუზარმაზარ სუფრას შლის, შესაბამისად უამრავი საჭმლის გაკეთება სჭირდება და რა ბედნიერია,რომ 2 უკვე დიდი ქალშვილი ჰყავს,რომლებიც ეხმარებიან ^_^ 31–ში ღამე იშლება სუფრა, ნელ–ნელა მოდიან ჩვენთან ბებიაჩემი და მისი მეუღლე, ბიძა (ხანდახან ორივე) თავისი ცოლით (ნუ თუ 2 ბიძაა ე.ი 2 ცოლით) და ბავშვებით. ზუსტად 00:00 ზე ვხსნით შამპანიურს, ვსვავთ ერთ–ორ ჭიქას, ვაძლევთ ერთმანეთს საჩუქრებს (ნუ ძირითადად მშობლები გვჩუქნიან), დიახ, დაე შეგშურდეთ, ჩემთან დღემდე დადის თოვლის ბაბუ, ნუ საჩუქრებს მაინც მჩუქნის.ამ “პროცედურის შემდეგ” გავდივართ სახლიდან. ჯერ ბებიასთან  (მამის მშობლებთან და დასთან) მივდივართ ^_^ ეს უკვე ტრადიციაა… გვერდზე ქუჩაზე ცხოვრობს და მგონი მეკვლეებიც ყოველთვის ჩვენ ვართ. ცოტა ხანს იქ ვჩერდებით და მერე მოვდივარ სახლში, ან ეკასთან სადაც ყოველთვის უამრავი ადამიანია და ყოველთვის გაქვს შანსი არაჩვეულებრიად გართობის.

1–ში დილით გაღვიძებისთანაბე რუსთავში მივდივარ. აგერ უკვე მერამდენე წელი იქნება როცა ესე ვიქცევი. შარშან მაგალითად სულ 15 წუთით შევირბინე, მაგრამ მაინც ხომ მივულოცე გვანცას?  როგორც წესი იქ ვრჩებით ხოლმე მე და მარიამი, მაგრამ შარშან სხვანაირად იყო…

მოკლედ, მეზარება აქ იმ ყველა ოჯახის ჩამოთვლა, სადაც მივდივარ და რომლებიც მოდიან ჩვენთან, მეზარება იმის მოყოლა რამდენჯერ ვშლი და ვალაებ სუფრას ბუზღუნ–ბუზღუნით.მთავარია,რომ არც–ერთხელ შევხვედრილვარ ახალ წელს ისე როგორც მე მინდა. მაგრამ მე მაინც აჟიოტაჟით ველოდები ახალ წელს.

 

 

პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე ^_^

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში

ადომ თამთაგა. ძალიან გამიხარდა. ე.ი ვიღაცას ვახსოვარ. მადლობა ადოს = ))

ხო ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში არც თუ ისე ბევრია ალბათ იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრი მიცხოვრია და არც თუ ისე ბევრი მახსოვს ამ 18-წლიდან.

  • ადოს ეწერა და არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ ყველაზე კარგი და ყველაზე მაგარი ზღვის დანახვა იყო. დღემდე მახსოვს ის ემოცია და გაკვირვება რაც იმხელაააა ზღვის დანახვისას დამეუფლა.
  • ალბათ ის რომ ცურვა ვიცი. არ ბევრმა იცის და ყველაზე კარგი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი და კარგია. ერთადერთი რამ რაც არასდროს მომბეზრდება და რითაც არაჩვეულებრივად ვისვენებ.
  • ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში ჩემი დედიკოა :** და მერე დანარჩენი ოჯახის წევრები.
  • კიდევ ყველაზე კარგად მივიჩნევ ჩემს ხასიათს.მომწონს და კმაყოფილი ვარ= ))
  • ნათესავები,მეგობრები და უბრალოდ ნაცნობებიც კი კარგები არიან. თუნდაც იმიტომ რომ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა.
  • დღეს მაგალითად ყველაზე კარგად მივიჩნევ იმას რომ ბლოგოსფეროში ვიღაცას გავახსენდი და ეს არ იყო მარი, ვეკო ან სალოლა. მოკლედ ისევ მადლობა ადოს = ))

ხომ ვთქვი ბევრი არ არის-მეთქი. მაგრამ სულ სიხარულით დავწერე ეს პოსტი. ხო და ვთაგავ მარის, ვეკოს და »♥» ana «♥« = )) აბა თქვენ იცით გოგოებო = ))