Tag Archives: რუსთავი

შექმენი საკუთარი ქილა

კოკა-კოლას ახალი წამოწყების შესახებ, „გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს“, უკვე ყველამ იცის. თავიდან კითხვის ნიშნები გაჩნდა და ვერ გაიგეს რას ნიშნავდა გაუზიარე კოკა-კოლა ლაშას, ან სანდროს, ან ნათიას, თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებელმა აიტაცა და მაღაზიებში ხშირად წავწყდომივარ როგორ ეძებს ვინმე თავის სახელიან კოკა-კოლას, ან მეგობრის სახელიანს ან სულაც კოკა-კოლას მამისთვის.

კოკაკოლა

ამ პერიოდისთვის დაბეჭდილია სულ 40 სახელი და სრულიად დაცულია სქესობრივი ბალანსი : ) 20 ქალის სახელია და 20 მამაკაცის. სახელები შერჩეულ იქნა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, ამ სახელების გარდა ლიტრანახევრიან ბოთლებზე არის კიდევ 7 სიტყვა დაბეჭდილი: მეგობრებს, დედას, მამას, ძმას, დაიკოს, შეყვარებულს და ერთადერთს.

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

 

ასეა თუ ისე, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც კოკა-კოლას ბოთლებზე არ იყო. სწორედ მათთვის დაიგეგმა კოკა-კოლას აქცია. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება შეუერთდეს კოკა-კოლას ღონისძიებას, იპოვოს კოკა-კოლას სპეციალური მანქანა და კოკა-კოლას გუნდს დააწერინოს თავისი სახელი 330მლ  ქილაზე.

შექმენი საკუთარი ქილა :)

შექმენი საკუთარი ქილა 🙂

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აქცია არის ძალიან კარგად ორგანიზებული. სპეციალურ აპლიკაციაში (გადადით ლინკზე) წინასწარ არის გაწერილი გრაფიკი, სად და როდის ჩატარდება შემდეგი აქცია, ასე რომ ნებისმიერ მსურველს საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით შეუძლია აქციაში მონაწილეობა. აღნიშნული აქცია იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ წყნეთში, რუსთავში და ბათუმშიც.

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

 

კოკა-კოლის პირველი აქციას ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეც დავესწარი. ბუშტებიანი და კოკა-კოლიანი გოგოები ხალხს საკუთარ სახელიან კოკა-კოლას სთავაზობდნენ. თავიდან ხალხი გაკვირვებული უყურებდა, ზოგს ფლეშმობი ეგონა, ზოგს უბრალოდ რაღაც დადგმა, თუმცა საბოლოო ჯამში კოკა-კოლას მანქანის მისადგომებთან ყველა ასაკის ადამიანი შეიკრიბა. ყველას სურდა რომ კოკა-კოლა დაელია ისეთი ქილიდან, რომელსაც მათი სახელი ეწერებოდა 🙂

კოკაკოლა

 

შექმენი საკუთარი ქილა 🙂

მეც გავაკეთებინე ჩემთვის კოკა-კოლა ^_^ და სიყვარულოვნა დავაწერინე. თავიდან გაიკვირვეს, მაგრამ მერე მითხრეს ზუსტად 12 სიმბოლიანიაო (მეტი არ შეიძლება) და გაგიმართლაო. 10 წუთში ჩემი კოკა-კოლა მზად იყო და სიამაყით დავყურებდი ზედ. რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობაა როდესაც რაღაცას სპეციალურად შენთვის ამზადებენ.

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გარდა იმისა რომ აქცია საკუთარ სახელიან ქილას გთავაზობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კოკა-კოლას გოგოები კოკა-კოლებს არიგებდნენ, თანაც გიხსნიდნენ და ისე გთავაზობდნენ. ხშირად ვერ ვხსნი, ან გახსნისას ვიწუწები ხოლმე და სწორედ ამიტომ ფრიად ნასიამოვნები დავრჩი როდესაც სასიამოვნო გოგონამ გახსნილი კოკა-კოლა შემომთავაზა.

IMG_6825

 

სანამ აქცია დაიწყებოდა იქვე გამოკრულ წესებს გავეცანი. წესები იტყობინებოდა რა სახის წარწერის გაკეთება არ შეიძლება ქილაზე, ან რომელი ასაკიდან შეუძლია პირს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, ვისთვის უნდა დავაწეროთ კოკა-კოლას სახელი და საბოლოო ჯამში მიღებულ კოკა-კოლას რა უნდა ვუყოთ 🙂  ასე მაგალითად, ქილაზე არ დაიბეჭდება ისეთი სახელები რომლებიც არის – არაკანონიერი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, ძალადობრივი, სკანდალური,  დისკრიმინაციული (ნებისმიერ შემთხვევაში), ასევე სახელები რომლებიც უბიძგებს ადამიანს შეუფერებელი, არაკანონიერი საქციელისკენ. ასევე არ დაიბეჭდება სახელები რომლებიც მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრებაა, ან არ წარმოადგენს თქვენს ან თქვენი მეგობრის სახელს, მაგალითად, რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი. აკრძალულია ისეთი სახელის გამოყენება, რომელიც არ ემორჩილება ამ წესებს.

coca-cola

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მეც და კიდევ უამრავი ადამიანი ფრიად ნასიამოვნები დავრჩით. თქვენც გაქვთ შანსი გააკეთოთ სასურველი წარწერა კოკა-კოლას 330მლ ქილაზე და გაუზიაროთ მეგობარს 🙂 გადაამოწმეთ აპლიკაციაში  ან Coca-Cola–ის Facebook–ის გვერდზე, დრო და ადგილი და დახვდით კოკა-კოლის მანქანას და გუნდს თქვენს უბანში ^_^

 

 

 

ბებო

ხვალ ერთი კვირა გახდება რაც ბებიაჩემი დროებით ჩვენთან ცხოვრობს. როგორც წესი მიჩვეული ვარ, რომ სახლში მე, ჩემი და, ჩემი ძმა და მშობლები არიან. ბებიასთან ერთად ღრმა ბავშვობაში, რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი.

როგორც კი ჩვენთან გადმოვიდა, მაშინმე მეუცხოა სახლში ზედმეტი პირი. რაღაცნაირად ვერ ვგუობდი.

ხალხს როგორც კი ახალი ვინმე ან რამე (მაგალითად ძაღლი, თუთიყუში, კატა, ბავშვი) უჩნდებათ სახლში ფეისბუქზე სტატუსები მაშინვე მათზე იწერება ხოლმე, ხოდა, მე სულ მინდება რომ ბებიაჩემზე ვწერო.

ასე მაგალითად, ერთ დილას, დილას რა, პირველ საათზე, ჩემი ოთახის კარი 5 წუთის განმავლობაში 3-ჯერ შემოაღო, მერე შემომძახა ნათი გძინავსო? კი-მეთქი და ხო კაი უბრალოდ შემეშინდა ამდენ ხანს რომ გეძინაო.
ერთ-ერთ დილას გაოცებული განცვიფრებული მიყურებს და მეკითხება, ასე ადრე რამ აგაყენაო და ის კი გადაავიწყდა რომ ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და დილით მე კიარა, ზამთარში დათვიც ვერ გამოიძინებს.
უყვარს ჭორაობა, თან საშინლად. თუ 2-3 საათი ისე გავა რომ ტელეფონზე არავინ დაურეკავს, არც მეზობელი ჩამოაკითხავს და ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო მაშინვე ჩემთან მორბის და მიყვება საავადმყოფოს ამბებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ მომიყვა.
ბებიაჩემი ივანიშვილს უჭერს მხარს, სჯერა მისი და უყვარს წულუკიანი. თუკი ქვეყანაში რამე კარგი კეთდება ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ცუდი, მაშინ მასხარა სააკაშვილს. საერთოდ, რთულია რამე აუხსნა, იმიტომ რომ არ გისმენს. ვერაფრით ვერ ავუხსენი რატომ არ შეიძლება ეკავოს ადამიანს იუსტიციის მინისტრის პოზიცია თუკი არ აქვს იურისტის დიპლომი.
გიჟდება თავის სახლზე. რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავში იყიდა. როგორც თოჯინა ეგეთიაო და აუცილებლად ჩამოდი ნახეო. კაი-მეთქი. მაგრამ რუსთავში მეგობრების სანახავად ვერ ჩავსულვარ და სახლის სანახავად ჩავალ?!
ბებიაჩემს ხმამაღლა ლაპარაკი უყვარს. დილით ადრეც და შუაღამისასაც. არ ვიცი რატომ, უბრალოდ სულ ხმამაღლა ლაპარაკობს. პრინციპში, რაც თავი მახსოვს მისი საუბრის მანერა არ შეცვლილა.
ბებიაჩემს ძალიან უნდა რომ ვიმე კარგი, მაღალი, მხარბეჭიანი, აი ჩვეი თორნიკესნაირი (ჩემი დეიდაშვილი) ბიჭი შევიყვარო, გავთხოვდე და შვილი მყავდეს. პირველად როცა ვუთხარი არ მინდა ვიმეს შეყვარება-მეთქი, აბა შვილი არ გიდაო? შვილს ისე გავაჩენ-მეთქი და ნაბიჭვარი შვილთაშვილი არ მინდაო. ბოლოს ბრძოლის თავი არ მქონდა, დავნებდი და ჩემს ოთახში შევიკეტე,
ძალიან უყვარს ჩემს ოთახში შემოსვლა და ჩემი სარკის წინ ტრიალი.
ნაოპერაციები ადილი სტკივდება მაშინ როცა ყურადღება აკლდება, ან როცა სტუმრები მოდიან მის სანახავად 🙂
ძალიან ეშინია სიკვდილის. სულ სიკვდილზე ფიქრობს და ნატრულობს თქვენს (შვილიშვილების) ქორწილს მაინც მომასწრო რომ კარგად ვიცეკოო.

კაი ტიპები არიან ბებოები  ^_^

p.s ტელევიზორს იმხელა ხმაზე უსმეს ყველა ოთახში ისმის აბსოლუტურად -_-

პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე

ალუბალმა დამთაგა თავის პოსტში და ახალი წლის ღამეზე საჭორაოდ მომიხმო.

უკვე დეკემბერია, უკვე ასაფეთქბელებსაც ისვრიან, უკვე ნაძვის ხეებიც დადგეს თბილისში, უკვე საახალწლო განათებებიც ჩაირთო. მაგრამ ჯერ მაინც ადრე მგონია ესეთი სამზადისი.

ჩემი დაბადების დღის შემდეგ, ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. რაღაცნაირი დღესასწაულია. ყველას (კნუტ შენ არ ითვლები),რომ უხარია. ქუჩაში უცნობები გილოცავენ და ჯიბიდან ერთ კანფეტს იღებენ და გაძლევენ, ტაქსის მძღოლებიც კი ბედნიერები არიან და მთელი გულით გიწვდიან იმ ერთ ჩურჩხელას თუ დათუნია შოკოლადს… მოკლედ ყველა ხარობს, ყველა ბედნიერია!!! სამაგიეროდ 1–ში დილით (შუადღეს,საღამოს… როცა გაიღვიძებენ) ყველა პახმელიაზეა.

ჩემი ახალი წლის ღამე აგერ უკვე მერამდენე წელა ერთი და იგივეა.რატომღაც არაფერი იცვლება და სასტიკად მომბეზრდა. ამიტომ არის რომ გავიძახი რამე ვქნათ რამე ვქნათ–მეთქი,მაგრამ ვინ გისმენს.

როგორც წესი საახალწლო სამზადისს ოჯახში ვიწყებთ წინა დღის. დედაჩემი ყოველთვის უუუზარმაზარ სუფრას შლის, შესაბამისად უამრავი საჭმლის გაკეთება სჭირდება და რა ბედნიერია,რომ 2 უკვე დიდი ქალშვილი ჰყავს,რომლებიც ეხმარებიან ^_^ 31–ში ღამე იშლება სუფრა, ნელ–ნელა მოდიან ჩვენთან ბებიაჩემი და მისი მეუღლე, ბიძა (ხანდახან ორივე) თავისი ცოლით (ნუ თუ 2 ბიძაა ე.ი 2 ცოლით) და ბავშვებით. ზუსტად 00:00 ზე ვხსნით შამპანიურს, ვსვავთ ერთ–ორ ჭიქას, ვაძლევთ ერთმანეთს საჩუქრებს (ნუ ძირითადად მშობლები გვჩუქნიან), დიახ, დაე შეგშურდეთ, ჩემთან დღემდე დადის თოვლის ბაბუ, ნუ საჩუქრებს მაინც მჩუქნის.ამ “პროცედურის შემდეგ” გავდივართ სახლიდან. ჯერ ბებიასთან  (მამის მშობლებთან და დასთან) მივდივართ ^_^ ეს უკვე ტრადიციაა… გვერდზე ქუჩაზე ცხოვრობს და მგონი მეკვლეებიც ყოველთვის ჩვენ ვართ. ცოტა ხანს იქ ვჩერდებით და მერე მოვდივარ სახლში, ან ეკასთან სადაც ყოველთვის უამრავი ადამიანია და ყოველთვის გაქვს შანსი არაჩვეულებრიად გართობის.

1–ში დილით გაღვიძებისთანაბე რუსთავში მივდივარ. აგერ უკვე მერამდენე წელი იქნება როცა ესე ვიქცევი. შარშან მაგალითად სულ 15 წუთით შევირბინე, მაგრამ მაინც ხომ მივულოცე გვანცას?  როგორც წესი იქ ვრჩებით ხოლმე მე და მარიამი, მაგრამ შარშან სხვანაირად იყო…

მოკლედ, მეზარება აქ იმ ყველა ოჯახის ჩამოთვლა, სადაც მივდივარ და რომლებიც მოდიან ჩვენთან, მეზარება იმის მოყოლა რამდენჯერ ვშლი და ვალაებ სუფრას ბუზღუნ–ბუზღუნით.მთავარია,რომ არც–ერთხელ შევხვედრილვარ ახალ წელს ისე როგორც მე მინდა. მაგრამ მე მაინც აჟიოტაჟით ველოდები ახალ წელს.

 

 

პ.ს “ხლაპუშკებს” ყოველთვის ვისვრი ხოლმე ^_^

გაძლიერებული ინტუიცია თუ რაღაც მაგვარი ანუ სასწაული დამთხვევები

რომ ამბობდნენ ქალებს მეექვსე გრძნობა გვაქვსო უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე 🙂

თუმცა ბოლო ერთი პერიოდია ჩემს თავს გაძლიერებულ ინტუიციის გრძნობას ვამჩნევ.

მაგალითი 1:

სახლიდან უნივერსიტეტში მივდიოდი და გზად სკოლა უნდა გამევლო. ორ მასწავლებელზე ვფიქრობდი: ერთზე, რომელიც ძალიან მიყვარს და მეორე, რომელიც სკოლიდან გაუშვეს. პირველი პირდაპირ სკოლის გზასთან ვნახე, მეორე გადასასვლელზე. გამიკვირდა რომ ასე უცნაურად დაემთხვა თუმცა იმ დროს უფრო გამიხარდა ვიდრე გამიკვირდა და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია.

მაგალითი 2:

რუსთავში ვიყავი. ბევრჯერ მითქვამს იქ ბევრი ნაცნობი მყავსთქო და როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი ერთ–ერთ ნაცნობზე ვფიქრობდი, რომლის ნახვაც არ მაწყენდა და “მარშუტკიდან” დავინახე.

მაგალითი 3:

ყოველთვის როდესაც ჩემს სოფელს, დვალთას, ახსენებენ ხოლმე ეგრევე ტყუპები მახსენდებიან. ადამიანები რომლებიც ვერასდროს გაიზრდებიან და მუდამ იქნებიან ისეთები როგორებიც 5 წლის წინ, 2 წლის და თუნდაც წელს. ერთი კვირის წინ სოფელში წავყევი გვანცას და რა თქმა უნდა გამახსენდნენ და გავიფიქრე მომენატრნენთქო. ჩემი სახლის ჩასახვევს რომ მივუახლოვდი ბეგას (ტყუპების მამის) მანქანა დავინახე და ტყუპებიც იქ აღმოჩნდნენ.

მაგალითი 4:

ჩვენი ჯგუფი ექსკურსიას აწყობს და რამდენიმე დღეა ვფიქრობ წავიდე თუ არა. წასვლა ძალიან მინდოდა თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ბლოგერებიც (უფრო სწორედ ლევანი) ამ კვირაში თუ არა ამ თვეში მაინც იჩალიჩებდა ექსკურსიის მაგვარს და ფული დამჭირდებოდა და დედიკო აღარ დამაფინანსებდა. დღეს უნდა გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა და ბოლოს ისევ ჯგუფთან ერთად წასვლა ავირჩიე. თუმცა საღამოს ლევანი, რომ ვნახე მითხრა იმ კვირაში ექსკურსიას ვგეგმავოო…

მაგალითი 5:

ყოველთვის როდესაც გვანცას ვუმესიჯებ პასუხად მომდის ჯერ “აუ აი ამწამს გწერდი მეც” ან “ტექსტი მქონდა აკრეფილი და გიმესიჯებდი” და ბოლოს პასუხი მესიჯზე. ხშირად ხუმრობს ხოლმე ტელეპატები ვართო…

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტუიციის თუ არა რაღაც მაგვარის გაძლიერებული გრძნობა მაქვს.

რატომ მიყვარს რუსთავი

ერთადერთი ადგილი (თბილისის გარდა), სადაც ვიცხოვრებდი ეს რუსთავია.

ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს.

პირველი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი – იქ გვანცა ცხოვრობს.

თბილისთან სიახლოვის მიუხედავად (თბილისიდან 10კმ.–ში), რუსთავი აბსოლიტურად განსხვავებულია. სულ სხვანაირი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. გაცილებით თბილები და ბევრად უფრო მეგობრულები არიან ვიდრე თბილისელები. რომ შეადაროთ როგორ ექცევიან ერთმანეთს ბიჭები და თუნდაც გოგოები ბევრს შეიძლება შეშურდეს კიდეც.

არც ისე დიდიხანია რაც ეს ქალაქი აშენდა. პირველი მაცხოვრებლების უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული ხალხი იყო, რომლებიც დაასაქმეს მეტალურგიულ ქარხანაში და მისცეს საცხოვრებელი ადგილები. შეიძლება სწორედ სოფლიდან ჩამოსული ხალხის უერთიერთ სიყვარული და რა თქმა უნდა ბევრად თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან გახდა საწინდარი და წინაპირობა იმისა, რომ დღეს მათი შთამომავლობა ბევრად კარგ პიროვნებებად არიან აღზრდილები, ვიდრე თბილისის ნებისმიერ უბანში.

მოკლედ, ხალხით და მაცხოვრებლებით ვარ აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა ცუდი ყველგან არის, მათ შორის რუსთავშიც, მაგრამ მთლიანი ფონი ბევრად დადებითია თბილისთან შედარებით.

ტერიტორიულად რუსთავი (ახალი) ძალიან ცუდ ადგილას არის გაშენებული, ფაქტიურად მინდორზე. ამიტომ, ზაფხულობით მრავლად არიან ქვეწარმავლები.  ნაკლებობაა ხეების, და ზოგადად ბუნების. უფრო სწორედ, ჯერ არ არიან სათანადოდ გაზრდილები. ასევე ნაკლებობაა გასართობი ადგილების, საღამოთი მხოლოდ “მეგობრობის პარკში” (მგონი ესე ქვია,ან მეშლება) სეირნობით უნდა დაკმაყოფილდე. თუმცა დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში სრულყოფილ ქალაქად ჩამოყალიბდა.

მე მიყვარს რუსთავი.

როგორც იქნა…

საშინელებაა უინტერნეტოდ ყოფნა. რაღაც კაბელი დაზიანდა ჯერ კიდევ პარასკევს და მხოლოდ დღეს მოიცალეს მოსასვლელად. კიდევ კაი მოვიდნენ და არ დასჭირდათ მეათედ და მეასეჯერ დარეკვა = )) ისე მივეჯაჭვე ინტერნეტს, რომ ითიშება მგონია ქვეყანა იქცევა. როცა არის შეიძლება მხოლოდ ერთი საათი გამოვიყენი და ვსო.

სამაგიეროდ გუშინ ჩემი უკვე რამდენი ხნის სურვილი ავიხდინე და როგორც იქნა თავი მოვაბი რუსთავში წასვლას.თან რომელირაცა წინა პოსტში ისიც დავიწუწუნე გარშემო იმდენი ორსული მყავს და ვერც ერთის ნახვას ვერ ვახერხებთქო. ხო და ეგეც მოვახერხე. თავისუფლებაზე პეკო, ცისი და ცისის ქმარი ვნახე და ერთად წავედით. ცისი როგორი გაბერილიაააააააააა. ძალიან საყვარელი მუცელი აქვს და ერთ თვეში უკვე დემეტრე დაიბადება = )) რუსთავში გვანცასთან მივედით. უუფ საშინლად ცხელა რა… = (((  ორპირი კი არა ათპირიც არ ყოფნის. ერთადერთი მაგიტომ არ მიყვარს რუსთავი = ))) მერე დარიც მოვიდა და ორი გაბერილი ერთად იყო 😀 თან ორივე მერვე თვეშია. ბავშვებიც ფეხებს იქნევდნენ და მეც ხან ერთის მუცელს ვუყურებდი ხან მეორისას = )) კაი იყო. ძალიააააან ვისიამოვნე და გამიხარდა რომ ვნახე, თორე მერე აბა როდისგა მოვაბავდით თავს?

სახლში რომ მოვედი 11 საათი იყო. ჩემი წასვლა-მოსვლა არც გაუგიათ. არც იცოდნენ სად ვიყავი =  ))) მგონი პირველად მოხდა, რომ წავედი და არც დავიბარე, არც ნებართვა ავიღე. ნასიამოვნები ვარსავით ჩემი თავით = )))