Tag Archives: საგანი

მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

hate you, tsu!

უკვე ტრადიციად მექცა რომ ყოველი სემესტრის დაწყების წინ მინიმუმ 1 კვირა ვლანძღო თსუ და მისი ადმინისტრაცია.

მათ ზუსტად იციან როგორ უნდა შეუშალონ ხელი სტუდენტებს მშვიდ და წყნარ ვითარებაში აირჩიონ სასურველი საგნები. იციან, რა ადვილია იმოქმედო სტუდენტის ფსიქოლოგიაზე როდესაც სავალდებულო საგნებზე გაქვს იმდენად მცირე ადგილი რომ ბაზის გახსნიდან 10 წუთში სავსეა.

ჯერ იყო და სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ბაზა დათქმული 7 მარტის ნაცვლად 5 მარტს იხსნებოდა. მე, ისევე როგორც ალბათ სტუდენტების უმეტესობა, სასწავლო წლის ვადებს ეძებს tsu.ge–>სწავლა–>2011-2012 სასწავლო წლის ვადებში, და არა sms.tsu.ge-ს შესასვლელში რომ წითლად წერია “სასწავლო ვადები” იქ. თანაც, ბრძანება, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყებოდა 5 მარტს, გამოქვეყნდა 4 მარტს, საღამოს. მე, ჩემის მხრივ, ძალიან უსამართლოდ და უპასუხისმგებლო საქციელად მივიჩნევ, სასწავლო წლის ვადების შეცვლას ერთი დღით ადრე.

მეორე პრობლემა რომელიც მუდმივად არსებობს ეს არის სასურველ საგნებზე ადგილების რაოდენობა. არასოდეს, არასოდეს არ არის ისინი საკმარისი რაოდენობით. ჯერ კიდევ დილით, 11-საათზე შევამოწმე ბაზა, დახურული დამხვდა, სავარჯიშოდ წავედი, დავბრუნდი და ყველა საგანზე ადგილები შევსებული იყო. პრინციპში, არ ყოფილა დიდი სიურპრიზი ჩემთვის თსუ-ს ბარდაგი, მაგრამ მთელი დღეა ვზივარ და ვარეფრეშეფ და ადგილები ცოცხალი თავით არ ემატება. ჩემი ამბავი, რომ ვიცი აუცილებლად დაემატება ადგილები, ოღონდ მაშინ როდესაც მეძინება, ან მაშინ როდესაც ამ პოსტს ვწერ და საწყალობელი 30 ადგილიც წამში შეივსება. sad story, but true. დავარეფრეშე და არ დაუმატებიათ.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ქულების დადებამდე ბაზის გახსნაა. წარმოიდგინეთ, ელოდებით ქულებს, რომლებზეც დამოკიდებულია გაგიხსნით თუ არა მომდევნო საგნებს და ამ დროს იხსნება ბაზა. თანაც, ზუსტად იცით რომ ბაზაში სავალდებულო საგნები, გახსნიდან 10 წუთში სავსეა.  რა უნდა ქნა ამ დროს გარდა იმისა, რომ გახსნა თსუ-ს საგამოცდო ცენტრის ფეიჯი და საყვარლად აგინო ყველას? ალბათ სხვა გზა არც გაქვთ. თქვენ ხომ არ იცით ჩააბარეთ თუ არა  და გაქვთ თუ არა შანსი რომ აირჩიოთ სხვა, ან იგივე, საგანი.

კიდევ ერთი პრობლემა სასწავლო სემესტრის საფასურის გადახდას და ბაზის ურთიერთკავშირს ეხება. თუ კი არ გაქვთ დაფარული სემესტრის 50% მაშინ ბაზა არ გაგეხსნებათ. თანხის გადახდა შესაძლებელია 10 მარტამდე. გადახდის შემდეგ ბაზა 2-3 დღეში იხსნება. ე.ი თუ კი თანხას 10 მარტს გადაიხდით, ბაზა შესაძლოა 12-ში გაგეხსნათ, მაშინ როდესაც სწავლა იწყება და დამრწმუნეთ, ყველა საგანი უკვე შევსებული იქნება.

ყველაზე საინტერესო იცით რა არის, როდესაც მოითხოვთ ადგილების დამატებას? გთავაზობენ აირჩიოთ სხვა ფაკულტეტის სასწავლო საგნები. სასაცილოა.

დავიჯერო არ შეიძლება ერთხელ მაინც შეცდნენ და სავალდებულო საგნებზე მაინც იყოს იმდენი ადგილი, რომ ყველა სტუდენტმა შესძლოს ნორმალურ ვითარებაში არჩევა? დავიჯერო არ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც შესძლოს სტუდენტმა დაიძინოს მშვიდად და არ ეშინოდეს რომ ადგილები შევსებული დახვდება? არ შეიძლება სტუდენტებთან ასე მოქცევა!

პ.ს სოც-პოლზე მგონი შედარებით უკეთესი ვითარებაა. ყოველშემთხვევაში ჩემს დას არჩეული აქვს ექვსივე საგანი, სემინარებითურთ და ცხრილი მზად აქვს. მებადება კითხვა, რა დავაშავეთ სხვა ფაკულეტის სტუდენტებმა?