Tag Archives: სალომე გასვიანი

წასულია ჩემი საქმე ვხვდები

ორი დღეა ბლოგზე არ ვყოფილვარ და დღეს სიხარულით, ფრენა-ფრენით შემოვედი = ))

არც ისე ბევრი საქმე მქონდა, რომ ვერ მომეხერხბინა შემოსვლა და პოსტი დაწერა თუ არა, თვალის გადავლება მაინც.

მაგრამ მეგობარმა ჰარი პოტერის მესამე და მეოთხე ნაწილი მომცა და მთელი ორი დღე მაგ წიგნებს დავუთმე და გუშინ ღამე დავამთავრე.  მესამე ნაწილს დილის 5-საათამდე ვკითხულობდი და მეორე დღეს, ანუ გუშინ, როგორც კი გავიღვიძე მეოთხეს მოვკიდე ხელი და კიდევ კაი დავამთავრე, თორემ დღეს დავრჩებოდი მეცადინეობის გარეშე. არა და მერამდენჯერ მივსულიყავი უსწავლელ-უცოდინარი მასწავლებელთან = ))

დღეს ამ ორივე ნაწილის ფილმის ყურებას ვგეგმავ, მაგრამ ვიცი რომ მართო მესამე ნაწილს ვუყურებ იმიტომ, რომ დამეზარება.

ხვალ სკოლაში მომიწევს წასვლა, რომ მეხუთე და მეექვსეც გამოვართვა ჩემს მეგობარს = ((

აარა და სულ არ მაინტერესებდა ეს უაზრო ჯადოქრობები და შეთითხნილი ისტორიები, მაგრამ ეს ერთი კვირაა ისეთი ინტერესით ჩავუჯექი, რომ სანამ შვიდივეს არ წავიკითხვა ვერ მოვისვენებ = ))

ხო კიდევ ბანკეტამდე 3-კვირა დარჩა ზუსტად და მე ისევ  არაფერს ვაკეთებ რომ მზად  ვიყო. ალბათ ამ დღეებში მკერავთან მივალ. კაბა უკვე არჩეული მაქვს.

ავტობუსსში ერთი სიმრერა მოვისმინე. სალომე გასვიანის მიფრინავს დრო და ბავშვობა გამახსენდა. ამ სიმღერაზე ვგიჟდებოდი. ეხლაც ვგიჟდები და ძალიან ძალიან მიყვარს. სანამ წავიდოდა მშვენიერი გოგო იყო  =))

სამწუხაროდ mp3 ვერსია ვერ ვნახე და უფრო დიდხანს მოძებნა დამეზარა = ((

ეჰ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ჩემი საქმე წასულია 😀

ყველაფერი მეზარება ძილისა და გართობის გარდა.

ამასაც მოუსმინეთ = )) კარგი, თბილი ხმა ქონდა…