Tag Archives: სამართალი

პირველი კვირა თსუ–ში

ალბათ ის, რის მიმართაც დადებითად ხარ განწყობილი და სინამდვილეში აზრზე არ ხარ რა არის, სულ რომ ერთი ნაგავი აღმოჩნდეს მაინც მოგწონს.

მთელი აბიტურიენტობა თსუ–ს ნატვრაში გავატარე და არ მოვხვდი, მაგრამ ჩემი იქ სწავლის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოლოს თეუსუ და თსუ შეაერთეს (ჩემს თავზე ვიღებ ამ შეერთების ამბავს :დ ) და აგერ უკვე მესამედ II კორპუსში ლექციებსაც დავესწარი.

ბევრი თეუსუელისგან განსხვავებით საერთოდ არ გამჭირვებია http://sms.tsu.ge/ – ზე საგნების არჩევა, ამ საგნების ცხრილში მოძებნა და ინდივიდუალური ცხრილის დალაგება. არ გადმოვმდგარვარ თსუ–ს ფან ფეიჯზე და არ მიღრიალია თეუსუელებს ნუ გვჩაგრავთ–მეთქი.

თსუ თუნდაც მხოლოდ იმიტომ მომწონს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მასწავლიან იმას რაც კავშირშია უშუალოდ სამართალთან და არა მიკრო თუ მაკრო ეკონომიკას, თუნდაც ვერბალურ ტექნოლოგიებს. როგორც ვთქვი მესამეჯერ დავესწარი უკვე ლექციებს და სამივე ლექტორით აღფრთოვანებული დავრჩი. მათი საუბრის მანერა, დამოკიდებულება სტუდენტებთან და საკუთარ საგნებთან, ადგილი სადაც თსუს II კორპუსია, გარშემო უამრავი ნაცნობი და საყვარელი სახე… მოკლედ ყველაფერი მომწონს. სასემინარო ჯგუფების ცხრილიღა დამრჩა გასარკვევი და ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველთვის, როცა სწავლას ვიწყებ, იქნება ეს სექტემბერი თუ არდადეგებიდან დაბრუნებული თებერვალი ვამობ ხოლმე ” ვსო, ამ სემესტრში კარგად ვისწავლი”. არ დავარღვევ ტრადიაციას და გავმეორდები – ვსო! ამ სემესტრში კარგად ვისწავლი. არ ვისწავლი და ვისი აჯობებს ვნახავთ, უბრალოდ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ და ეგ იქნება.

წარმატებები მე!

კი, კი დაგვერხევა :))

დღეს ბოლო გამოცდა გადავწერე.

როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი თეუსუ თსუ–ს უერთდება და ამის “აღსანიშნავად” ჩვენი ლექტორები ზედმეტად ლოიალურები გახდნენ და გამოცდებს კი არ ვწერთ, არამედ ვიწერთ. ერთადერთი გამოცდა რომელიც სიმკაცრით ჩატარდა ისტორია იყო, თუმცა ყველას მაინც დადებითი ქულა (21–ს ზემოთ) დაუწერა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი უფრო დაბალი ქულა დაიწერა გამოცდაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდის პასუხები წინა დღეს “გაბაზრდა” ფეისბუქზე (როდის,როგორ ან რატომ არ ვიცი) და ყველამ უმაღლესი შეფასება მივიღეთ.

გამოცდა  სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიაში, გამოცოდა სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, გამოცდა ინგლისურში  წინა დღეს დაკონსპექტებულიდან გადავწერე. ზოგმა წიგნიდან გადაწერა,ზოგმა გვერდზე მჯდომისგან. ჩვენ ამის უფლება მოგვცეს.

ვირო მადლიო, ჩემზეა ნათქვამი მაგრამ… რა გვეშველება მაშინ,როდესაც გამოცდებს ზევით, მაღლივში ჩაგვიტარებენ და გადაწერის კი არა გვერდზე გახედვის საშუალებას არ მოგვცემენ? კი, კი დაგვენძრევა :))

 

P.S მსგავსი თავისუფალი გამოცდები, როგორც ვიც მხოლოდ I კურსის ბავშვებს ცაგვიტარდა. ზედა კურსელები ცოტა აწამეს ^^

თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #1

სტუდენდი ვარ.. = ))

თბილისის ეკონომიკურ უერთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ) მოვხვდი. მეორე მეწერა. სამართლის ფაკულტეტზე.

გული დამწყდა. ჯავახიშვილში მინდოდა. მაგრამ არც ეს უნდა იყოს ცუდი უნივერსიტეტი. თუ არ “დამევასება” გადავიტან საბუთებს და ეგ იქნება 🙂

ამ უნივერსიტეტზე უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად მის ოფიციალურ ვებ–გვერდს (www.teusu.edu.ge)ვესტუმრე და რბილად რომ ვთქვათ გაწბილებული დავრჩი. ოფიციალური ვებ–გვერდი, ეს ისეთი რამეა, რაც ყოველთვის უნდა გქონდეს მოწესრიგებული და ყველა გვერდი უნდა იყოს შევსებული და დალაგებული. სამართლის ფაკულტეტის გრაფა თავისუფალია და ამშვენებს წარწერა “webserver.sanet.ge”. სტუდენტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გვერდი “მზადების პროცესშია”, არც რეგისტრაციის და სწავლის დაწყება/დამთავრების დროებია მითითებული.

მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება რომელიც ვებ–გვერდის საშუალებით უნდა მიმეღო უარყოფითია. იმედია, რომ მივალ მსგავსი სიტუაცია და გაუგებრობები არ დამხვდება.

p.s არავინ ხართ ამ უნივერსიტეტში ვისაც გიცნობთ? = ))

ჩემი მიზანი ჩაბარება არასოდეს ყოფილა და არც ეხლა არის…

ჩემი მიზანია, რომ საქართველოს (და არამარტო) მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო პროკურორი ვიყო. იმისათვის, რომ ეს მიზანი განვახორციელო საჭიროა ჩაბარება და სწავლა, ესენი საშუალებები და გზებია საბოლოო მიზნის მისაღწევად =]] დრო, ენერგია, მონდომება და კიდევ უამრავი რამ სჭირდება რათა ბოლო ეტაპს მივუახლოვდე. როცა მივუახლოვდები, როცა მივაღწევ მიზანს და უკან მოვიხედები სინანული არ დამრჩება, იმიტომ, რომ ეს იქნება საქმე, რომელსაც ამდენი წელი და ოცნება შევალიე. ეს ჩემი საქმე და აწმყო იქნება =]]

რატომ მინდა ამ მიზნის ბოლომდე მიყვანა?

– ეს ის სფეროა, რომელიც მაინტერესებს, რომელიც მიზიდავს და სტიმულს მაძლევს.

რას გავაკეთებ მიზანს რომ მივაღწევ?

– პროკურორობა იმიტომ, არის ჩემი მიზანი, რომ მინდა ამ სახით ვებრძოლო უსამართლობას და დარღვეული სამართლიანობა აღვადგინო. უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ვიცი, რომ საწადელს მაინც ავისრულებ =)) სადაც არ უნდა ვისწავლო =]]