Tag Archives: სახელი

შექმენი საკუთარი ქილა

კოკა-კოლას ახალი წამოწყების შესახებ, „გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს“, უკვე ყველამ იცის. თავიდან კითხვის ნიშნები გაჩნდა და ვერ გაიგეს რას ნიშნავდა გაუზიარე კოკა-კოლა ლაშას, ან სანდროს, ან ნათიას, თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებელმა აიტაცა და მაღაზიებში ხშირად წავწყდომივარ როგორ ეძებს ვინმე თავის სახელიან კოკა-კოლას, ან მეგობრის სახელიანს ან სულაც კოკა-კოლას მამისთვის.

კოკაკოლა

ამ პერიოდისთვის დაბეჭდილია სულ 40 სახელი და სრულიად დაცულია სქესობრივი ბალანსი : ) 20 ქალის სახელია და 20 მამაკაცის. სახელები შერჩეულ იქნა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, ამ სახელების გარდა ლიტრანახევრიან ბოთლებზე არის კიდევ 7 სიტყვა დაბეჭდილი: მეგობრებს, დედას, მამას, ძმას, დაიკოს, შეყვარებულს და ერთადერთს.

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

 

ასეა თუ ისე, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც კოკა-კოლას ბოთლებზე არ იყო. სწორედ მათთვის დაიგეგმა კოკა-კოლას აქცია. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება შეუერთდეს კოკა-კოლას ღონისძიებას, იპოვოს კოკა-კოლას სპეციალური მანქანა და კოკა-კოლას გუნდს დააწერინოს თავისი სახელი 330მლ  ქილაზე.

შექმენი საკუთარი ქილა :)

შექმენი საკუთარი ქილა 🙂

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აქცია არის ძალიან კარგად ორგანიზებული. სპეციალურ აპლიკაციაში (გადადით ლინკზე) წინასწარ არის გაწერილი გრაფიკი, სად და როდის ჩატარდება შემდეგი აქცია, ასე რომ ნებისმიერ მსურველს საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით შეუძლია აქციაში მონაწილეობა. აღნიშნული აქცია იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ წყნეთში, რუსთავში და ბათუმშიც.

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

 

კოკა-კოლის პირველი აქციას ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეც დავესწარი. ბუშტებიანი და კოკა-კოლიანი გოგოები ხალხს საკუთარ სახელიან კოკა-კოლას სთავაზობდნენ. თავიდან ხალხი გაკვირვებული უყურებდა, ზოგს ფლეშმობი ეგონა, ზოგს უბრალოდ რაღაც დადგმა, თუმცა საბოლოო ჯამში კოკა-კოლას მანქანის მისადგომებთან ყველა ასაკის ადამიანი შეიკრიბა. ყველას სურდა რომ კოკა-კოლა დაელია ისეთი ქილიდან, რომელსაც მათი სახელი ეწერებოდა 🙂

კოკაკოლა

 

შექმენი საკუთარი ქილა 🙂

მეც გავაკეთებინე ჩემთვის კოკა-კოლა ^_^ და სიყვარულოვნა დავაწერინე. თავიდან გაიკვირვეს, მაგრამ მერე მითხრეს ზუსტად 12 სიმბოლიანიაო (მეტი არ შეიძლება) და გაგიმართლაო. 10 წუთში ჩემი კოკა-კოლა მზად იყო და სიამაყით დავყურებდი ზედ. რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობაა როდესაც რაღაცას სპეციალურად შენთვის ამზადებენ.

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გარდა იმისა რომ აქცია საკუთარ სახელიან ქილას გთავაზობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კოკა-კოლას გოგოები კოკა-კოლებს არიგებდნენ, თანაც გიხსნიდნენ და ისე გთავაზობდნენ. ხშირად ვერ ვხსნი, ან გახსნისას ვიწუწები ხოლმე და სწორედ ამიტომ ფრიად ნასიამოვნები დავრჩი როდესაც სასიამოვნო გოგონამ გახსნილი კოკა-კოლა შემომთავაზა.

IMG_6825

 

სანამ აქცია დაიწყებოდა იქვე გამოკრულ წესებს გავეცანი. წესები იტყობინებოდა რა სახის წარწერის გაკეთება არ შეიძლება ქილაზე, ან რომელი ასაკიდან შეუძლია პირს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, ვისთვის უნდა დავაწეროთ კოკა-კოლას სახელი და საბოლოო ჯამში მიღებულ კოკა-კოლას რა უნდა ვუყოთ 🙂  ასე მაგალითად, ქილაზე არ დაიბეჭდება ისეთი სახელები რომლებიც არის – არაკანონიერი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, ძალადობრივი, სკანდალური,  დისკრიმინაციული (ნებისმიერ შემთხვევაში), ასევე სახელები რომლებიც უბიძგებს ადამიანს შეუფერებელი, არაკანონიერი საქციელისკენ. ასევე არ დაიბეჭდება სახელები რომლებიც მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრებაა, ან არ წარმოადგენს თქვენს ან თქვენი მეგობრის სახელს, მაგალითად, რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი. აკრძალულია ისეთი სახელის გამოყენება, რომელიც არ ემორჩილება ამ წესებს.

coca-cola

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მეც და კიდევ უამრავი ადამიანი ფრიად ნასიამოვნები დავრჩით. თქვენც გაქვთ შანსი გააკეთოთ სასურველი წარწერა კოკა-კოლას 330მლ ქილაზე და გაუზიაროთ მეგობარს 🙂 გადაამოწმეთ აპლიკაციაში  ან Coca-Cola–ის Facebook–ის გვერდზე, დრო და ადგილი და დახვდით კოკა-კოლის მანქანას და გუნდს თქვენს უბანში ^_^

 

 

 

თეუსუ და მე #3

15–ში სწავლა დამეწყო.

9–საათზე დაგვიბარეს უნივერსიტეტის დარბაზში. მაგრამ რა თქმა უნდა 10–ის ნახევრამდე არაფერი მომხდარა.

რექტორი, დეკანი, ლექტორები და ა.შ გაგვეცვნენ. წაგვიკითხეს, კი არა და მოგვახსენეს, უნივერსიტეტის წესები, თხოვნები (და შემდეგ უკვე მოთხოვნები) და წარმატება გვისურვეს. ბიჭებს ეკრძალებათ (არ არის სასურველი) წვერგაუპარსავი და ქუდით სიარული. არ არის სასურველი საყურებიით “დვიჟენია”. გოგონებისთვის “დაპატარავებული” მაისურებით სიარულია მიუღებელია, რადგან ბათუმის და ზღვის დრო გავიდაო და არც ძალიან ცხელაო.

პირველი ლექცია პირველის ნახევარზე მეწყებოდა. ჩემი ჯგუფელები მიმოიფანტნენ და სულ მარტო დავბოდიალობდი წინ და უკან. საბედნიეროდ ჩემი პარალელური კლასელი ვიპოვე და ერთად გავაგრძელეთ უსაქმურობა.

პირველი ლექცია (სახელი არ მახსოვს) კომპიუტერებს უკავშირდებოდა. ლექტორი მთელი გულითა და სულით ცდილობდა ჩვენთვის “დისკტოპის”, “ბათომის”, ორჯერ სწრაფად დაკლიკვის სწავლებას… შემდეგი ორი ლექცია უკვე პრაქტიკას დაეთმო და ინტერნეტთანაც მოვხვდი. მოცემული 3 დავალება წარმატებით შევასრულე. შევქმენი სამი სლაიდი და ორი ფოტო ალბომი და დარჩენილი დრო http://www.ambebi.com – ზე ძრომიალს მოვანდომე (ხვალ დავწერ ამაზე პოსტს).

შესაბამისად კურსელების, მომიტევეთ ჯგუფელების, გაცნობა ვერ მოვახერხე. მხოლოდ ორი ბიჭის, ბესოს და თენგოს სახელები დავიმახსოვრე, ისიც იმიტომ რომ მათ შორის ვიჯექი ლექციაზე, თუ სემინარზე (რაც არის მოკლედ).

დღევანდელი დღე ოდნავ დაგვიანებით დაიწყო. მაგრამ კიდევ კაი ლექტორი არ იყო შესული (ორი დაგვიანებული სტუდენტი არ შემოუშვა). მხოლოდ ერთი ლექცია ჩაგვიტარდა და შინ გამოგვიშვა. გზად რამდენიმე ბავშვის გაცნობა კიდევ მოვახერხე. მერე რა რომ სახელები არ მახსოვს 😀 არა, ვიტყუები, რამდენიმესი დავიმახსოვრე. მაგალითად ჯგუფში ორი სოფო და ორი ხატია გვყავს, კიდევ ერეკლე,ნიკა… მოკლედ, საბოლოოდ მგონი კმაყოფილი ვარ. იმედია კარგი თუ არა ნორმალური ჯგუფი მაინც იქნება = ))

ირაკლი ცერცვაძე

ერთ წელზე ოდნავ ნაკლები, რაც ვინმე ირაკლი ცერცვაძე მწერს. ოღონდ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის. არც ასაკია მისი რომელიცც მითითებული აქვს და რა თქმა უნდა არც სურათები.

არ ვიცი ვინ არის, არ ვიცი რა უნდა. მაგრამ მაინტერესებს. უაზრო ცნობისმოყვარეობის ბრალი იქნება სადმე ცხვირს რომ წავიმტვრევ. ძალიან იშვიათად მწერს. ამ ერთი წლის განმავლობაში ალბათ 4-ჯერ ვისაუბრეთ, ისიც 10-წუთი. ისე ლექსებს მიგზავნის და გარბის უცბად. მგონია ეშინია არ გავიგო სინამდვილეში ვინ არის. ერთ-ერთი მსგავსი დიალოგი გუშინ შედგა და რამდენიმე წინადადებას დავწერ და თქვენ მაინც მითხარით რა უნდა = ))

irakli tsertsvadze

sad xar dakarguli chemo kargo?

natia demetrashvili

me sul aq var = )) albat shen daikarge

irakli tsertsvadze

xom ar mgalatob?

natia demetrashvili

daa shen saertod vin xar ro gigalato kidec?

…………………………..
irakli tsertsvadze

me shen didi xani gelaparakebi ukve
moviucli aucileblad
didi survili makvs sheni gacnobis

natia demetrashvili

didi xania melaparakebi?
ras edzaxi laparaks tveshi ertxel ragacas ro momwer?

irakli tsertsvadze

ara me ar damcicekbai sheni arseboba

………………………….

ორი სიტყვა მითხრა კიდევ, გულ გატეხილი სმაილები მომწერა და წავიდა. აბა მითხარით ვინ არის და რა უნდა?