Tag Archives: სახლი

Home Alone – 2 თვე

ღამის 1:55 საათია, ვზივარ და მორიგ ახალ სერიალს The Morning Show-ს მესამე სერიას ვუყურებ, რომელიც ამ საღამოს დავიწყე. რამდენიმე დღის წინ Friends-ის ათივე სეზონი ვნახე (პირველად! და სად ვიყავი აქამდე?!) და ღმერთო როგორ დაბერებულა ჯენიფერ ენისტონი! რომ დავინახე ჩემში ახალი შიში, სიბერის შიში აღმოვაჩინე. ჯერ პაწუკაა, და დიდი ალბათობი ამ წამს დაიბადა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად არ მინდა დაბერება. არადა ამ საკითხზე აქამდე არასდროს მიფიქრია.  თუმცა, სიბერეზე და სერიალებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. 11 დეკემბერს ზუსტად ორი თვე გახდა, რაც მარტო ვცხოვრობ და სწორედ ამის წყალობით მაქვს იმის “ფუფუნება”, რომ ამ დროს წყნარად ვიყო წამოგორებული დივანზე და სერიალს ვუყურებდე.

ორი თვე გავიდა, და ჯერ კიდევ მეკითხებიან როგორია მარტო ცხოვრება, არ მიჭირს? არ ვიწყენ? სახლი არ მენატრება? – ესაა ჩემი სახლი, პატარა, მყუდრო, კომფორტული და ადგილი, რომელიც საშინლად შემიყვარდა. ცოტა ხნის წინ ვიჯექი, ვათვალიერებდი ჩემს ნივთებს, ავეჯს, სკამებს და ვიცოდი, რომ ჩემი იყო და მიყვარდა.

კარგი, წყნარი, ჩუმი და სასიამოვნოა მარტო ცხოვრება. არ მიჭის, ჯერ კიდევ სწავლის ეტაპზე ვარ და რაღაც მომენტში ჯერ კიდევ შეგუების. კი, შეგუების, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს, მაინც სჭირდება შეგუება რაღაცებს. სახლს თავისი რეჟიმი უნდა, თავისი წესები და “მოთხოვნები” აქვს და ერთმანეთს უნდა “შევეწყოთ”. უნდა ვისწავლო და დავამუღამო როდის შემიძლია და როდის უნდა (!) დავალაგო, როდის საჭმელი გავაკეთო და როდის შემიძლია თავს იმის უფლება მივცე მზა სადილი ვიყიდო ან გამოვიძახო, როდის დავრეცხო სარეცხი, არ დამავიწყდეს სახლის განიავება და სუფთა ჰაერის შემოშვება. ვიპოვო კომფორტული ადგილი საკითხავად და მუდმივად განახლების რეჟიმში ვიყო, რათა ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გახდეს ჩემი და ჩემი ბინის ურთიერთობა.

ცოტაა ორი თვე, ჯერ კიდევ ბოლომდე არ მაქვს გააზრებული რომ მარტო ვხოვრობ, დამოუკიდებლად და თავიდან ბოლომდე ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი, აბოსლუტურად ყველაფერი. ცოტა საშიშია, მაგრამ საინტერესო.

 

Home alone: 1 კვირა

ოფიციალურად მარტო ცხოვრება პარასკევს, 11 ოქტომბერს  დავიწყე.

პარასკევს, დილით 07:45-ზე ჩემი ძველი სახლიდან რომ გამოვედი საღამოს უკვე ჩემს ახალ სახლში ვიყავი. ცოტა მივალაგე, წყალი გადავივლე და მეგობრებთან ერთად ბარში წავედი. სახლში გვიან მივედი, ალბათ 3 ხდებოდა უკვე და გადასარევად მეძინა. არადა, მეგონა პირველ ღამეს მაინც გამიჭირდებოდა დაძინება. ახალი საწოლი, ახალი ბალიში, ახალი ოთახი და სრულიად ცარიელი სახლი. შეიძლება ალკოჰოლის ბრალიც იყო, არ ვიცი.

შაბათს რა თქმა უნდა გვიან გავიღვიძე. სახლის სრულ დალაგებას შევუდექი. შემდეგ საჭმელი გავაკეთე, გრეის ანატომიის და this is us-ის ახალ სერიებს ვუყურე და ამასობაში მოსაღამოვდა. ქეთოსთან წავედი და დედაჩემმაც დამირეკა, ხარჩო გავაკეთე, მოდი ჭამე და ბარემ დარჩიო. დავბრუნდი დიდუბეში და აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმაც არ ყოფილა სახლში, სოფელში წასულა. თავიდან დარჩენას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ძველ ოთახში მოვთავსდი და გემრიელადაც მეძინა 🙂

კვირას დაახლოებით 10 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა, ვისაუზმე და ჩემს სახლში დავბრუნდი. რაღაცები მქონდა გასარეცხი და სანამ ირეცხებოდა მე სერიალს ვუყურებდი. გაირეცხა, დავფინე და ეხლა რა ვაკეთო სახლში-მეთქი და მეც სოფელში წავედი. სახლში რომ დავბრუნდი უკვე ძილის დრო იყო.

ორშაბათს დრო ვერ გავთვალე კარგად და სამსახურში რამდენიმე წუთით დამაგვიანდა. უამრავი შუქნიშანი შემხვდა და გზად იმასაც მივხვდი, რომ ბენზინი იმაზე მეტი დამჭირდება, ვიდრე სხვა თვეებში მჭირდებოდა. შესაბამისად, ჩემი თვიური ხარჯი დაახლოებით 50 ლარით მაინც გაიზარდება. სახლში დაბრუნებული მივხვდი, რომ მიკროტალღური ღუმელი ძალიან კომფორტულია, ძალიან მიჩვეული ვარ და მჭირდება. ალბათ ოდესმე ვიყიდი. მანამდე კი, მომიწევს საჭმელი ტაფაზე გავათბო ხოლმე 🙂 ჩემი სკამები, რომლებიც დიდუბიდან წამოვიღე დაბალი და მოუხერხებელია და გემრიელად ვერც ვსაუზმობ და ვერც ვვახშმობ და ორი სკამიც საყიდელი მაქვს – მაღალი და მოსახერხებელი რომ იყოს.  საღამოს დედაჩემმა დამირეკა, ხომ არ გამოხვალო ნონა და ელგა გამოდიანო, თქვენ გამოიარეთ-მეთქი და გვიან საღამოს პირველი სტუმრებიც მყავდა და მომიწონეს ბინა 🙂

სამშაბათსაც ვერ გავთვალე დრო და ცოტა ადრე მომიწია სახლიდან გამოსვლა. გზად მაღაზია ვიპოვე, რომელიც 24 საათიანია. დიდუბეში ეს პრობლემა ნამდვილად არასდროს ყოფილა. ყველაფერი ლამის სადარბაზოსთან მქონდა და თუ რამის ყიდვა მინდოდა სამსახურისთვის, იქვე იყო. ვერ ვიტან სამშაბათს, დრო არასდროს გადის და მგონია, რომ ყველაზე ბევრი საქმე სწორედ ამ დღეს მაქვს. საღამოსკენ მარიამს გავუარე, ეგვიპტიდან ჩამოვიდა და უსაყვარლესი სანათი და გემრიელი ჩაი მერგო საჩუქრად. დაახლოებით 9 საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი. ის ის იყო ვიფირე მოსაწყენი ყოფილა მარტო ცხოვრება-მეთქი, რომ გამახსენდა წინა დღეს ახალი სერიალის News Amsterdam-ის ყურება დავიწყე და მომდევნო სერიებს ჩავუჯექი. 12 არ იყო რომ დავიძინე.

ოთხშაბათს როგორც იქნა დრო სწორად გავთვალე და სამსახურში ზუსტად 8 საათზე გამოვცხადდი. კიარაუშავს რომ დავაგვიანო ან ადრე მოვიდე, მაგრამ მინდა ზუსტად ვიცოდე რომელზე უნდა გამოვიდე სახლიდან და რას შეიძლება ველოდო კონკრეტულ დროს. საღამოსკენ თორნიკე, ანა, ლაშა, გიორგი, მათე და ლილე მესტუმრნენ ❤ მოიწონეს სახლი, უამრავი რაღაც მომიტანეს, “საბატური” ვითამაშეთ და ჩემი სახლში ყოფნის ყველაზე კარგი საღამოც გამოვიდა 🙂 დაახლოებით 10 საათი იყო რომ წავიდნენ, მივალაგე, New Amsterdam-ის ერთ სერიას ვუყურე, ნება-ნება ვსვი ერთი ჭიქა წითელი ღვინო და გადასარევად ჩამეძინა.

ხუთშაბათს უკვე აღმაშენებლის ხეივანში ვიყავი, სენდვიჩებზე და სენდვიჩმეიქერის ყიდვაზე მეფიქრებოდა მარიამმა რომ დამირეკა, ხინკალი გამოვიძახე, ნიკას მეგობრებიც უნდა მოვიდნენ და გამოიარეო. გიჟივით მშიოდა, უარს როგორ ვეტყოდი, ეგრევე მოვტრიალდი და წავედი მარიამთან. კარგ ხინკალს ძალიან ცოტა რამე სჯობს და მიხარია, რომ არ დამეზარა საცობში დგომა 😀 დაახლოებით 9 საათი იყო მგონი სახლში, რომ დავბრუნდი. წინა დღეს მოტანილი უგემრიელესი ღვინოდან ცოტა მქონდა მორჩენილი, ჩამოვისხი ერთი ჭიქა, სერიალი ჩავრთე და სულ მალე ძილიც მომერია. ალბათ, 11-ის ნახევარი იყო რომ დავწექი.

პარასკევი – ადრე რომ ვიძინებ, იმის იმედად ნამდვილად არ ვიძინებ რომ დილით 6 საათზე მეღვიძებოდეს და მერე ვეღარ ვიძინებდე -_-

P.S გადასარევი სასელფე სარკე მაქვს სახლში ^_^

Home Alone

მესამე დღეა საცხოვრებლად მარტო გადავედი .

ერთი წელი ველოდე ჩემი ბინის რემონტის დასრულებას, ამ ერთი წლიდან 5 თვე მხოლოდ გაზს ველოდებოდი. რაღაცნაირად ძალიან გაიწელა და მეც არსად მეჩქარებოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა, ის დრო რომ მარტო გადავსულიყავი, მით უფრო კომფორტული და თბილი ხდებოდა ჩემი მშობლების სახლი. სახლი, სადაც ყოველთვის იყო სადილი, სახლი რომლის კომუნალურებიც მე არ მაწუხებდა, სახლი სადაც გავიზარდე. ჩემი ოთახი და ჩემი საწოლი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ადგილი იყო, დივანი მისაღებ ოთახში, რომელიც შაბათ-კვირის განუყოფელ ნაწილად იქცა… მოკლედ, ძალიან მშვიდად და კარგად ვგრძნობდი თავს სახლში. თუმცა, დრო იყო კიდევ უფრო დამოუკიდებელ ცხოვრებას შევჭიდებოდი.

რაღაცნაირად მეშინია მარტო ცხოვრების. ღამის მაჯლაჯუნების და მოწყენის არა, უფრო მეტად დამოუკიდებლობა მაშინებს. ახალი ცხოვრება დავიწყე 27 წლის ასაკში. უფრო მეტად საინტერესო, უფრო მეტად ხარჯიანი, უფრო მეტად დამოუკიდებელი და უცხოა ეს ყოველივე.

გარდა ამისა, მიჩვეული ვიყავი, სახლიდან რომ გამოვიდოდი ფეხით 3 წუთის სავალზე მქონდა ყველაფერი – რამდენიმე მაღაზია, აფთიაქები, ბანკები – ყველაფერი იქვე იყო, ერთი ხელის გაწვდენაზე. აქ კიდევ ახლოს არაფერია. მაღაზიაშიც კი მანქანით მივდივარ. თუმცა, უბანი ასათვისებები მაქვს და ერთი შემოვლა უნდა მოვაწყო 🙂

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ბებო

ხვალ ერთი კვირა გახდება რაც ბებიაჩემი დროებით ჩვენთან ცხოვრობს. როგორც წესი მიჩვეული ვარ, რომ სახლში მე, ჩემი და, ჩემი ძმა და მშობლები არიან. ბებიასთან ერთად ღრმა ბავშვობაში, რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი.

როგორც კი ჩვენთან გადმოვიდა, მაშინმე მეუცხოა სახლში ზედმეტი პირი. რაღაცნაირად ვერ ვგუობდი.

ხალხს როგორც კი ახალი ვინმე ან რამე (მაგალითად ძაღლი, თუთიყუში, კატა, ბავშვი) უჩნდებათ სახლში ფეისბუქზე სტატუსები მაშინვე მათზე იწერება ხოლმე, ხოდა, მე სულ მინდება რომ ბებიაჩემზე ვწერო.

ასე მაგალითად, ერთ დილას, დილას რა, პირველ საათზე, ჩემი ოთახის კარი 5 წუთის განმავლობაში 3-ჯერ შემოაღო, მერე შემომძახა ნათი გძინავსო? კი-მეთქი და ხო კაი უბრალოდ შემეშინდა ამდენ ხანს რომ გეძინაო.
ერთ-ერთ დილას გაოცებული განცვიფრებული მიყურებს და მეკითხება, ასე ადრე რამ აგაყენაო და ის კი გადაავიწყდა რომ ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და დილით მე კიარა, ზამთარში დათვიც ვერ გამოიძინებს.
უყვარს ჭორაობა, თან საშინლად. თუ 2-3 საათი ისე გავა რომ ტელეფონზე არავინ დაურეკავს, არც მეზობელი ჩამოაკითხავს და ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო მაშინვე ჩემთან მორბის და მიყვება საავადმყოფოს ამბებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ მომიყვა.
ბებიაჩემი ივანიშვილს უჭერს მხარს, სჯერა მისი და უყვარს წულუკიანი. თუკი ქვეყანაში რამე კარგი კეთდება ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ცუდი, მაშინ მასხარა სააკაშვილს. საერთოდ, რთულია რამე აუხსნა, იმიტომ რომ არ გისმენს. ვერაფრით ვერ ავუხსენი რატომ არ შეიძლება ეკავოს ადამიანს იუსტიციის მინისტრის პოზიცია თუკი არ აქვს იურისტის დიპლომი.
გიჟდება თავის სახლზე. რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავში იყიდა. როგორც თოჯინა ეგეთიაო და აუცილებლად ჩამოდი ნახეო. კაი-მეთქი. მაგრამ რუსთავში მეგობრების სანახავად ვერ ჩავსულვარ და სახლის სანახავად ჩავალ?!
ბებიაჩემს ხმამაღლა ლაპარაკი უყვარს. დილით ადრეც და შუაღამისასაც. არ ვიცი რატომ, უბრალოდ სულ ხმამაღლა ლაპარაკობს. პრინციპში, რაც თავი მახსოვს მისი საუბრის მანერა არ შეცვლილა.
ბებიაჩემს ძალიან უნდა რომ ვიმე კარგი, მაღალი, მხარბეჭიანი, აი ჩვეი თორნიკესნაირი (ჩემი დეიდაშვილი) ბიჭი შევიყვარო, გავთხოვდე და შვილი მყავდეს. პირველად როცა ვუთხარი არ მინდა ვიმეს შეყვარება-მეთქი, აბა შვილი არ გიდაო? შვილს ისე გავაჩენ-მეთქი და ნაბიჭვარი შვილთაშვილი არ მინდაო. ბოლოს ბრძოლის თავი არ მქონდა, დავნებდი და ჩემს ოთახში შევიკეტე,
ძალიან უყვარს ჩემს ოთახში შემოსვლა და ჩემი სარკის წინ ტრიალი.
ნაოპერაციები ადილი სტკივდება მაშინ როცა ყურადღება აკლდება, ან როცა სტუმრები მოდიან მის სანახავად 🙂
ძალიან ეშინია სიკვდილის. სულ სიკვდილზე ფიქრობს და ნატრულობს თქვენს (შვილიშვილების) ქორწილს მაინც მომასწრო რომ კარგად ვიცეკოო.

კაი ტიპები არიან ბებოები  ^_^

p.s ტელევიზორს იმხელა ხმაზე უსმეს ყველა ოთახში ისმის აბსოლუტურად -_-

სამმაგი წუწუნი და არც ერთი გამოსავალი

“რა საშინელებაა, ნეტავ აქედან როდის წავალ, ყელში ამოვიდა უკვე ყველაფერი. ზომბებში მეათე სლოტი ვიყიდე და თამაში მესამედ დავხურე!

როგორ მომბეზრდა ჰამაკში წოლაც, წიგნების კითხვა და მდინარეზე სიარულიც! მომავალ წლამდე არც წიგნებს გავეკარები და არც სოფელში გამოვყვები ჩემებს.

….ნეტავ ახლა თბილისში თუნდაც რამდენიმე საათით გადამახედა, ბავშვები მანახა და ისევ დამაბრუნა… ნუთუ ასეთი ძნელია?

ანა ახლა ქეთისთანაა , ერთობიან , ინტერნეტი აქვთ, გათენებამდე ჭორაობენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემზე ასჯერ უკეთეს პონტში არიან, აქ კიდევ წესიერი ბიჭიც კი არავინაა რომ გავერთო, fuck!

იმ ფართიზე მაინც გავეშვი ჩემებს! ცოტას გავერთობოდი მაინც და ერთი დღით მოვშორდებოდი აქაურობას! რაც აცივდა, ნასკები და ჟაკეტი არ გამიხდია ფეხიდან, ესაა ზაფხული? სიგრილეს ვნატრობდი, სიცივეს კი არა!

მომაშორეთ აქედან!”

***

“წარმომიდგენია ახლა ნათია რა კარგადაა სოფელში. ძალიან მინდა მის ადგილზე ვიყო: სიცივეში, თბილ საბანში გახვეული დავიძინებდი და წვიმის ხმას მოვუსმენდი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი წიგნით ხელში.

საღამოს, როცა ყველა დაიძინებდა, ჩუმად გავიპარებოდით გარეთ და ტყუპებს შემოვუსხდებოდით აივანზე. გამთენიისას დაბრუნებულებს მეორე დღისით შუადღემდე დაგვეძინებოდა და საუზმის ნაცვლად სადილს გეახლებოდით.

მდინარეც მომენატრა. ნაწვიმარი და ატალახებულიც კი. მწვადებს შეწვავდა ახლა იქ კაცი.. მერე რა რომ არ მიყვარს, მაინც სიამოვნებით შევჭამდი.

რამდენი ხანია ცხენიდან არ გადმოვვარდნილვარ.. არა, მაინც რა ყოჩაღად გადმოვვარდი, გენიოსი ვარ! ნეტავ ახლა ტყუპი ვის ასეირნებს?

წამიყვანეთ ვინმემ სოფელში!”

***

“ეჰ, ნეტავ ახლა დვალთაში ვიყო, ბოლოსდაბოლოს იმ მიტოვებულ საწყობს მოვინახულებდი.. მეზიზღება ამ დროს თბილისი, დეპრესიაში მაგდებს და ყველა დადებით ემოციებს მიქრობს! სოფელში რა მყუდროება იყო, ზუტას მაინც გააწვალებდა კაცი…

ნეტავ მიტოვებულ სახლებს წვიმა არაფერს დაუშავებს? მომავალ წლამდე იმედია გაძლებენ და არ ჩამოინგრევიან..

ჩემი წუწუნას სტატუსის დაბრუნება მომენატრა, ბოლოსდაბოლოს თბილისში მწარედ დაწვას და ორი კვირა ბუზღუნს ვერ მოვახერხებ.

ახლა ალბათ იქ წვიმს. ნეტავ ჰამაკში ჩამაწვინა და წვიმაში წიგნი წამაკითხა. წიგნი დასველდებოდა თორემ რა მაგარი იქნებოდა , ავვვ ❤

ნათიას და-ძმა როგორ არიან ნეტავ ტროლი დის ხელში?

სოფელში რომელიმე მიტოვებული სახლის ყიდვა მინდაა!”

***

ასე ოცნებობენ ისინი , უფრო სწორად ასე ვოცნებობთ ჩვენ, მაგრამ არც ერთი არ ვართ იქ , სადაც ყოფნა გვინდა 😀

 

ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ

რამდენიმე დღეა იძახიან ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართო. ცდილობენ ისინი რაღაც სექტისმაგვარ ჯგუფში გააწევრიანონ და შეშლილებად მონათლონ. ნუ ჯანდაბას შეშლილები ვიქნებით, მაგრამ ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ. თქვენ თუ არ გიყვართ სხვები ეგ არ ვიცი = ))

ყველაფერი ანას მარტივი პოსტით დაიწყო ფეისბუქზე, ბლოგერების ჯგუფში:

 

შევთავაზე, მოვალ და დაგეხმარებითქო. ადოც ამყვა და მეორე დღეს უნდა მივსულიყავით ანასთან მხოლოდ და მხოლოდ ბლოგის დიზაინის შესაცვლელად. მაგრამ.. მე და ანოს კნუტი და გრინ მარიც აგვყვა, მერე ვაშლი და ბექა და ანასთან მისულებს სულ არ გავხსენებია ბლოგი და მითუმეტეს მისი დიზაინი. ვწუწუნებდი რამე გავაეთოთ უაზროდ ვზივართქო მაგრამ იმ უაზრო ჯდომაში დიდ სიამოვნებას, სითბოს და სიყვარულს ვიღებდი.

 

ისინი ჩემი მეგობრები არიან, ადამიანები რომლებიც მიყვარან და რომლებსაც ვუყვარვარ (მგონი). უბრალოდ ჩვენ საერთო სახელი – ბლოგერები გვქვია. ეს სახელი არაფერს ცვლის. არ ცვლის ჩვენს გრძნობებს ერთმანეთის მიმართ და არც დამოკიდებულებას.
საღამოს ალუკარდიც გამოვიდა. ბავშვები ღამეც დარჩნენ ანასთან. მე გრინ მარი და კნუტი წამოვედით (დაჩაგრულები მშობლებისგან).მაგრამ, მარისგან განსხვავებით მე და კნუტი ისევ ანასთან ვიყავით. მერე რა რომ ისანში ლამის დავიკარგე 🙂 მაინც ხომ მივაგენი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ახლადგაღვიძებულები, ჯერ რომ ვერ აზროვნებენ და მაინც რომ უხარიათ შენი დანახავა ❤ თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვგრძნობ სიყვარულს. ე.ი ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ.

დიდად არ გვიგიჟია, თავზე არ დაგვილეწია მთელი სახლი. წყნარად და ჭკვიანად ვიჯექით 🙂 ვიდეოს ვაკეთებდით. ხანდახან რაღაცაეებს ვსულელეობდი, ან მთლიანად ვსულელობდით.საღამოსთვის კაი “ფილმიც” გამოგვივიდა 🙂

 

ძალიან ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბლოგერები ხართ, სექტანტები თუ სატანის ცოლები და კახპების დედოფლები 😀

კონტროლის გარეშე, ანუ მარტო მინდა!

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ თავისუფლება მაკლია.

არ ვარ შებოჭილი, თითქმის ყველგან დავდივარ სადაც მინდა. თითქმის ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა.

ოღონდ ეს ყველაფერი სახლის გარეთ. სახლში ყოველთვის ჩემთვის ვარ, მარტო. ვიცი არც აქ დამიშლიან რამეს. უბრალოდ მე თავად ვარ შებოჭილი და თითქოს განერვიანებულიც. სახლში ყველაფერი ნერვებს მიშლის და ყველაფერს ვაკრიტიკებ. სახლში ყოფნისას საუკეთესო დრო ღამის 12 დან 3–მდეა. მაშინ როდესაც ყველას სძინავს და მე ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელებზე ვარ.

მინდა მარტო ცხოვრება. თუნდაც რამდენიმე დღე. მარტო ცხოვრების სურვილი თავზე გადაჯმას არ ნიშნავს. არც 24 საათი “ფართების” მოწყობას და დაქალ–ძმაკაცების “დაბირჟავებას” ჩემს სახლში. უბრალოდ ეს იქნება სიტუაცია, როდესაც სახლში მოსულს არ მკითხავს არავინ სად ვიყავი, ვისთან ერთად ვიყავი და ბოლოს არ დააყოლებს რომ ამ ბოლო დროს ყოველდგე სადღაც დავდივარ და რომ საკმარისია წანწალი.არ დამჭირდება ფანტაზიის მოხმობა, რომელიც არ გამაჩნია, ტყუილის მოსაგონებლად რომ რამდენიმე საათით მაინც გავერიო იმ ხალხს რომელთან ურთიერთობაც უბრალოდ მჭირდება. სახლში მოსულს არ დამჭირდება იმის ახსნა რომ მე განსხვავებული აზროვნების ვარ და შესაბამისად ვერ მოვიქცევი ისე როგორც მათ უნდათ. სახლში მოსულს არავინ გამიკონტროლებს წყალს მაცივრიდან დავლევ თუ ონკანიდან. არავინ მეტყვის ფეხზე გაიხადე ეხლახანს დავგავეო, არავინ მეტყვის შენი ოთახი დასალაგებელიაო. არავინ მეტყვის მეცადინეობის დროს წელში გაიმართე, ნათურა აინთე, თავი გაასწორე, კალამი ნორმალურად დაიჭირეო… შუა საქმნის კეთების დროს არავინ დამიძახებს მივდივარ და კარები ჩაკეტეო და ბოლოს არავინ დარეკავს სახლში და არ მეტყვის ლივტით გამომიძახეო.

ჩემი ბუდე მინდა. სადაც მშვიდად ვიქნები, მარტო და კონტროლის გარეშე!