Tag Archives: სიგარეტი

6 წამში მოგებული Mercedes CLA

ეს დღეებია დედაჩემთან ვმუშაობ, ცოტ-ცოტას ვეხმარები ხოლმე.
მაშინ როდესაც სრული სიწყნარე იყო და მე გამწარებული თემფლ რანს ვთამაშობდი ჩემგან 5 მეტრში ბიჭები გაცხარებულები განიხილავდნენ რაღაცას. საკვანძო სიტყვებს: კენტს, გათამაშებას და მანქანას მოვკარი ყური. თამაშს თავი დავანებე და მათკენ მივიჩოჩე, მაინტერესებდა რას ამბობდნენ და რას ფიქრობდნენ აღნიშნულზე. ისაო, ესაო, კენტსო მაგარი გათამაშება ჰქონიაო, მანქანას იგებო და კიდევ მაგარ რაღაცებსო. ტიპმაო, 6 წამში მანქანა მოიგოო და თანაც  Mercedes CLA-ო. მაგარი მარტივი კითხვები მოდისო, სავარაუდო პასუხებთან ერთადო. თანაც დიდი შანსი გაქვს კითხვაზე პასუხი იცოდე და მაგარი პრიზიც დაითრიოო. გაღიმებული ვუსმენდი და ჩემი სიტყვაც ჩავაკვეტე, მაგ სავარაუდო პასუხების შემცირება შეგიძლიათ-მეთქი და დეტალურად ავუღწერე რა და როგორ უნდა ექნათ. დავაკვალიანე http://kent.ge/ შედით და დეტალურად იქ გაეცანით ინდორმაციას-მეთქი. კაიო.

დღეს ერთ-ერთი მათგანი, მოვიდა და მეუბნება საიტი არ მახსოვდა, მაგრამ რომ დავგუგლე ფორუმის თემა ამომიგდო და მაგარი რაღაცააო. უნდა ვიჩალიჩო მეცო. წარმატებები-მეთქი და მივიწყებულ თემფლ რანს მივუბრუნდი.

ვოტ, British American Tabacco-ს წყალობით ერთი მერსედესი უკვე გათამაშდა. კითხვა ძალიან მარტივი იყო, როდის დაარსდა British American Tabacoo და პასუხი 1902-წელს იყო. ძალიან დავინტერესდი მოგებულის ვინაობით და გადავწყვიტე ფეისბუქზე მაინც მომეძებნა და ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა, მაინტერესებდა ასე უცბად როგორ უპასუხა. ანა გოგსაძეს გათამაშების შესახებ გუდვილიდან გაუგია, პირველივე დღეს და მის მერე ჩართულია. როგორც მითხრა მისი მეუღლეც მონაწილეა და ორივე ერთად ცდილობდა პრიზების მოგებას. ანა ადრეც კენტს ეწეოდა. ვიფიქრე, თამაშის გამო ხომ არ დაიწყო-მეთქი, ან სხვა სიგარეტიდან ხომ არ გადმოვიდა-მეთქი, მაგრამ არა, კენტის ერთგული ყოფილა და კი დაუფასდა. კითხვაზე პასუხი ვიცოდიო მითხრა. პრინციპში, როცა რომელიმე კომპანიის გათამაშებაში ერთვები მასზე მინიმუმ ინფორმაციას გუგლავ მაინც. ხოდა, ანაც მასე მოქცეულა და შედეგად ახალთ-ახალი მერსედესი ჰყავს. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მერსედესის 6 წამში მოგებას ნიჭი და იღბალი უნდა.

გათამაშებაში 3 მერსედესი და კიდევ უამრავი აიპოდი, აიპადი და მისთანი საჩუქრებია. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ თამაში, ჩაერთეთ და იყავით ყურადღებით ^_^

1468683_543006205768273_1567007439_n

ახალი გათამაშება!

მწეველებისთვის კენტმა ახალი გათამაშება წამოიწყო!
რაც მთავარია, პრიზები არის უამრავი. ყოველ კვირა თამაშდება ათი ცალი iPhone 5, ოცი ცალი iPad Mini და 70 ცალი შაფლი და ამასთანავე კენტი გაძლევთ საშუალებას მოიგოთ Mercedes CLA.  გათამაშდება არა თუ ერთი ან ორი, არამედ ოთხი Mercedes CLA!

აქციის მექანიკა

იმისათვის რომ აქციაში ჩაერთოთ უნდა შეაგროვოთ ნებისმიერი კენტის 10 კოლოფი. შეგროვებული კოლოფები უნდა მიიტანოთ კონკრეტულ მისამართზე და გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ცენტრები გაიხსნა 2013 წლის 8 ოქტომბერს და დაიხურება 2013 წლის 28 დეკემბერს. სამუშაო დრო: სამშაბათი და ხუთშაბათი 16:00-დან 21:00 საათამდე და შაბათი 11:00-დან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის ცენტრის მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლით ყოველი ოთხი კვირის შემდეგ, უნდა უპასუხოთ მთავარ შეკითხვას სწორად ყველაზე სწრაფად და გახდეთ Mercedes CLA-ს მფლობელი. დარეგისტრირება უნდა მოხდეს ყოველ კვირას და ამით შეამცირებთ სავარაუდო პასუხების რაოდენობას (ყოველ დარეგისტრირებულ კვირაზე ერთი პასუხით).
Mercedes CLA-ს მოგების საშუალება გაქვთ აქციის დასასრულს (12 იანვარი, 2014), ამისათვის უნდა უპასუხოთ სუპერ შეკითხვას სწორად, ყველაზე სწრაფად და ამ ყველაფრის შემდეგ გახდეთ მეოთხე Mercedes CLA-ს მფლობელი. 

kent

ასევე, პირველი 10 მწეველი, რომელიც ყველაზე სწრაფად გააგზავნის სწორ პასუხს მიიღებს iPhone 5-ს. მომდევნო 20 მწეველი სწორი პასუხით მიიღებს iPad Mini-ს, ხოლო შემდეგი 70 სწორი პასუხის მქონე მწეველი მიიღებს iPod Shuffle-ს.

P.S გაითვალისწინეთ, რომ აქციაში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://kent.ge

სტამბული Part 2

სტამბულზე იმდენი რამე მაქვს სათქმელი დაჟე ტვინშიც კი ვერ ვალაგებ და ვეღარ ვფიქრობ რითი დავიწყო, რითი გავაგრძელო და რითი დავასრულო -_-

1. ხალხი

სიმართლე გითხრათ ასე მგონია თურქები და ქართველები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნაგავს ორივეგან ძირს ყრიან და სიგარეტის ბიჩოკებსაც მოურიდებლად ისვრიან. პროსტა, დაჟე მგონია რომ თურქები ამ საკითხში ცოტას გვჯობნიან და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც უამრავი ტურისტია, მაგალითად აია სოფიასთან, ტოვებენ ნაპიკნიკარს და თან ისე რომ არ ერიდებათ და ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. სამაგიეროდ, მერია თუ დასუფთავება თუ რაც გინდათ დაარქვით ძალიან კარგი ჰყავს. დაყრილ ნაგავს წამებში აქრობს მეეზოვე და თუკი რამე დარჩება გვიან ღამით მანქანა ჩამოუვლის და მთელ ნაგავს შეისრუტავს ხოლმე. ასე რომ ამ მხრივ ვგონებ რომ პრობლემა არ არის. თუმცა, რაღაცნაირად მაინც არასასიამოვნოა როდესაც უყურებ როგორ ყრის მოქალაქე A ნაგავს ძირს 🙂

თუმცა, ეს ერთი ნაკლი რომ არ ჩავთვლათოთ სხვა მხრივ ფრიად კარგი ტიპები არიან. სტამბულის იმ ნაწილში სადაც მე ვიყავი მუდამ მზად იყვნენ ხოლმე დასახმარებლად. ერთხელ, გოგოებს ვკითხეთ მინიატურკ პარკის მისამართი, არ იცოდნენ მაგრამ წავიდნენ, გაგვიგეს, და მიგვასწავლეს სად და როგორ და რა ნომერი ავტობუსით მივსულიყავით. ჩასვლისას, პირველი დღეს, ერთმა ქალმა ჰოსტელამდე მიგვაცილა, ზუსტად არ ვიცოდით სად უნდა გვეძებნა. ისე, გამყიდველები კარგი მეძვირეები და აფერისტები არიან.  ნებისმიერი რამის ყიდვის დროს უნდა შეევაჭროთ და არასდროს არ უნდა მისცეთ იმდენი რამდენსაც გეუბნებიან. მაგრამ, თუ ჩემსავით გეზარებათ, ან ბევრი ფული გაქვთ მაშინ თქვენი საქმისა თქვენ იცით : )

გარდა იმისა, რომ კეთილები და გულისხმიერები არიან, გამოირჩევიან საოცარი სიმპატიურობით. სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი თურქეთში ამდენ სიმპატიურ ყმაწვილს. სულო და გულო, მაღლები, დაბლები, გამხდრები, მსუქნები, ქერები, შავგვრემნები… მოკლედ, ყველანაირი ტიპის ადამიანს ნახავ და უმეტესობას სიმპატიურს. ჰოსტელამდე ნერწყვების ყლაპვით მივდიოდი და გული მწყდებოდა რომ ამდენი სიმპატიური ბიჭი, ჩვენთან რუსთაველზე ნამდვილად არ დადის 😀  სამაგიეროდ გოგოებით ვერ დაიკვეხნიან. იქ ყოფნის დროს სულ რამდენიმე იყო ისეთი, ვისზეც ვიტყოდი რომ ლამაზი და კარგი გოგოა.

IMG_7108

2. ქალაქი

სტამბული ძალიან ლამაზი ქალაქია. უბრალოდ, იმისათვის რომ ჩემს სიტყვებში დარწმუნდეთ სურათების ნახვა და მოყოლილის მოსმენა/წაკითხვას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ უბრალოდ. იბოდიალოდ ქუჩებში დაუსრულებდად. იაროთ იქ სადაც  მეტრო, ავტობუსი, ტაქსი და  მანქანები ერთად, ერთ ვიწრო ქუჩაზე დადიან და პრობლემებს არ ქმნიან. დარწმუნებული ვარ სტამბულზე ბევრად კარგი და ლამაზი ქალაქებიც არსებობს, და შეიძლება სუბიექტური ვარ და ა.შ მაგრამ ნამდვილად ლამაზი ქალაქია. ლამაზი შენობებით, ვიწრო და ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებზე ყვავილებით, სთრით არტის ელემენტებით, უამრავი ტურისტ, გალათას ხიდი თავისი მეთევზეებით, რომლებიც უამრავ თევზს იჭერდნენ, ზღვა და გემები,  ზღვის პირა ქალაქისთვის დამახასიათებელი სინესტე, ავი კოღოები, დაჟე მოლასაც კი თავისი მუღამი ჰქონდა რაღაცნაირი და ერთი წამით არ გავუღიზიანებივარ.

ყველაზე მეტად გეზი პარკთან დაკავშირებული მიტინგი მომეწონა. რაღაცნაირი მუხტი მოჰქონდათ ხალხს, ეტყობოდათ რომ მთელი გულით იყვნენ იქ, არ იმართებოდნენ მესამე პირების მიერ, სხვანაირი მუღამი ჰქონდა, ერთად იდგნენ ერთი კონკრეტული საქმისთვის. არაფერი არ მესმოდა ვააბშე რას ყვიროდნენ, მაგრამ მომინდა რომ მეც მათი ნაწილი ვყოფილიყავი, მეც მეყვირა ის რაღაც სიტყვები და მეც ვყოფილიყავი მიტინგის მონაწილე და არა ტურისტი, რომელიც შემთხვევით მოხვდა იქ, სადაც იდეაში არაფერი ესაქმება.

IMG_7475

გეი ფრაიდზე 100 000 ადამიანი იყო და არაფერი მოხმდარა ვაბშე. არ დაუზიანებიათ არც კედლები და არც არაფერი. მშვიდობიანი მსვლელობით ჩაიარეს ისიკლალი, ჰომოფობი მანგო დააწიოკეს და უმღერეს ყოველგვარი ექსესის გარეშე. რა თქმა უნდა მოწინააღდეგეებიც იყვნენ, ოღონდ ასე 50-მდე და ძალიან ჩუმად გამოხატავდნენ თავიანთ პროსტესტ და დამოკიდებულებას. არ მომხდარა არანაირი გადაყვირება და გადმოყვირება. კულტურული ხალხია თურქები. განვითარებულები და ჩამოყალიბებულები. ჩვენ, პაპუასებს არ გვგანან.

IMG_7515

ერთადერთი ნაკლი აქვს – საოცრად ძვირი ქალაქია.

მოკლედ, მიყვარს მე სტამბული, უკვე, და აუცილებლად ვნახავ კიდევ ერთხელ.

IMG_7117

ლინკი – სტმბული part 1

დღის რუტინა

ჩემი დღის უმეტესობას ან ტელეფონზე ან კარებზე ზარი იწყებს. დღესაც იგივე განმეორდა რაც გუშინ, გუშინწინ. კარზე საშინელმა ზარმა გამაღვიძა, მართალია მე არ მომიწია ადგომა და გაღება მაგრამ 12-საათზე თუ გამეღვიძა ძილს ვეღარ შევიბრუნებ. ჩემი და იყო, გაოგნებული და გაოცებული, მისი მეგობრის მამიდაშვილი გარდაცვლილა, მოულოდნელად. და ძილბურანშიც კი შემეშინდა სიკვდილის.

დღეს ჩვეული რუტინით ვიწყებ: წყლის გადავლება, ლოგინის ალაგება, სახლის დალაგება, ფეისბუქზე ბოდიალი და ნაშუადღევს ის სმს რომელსაც ელოდებოდი. 15 წუთში ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და კარის გახურვა ძახილით ” საღამოს მოვალ”. ორიოდე საათი მეგობრებთან, სისულელეებზე და უკვე გატკეპნილ თემებზე საუბარი, მონატრებული ანანასის წვენის წრუპვა და სიგარეტის აუღელვებელი მოწევა.

დღეში 1-საათი მაქვს რომელიც მწყვიტავს ყველანაირ რუტინას და თავიდან ბოლომდე ვეფლობი ვარჯიშში. იღლები მაგრამ თან ისვენებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ან არც ფიქრობ და მუსიკას უსმენ რომელიც შეიძლება პირველად გესმოდეს (მე როგორც წესი მუსიკას არ ვუსმენ), გრძნობ რომ დღითიდღე უფრო და უფრო გიიოლდება ყველა ვარჯიშის გაკეთება და ერთი სული გაქვს მალე გავიდეს ბევრი დრო რომ შედეგიც იხილო, ისეთი თვალში საცემი რომ იქნება ისეთი შედეგი.

დაღლილი და გაუბედურებული მორიგ მეგობართან მივდივარ. ჩაის ვიდუღებ, ბავშვს ვეთამაშები, ვცდილობ ინტერეტს რამე მოვუხერხო და ამასობაში სახლში წასვლის დროც მოდის. ვერ ვიტან როდესაც სახლისკენ მიმავალ მარშუტკას პავლოვზე ველოდები. შეიძლება მილიონი მანქანა გიჩერებდეს? o.O და თან მაშინ როდესაც გამიზნულად გაჩერებაზე ვდგები და მაინც და მაინც მაშინ არის ის გაჩერება უპატრონო როცა მე მივდივარ ხოლმე. როდესაც ჩემს წინ მეხუთე მანქანა გაჩერდა შუათითი ვაჩვენე და 30 ნომერ მარშუტკას შევახტი, რომელმაც შეიძლება ითქვას სულზე მომისწრო.

გზაში კლასელი შემხვდა. ჰმ, რა უცნაურია, დღე სიკვილით დაიწყო და ფაქტიურად სიკვდილის მოლოდინით დასრულდა.

ძალიან მეშინია სიკვდილის.

დილა წარსულიდან

კარზე საშინელი ბრახუნია, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ვფხიზლდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კარი არ უნდა ჩავკეტო და დაე შემოვიდეს ყველა ვისაც უნდა. ფეხშველა და ნახევრად შიშველი მივიწევ კარისკენ და გულში მწარედ ვაგინებ ვინც არ უნდა იყოს.

– გეძინა?

– კი

– კაი მერე მოვალ

– უკვე გავიღვიძე, გულშიც გაგინე ჩემი გაღვიძებისთვის და შეგიძლია შემოხვიდე.

– მარტო ხარ?

– კი.

ამ დროს ლოგინისკენ მივემართები ისევ და სულ არ მაინტერესებს შემოვიდა თუ არა. თუმცა დარწმუნებული ვარ უკან მომყვება და ვერ ბედავს რამის თქმას. იცის,  როცა მაღვიძებენ საშინლად ავი ვხდები. ისევ ლოგინში ვძვრები, თბილია, არ გაციებულა და ლამისაა ჩამეძინოს.ბალიშის ქვეშიდან ტელეფონს ვიღებ, ეკრანს დავხედე და 7 ზარი დამხვდა, მისგან, ვინც ახლა ფრთხილი ნაბიჯით მოიპარება ჩემს ოთახში. 7-ჩემი ბედნიერი რიცხვია.  საწოლის მოპირდაპირე მდგომ დივანზე ჯდება და მიყურებს. ვგრძნობ მზერას, მაგრამ არ მინდა ვაგრძობინო, არ ვიმჩნევ და თვალები დახუჭული მაქვს. ცოტაც და დამეძინება, მაგრამ ფეხზე დგება და წასვლას აპირებს. არ მინდა რომ წავიდეს და ვეუბნები რომ გვერდზე მომიწვეს და ჩემთან ერთად დაიძინოს.

გვერდზე მიწვება, იმის მაგივრად რომ დაიძინოს საუბარს მიწყებს. არ მინდა ლაპარაკი, არ ვუსმენ, მხოლოდ ჩახუტება და ჩუმად ყოფნა მინდა. მინდა ვიგრძნო რომ ისევ მე მეკუთვნის და რომ არაფერი შეცვლილა 4 წლის განმავლობაში.ვითომ არც ყოფილა ეს 4 წელი. სიტყვები ბუნდოვნად მესმის: “სიყვარული”, “მეგობრობა”, “წყენა”, “ტკივილი”, “ცრემლი”… შინაარს ვერ ვწვდები და თავს ბალიშიდან ვწევ. ზურგზე წევს, თვალები ჭერისკენ აქვს მიპყრობილი, სიგარეტს ეწევა, ღრმად დაარტყა ნაფაზი და ბოლო სიტყვებს მეუბნება: “აღარასოდეს ვიქნებით ისე როგორც მაშინ, აღარასოდეს შემიყვარდები ისე როგორ მაშინ”.

 

 

-ვიცი

-და მაინც მოელი ჩემგან რამეს?

-არა

-აბა რატომ შემომიშვი სახლში?

-მომენატრე, – და ვკოცნი.

აზრზე რომ მოვედი ის ფეხზე იცვამდა და კარისკენ მიდიოდა.

-ნახვამდის. – დავადევნე სიტყვები

-მშვიდობით, – მიპასუხა და იმის მერე აღარ მინახავს.

….

ვიცი გავა დრო და ისევ ვნახავ, ისევ ვეტყვი რომ მომენატრა, რომ ძველი დრო მინდა დაბრუნდეს, რომ ნაწყენი ვარ იმიტომ რომ არ დამიჯერა და ისევ მეტყვის რომ არაფერი გამოვა და ისევ დამემშვიდობება.

ძალიან პირადი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემზე.ვერ ვხვდები რა მჭირს. უბრალოდ თითები მექავება საწერად და თემა არ მაქვს ხოლმე. მოსაყოლი თითქოს ბევრი მაქვს და ამავე დროს არაფერი. თითქოს ყოველი დღე ერთფეროვანია და ამ დროს ყოველი დღე წინასთან შედარებით რადიკალურად განსხვავდება, და მიუხედავად ამისა საწერი მაინც არაფერი მაქვს.

ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს პრინციპეპს არ შევიცვლიდი, მიზნისკენ დაუბრკოლებლად ვივლიდი მაგრამ ვცდებოდი. თუნდაც სიგარეტი ავიღოთ, მეგონა არ მოვწევდი, მუღამს ვერ ვუჭერ–მეთქი ვამბობდი. თუმცა ბოლო 4 თვე ჩანთაში სიგარეტი მედო, სახლში ჩუმად აივანზე ვეწეოდი. როდესაც იტყოდნენ რა სიგარეტის სუნიაო ვიტყუებოდი აივნის კარი გავაღე და იქიდან შემოვიდა–მეთქი. გუშინ, ღამით როდესაც სახლში ვბრუნდებოდი ამოვიღე ჩანთითად თითქმის სავსე კოლოფი, სანთებელიანად გადავაგდე. არ მინანია, არც ეხლა ვნანობ. ხვალ არ ვიცი რა იქნება.

ჩემი ერთ–ერთი დოგმად ჩამოყალიბებული პრინციპი იყო, რომ ა) არასდროს გავიკეთებდი აბორტს; ბ) ვერ გავუგებდი ქალს, რომელიც საკუთარ შვილს მოკლავდა. მაგრამ ყველაფერი იცვლებაო, ჰოდა ეს შეხედულებაც შემეცვალა. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი რამე ხდება და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩემზე, ჩემს პრინციპეპზე. ყოველთვის ვამბობდი დამცავი საშუალებები რისთვის არის–მეთქი, მაგრამ როდესაც ჩემს წინ იდგა გოგო, რომელიც დაორსულდა მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა იცოდა პრეზერვატივის შესახებ და ეს უკანასკნელი გამოიყენეს კიდეც, მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, და არასოდეს თქვა არასოდეს. ბანალურია, მაგრამ ჭეშმარიტება.  გარდა იმისა, რომ სხვას გავუგე აბორტის აუცილებლობა, საკუთარ თავზეც დავფიქრდი და დავუშვი, რომ აბორტს გავიკეტებდი თუ არასასურველი ორსულობის წინაშე ავღმოჩნდებოდი.

ჩემი პირადი ურთიერთობები?
უბრალოდ ვერ გამირკვევია რა მინდა. ინერციით და სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებ.  შემთხვევითი კოცნის თუ სექსის შემდეგ უბრალოდ მგონია, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა გაგრძელდეს, და გაგრძელების შემთხვევაში მომავალი არ აქვს. ამიტომ ხშირად ვერ ვიგებ რატომ სურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება.

სხვა თითქოს ყველაფერი კარგად არის. ძველებურად დავდივარ უნივერსიტეტში, სახლში ისევ ვიტყუები რომ ვითომ ბიბლიოთეკაში ვარ და ამ დროს სად ვარ ღმერთმა იცის. ისევ ვკითხულობ წიგნებს და უმეტესობა ისევ არ მომწონს. მაგრამ თუ მომწონს, მზად ვარ გავაცდინო და დავიკიდო ყველაფერი, დილით ადრე ავდგე და გვიან დავწვე მხოლოდ იმიტომ რომ წავიკითხო.

ყველაფერი კარგად არის.

დღე

8:00–ზე მაღვიძარა რეკავს. მეღვიძება, ჩემი დის სკოლაში წასვლის დროა. 9–საათისთვის სახლიდან ყველა გადის.მარტო ვრჩები და საშუალება მაქვს ცოტა ხნით კიდევ დავიძინო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლახანს დავდე ბალიშზე თავი. ახლახანს იყო, სულ რაღაც 3 საათის წინ.

2–მდე წყნარად მძინავს. ბევრ სიზმარს ვხედავ, ვწრიალებ და ბოლოს გაბრუებული ვიღვიძებ. მცხელა. ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან პირველ, მეორე, მესამე სიზმარს. ვირევი და ბოლოს გადავწყვეტ რომ ავდგე და ვისარგებლო იმ სიჩუმით რაც სახლში მეფობს.

ვსაუზმობ მარტო, ტელევიზორი ფონისთვის მაქვს ჩართული და როგორც ყოველთვის რაღაც სერიალია, 3–მდე ხომ სერიალების დროა. მთელი საუზმის განმავლობაშ სიგარეტზე ვფიქრობ, მოვწიო არ მოვწიო…  გადაწყდა – არ მოვწევ. ინსტიქტურად ვდგები, ვიღებ ჩანთიდან ერთ ღერს, გავდივარ აივანზე და ვუკიდებ… ისევ ვფიქრობ: მოვწიო არ მოვწიო… ამასობაში ყავა მზადაა, ვისხამ ერთ ჭიქას და აივანზე გამაქვს, ვჯდები ძირს და ვიწყებ ფიქრს იმაზე მე რომ ფიქრი მიყვარდეს რაზე ვიფიქრებდი. არა, არ მიყვარს ფიქრი და ჩამქრალ სიგარეტს ვუკიდებ, ნაფაზს ვარტყამ, ცოტა ხანი წყანარდ ვარ და ბოლოს ღრმად ამოვისუნთქავ. მე ხომ არ მინდა რომ მწეველი გავხდე? არაუშავს, ერთიც და გადავაგდებ, მცივა. ვაქრობ სიგარეტს, აივნიდან ვაგდებ თთქოს არც–არაფერი, გაყინულ ყავას ვიღებ და ოთახში ვბრუნდები.

ამასობაში 5–საათიც გამხდარა, ფეისბუქში ზუსტად ვიცი რომ მარის მოწერილი დამხვდება “ნათია,სად ხარ?”. ვეტყვი მეძინა–მეთქი…