Tag Archives: სიმღერა

X ფაქტორი, ჟიურის წევრები და მონაწილეები

X ფაქტორის დაწყებისთანავე ფეისბუქზე უკმაყოფილო შეძახილები მომრავლდა. უმრავლესობა ჟიურს აძაგებდა, განსაკუთრებით გიორგი გაბუნიას. ფაქტობრივად, სწორედ ეს უკმაყოფილება გახდა იმის საფუძველი, რომ აღნიშნული პროექტის ყურება დამეწყო, ოღონდ იუთუბზე.

  • ჟიური

ჟიურიში 4 კაცი ზის, სტეფანე, სოფო, თამთა და გიორგი. პირველი უკმაყოფილების ტალღა სტეფანეს ხვდა წილად. ამან ვინ უნდა შეაფასოს თვითონ საშინელი მომღერალიაო. პროექტი რომ დაიწყო ყველა თამთაზე გადაერთო და უცბად ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც თამთას აქებდა და ამბობდა რომ ეს გოგო გადასარევიაო. ალბათ იმიტომ რომ საბერძნეთში მოღვაწეობს. ჩვენთან ხომ მასეა, თუ ვინმე საქართველოში მოღვაწეობს ცუდია, თუ ვინმე საზღვარგარეთაა კარგი. არ ვამბობ, რომ თამთა ცუდია, მაგრამ ეგ ტენდეცია რომ შეიმჩნევა ვფიქრობ რომ უდაოა.
პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ ფეისბუქზე ძალიან ბევრი ფეიჯი და უკმაყოფილება გაჩნდა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი არაადეკვატურია, ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს და ა.შ. რთულია შეეწინააღმდეგო. გიორგი ხშირად უსვამს ხაზსს ადამიანების ისეთ ნაკლოვანებას რომელიც იდეაში X ფაქტორის ყურებისას და ადამიანის მოსმენისას არ უნდა შეიმჩნიო. გარდა ამისა მისი კომენტარები დამამცირებელია და ძირითადად ხაზს ადამიანის გარეგნობას უსვამს, რაც ალბათ დამეთანხმებით, არაეთიკურია. თუმცა, დარბაზში მჯდომი ხალხი კი ხალისობს.

10271510_233027473572676_8004681038323655521_n
რაღა დაგიმალოთ და სტეფანეს და გიორგის კინკლაობა ძალიან მახალისებს. წარმოიგინეთ პროექტში მხოლოდ შემდეგი კომენტარები, რომ ყოფილიყო: “იცით, თქვენ ნამდვილად გაქვთ X ფაქტორი და შემდეგ ტურში გელოდებით”, “იცით, თქვენ ვერ მღერით და ვერ გადახვედით შემდეგ ტურში”… ხომ იქნებოდა მოსაწყენი? იქნებოდა. ჩემთვის ყოველშემთხვევაში იქნებოდა.
პროექტის ყურებისას მხოლოდ მონაწილეებს არ ვაქცევ ყურადღებას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ უშუალოდ შოუს კეთების პროცესს, წამყვანებს და მათ ურთიერთობას, კომენტარებს და ა.შ.
დავუშვათ რომ გაბუნიას სწერვობა თითიდან გამოწოვილი და დადგმულია, დავუშვათ, რომ სტეფანეს და გაბუნიას წინასწარ ეუბნებიან რატომ და რა თემაზე უნდა იკინკლაონ, მერე რა ?! შოუა! და იმჰო, რუსთავი2-ს ეხერხება შოუს კეთება!
რატომღაც ძალიან ჩაგრავენ სოფოს. არც კარგს ამბობენ, არც ცუდს და საერთოდ, მგონია რომ ხალხი ვერ ამჩნევს. აბა როგორ უნდა შეამჩნიო სწერვა გიორგის, უგემოვნო სტეფანეს და ულამაზესი თამთას გვერდზე ადამიანი რომელიც “დაჟე” საზღვარგარეთაც არ მოღვაწეობს! არადა მე მომწონს სოფო, ლამაზია, სმენა აქვს, გემოვნებიანია, ადეკვატურად აფასებს მონაწილეებს და ა.შ

ამ ოთხის გარდა არიან თანაწამყვანები გეგა და ია. სიმართლე გითხრათ, იას შოუში ჩართვა და მისი თანაწამყვანად დანიშნვნა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. არაფერს არ ამბობს, არაფერს არ აკეთებს და უბრალოდ გეგას გვერდზე დგას.
გეგა მომწონს, ძალიან. ერთადერთია რომლის ნახვაც არასდროს მომბეზრდება პროექტებში 🙂

10154409_233041113571312_8119894169760214480_n

  • მონაწილეები

ბლოგზე 4 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არა ერთხელ აღმიშნავს, რომ მუსიკასთან მწყრალად ვარ. სმენა არ მაქვს, არც ხმა და საერთოდ, მე და მუსიკა ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მხოლოდ სარბენ ბილიკზე. სწორედ ამიტომ ფეისბუქზე სტატუსებს, რომ არც-ერთი მონაწილე არ ვარგა, ვაიგნორებ ხოლმე. მე ჩემი გემოვნება მაქვს მეგობრებო და შეიძლება თქვენსავით ვერ აღვიქვამ ამა თუ იმ ადამიანის კარგ ან ცუდ ნამღერს, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია ვისაც აქვს სმენა, ხმა და შანსი გახდეს კარგი მომღერალი. უმეტესობა მათგანს პროფესიონალებთან სჭირდებათ სამუშაოები, რომ დაიხვეწნონ და გახდნენ სცენისთვის შესაფერისები. მაგრამ, მონაწილეებზე წერიას ერთი მონაწილე მინდა გამოვყო – გიორგი ქისტაური.

გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან ძერსკობა რომ უნდოდა 🙂 ფრენდებში მყავს და შესაბამისად ყოველთვის ვადევნებდი თვალს ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად ლანძღავდნენ გიორგის და უპერსპექტივო ადამიანს ეძახდნენ. X ფაქტორის სცენაზე გამოჩენისას, პირველი სტატუსი რომელიც გიორგიზე შემხვდა იყო ის, რომ ამიერიდან ვწყვეტ შენს დაცინვას და ვაღიარებ შენს მონაცემებსო (როგორც ჩანს ავტორმა წაშალა ეს სტატუსი, იმიტომ რომ ვეძებდი და ვეღარ ვიპოვე რომ დამესქრინა :/ ). ხოდა, მეგობრებო, ეს სტატუსი სხვა თუ არაფერი, იმის კარგი მაგალითია როგორ შეიძლება შეიცვალოს რიგითი მოკვდავის დამოკიდებულება კონკრეტული პირის მიმართ გარკვეულ პროექტში მონაწილეობის შემდეგ.
თანაც, X ფაქტორის მსგავსი პროექტები არის უდიდესი შანსი, რომ აღმოაჩინო ვარსკვლავები! თუმცა, რამდენად აქვთ გასაქანი საქართველოში ეგ უკვე ცალკე საკითხია.
ვფიქრობ, მეთანხმებით, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომლებსაც ეხერხებათ სიმღერა და რომლებსაც მსუბუქი მუჯლუგუნი სჭირდებათ, რომ ცაზე ვარსკვლავებს შეეთამაშნონ 🙂

61362_202788603263230_984276830_n

გუშინ პირველი ტური დასრულდა და საბოლოო მონაწილეები შეირჩნენ. 200 კონკურსანტიდან მეორე ეტაპისთვის მხოლოდ 40 შეირჩა. 10 მონაწილე გოგოების კატეგორიიდან, 10 – ბიჭების კატეგორიიდან, 10- მომღერალი 25 წელს ზემოთ და ათიც მუსიკალური ჯგუფი.  გუშინ ფეისბუქზე სტატუსს მოვკარი თვალი, რომელიც იუწყებოდა რომ გაუგებარია როგორ აარჩიეს 40 მონაწილეო. მარტივია – აარჩიეს ისინი, რომლებიც საუკეთესოები იყვნენ. თქვენც იცით და მეც, რომ 200 გადასულიდან ბევრი სცენისთვის შესაფერისი მონაცემების მქონე არ იყო. ალბათ რთული იქნებოდა ეთერში 40 მონაწილის შერჩევის პროცესის სრული ჩვენება.
თუმცა, ჩემთვის პირადად გაუგებარი აღმოჩნდა რა პრინციპით გადაანაწილეს მენტორები. რატომ ხვდა თამთას 25 წელს ზემოთ ადამიანები, გოგოებს სტეფანე და ბიჭებს გიორგი?! ერთადერთი სწორი მენტორი მგონი სოფოა. სოფო თავად არის ბენდის მონაწილე, იცის პატარ-ატარა ნიუანსები, რაც მუსიკალურ ჯგუფებს სჭირდებათ და იმჰო, ძალიან კარგი მენტორიც იქნება.
მე რატომღაც მეგონა, რომ გოგოებთან გიორგი იქნებოდა, ბიჭებთან თამთა და 25 წელს ზემოთ მომღერლებს სტეფანე დარჩებოდათ 🙂
თუმცა, მენტორების ასეთი გადანაწილება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შოუს. სტეფანეს არ გაუჭირდება გოგოებთან ურთიერთობა. მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორ გაართმევს გიორგი თავს თავის დავალებას და რამდენად გაუადვილდება თამთას 25 წელს ზემოთ ასაკის მომღერლებთან ურთიერთობა.
ძალიან მაინტერესებს როგორ გააგრძელებენ ჟიურის წევრები მენტორობას, ვინ დარჩება კონკურსში და იქნებიან თუ არა ღირსეულები შერჩეული მონაწილეები!

P.s მე ვიცი ვისაც უნდა ვუგულშემატკივრო, თქვენ?

 

გულდაწყვეტილი გულშემატკივარი

ნიჭიერი მგონი ერთადერთი სატელევიზიო შუა რომლის გამარჯვებულიც არავის მოსწონს, ამ შემთხვევაში ნახევარფინალის გამარჯვებული. პრეტენზიები იცოცხლე, ბლომად გვაქვს, სამაგიეროდ სურვილი დავუმესიჯოთ ჩვენს ფავორიტს ნაკლები. შესაბამისად არ მესმის რატომ გამოთქვამს გამარჯვებულზე პრეტენზიას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც 1 სმს-ც არ გაუგზავნია მისი ფავორიტის გამარჯვებისთვის? ხო, ცოტა უცნაურია როცა ვითხოვთ იმას რაც არ დაგვიმსახურებია. სამაგიეროდ იმარჯვებს ის ვისაც უმესიჯებენ, და მესამე ნახევარფინალში ხალხის რჩეული მოხუცები გახდნენ. სიმართლე გითხრათ მეც თავადო გაოგნებული დავრჩი და არაერთი სტატუსი თუ კომენტარი მივუძღვენი ამ ფაქტს, რადგან მათი ნამღერი ჩემთვის მხოლოდ სხეულში ჟრუანტელი იყო, მაგრამ არა ნიჭიერება. თუმცა ვინაიდან მე 1 სმს-ც არ გამიგზავნია ჩემი ფავოროტი, ბლექ ბალანსის მხარდასაჭერად შესაბამისად გავჩუმდი კიდეც.

ბლექ ბალანსი სცენაზე პირველი იყო. კასტინგებიდან ნახევარფინალამდე უდიდესი ნახტომი გააკეთეს. ბევრად უფრო დახვეწელი, შინაარსიანი, ვიზუალიც გაცილებიც უკეთესი იყო. ჩანდა რომ წყვილს არაჩვეულებრივად უმუშავია და ის დრო რაც მათ გააჩნდათ არაჩვეულებრივად გამოიყენეს.

ჯუმბერ ნოზაძე-კაცი რომელიც კასტინგებზე ცოლს გამოეპარა და ჟიურიმ მხოლოდ ამ ფაქტის გამო გადაიყვანა. დარწმუნებლი ვიყავი, რომ ნახევარფინალში ვერ მოხვდებოდა, რადგან მასში ვერ დავინახე ევრც სტვენის ნიჭი და ვერც შოუს დადგმის ნიჭი. არც ორშაბათის ნომერი იყო აღსაფრთოვანებელი. მოკლედ, დიდი ვერაფერი. საკუთარი სტვენით შესაძლებელია იტრაბახოს საახლობლოში, ან თუნდაც ცოლთან.

ჯგუფი ბოლნელი – იგივე რეაქცია და შეფასება მაქვს რაც კასტინგებზე თუ სხვა ნახევარფინალებზე როდესაც სცენაზე ჯგუფი დგას. არ/ვერ ვთვლი ნიჭად იმის გაკეთებას რისი შესრულებაც ნებისმიერ ანსაბლს შეუძლია.

ბარმენი სანდრო. მემგონი ეს ნახევარფინალი იმ ხალხით იყო დაკომქლეტებული რომლებიც ნახევარფინალშიც არ უნდა გადასულიყვნენ, არათუ ფინალში. მისმა ნომერმა კასტინგზე სრული კრახი განიცადა, გააჩინა ცეცხლი. ორშაბათს მისი ნომერი არ აღემატებოდა ჩვეულებრივი ბარმენის ნომრისას, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ის შოუ დადგა სცენაზე. თუმცა სანდრო მაინც გახდა ჟიურის ფავორიტი და ხალხის აგრესია დაიმსახურა. ნამდვილად არ ველოდი ჟიურის მსგავს გადაწყვეტილებას. მგონი ეს ის მომენტი იყო, როდესაც პირველად ვინატრე ფინალში მომღერალი გადაეყვანათ ან ნია კვარაცხელია ან მარიამ აკობია.

ჯგუფი our style დიდი ვერაფერი. ვერც ნომრის შინაარსი გავიგე და ვერც ვერაფერი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ კარგად ცეკვავენ. თუმცა არ იციან თავიანთი ნიჭის იმდენად კარგად გამოყენება რომ ილეთები აქციონ ერთ მთლიან ცეკვად.

ცირა კუპრაშვილი – ქალი რომელიც გადაიყვანეს მხოლოდ იმიტომ რომ ელოდნენ უფრო მეტ ინტიმს. თუმცა ამ ნომერში ის ინტიმიც დააკრგა რაც კასტინგებზე ჰქონდა. სამაგიეროდ ნახატი იყო უკეთესი.ვანომ როგორც ჩანს ვერც ამჯერად იგრძნო  ის დიადი ინტიმი და წითელ ღილაკსაც დააჭირა ხელი.

ჯგუფი თავისუფალი – სერჩი რომლითაც ძალიან ხშირად ხვდებიან ჩემს ბლოგზე. სხვათაშორის ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ ფრანს და მგზავრებს ადარებენ და სწორადაც აუღნიშნვათ. კარგა მღერიან, კარგი ბავშვები არია, შეუძლიათ აიყოლიონ დარბაზი მაგრამ საქართველოს ბანკის მიერ მათ დასახელებასაც არ ველოდებოდი. რატომღაც მეგონა მარიამ აკობია იქნებოდა ერთ-ერთი ფინალისტი და მხოლოდ ამ ნახევარფინალზე არ გამიმართლა ჩემმა ინტუიციამ.

ბოლოს კი იგივეს ვიტყვი, თუ გულშემატკივრობთ ვიონმეს, კეთილი ინებეთ და გაიმეტეთ რამდენიმე სმს, ან თუნდაც ბევრი რომ ემრე გული არ დაგწყდეთ!!!

ნიჭიერი

სახლში არ ვიყავი და დამავიწყდა. არა და დილიდან ველოდი.არაუშავს კეთილ ადამიანებს myvideo.ge ჩემთვის შეუქმნითა. ვზივარ და ვუყურებ, პარალელურად პოსტს ვწერ.

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი ფბ–ზე მეგობრების სტატუსებს გადავავლე თვალი, ზოგი გაოგნებული იყო, შოგი აჩუყებული და ზოგიც “ვაიმე რა საყვარლები არიან”  სტატუსით შემოფარგლულა.

დღეს, ნიჭიერის მეორე სეზონი იყო. ჩავრთე, მოვკალათდი სავარძელში და რაღაც გასაოგნებელის საყურებლად მოვემზადე. პრომო ისეთი ჰქონდა მოდი და ნუ გეგონება, რომ გასაოგნებელი იქნება.

პირველი მონაწილე 13 წლის გოგონა სარკისებურად საუბრობდა. ანუ უკუღმა და ჰიმნის შესრულება მოინდომა. უდავოდ ნიჭიერია! თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი გათვლილია ნიჭიერების აღმოჩენაზე, მაინც მთავარი მიზანი შოუს დადგმაა, ამიტომაც მას 2 არა ერგო.

შემდეგი მონაწილე იუმორისტული პაროდიების შემომთავაზებელი ახალგაზრდა იყო. საშინელებაა! დავრწმუნდი, რომ ჩვენთან იუმორს ყველა თავისებურად აღიქვამს :/ ნეტა მეგობრები არ ეუბნებიან, რომ სად მიდიხარ დაეტიე სახლშიო?!

იოგა იოგაა… ამით ხალხს ვერ გააოცებ და მტკიცე უარიც მიიღეს.

როგორც ჩანს ჟიური სუბიექტური აღმოჩნდა (კუსამ თქვა თუ ობიექტურები იქნებიან მეორე ტურში გადავალო) და კუსა ვერ გადავიდა მეორე ტურში. თუმცა შეფასებას რომ დალოდებოდა ღმერთმა იცის რა მოხდებოდა. კუსამ ჯეოსტარის ერთ–ერთი მონაწილე გამახსენა… ფანებით და “პლაკატებით” რომ მოვიდა და საკუთარ თავში დაჯერებულ იდიოტს რომ ჰგავდა. ნუ მე ეგეთი ეგ ერთი მეგონა მარტო, მაგრამ კუსაც მისი “მოგვარე” აღმოჩნდა.

ნიჭიერში ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო და ანსაბლი “ალილო” ბათუმიდან ჩამოვიდა. ჯგუფის ბავშვების ასაკი 4–6 წელი იყო და ქართულ ცეკვებს ასრულებდნენ. ნუ დიდად ვერ ავღფრთოვანდი… ალბათ სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ბავშვები 4– წლიდან უკვე აღარ მევასებიან. თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები განებივრებულები და მეტიჩრები იქნებიან. ენივეი, ჟიურიც აღფრთოვანებული იყო ამ “თოჯიბებით” და მაყურებელიც და მეორე ტურშიც ვიხილავთ “პატარა თოჯინების თეატრს” (ც) ვანო.

შემდეგი მონაწილეები კათარზისიდან იყვნენ. მოხუცი ბებიები და ბაბუები (პაპები) სამღერად მოვიდნენ. თურმე ისინი გასართობად ხშირად ატარებენ ხოლმე კონცერტებს და ცდა ბედის მონახევრიაო და აქაც მოვიდნენ, ან მოიყვანეს რა ვიცი. სიმღერა არ ჰქონდათ დაწყებული ვანომ და თიკომ განაცხადეს ეს ხალხი უკვე ძალიან მიყვარსო. მომკალით და არ მჯერა 😐 არა, იმიტომ კი არა რომ ეს მოხუცები არ მომეწონა. უბრალოდ ასე უბრალოდ სიყვარულის არ მჯერა + ამას ვერ მღეროდნენ. გული რატომ აუჩუყდათ ვერ გავიგე. იმიტომ რომ კათარზისიდან იყვნენ? იმიტომ რომ მიუხედავად ასაკისა და რთული ცხოვრებისა მაინც ჰქონდათ ნერვი ეზრუნათ საკუთარ გართობაზე? თუ იმიტომ რომ კარგად მღეროდნენ? არა არა, ეს ბოლო გამორიცხეთ არ მღეროდნენ კარგად. ვანოს სიმღერის დასრულების შემდეგ შეუყვარდა ეს ხალხი. აი გეგა ცოტა ობიექტური იყო საყვარლები ხართო… კი საყვარლები იყვნენ. სოფოს ტირილი არ გამოსდის და აღარ იტიროს ძალით რა :/ სამი “კი” მიიღეს. რატომ? ა) მოხუცები იყვნენ და გული არ ატკინეს;  ბ) ნიჭიერები იყვნენ. პასუხი თქვენთვის მომინდია.

აი ამ ჭიქით და დიდი გულით იმ კაცს გაუმარჯოს ვინც გაბედა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დარდიმანდულის სამღერლად მოვიდა. სოსო დუშეთიდან. პრომო რომ ვნახე იმის მერე მინდოდა ამ კაცის მოსმენა ❤ ❤  “აბობოქრებულ ზღვაში გატარეეეებ… ” კი არა და გამოდგება ეს კაცი სუფრაზე, ალბათ ^^ ნიჭიერების კი რა მოგახსენოთ : ))  თუმცა ქართველები ხომ საოცრად კეთილი ხალხი ვართ, ხო და მისცეს შანსი და მეორე ტურშიც სულ თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ ძახილით გადავიდა.

კვარტეტი “ქუთათური”  – ვინც მასზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა! ხო და ჩუმად ვარ.

შემდეგი ცოტა არ იყოს უცნაური ჯგუფი გორიდან “ვოთერ ლილი” …  მაგრამ იმდენად კარგად იმღერეს რომ დაუფიქრებლად აღმოჩნდნენ შემდეგ ტურში.

საქართველოს ჰიპ–ჰოპის ფედერაცია სრული შემადგენლობით სცენაზე. ახალი, გასაოგნებელი, გასაგიჟებელი ვერაფერი, მაგრამ კარგები იყვნენ ხო და შემდეგ ტურშიც გადავიდნენ.

ფერიები მარიამი და ქრისტინე. ეს ფერიები სოფოსთვის თორემ ჩემთვის დები, რომლებიც მღეროდნენ და ნუ არც თუ ისე კარგად. მოდი ასე ვთქვათ ჩვეულებრივად. მაგრამ პატარებს ბედი სწყალობთ.

ცირა კუპრაშვილი, ხატავს სხეულით და მას ფუნჯი ხელში არასოდეს ჭერია.  ის ქმნის ქალისა და კაცის ინტიმს ნახატში (wtf?). სცენაზე ის პრჭყვიალა საზიზღრობა რომ გაიხადა მაყურებელთა რიგებში გოგოს ხელი ბიჭის თვალებზე დააფიქსირეთ? :დ  კაცების აღფრთოვანებული ტაში? რა დახატა არ ვიცი, მაგრამ ასე მეც მივჯღაპნი რაღაცებს ტილოზე. მერე რა რომ მისნაირი ტანი არ მაქვს. სამაგიეროდ დიდი მკერდი მაქვს და ტილოზეც მშვენივრად ვიხმარ ხელებს, ფეხებს და მხრებს და ნუ თუ საჭირო გახდა თეძოსაც. გადავიდა შემდეგ ტურში :O და იმ პირობით რომ უფრო მეტი ინტიმი იქნება დ აუფრო გახდილი. შემდეგ სეზონზე მეც ხომ არ ვცადო?

შემდეგ მონაწილეებს ცირასგან განსხვავებით არ უმართლებდათ. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ნუ ცდილობდა მაინც, შრეკი მაიმუნობდა (?!). სამაგიეროდ ლუკა იჭყანებოდა, მღეროდა კიდეც, ცეკვავდა და ისა… აი ეს იყო ნიჭიერი, ცოტა უფროსი მაინც ყოფილიყო, რა კარგი ვინმეა ♥ ♥

და აი ისიც, პარკური. პრომომ იმდენად დააინტრიგა ხალხი, რომ ორშაბათს მხოლოდ იმიტომ ელოდნენ გაეგოთ რა მოუვიდა იმ საწყალს. ვანომ იმდენჯერ თქვა ვნერვიულობო, საშიშიაო რომ დათარსა. არა, მთლად ვანოსაც ნუ დავაბრალებთ. 8–თვე ცოტაა იმისთვის, რომ ესეთი ექსტრემალური რაღაცები აკეთო. ავიდა, ჩამოხტა, დაეცა და ვეღარ ადგა. სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. როგორც აღმოჩნდა, სანამ ჩამოხტებოდა თაბრუ ეხვეოდა… ნუ აი სად მიდიხარ რომ მოდიხარ… 😐 არაუშავს, მთავარია რომ ბიჭი კარგადაა. სამაგიეროდ პარკური აიკრძალა ნიჭიერში.

ვანი ჩხოროწყუდან. მისი ნომერი ბაგირის გაწევას მაგონებდა. 5–5 დაკუნთული ყმაწვილი ცდილობდა გაექაჩა თავისკენ და ძლიერმა გაიმარჯვა. ვანო რა შუაში იყო არ ვიცი. სამაგიროდ ჟიურის ვანომ ცადა ბედი და ჰოი სასწაული! მასაც გამოუვიდა. მერე რა რომ გეგას ხელი გაექცა ღილაკისკენ ^_^

ბოშები, რომლებიც კახეთიდან ჩამოვიდნენ და საუბრობდნენ მხოლოდ რუსულად. უკვე მეორე შემთხვევა იყო მგონი როდესაც მონაწილეს არ ესმის ქართული. ნუ, მე მაღიზიანებს. ერთი–ორი სიტყვა რომ ისწავლო ქართულად, როცა ამდენი ხალხის წინ წარდგომას აპირებ, მგონი არაფერი მოგივა.  იცეკვეს, გაერთნენ და წავიდნენ.

გურამი რომელიც კარტით ასრულებდა რაღაცებს უკომენტაროდ, მარიკა რომელიც მღეროდა, ბიჭი რომელიც უკრავდა და მღეროდა კიდეც, ნათია რომელიც ინდურს ცეკვავდა და ყველას “თქვენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ არაო”

შემდეგმა მონაწილემ, ნაძიმ, სიმართლე რომ გითხრათ გამაოცა. ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ასე კარგად იმღერებდა. მაგრამ აი ბოლოში მუხლებზე დაცემა რაღა მეტიჩრობა იყო? ემოციებს აჰყვა ალბათ.

შემდეგი ისევ სახიფათო ნომერია, აკრობატიკა. მეგონა მსგავსი ნომრები აიკრძალა, მაგრამ ესენი მაგრები იყვნენ და დამსახურებულად გადავიდნენ მეორე ტურში.

ჟიურიზე რა უნდა ვთქვა: გეგას ინტიმი ჰყვარებია, ვანო თურმე კუნთებს მალავს, და სოფოს უთხარით რომ პირს ასე დიდზე ნუ აღებს. ვანო და თიკა ფორმაში იყვნენ, როგორც ყოველთვის.

რატომღაც უფრო განსაკუთრებუს ველოდებოდით, თუმცა რა იცი რა ხდება შემდეგ ორშაბათს?

 

პრობლემა ჩემში ყოფილა

როდესაც რაიმე ახალს არც თუ ისე კარგ ხასიათზე და არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდები, პირველი ემოცია დიდხანს გრძელდება და პირველი შთაბეჭდილება ხშირად სამუდამოა ხოლმე, განსაკუთრებით ადამიანების და რაიმე საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართ.

როდესაც ჯგუფთან ერთად ექსკურსიაზე მივდიოდი არ ვიცი რისი, მაგრამ რაღაც კარგის (თუნდაც მცირედის) იმედი მქონდა. თითქოს მეგონა რომ აუდიტორიაში არსებული სიტუაცია შეიცვლებოდა.

მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ გამუდმებული უკმაყოფილება ჩემში არსებული პროტესტის ბრალია. პროტესტისა რომელიც ჯავახიშვილს უკავშირდება და აკვიატებულ სურვილს იქ ყოფნისას.

ისიც ჩემი ბრალია,რომ ვერ ვერთობი “ამის პატრონმა რა ქნას” თამაშით, როდესაც ფანტაზია მძღოლს ვერ სცდება, ვერ ვერთობი საშინლად უგემოვნო სიმღერების მღერით და ცანცარით, ვერ ვერთობი, როდესაც არაყს ისხამენ მუცელში და არა სხვამენ, ვერ ვერთობი მაშინ როდესაც დანაყრების მერე ყველა თავის პონტშია და დანარჩენები კიდია, ვერ ვერთობი მაშინ როსესაც 2–3 ადამიანი ცეცხლთან ჭორაობს, 2–3 სკამზე ზის, 2–3 ვიღაცის ტვინის ბურღვას უსმენს (სიმართლესაც რომ ლაპარაკობდეს მთვრალი ადამიანის მონოლიგი ყოველთვის ტვინის ბურღვაა), 2–3 სულ “სხვა სამყაროშია”… მოკლედ, ერთი შეხედვით უკმაყოფილი დავრჩი, თუმცა მთლიან დღეს საბოლოოდ მაინც არ ვთვლი ტყუილად გადაყრილ დროთ…

ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს!

პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება

მთელი მონდებით და ენერიით ვცდილობთ დავცინოთ ისეთ სიმღერებს როგორებიცაა: “სამი დალიე შეგერგება”, “ტრულაიას ფული რად უნდა”, “აფრები”, “ყარაჩოღელნო მე ჩემს სატრფოს აღარ ვუნდივარ”, “დამისხით ძმებო”… და ნუ ჩამომათვლევინებთ ბოლომდე.

სამაგიეროდ ორი–სამი (10–20) ჭიქის და კარგად შეზარხოშების შემდეგ მთელი მონდომებით და ენერგიით ვცდილობთ კარგად ვაქნიოთ საჯდომი და არეული ხელ–ფეხი და ჩვენი მოძრაობები ცეკვას მივუსადაგოთ. იმ მომენტში ნებისმიერი “სამი დალიე” საოცრად სასიამოვნო, მელოდიური და ცეკვის ხასიათზე მომყვანია.

მეორე, მესამე დღეს ისევ ისევ ვიგდებთ მასხრად ნებისმიერ “სატრფიალო, დარდიმანდულ” სიმღერებს. ისევ ათი თითით დავცინით ყველას ვინც უსმენს და მოსწონს  და არც კი ვიმჩნევთ, რომ რამდენიმე საღამოს წინ ჩვენც “გავაჯაზეთ” და ჩვენც “დავიმხეთ” რესტორანი თუ სახლი ამ სიმღერებზე ცეკვით.

რა გვჭირს ადამიანებო? რატომ ვცდილობთ ყოველთვის დავფაროთ რეალური სახე და ვიყოთ ძალით შეთითხნილი ვითომდა პიროვნებები? რატომ ვცდილობთ გამოვჩნდეთ სხვებზე მაგრები და რატომ გვინდა რომ ამ ყველაფერს ხაზი გავუსვათ? რატომ ვართ ადამიანები განვითარების ასეთ დაბალ საფეხურზე?

მთვრალი ადამიანი რა შესაყვარებელია, მაგრამ ზოგიერთი მხოლოდ სიმთვრალეში იმსახურებს პატივისცემას. რადგან მხოლოდ სიმთვრალეში ახერხებს (უფრო სწორედ ვერ ახერხებს დაფაროს რეალური სახე) იყოს ის რაც არის და არ გაურბის რეალობას. არ “უტყდება” საკუთარი მეობის, მერე რა რომ ფეხი ერევა და “იქვე კიბესთან იკეცება”, სამაგიეროდ მხოლოდ მაშინ სჩანს რეალური პიროვნება.

მე მომწონს 

P.S რა თქმა უნდა პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება და არც მათ ვისაც არ აქვს პრეტენზია ერქვას ადამიანი.