Tag Archives: სიყვარული

ტიპი მეზობელი საფლავიდან

თხელი, ლამაზ ყდიანი, 218 გვერდიანი წიგნია. შესაბამისად მსუბუქიც და ადვილად სატარებელი უნივერსიტეტში.

წარმოიდგინეთ, ვიღაც მოდის თქვენთან და გეუბნებათ რომ “აუუ, გუშინ რა მაგარი რაღაც მოხდა იცი?” და აგრძელებს: “ანდაც არაფერი, დაიკიდე” და ცოცხალი თავით აღარ უნდა მოგიყვეს რა მოხდა. აი, ზუსტად ეგ განცდა მქონდა ღამის 3 საათზე ბოლო გვერდი რომ ჩავიკითხე.

კარგი თარგმანია, ადვილად იკითხება და სულ რაღაც 7 ლარი ღირს. ისეთ რაღაცებზე დაგაფიქრებს როგორიცაა განსხვავებები ადამიანებს შორის, რა შეუძლია სიყვარულს, ვნებას. რაზე დახუჭავს თვალს შეყვარებული კაცი ან ქალი და ა.შ. სიყვარული მართლა ბრმაა თუ არა, ურთიერთობების მამოძრავებელი ძალა ვნებაა თუ არა, რას გააკეთებ მეგობრის გამო და ა.შ.

მოკლედ, ერთი შეხედვით საინტერესო და გასართობი წიგნი ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. ხოდა, გირჩევთ რომ წაიკითხოთ 🙂

არასდროს, მაგრამ, თუმცა

არასდროს მყვარებია.
არასდროს აღმინიშნავს ვალენტინობის დღესასწაული.
არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი ამ დღეს მხოლოდ იმიტომ რომ 14 თებერვალია და ვალენტინობაა.
არასდროს მდომებია ვყოფილიყავი შეყვარებული და თუნდაც ერთი ყოჩივარდა მაინც ეჩუქებინა ვინმეს.
არასდროს მდომებია ეს დღე მარტოს არ აღმენიშნა, იმიტომ რომ  არასდროს ვყოფილვარ მარტო, მეგობრებთან ერთად სადმე მაინც მივდიოდი.
არასდროს მდომებია ეს დღე ყოფილიყო განსაკუთრებული, მესეირნა ხელიხელჩაკიდებული იმასთან ერთად ვინც მიყვარს, ჩავხუტებოდი და მეკოცნა მთელი გრძნობით და მეგრძნობინებინა რომ მიყვარს.
ყოველ 14 თებერვალს გარეთ მზეა, და იმაზე მეტი სითბოა ვიდრე 13 თებერვალს იყო, ყოველთვის მინდებოდა გარეთ გასვლა და ბოდიალი მარტოს(!), შეყვარებული წყვილების ყურება და ბუზღუნი რომ არც-ერთ კაფეში ადგილი აღარ არის. იმის მტკიცება რომ 14 თებერვალი და ვალენტინობის დღე არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს რაღაც აჩუქო, უთხრა რომ გიყვარს, აგრძნობინო რომ შენს ცხოვრებაში ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ნათელი წერტილია, იყო მასთან ერთად დღის განმავლობაში რამდენიმე საათი მაინც და ა.შ…

მაგრამ,

დღეს როდესაც დილით ადგომა დამეზარა, როდესაც ვუყურებდი ჩემს დას როგორ იპრანჭებოდა შეყვარებულთან წასასვლელად, როგორ ებუზღუნებოდა მამაჩემი დედაჩემს ჩვენც აღვნიშნოთ ეს დღეო, ვიგრძენი რომ საჭიროა 14 თებერვალი, 15 აპრილიც და ყველა ის დღე რომელიც სიყვარულს ეხება. კი, ყოველი დღე სიყვარულისაა და ყოველდღე უნდა უთხრა რომ გიყვარს, მაგრამ, როდესაც გრძნობ, რომ ეს დღე მხოლოდ შენთვისაა და მხოლოდ თქვენ ორისთვის ანათებს ის მზე, რომელიც გუშინ გამალებით იმალებოდა ღრუბლებში, უბრალოდ ბედნიერს გხდის და კიდევ ერთხელ გემატება რწმენა სიყვარულისა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრის like being singl : ) უბრალოდ ამჯერად სახლში ჯდომა და ჰიმიმის ყურება მინდა. სავარჯიშოდ წასვლაც კი მეზარება.

Protected: მე

This content is password protected. To view it please enter your password below:

მე გოგოშკა

ყოველთვის ვამბობდი, ტიპიური გოგოშკა არ ვარ-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები, რომ ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობდი რომ მინდოდა სხვებისგან გამორჩეული ვყოფილიყავი. არა, არც ეხლა ვარ ძალიან უწი-პუწი, ვარდისფერებში ჩაფლული და თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის მოლოდინში, უბრალოდ მივხვდი რომ ხანდახან გოგოშკური რაღაცები მეც მიყვარს.

მაგალითად: ძალიან მიყვარს თავის მოვლა. რატომღაც თავის მოვლაში ყველა მაკიაჟს გულისხმობს. მე კიდევ ვერ ვიტან მაკიაჟს. მხოლოდ თვალის შავი ფანქარი, ბლესკი და მზად ვარ. თავის მოვლაში ვგულისხმობ: 1. კარგად უნდა გამოიყურებოდეს ფრჩხილები. 2. კარგად უნდა მქონდეს წარბები. 3. სახე გაწმენდილი მქონდეს ზედმეტი რაღაც-რაღაცებისგან. 3. ქუჩაში გასვლის წინ ერთხელ მაინც ჩავიხედო სარკეში და დავრწმუნდე რომ ადამიანს ვგევარ.

ხანდახან მეც შემომაწვება ხოლმე უჩინარი გრძნობები და ხანდახან მეც ვიწყებ ხოლმე ფიქრს ისეთ აბსტრაქტულ რაღაცებზე როგორიცაა: წყნარად ცხოვრება, მე ყველაფერს შევძლებ. ხანდახან საოცრად მინდება ვინმე მყავდეს გვერდზე, ჩავეხუტო და მთელი ჩემი გრძნობები გავუზიარო. მეც მინდება  ვინმეს მხარზე გულამომჯდარმა ვიქვითინო და ის მაწყნარებდეს. მეც მინდება ხელი ჩავკიდო და ვისეირნოთ, ვიტოპაოთ გუბეებში და გავერთოთ როგორც პატარა ბავშვები. მინდება ვიყიდო ისეთი უწი-პუწი რაღაცები როგორებიცაა: საყურეები, სამაჯურები, ბეჭდები და ათასი აქსესუარი მიუხედავად იმისა რომ არც-ერთს არ ვიხმარ. მეც მსიამოვნებს ფილმები სიყვარულზე და მეც მიტირია რამდენიმე მათგანზე და ბოლოს მეც ვოცნებობ ხოლმე ჭეშმარიტ სიყვარულზე.

თითქოს ეს ნორმალურია და არაფერია განსაკუთრებული მაგრამ ამ ყველაფერს გავურბოდი. გავურბოდი იმიტომ, რომ არ მინდოდა ვყოფილიყავი სხვებისნაირი და მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც არ ვარ სხვების მსგავსი, მე განსხვავებული, ბევრზე უკეთესი და ბევრზე უარესი ვარ.

მარტინ იდენი

მარტინ იდენი კაცია, რომელმაც მიაღწია იმას რაც უნდოდა და დაკარგა სიყვარული და თვით სიყვარულის რწმენაც კი. მარტინ იდენი კაცია, რომლისთვისაც მიზანი უმთავრესია. მარტინ იდენი კაცია, რომელმაც შესძლო წარმოუდგენლლად მოკლე დროში აეთვისებინა ის, და იმაზე მეტი, რაც ხალხმა წლები მოანდომა. თუმცა ღირდა კი?

ის უბრალო მუშათა კლასში აღზრდილი მეზღვაური იყო. სიარულიც მეზღვაურისა ჰქონდა. სიყვარულის ძალამ შეაძლებინა დაევიწყებინა ყველაფერი წარსულიდან და გაეზარდა უფსკრული რომელშიც თავად ჩაიკარგა. სიყვარულმა აიძულა განევითარებინა გონება და იდეოლოგიით კიდევ უფრო დაშორებოდა საყვარელ ქალს.

ცოდნამ, წიგნებმა, განათლებამ, აზროვნების უნარმა დაანახა რომ ბურჟუაზია სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ნეხვის კასრი, რომელიც მხოლოდ ფულზე და სახელზეა ორიენტირებული. სწორედ წიგნებმა აუხილა თვალი და დაანახა რომ ამ “ნეხვის კასრს” ეთაყვანებოდა. თვით საყვარელი ქალიც კი, რომლის სიყვარულმა აამაღლა მარტინის გონება ძალიან შორს დარჩა იდენისგან.

მარტინი ებრძოდა ჩამოყალიბებულ დოგმებს, აზროვნებას და იმას რაც “უნდა” და არა საჭიროა. მარტინმა ზედმეტად ბევრი იცოდა, ზედმეტად ჭკვიანი იყო და ზედმეტად ჩაუღრმავდა წუთისოფლის სიმყრალეს, ზედმეტად ბევრი გაიგო და ამ ცოდნამ შეიძლება ითქვას დაღუპა კიდეც.

არ ვიცი მომეწონა თუ არა… რაღაცნაირი წიგნია, ბევრ რამეში ვამტყუნებ ბევრშიც ვამართლებ. მისი ერთ–ერთი ნაკლი ალბათ ის იყო, რომ ზედმეტად ბევრი იცოდა.

რაც მთავარია, მან 1.ვერ ისწავლა ფულის “ყადრი” და 2.ისე მოკვდა, რომ ყველას აუსრულა დანაპირები.

ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ

რამდენიმე დღეა იძახიან ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართო. ცდილობენ ისინი რაღაც სექტისმაგვარ ჯგუფში გააწევრიანონ და შეშლილებად მონათლონ. ნუ ჯანდაბას შეშლილები ვიქნებით, მაგრამ ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ. თქვენ თუ არ გიყვართ სხვები ეგ არ ვიცი = ))

ყველაფერი ანას მარტივი პოსტით დაიწყო ფეისბუქზე, ბლოგერების ჯგუფში:

 

შევთავაზე, მოვალ და დაგეხმარებითქო. ადოც ამყვა და მეორე დღეს უნდა მივსულიყავით ანასთან მხოლოდ და მხოლოდ ბლოგის დიზაინის შესაცვლელად. მაგრამ.. მე და ანოს კნუტი და გრინ მარიც აგვყვა, მერე ვაშლი და ბექა და ანასთან მისულებს სულ არ გავხსენებია ბლოგი და მითუმეტეს მისი დიზაინი. ვწუწუნებდი რამე გავაეთოთ უაზროდ ვზივართქო მაგრამ იმ უაზრო ჯდომაში დიდ სიამოვნებას, სითბოს და სიყვარულს ვიღებდი.

 

ისინი ჩემი მეგობრები არიან, ადამიანები რომლებიც მიყვარან და რომლებსაც ვუყვარვარ (მგონი). უბრალოდ ჩვენ საერთო სახელი – ბლოგერები გვქვია. ეს სახელი არაფერს ცვლის. არ ცვლის ჩვენს გრძნობებს ერთმანეთის მიმართ და არც დამოკიდებულებას.
საღამოს ალუკარდიც გამოვიდა. ბავშვები ღამეც დარჩნენ ანასთან. მე გრინ მარი და კნუტი წამოვედით (დაჩაგრულები მშობლებისგან).მაგრამ, მარისგან განსხვავებით მე და კნუტი ისევ ანასთან ვიყავით. მერე რა რომ ისანში ლამის დავიკარგე 🙂 მაინც ხომ მივაგენი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ახლადგაღვიძებულები, ჯერ რომ ვერ აზროვნებენ და მაინც რომ უხარიათ შენი დანახავა ❤ თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ვგრძნობ სიყვარულს. ე.ი ბლოგერებს ერთმანეთი უყვართ.

დიდად არ გვიგიჟია, თავზე არ დაგვილეწია მთელი სახლი. წყნარად და ჭკვიანად ვიჯექით 🙂 ვიდეოს ვაკეთებდით. ხანდახან რაღაცაეებს ვსულელეობდი, ან მთლიანად ვსულელობდით.საღამოსთვის კაი “ფილმიც” გამოგვივიდა 🙂

 

ძალიან ძალიან მიყვარხართ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბლოგერები ხართ, სექტანტები თუ სატანის ცოლები და კახპების დედოფლები 😀

უცნობი ქალის წერილი

“მარტი გიჟობის თვე” – აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა ეს თემა მომცა დასაწერად. სწორედ ამ მოთხრობაში გავიგე პირველად შტეფან ცვაიგის ერთ–ერთი თხზულება “უცნობი ქალის წერილი”. ერთი გავიფიქრე საინტერესო იქნება წავიკითხავთქო,ეგ იყო და ეგ. წელს უკვე ჩემი დაა აბიტურიენტი, მასაც მისცა იგივე თემა და ჩემგან განსხვავებით ჩემი და დაინტერესდა “უცნობი ქალის წერილით”.მიდგა მოდგა და წიგნი ვერ იშოვა. აქ უკვე მეც ჩავერთე, ერთი დასტატუსება ფეიქბუქზე საკმარისი იყო და მეორე დღეს ჯგუფელმა წიგნიც მომიტანა.

დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა. ლიმნიანი ჩაი, “უცნობი ქალის წერილი” და მზად ვარ რაღაც შთამბეჭდავის წასაკითხათ. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა ძალიან, ძალიან მაგარი ნაწარმოებია,რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო, საერთოდაც, სირცხვილია რომ არ მაქვს წაკითხული.

კითხვა დავიწყე ძალიან კარგი განწყობით, მზად ვიყავი დაგრუზვისთვის და გულის დასათუთქად, როგორც ჩემმა დამ თქვა. პირველი,მეორე, მესამე გვერდი და მივხვდი,რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. ერთ ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას ჰგავდა, რომელიც უხვად ჰყრია ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. ნელ–ნელა იმასაც მივხვდი რომ ის, რასაც მწერალი აღწერდა ყოვლად შეუძლებელი და სრულიად უაზრო გრძნობა იყო.

ის, რასაც უცნობი ქალი, ჯერ კიდევ 13 წლის გოგონა განიცდიდა არ შეიძლებოდა სიყვარული ყოფილიყო. სიყვარული არ ტანჯავს ადამიანს, არ აუბედურებს. თვითონ ნაწარმოებშია ნათქვამი:

“13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. ისეთი, მე რომ ვიცი ხოლმე. უბრალოდ მე მალე მივლის, ამ ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ეს არ იყო  ის ერთადერთი და ჭეშმარიტი გრძნობა სიყვარულს, რომ ეძახიან, ის უბრალოდ გამოცანა და მიუწვდომელი “ნივთი” იყო, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა უცნობი ქალი:

“გესმის თუ არა,საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის…”

 

იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. მაშინ უბრალოდ იგრძნობდა,რომ მიზანს მიაღწია, დაიკმაყოფილა სურვილი და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებლად მიმაჩნია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. ადამიანის გაცნობა კი  შორიდან არც თუ ისე ადვილია. მისი საქციელი და მისი გრძნობები უფრო ფანატიზმს გაქვდა. ისეთს თინი, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განიცდის. “სიმპტომები” ერთი და იგივე:

“ვცხოვრობდი მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს, შენს სახელს გაზეთში,რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო”.

თინიც ასე არაა? თუ არ ყიდულობს, ლეპტოპს ავსებს  მაიკლ ჯექსონის სიმღერებით, კონცერტებით. ყიდულობს და კითხულობს  ყველაფერს სადაც მის შესახებ იწერება. მეტსაც გეტყვით, თინი აგროვებს მაიკლის სურათებს და ეთაყვანება ჩუმათ. მაიკლიც მიუწვდომელია თინისთვის. ეხლა მითუმეტეს.

“უცნობი ქალის” გრძნობა ჩემთვის მიუღებელია. ის მონა იყო მწერლისა, ადამიანისა რომელსაც არ იცნობდა. ეთაყვანებოდა და აღმერთებდა ადამიანს,რომელსაც არცერთხელ უგრძნობინებია მისთვის სითბო. მთელი წერილის განმავლობაში ბევრჯერ არის ნახსენები ფრაზა: “არასდროს გაგამტყუნებ არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი”. ამდენჯერ “არ გამტყუნებ” ძალიან ცუდად მხვდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ამტყუნებდა. დიახაც ამტყუნებდა და ბრალს სდებდა იმაში, რომ ვერცერთხელ ვერ იცნო, ვერ ხვდებოდა ვინ უგზავნიდა თეთრ ვარდებს ყოველ დაბადების დღეზე, უსაყვედურა და შეურაცყოფად მიიღო “სიამოვნებისთვის” გადახდილი თანხა, არა და ის ხომ სწორედ ქუჩის მეძავივით მოიქცა (როგორც თვითონ აღნიშა). ის იყო მონა, გრძნობის მონა:

“მონური სიყვარულით და ერთგულებით მიყვარდი…”

მისი ცხოვრება წესით უკეთესი უნდა გამხდარიყო შვილის დაბადების შემდეგ. შვილისა რომელიც, იმ ერთადერთისგან ეყოლა, რომელიც მისთვის არსებობდა. სინამდვილეში შვილიც მწერალთან გააიგივა. ზრდიდა მისნაირად, შვილში საყვარელ მამაკაცს ხედავდა. მისთვის არ არსებობდა შვილი და დედობრივი გრძნობა. ის ერთდორულად მონა გახდა ორი მამაკაცისა შვილისა და მწერლისა.

“შენი მეორე “მესთვის” – შენი შვილისთვის”

ამ ქალში იგრძნობა სიამაყე და ამპარტავნობა. სწორედ ამ სიამაყეს მივაწერ მის ასეთ “თავგანწირვას” ამ მწერლის მიმართ. მისთვის რაღაც მომეტში, როგორც ჩანს შეურაცხმყოფელია, რომ ვერ გახდა სასურველი მამაკაცისთვის იდეალური:

“ყველა მეტრფოდა – შენს გარდა, მხოლოდ შენს გარდა,საყვარელო…”

ვისაც არ უნდა ჰკითხო “უცნობი ქალი” იდეალური ქალია. ის ხომ სიყვარულს შეეწირა, ის ხომ სიყვარულისთვის იბრძოდა. პატიობენ სხეულით ვაჭრობას, მაშინ როდესაც სხვას მიწასთან ასწორებდნენ. არა და “მოტივაცია” ყველა მეძავს ხომ ერთნაირი აქვს? აი მაგალითად:

“ამ ქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგენს”

იდეალური საბაბია იმისთვის,რომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. მაშინ რატომ პატიობენ “უცნობ ქალს” და სხვებს მიწასთან რატომ ასწორებენ? იმიტომ რომ ის შეყვარებული ქალბატონია? შეიძლება შეყვარებული არის, მაგრამ ამავე დროს მასში ბევრი ცუდი თვისება იგრძნობა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მისი პალატაში ყოფნის აღწერა ჩემში ბევრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს “უცნობი ქალის” მიმართ. ის თითქოს ზევიდან დაჰყურებს ყველას, მაშინ როდესაც თვითონაც ზუსტად მათნაირია და არაფრით გამორჩეული:

“სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში მეძავებისა და ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლამდე მიეყვანა”

იმედები გამიცრუვდა. რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…

ეს ნაწარმოები კიდევ ბევრისთვის იქნება საყვარელი და კიდევ ბევრი იტყვის “უცნობი ქალის წერილი”–ს გახსენებაზე: “ვაიმე, რა მაგარიაა; აუცილებლად უნდა წაიკითხო;გული დაგეწვება”. სამაგიეროდ ჩემმა დამ მშვენივრად დაასრულა კითხვა: “ეგეთი სიყვარულის დედაც ვატირეო”.