Tag Archives: სკამი

Skam/სირცხვილი

არ ვიცი როდის, რატომ და როგორ, მაგრამ თემომ ერთ კარგ ნორვეგიულ სერიალს, “სკამს” მიაგნო და ფაქტობრივად მაიძულა, რომ მეყურებინა, რის გამოც დიდი მადლობა მას. skam ქართულად სირცხვილს ნიშნავს.

სერიალი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზეა. “სკამში” აღწერილია 15-18 წლის თინეიჯერების ყოველდღიური ცხოვრება, მათი პრობლემები, მოგვარების გზები, პირველი სიყვარული, პირველი სექსი, იმედგაცრუებები და დრამები – სერიალში ყველაფერი ძალიან რეალური და ბუნებრივია. სერიალის თარგეთიც თინეიჯერები არიან, თუმცა, 25 წლის ასაკშიც სიამოვნებით ვუყურე.

ამ დროისთვის სულ 3 სეზონია (33 ეპიზოდი) გამოსული. თითო სერია დაახლოებით 25 წუთს გრძელდება. თავიდან ძალიან ნელა, კვირაში 2-3 სერიას ვუყურებდი და ცოტა მოსაწყენი მეჩვენებოდა. არ იყო “ექშენი” და დაძაბულობა, მაგრამ იყო ბავშვური, თინეიჯერული და ადამიანური დაძაბულობა. ბოლოს სერიები გადავაბი, მიყოლებით ვნახე და კმაყოფილი დავრჩი.

სერიალის სეზონები სხვადასხვა მთავარ გმირებზეა აწყობილი და წინა სეზონის გმირი უკანა პლანზე გადადის, მაგრამ სერიალიდან არ ქრება, ბექგრაუნდად მაინც გასდევს მათი ისტორიები, უბრალოდ წინ სხვა გმირის პრობლემები გადმოდის.

skam

როგორც აღვნიშნე, სერიალში საკმაოდ რეალურ პრობლემებს ეხებიან და იქვე სთავაზობენ თინეიჯერებს მათი მოგვარების გზებს. შეიძლება ნორვეგიული და ქართული რეალობა სხვადასხვაა, მაგრამ თინეიჯერული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მაინც ერთი და იგივეა. სერიალი თინეიჯერებს ასწავლის როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ვინმეს მათი შიშველი ფოტოები აქვთ და ემუქრებათ, ასწავლის როგორ აღარ უნდა იყოს გარიყული მთელი სკოლისგან, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა სმამ. იმასაც ასწავლის თინეჯერებს, რომ ადამიანის ნათქვამი ეგრევე არ უნდა დაიჯეროს და ჯერ უნდა გადაამოწმოს. იმასაც ასწავლის, რომ ბოდიში ერთ-ერთი ძალიან კარგი ჟესტია – კიდევ ბევრ რამეს ასწავლის, მაგრამ არ მინდა სპოილერები დავწერო.

ყველაზე მეტად რაც “დავიჭირე” სერიალში იყო ის, რომ საუბრით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. გადაჭრა თუ არა, მოგვარების გზებს მაინც მიაგნებ. თუ აიძულებ თავს და ილაპარაკებ პრობლემაზე აუცილებლად გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლე. როდესაც რაღაც გაინტერესებს ყავაში და ბროლის ბურთში მკითხაობის ნაცვლად უნდა ადგე და სხვა ადამიანებთან გაარკვიო. არ არის სირცხვილი მიხვიდე ექიმთან და რჩევა ჰკითხო პირველ სექსზე, არ არის სირცხვილი გაარკვიო რატომ ვერ გიტანს ვიღაც X ადამიანი, არ არის სირცხვილი იყო მეგობრებთან ის, ვინც ხარ რეალურად. ისიც არ არის სირცხვილი, რომ სკოლის პოპულარულ კლუბში გინდოდეს ყოფნა ან სკოლის პოპულარული ბიჭი გიყვარდეს, არც სექსია სირცხვილი და არც იმის გაკეთება სექსის დროს, რაც პარტნიორს მოსწონს.

 

სერიალის თამბლერი – http://skamdaily.tumblr.com/

სერიალი ნორვეგიულად, ინგლისური სუბტიტრებით – http://skam-online.tumblr.com/episodes

სერიალის გმირების სოციალური ქსელები – http://skam.p3.no/profiler/

რუსულად შეგიძლიათ ნახოთ seasonvar.ru -ზე ან filmix.net– ზე

Search Engine Terms

ე.ი ვეკომ დამთაგა და ეხლა იმაზე უნდა დავწერო რას ეძებს ხალხი ჩემს ბლოგზე. ან როგორ ხვდებიან. ანხელის ბრუნვებს და ”გოგონას გარეუბნიდან” გამოვტოვებ.თორემ უკვე მეც გული მიწუხს. დღე არ გავა რომ არ მოძებნონ სხვა და სხვა კონტექსტში.

ბევრი ვეძებე და საინტერესო ფრაზები მეც ამოვარჩიე მაგრამ ბევრი არ არის = ))

1. charchoebi – რა ზომის გნებავთ? მითხარით და დაგიმზადებთ ყველა ზომისას და ფორმისას

2. mesakutre.ge – ესეთი საიტიც არსებობს? თუ იპოვე გამაგებინე

3. მოწყენილი სურათები – გუგლის მიმართეთ = ))

4. სამკურნალო მცენარეების ზეთები – ჰა?

5. tmis moshoreba – რამდენიმე ვარიანტი არსებობს, შენ რომელს ამჯობინებ?

6. სასაცილო სკამები – გვერძე ბლოგზე

7. რა ხდება სიკვდილის შემდეგ – აუცილებლად გაგაგებინებ როცა დრო მოვა

8. http://www.tvali.ge – ამის მაძიებელი მაინც რატომ მოხვდა ჩემთან?

9. 09 – 09-ის ნომერს ეძებდით?

10.  გულით სიკვდილი – სხვანაირადაც კვდებიან?

11. ალექსანდრე თუ ბესო? – ბესო

12. ვაშლის ძმარი როგორც გასახდომი საშუალება – დიეტა არ ჯობია?

13. საიდუმლო სირობა გადმოწერა – 5 ლარი რა გაგიხდა?

14. ვითომ ქართველ გოგოს ამერიკელი ზანგები – სიმართლე გითხრა არ ვიცი რას ეძებ და ვერ დაგეხმარები. მაგრამ მე ისევ ვითომ ქართველი გოგოები მირჩევნია ამერიკელ ზანგებს

15. ვინ ვარ მე – სავარუდოდ ადამიანი. მაგრამ მაგის პასუხი საკუტარ ტავში უნდა იპოვო და არა ინტერნეტში

16. ხსნარების დამზადება – ეგეთი ხელმარჯვეც არ ვარ. მარიმ სნეიპის ბლოგს ესტუმრეო გირჩია = ))

17. ძმრის ესენცია – მგონი რაღაცაში ხმარობენ ხოლმე, მაგრამ ჩეს ბლოგზე ვერაფეს იპოვი საინტერესოს

18. დურმიშხანი – მგონი სახელია

19. ყველაზე ცუდი ბლოგი – და ჩემთან მოხვდი არა?

ეს ყველაზე მაგარია და ბოლოსთვის შემოვინახე.

20. sexy minda va – უკომენტაროდ

დათაგვა დამვიწყებია და ვეკომ შემახსენა = )) ბევრს უკვე დაწერილი აქვს მსგავსი პოსტები და მგონი ეს ორი ისეთები არიან რომელთა ბლოგზეც არ მინახავს  Search Engine Terms. მოკლედ ვთაგავ ეგოისტს და სალოლას